პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფია სებისკვერაძის "სნეგუროჩკა" ჰეფი
სოფია სებისკვერაძის "სნეგუროჩკა" ჰეფი

ჰეფი ჩი­ხუ­ა­ხუ­ას ჯი­შის მოყ­ვა­რუ­ლი გო­გო­ნაა და ფო­ტო­კა­მე­რის წინ პო­ზი­ო­რო­ბაც უყ­ვარს. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გარ­დე­რო­ბიც აქვს. მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე და მისი შვი­ლი - მარი ზრუ­ნა­ვენ. ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს ისი­ნი ჰე­ფის­თან ერ­თად უკვე მე­ო­რედ შეხ­ვდნენ...

სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე:

- ჰეფი უკვე დიდი "გო­გოა" - წლი­სა და 4 თვის არის. სა­ერ­თოდ, ჩი­ხუ­ა­ხუ­ას ჯი­შის ძაღ­ლე­ბი ავე­ბი, კაც­თმო­ძუ­ლე­ე­ბი არი­ან - პატ­რო­ნი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის გარ­და, ყვე­ლას უყე­ფენ. ეტყო­ბა, ჰეფი გა­მო­ნაკ­ლი­სია: ძა­ლი­ან მშვი­დი ლეკ­ვია. ასაც­რე­ლად რომ მიგ­ვყავ­და, ექიმს ხელ­ზე "კოც­ნი­და". ვე­ტე­რი­ნა­რი გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, - ასე­თი მშვი­დი ჩი­ხუ­ა­ხუა არა­სო­დეს მი­ნა­ხავ­სო! ჰე­ფის თა­მა­ში ძა­ლი­ან უყ­ვარს, სტუმ­რებ­ზე გიჟ­დე­ბა! სა­დარ­ბა­ზო­ში ვინ­მე რომ ჩა­ივ­ლის, წა­მოხ­ტე­ბა და კა­რის­კენ გა­ქან­დე­ბა ხოლ­მე - ჰგო­ნია, რომ ჩვენ­თან ვი­ღაც მო­ვი­და.

- ჰეფი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში რო­გორ გა­მოჩ­ნდა?

- ჩემს გო­გო­ნას - მა­რის ძა­ლი­ან უნ­დო­და, რომ ძაღ­ლი ჰყო­ლო­და და ბე­ბომ სურ­ვი­ლი აუს­რუ­ლა. როცა შინ მო­ვიყ­ვა­ნეთ, 750 გრამს იწო­ნი­და, ახლა - 2 კი­ლოგ­რა­მამ­დეა... თავ­და­პირ­ვე­ლად, ძაღ­ლი არ მინ­დო­და. ვფიქ­რობ­დი, - მისი მოვ­ლა გა­მი­ჭირ­დე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ ახლა დღე­და­ღამ მას­ზე ვზრუ­ნავ. ვამ­ბობ ხოლ­მე: ჰე­ფის გა­რე­შე რო­გორ ვცხოვ­რობ­დით-მეთ­ქი?!

- გა­და­ღე­ბებ­ზეც ხომ არ დაგ­ყავს?

- კი. სხვა­თა შო­რის, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში გა­და­ი­ღეს: ალ­ბათ გახ­სოვთ ის სცე­ნა, როცა ბავ­შვო­ბა­ში დი­ტომ კა­ტოს ლეკ­ვი აჩუ­ქა... შე­იძ­ლე­ბა, ჰეფი ეკ­რან­ზე კი­დევ ვი­ხი­ლოთ (იღი­მის). პო­ზი­ო­რო­ბა უყ­ვარს. ფო­ტო­ებ­საც ვუ­ღებთ ხოლ­მე.

- ჰე­ფის­თვის ტან­საც­მელს სად ყი­დუ­ლობთ?

- ზოგ­ჯერ თა­ვად ვუ­კე­რავთ, ვუქ­სოვთ, ზოგ­ჯერ - ვყი­დუ­ლობთ, ზოგ­ჯერ კი კი­ე­ვი­დან გვიგ­ზავ­ნი­ან.

- როცა სა­მო­სი პირ­ვე­ლად მო­არ­გეთ, არ იუ­ცხო­ვა?

- ჩი­ხუ­ა­ხუ­ას ჯი­შის ძაღ­ლე­ბი ძალ­ზე მცი­ვა­ნე­ბი არი­ან და ამი­ტომ სა­მო­სის გამო, ჰე­ფის დიდი პრო­ტეს­ტი არ გა­მო­უ­ხა­ტავს.

- სა­ხე­ლი ვინ შე­ურ­ჩია?

- ჰეფი მე და­ვარ­ქვი. ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, - სა­ხელს ამარ­თლებ­სო. სულ უნდა, რომ მო­გე­ფე­როს, გე­თა­მა­შოს... ში­ნი­დან გა­სას­ვლე­ლად როცა ვემ­ზა­დე­ბი, "იბუ­სე­ბა" და და­სა­წო­ლად მი­დის - ვი­თომ ყუ­რა­დღე­ბას არ მაქ­ცევს; სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს იმა­ვე ად­გილ­ზე მხვდე­ბა, სა­დაც ვტო­ვებ.

- სად სძი­ნავს?

- ზამ­თარ­ში, პა­ტა­რა ჰე­ფის ჩვე­ნი სა­წო­ლის გვერ­დით, პუფ­ზე ეძი­ნა. ღა­მით თუ და­იწკმუ­ტუ­ნებ­და, ხელს გა­დავ­ყოფ­დი და ჩუმ­დე­ბო­და. მას ისიც არ მოს­წონ­და, მარი სკო­ლა­ში რომ მი­დი­ო­და. ჰოდა, წას­ვლის წინ რომ არ ენა­ხა, ლეკვს ლო­გინ­ში ვიწ­ვენ­დი ხოლ­მე. ნელ-ნელა ჰეფი ლო­გინ­ში წო­ლას შე­ეჩ­ვია და დღემ­დე ჩვენ­თან იძი­ნებს.

- მავ­ნე ჩვე­ვე­ბი აქვს?

- კი, "ჩუს­ტებს" ემ­ტე­რე­ბა. კი­დევ, ბა­ლი­შებს არ­ღვევს და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს, ოთა­ხებ­ში ბამ­ბის "თოვ­ლი" მხვდე­ბა ხოლ­მე. ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, ფეხ­საც­მელ­თან ერ­თად, ბა­ლი­შე­ბი და­ვუ­მა­ლო... ერთხელ თმის სა­ღე­ბა­ვი შე­ჭა­მა. კი­დევ კარ­გი, არა­ფე­რი და­ე­მარ­თა. ფან­ქა­რიც შე­უ­ჭა­მია, ფუ­ლიც... პა­ტა­რა რომ იყო, სულ ასე "მა­ი­მუ­ნობ­და", ახლა - ნაკ­ლე­ბად.

- ხში­რად ასე­ირ­ნებ?

- ვერა. როცა სა­სე­ირ­ნოდ მიმ­ყავს, ძი­რი­თა­დად, ხელ­ში აყ­ვა­ნილს ვა­ტა­რებ, რად­გან ამ ჯი­შის ძაღ­ლე­ბის ჩვე­ვაა, დი­დებს შეჰ­ყე­ფონ, ისი­ნი კი პა­ტა­რა ჰე­ფის "გა­დაყ­ლა­პა­ვენ"... ჰე­ფის და­ნახ­ვი­სას ყვე­ლას მისი მო­ფე­რე­ბის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა. ზა­ფხულ­ში ზღვა­ზეც მყავ­და. მას­თან ერ­თად ფო­ტო­ებს იღებ­დნენ. ჰე­ფის გამო, სა­ჩუქ­რად ნა­ყინ­საც გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ (იღი­მის).

- მე­გო­ბა­რი ძაღ­ლე­ბი თუ ჰყავს?

- ძაღ­ლებს არ ეკონ­ტაქ­ტე­ბა, ეში­ნია. მეც მე­ში­ნია, რამე არ და­უ­შა­ონ. ძი­რი­თა­დად, ჰეფი ადა­მი­ა­ნებ­თან და ჩემს თუ­თი­ყუშ­თან ურ­თი­ერ­თობს. როცა სახ­ლში ვარ, თუ­თი­ყუშს არ "ელა­პა­რა­კე­ბა", შინ დაბ­რუ­ნე­ბულს კი ხან­და­ხან გა­ლი­ის ქვე­მოთ ჩა­მომ­ჯდა­რი მხვდე­ბა.

- ალ­ბათ ცდი­ლობთ, რომ ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლი ჰე­ფის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყოს...

- ჰე­ფის­თან ერ­თად, ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს უკვე მე­ო­რედ შევ­ხვდით. შარ­შან ჩვე­ნი ლეკ­ვი პა­ტა­რა იყო და სა­ა­ხალ­წლო კოს­ტი­უ­მიც არ ჰქონ­და. ახლა ჩემ­მა შვილ­მა "სნე­გუ­რო­ჩკას" ფორ­მა შე­უ­კე­რა. რო­გორც გი­თხა­რით, ჰე­ფის სტუმ­რე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს. ასე რომ, ახალ წელს გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

სოფია სებისკვერაძის "სნეგუროჩკა" ჰეფი

სოფია სებისკვერაძის "სნეგუროჩკა" ჰეფი

ჰეფი ჩიხუახუას ჯიშის მოყვარული გოგონაა და ფოტოკამერის წინ პოზიორობაც უყვარს. საკმაოდ საინტერესო გარდერობიც აქვს. მის ჩაცმულობაზე სოფია სებისკვერაძე და მისი შვილი - მარი ზრუნავენ. ახალი წლის დღესასწაულს ისინი ჰეფისთან ერთად უკვე მეორედ შეხვდნენ...

სოფია სებისკვერაძე:

- ჰეფი უკვე დიდი "გოგოა" - წლისა და 4 თვის არის. საერთოდ, ჩიხუახუას ჯიშის ძაღლები ავები, კაცთმოძულეები არიან - პატრონისა და ოჯახის წევრების გარდა, ყველას უყეფენ. ეტყობა, ჰეფი გამონაკლისია: ძალიან მშვიდი ლეკვია. ასაცრელად რომ მიგვყავდა, ექიმს ხელზე "კოცნიდა". ვეტერინარი გაოცებული იყო, - ასეთი მშვიდი ჩიხუახუა არასოდეს მინახავსო! ჰეფის თამაში ძალიან უყვარს, სტუმრებზე გიჟდება! სადარბაზოში ვინმე რომ ჩაივლის, წამოხტება და კარისკენ გაქანდება ხოლმე - ჰგონია, რომ ჩვენთან ვიღაც მოვიდა.

- ჰეფი თქვენს ცხოვრებაში როგორ გამოჩნდა?

- ჩემს გოგონას - მარის ძალიან უნდოდა, რომ ძაღლი ჰყოლოდა და ბებომ სურვილი აუსრულა. როცა შინ მოვიყვანეთ, 750 გრამს იწონიდა, ახლა - 2 კილოგრამამდეა... თავდაპირველად, ძაღლი არ მინდოდა. ვფიქრობდი, - მისი მოვლა გამიჭირდება-მეთქი, მაგრამ ახლა დღედაღამ მასზე ვზრუნავ. ვამბობ ხოლმე: ჰეფის გარეშე როგორ ვცხოვრობდით-მეთქი?!

- გადაღებებზეც ხომ არ დაგყავს?

- კი. სხვათა შორის, "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ ეპიზოდში გადაიღეს: ალბათ გახსოვთ ის სცენა, როცა ბავშვობაში დიტომ კატოს ლეკვი აჩუქა... შეიძლება, ჰეფი ეკრანზე კიდევ ვიხილოთ (იღიმის). პოზიორობა უყვარს. ფოტოებსაც ვუღებთ ხოლმე.

- ჰეფისთვის ტანსაცმელს სად ყიდულობთ?

- ზოგჯერ თავად ვუკერავთ, ვუქსოვთ, ზოგჯერ - ვყიდულობთ, ზოგჯერ კი კიევიდან გვიგზავნიან.

- როცა სამოსი პირველად მოარგეთ, არ იუცხოვა?

- ჩიხუახუას ჯიშის ძაღლები ძალზე მცივანები არიან და ამიტომ სამოსის გამო, ჰეფის დიდი პროტესტი არ გამოუხატავს.

- სახელი ვინ შეურჩია?

- ჰეფი მე დავარქვი. ყველა აღნიშნავს, - სახელს ამართლებსო. სულ უნდა, რომ მოგეფეროს, გეთამაშოს... შინიდან გასასვლელად როცა ვემზადები, "იბუსება" და დასაწოლად მიდის - ვითომ ყურადღებას არ მაქცევს; სახლში დაბრუნებულს იმავე ადგილზე მხვდება, სადაც ვტოვებ.

- სად სძინავს?

- ზამთარში, პატარა ჰეფის ჩვენი საწოლის გვერდით, პუფზე ეძინა. ღამით თუ დაიწკმუტუნებდა, ხელს გადავყოფდი და ჩუმდებოდა. მას ისიც არ მოსწონდა, მარი სკოლაში რომ მიდიოდა. ჰოდა, წასვლის წინ რომ არ ენახა, ლეკვს ლოგინში ვიწვენდი ხოლმე. ნელ-ნელა ჰეფი ლოგინში წოლას შეეჩვია და დღემდე ჩვენთან იძინებს.

- მავნე ჩვევები აქვს?

- კი, "ჩუსტებს" ემტერება. კიდევ, ბალიშებს არღვევს და სახლში დაბრუნებულს, ოთახებში ბამბის "თოვლი" მხვდება ხოლმე. ამიტომ იძულებული ვარ, ფეხსაცმელთან ერთად, ბალიშები დავუმალო... ერთხელ თმის საღებავი შეჭამა. კიდევ კარგი, არაფერი დაემართა. ფანქარიც შეუჭამია, ფულიც... პატარა რომ იყო, სულ ასე "მაიმუნობდა", ახლა - ნაკლებად.

- ხშირად ასეირნებ?

- ვერა. როცა სასეირნოდ მიმყავს, ძირითადად, ხელში აყვანილს ვატარებ, რადგან ამ ჯიშის ძაღლების ჩვევაა, დიდებს შეჰყეფონ, ისინი კი პატარა ჰეფის "გადაყლაპავენ"... ჰეფის დანახვისას ყველას მისი მოფერების სურვილი უჩნდება. ზაფხულში ზღვაზეც მყავდა. მასთან ერთად ფოტოებს იღებდნენ. ჰეფის გამო, საჩუქრად ნაყინსაც გვიგზავნიდნენ (იღიმის).

- მეგობარი ძაღლები თუ ჰყავს?

- ძაღლებს არ ეკონტაქტება, ეშინია. მეც მეშინია, რამე არ დაუშაონ. ძირითადად, ჰეფი ადამიანებთან და ჩემს თუთიყუშთან ურთიერთობს. როცა სახლში ვარ, თუთიყუშს არ "ელაპარაკება", შინ დაბრუნებულს კი ხანდახან გალიის ქვემოთ ჩამომჯდარი მხვდება.

- ალბათ ცდილობთ, რომ ახალი წლის დღესასწაული ჰეფისთვისაც განსაკუთრებული იყოს...

- ჰეფისთან ერთად, ახალი წლის დღესასწაულს უკვე მეორედ შევხვდით. შარშან ჩვენი ლეკვი პატარა იყო და საახალწლო კოსტიუმიც არ ჰქონდა. ახლა ჩემმა შვილმა "სნეგუროჩკას" ფორმა შეუკერა. როგორც გითხარით, ჰეფის სტუმრები ძალიან უყვარს. ასე რომ, ახალ წელს გახარებული იყო...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება