სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა დავითაშვილი - ჩვენ უკვე გვაქვს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები
კობა დავითაშვილი - ჩვენ უკვე გვაქვს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები

ჩვენ უკვე გვაქვს პარ­ლა­მენ­ტში სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის სა­ჭი­რო ხმე­ბი, უკვე არის სა­ჭი­რო ასი კაცი, -' ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა დღეს "რა­დიო პა­ლიტ­რის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პრე­ზი­დენტს აღარ ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა მთავ­რო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და­ნიშ­ნოს და ამ ცვლი­ლე­ბას მხარს 100 დე­პუ­ტა­ტი და­უ­ჭერს.

რო­გორც და­ვი­თაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას შე­უ­ზღუ­დავს, პრაქ­ტი­კუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია, რად­გან დე­პუ­ტატ­თა ორი მე­სა­მე­დი შე­სა­ბა­მის კა­ნონპ­რო­ექტს მხარს და­უ­ჭერს.

კი­თხვა­ზე, თუ ვინ იქ­ნე­ბი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბის ის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უმ­რავ­ლე­სო­ბის პო­ზი­ცი­ას გა­ი­ზი­ა­რე­ბენ, და­ვი­თაშ­ვილ­მა არ უპა­სუ­ხა და გა­ნა­ცხა­და, რომ გვა­რებს ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­ა­სა­ხე­ლებს.

გა­და­ცე­მა­ში სა­უბ­რი­სას კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გეგ­მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მას მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის და­თხო­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მო­და.

"პრე­ზი­დენტს აქვს პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა თუ პარ­ლა­მენ­ტი ორ­ჯერ არ და­ამ­ტკი­ცებს მთავ­რო­ბას. თუმ­ცა, არ შე­უძ­ლია პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნა პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩე­ვი­დან 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასე­ვე, პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გას­ვლამ­დე ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. სწო­რედ ამი­ტომ პრე­ზი­დენ­ტმა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 1-ელ ოქ­ტომ­ბერს და­ნიშ­ნა, რად­გან ეჩ­ქა­რე­ბო­და. ყვე­ლა­ფე­რი იყო დათ­ვლი­ლი, რათა თუნ­დაც ორ­დღი­ა­ნი ვადა ყო­ფი­ლი­ყო და­თხო­ვის­თვის. მას წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ სამ­თავ­რო­ბო კრი­ზი­სის პიკი მი­ვი­დო­და აპ­რი­ლის პირ­ველ რი­ცხვებ­ში, მთვა­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბა და­ი­წყე­ბო­და იან­ვარ­ში, შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბო­და მთავ­რო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის წარ­დგე­ნა და შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნა. ჩვენ სა­ნაც­ვლოდ პრე­ზი­დენტს ვუ­თხა­რით, რომ პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნის და ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის არ გვე­ში­ნია. უბ­რა­ლოდ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ვე­ღარ ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, მთავ­რო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და­ნიშ­ნოს", - გა­ნა­ცხა­და კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

კობა დავითაშვილი - ჩვენ უკვე გვაქვს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები

კობა დავითაშვილი - ჩვენ უკვე გვაქვს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები

ჩვენ უკვე გვაქვს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები, უკვე არის საჭირო ასი კაცი, -' ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა დავითაშვილმა დღეს "რადიო პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება მთავრობის მოვალეობის შემსრულებლები დანიშნოს და ამ ცვლილებას მხარს 100 დეპუტატი დაუჭერს.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ცვლილება, რომელიც პრეზიდენტს უფლებამოსილებას შეუზღუდავს, პრაქტიკულად უზრუნველყოფილია, რადგან დეპუტატთა ორი მესამედი შესაბამის კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

კითხვაზე, თუ ვინ იქნებიან უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც უმრავლესობის პოზიციას გაიზიარებენ, დავითაშვილმა არ უპასუხა და განაცხადა, რომ გვარებს ჯერჯერობით არ დაასახელებს.

გადაცემაში საუბრისას კობა დავითაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გეგმის შესახებ საუბრობდა, რომლის მიხედვითაც, მას მთავრობის წევრების ჩანაცვლებისა და პარლამენტის დათხოვის შესაძლებლობა მიეცემოდა.

"პრეზიდენტს აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება თუ პარლამენტი ორჯერ არ დაამტკიცებს მთავრობას. თუმცა, არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა პარლამენტის არჩევიდან 6 თვის განმავლობაში, ასევე, პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს დანიშნა, რადგან ეჩქარებოდა. ყველაფერი იყო დათვლილი, რათა თუნდაც ორდღიანი ვადა ყოფილიყო დათხოვისთვის. მას წარმოედგინა, რომ სამთავრობო კრიზისის პიკი მივიდოდა აპრილის პირველ რიცხვებში, მთვარობის გადაყენება დაიწყებოდა იანვარში, შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა მთავრობის მოვალეობის შემსრულებლების წარდგენა და შემდეგ პარლამენტის დათხოვნა. ჩვენ სანაცვლოდ პრეზიდენტს ვუთხარით, რომ პარლამენტის დათხოვნის და ახალი არჩევნების დანიშვნის არ გვეშინია. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილს ვეღარ ექნება უფლება, მთავრობის მოვალეობის შემსრულებლები დანიშნოს", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა