მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2012 წლის მთავარი გმირები
2012 წლის მთავარი გმირები

2012 წელი მი­ი­წუ­რა და რამ­დე­ნი­მე პრეს­ტი­ჟულ­მა უცხო­ურ­მა გა­მო­ცე­მამ თვა­ლი გა­და­ავ­ლო, გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში რო­მე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი. ახლა სწო­რედ 2012 წლის მთა­ვარ გმი­რებს წარ­მო­გიდ­გენთ.

ადე­ლი

გაბ­ზა­რუ­ლი გუ­ლის შე­სა­ხებ ნა­ღ­ვლი­ა­ნი თეთ­რი სო­უ­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, 24 წლის ბრი­ტა­ნელ­მა ადელ­მა ალ­ბო­მით "21" გა­ყიდ­ვე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი რე­კორ­დი მოხ­სნა, მუ­სი­კა­ლუ­რი მსოფ­ლიო ინ­დუსტრი­ის რე­ა­ნი­მი­რე­ბა პრაქ­ტი­კულ­ად მარ­ტომ შეძ­ლო და ამას­თან და­ამ­ტკი­ცა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი სუ­ლაც არ არის, თა­ნა­მედ­რო­ვე პო­პვარ­სკვლავ­მა სცე­ნა­ზე შიშ­ველ­მა ია­როს და უძ­ვი­რე­სი კლი­პე­ბი გა­და­ი­ღოს. წელს ალ­ბომ­მა "21" ადელს ექ­ვსი "გრე­მი" მო­უ­ტა­ნა და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით მომ­ღე­რალ­მა 2010 წელს ბი­ონ­სეს მიერ დამ­ყა­რე­ბუ­ლი რე­კორ­დი გა­ი­მე­ო­რა.

რენე რე­ძე­პი

გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოღ­ვა­წე, რომ­ლის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მეტს ლა­პა­რა­კო­ბენ - რენე რე­ძე­პი, რეს­ტო­რან Noma-ს შეფმ­ზა­რე­უ­ლია, სა­დაც კლი­ენ­ტებს ჭი­ან­ჭვე­ლე­ბით, მი­წი­თა და ქვე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბით უმას­პინ­ძლდე­ბი­ან. რენე რე­ძე­პიმ გას­ტრო­ნო­მი­ა­ში სა­კუ­თა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა შექ­მნა, რო­მელ­საც ბევ­რი საკ­ვე­ბად უვარ­გი­სად მი­იჩ­ნევს. და­ნი­ელ­მა შეფ-მზა­რე­ულ­მა კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში რეს­ტო­რა­ნი Noma 8 წლის წინ გახ­სნა და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში Michelin-ის ორი ვარ­სკვლა­ვი მი­ი­ღო. 2010 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბრი­ტა­ნუ­ლი ჟურ­ნალ Restaurant-ის უც­ვლე­ლი ლი­დე­რია და Time-ის ვერ­სი­ით, მსოფ­ლი­ო­ში 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ა­ში შე­დის.

მი­უ­ჩა პრა­და

სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სის მემ­კვიდ­რე მი­უ­ჩა პრა­და ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო იყო გა­სულ წელს ამ სფე­რო­ში. გარ­და ამი­სა, მან მო­დი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის შე­თავ­სე­ბა მო­ა­ხერ­ხა. არა­და, ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნის შექ­მნა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ სურ­და, თუმ­ცა 2000-იანი წლე­ბის მო­დის მწვერ­ვალ­ზე აღ­მოჩ­ნდა და და­ამ­ტკი­ცა, რომ სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ფე­შე­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბას­თან შერ­წყმა, სი­ლა­მა­ზის სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, შა­ლის წინ­დე­ბი­სა და მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლის კომ­ბი­ნი­რე­ბა, ბუმ­ბუ­ლის ქვე­და­ბო­ლო­ე­ბის, პლას­ტი­კა­ტის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ბა­ნა­ნის ფორ­მის სა­ყუ­რე­ე­ბის შექ­მნა და თან კო­მერ­ცი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა.

სლა­ვოი ჟი­ჟე­კი

მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი ფი­ლო­სო­ფოს-სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი უსას­რუ­ლოდ მოგ­ზა­უ­რობს გას­ტრო­ლე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და მო­ედ­ნებ­ზე გა­მო­დის, ლინჩსა და ჰი­ჩკოკს აა­ნა­ლი­ზებს! კა­პი­ტა­ლიზმს ამ­ხელს და მის გა­მოს­ვლებს მრა­ვა­ლი ათა­სი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბა, რომ­ლებ­საც მარ­ქსის შრო­მე­ბი წა­კი­თხუ­ლი არ აქვთ და ლა­კა­ნის გვა­რიც კი არ სმე­ნი­ათ. ფრო­ი­დო-მარ­ქსის­ტუ­ლი ყა­ი­დის სლო­ვე­ნი­ე­ლი კულ­ტუ­რო­ლო­გი, ასო­ცი­ა­ლუ­რი ფი­ლო­სო­ფო­სი, რო­მე­ლიც თავს "მებ­რძოლ ათე­ის­ტად" მი­იჩ­ნევს, ლუბ­ლი­ა­ნა­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს და ამ სფე­რო­ში გა­სულ წელს ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი იყო.

ნორ­მან ფოს­ტე­რი

ამ არ­ქი­ტექ­ტო­რის სა­ხე­ლი მათ­თვი­საც კი ცნო­ბი­ლია, ვი­საც არ­ქი­ტექ­ტუ­რა სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებს. ბრი­ტა­ნუ­ლი ჟურ­ნალ Building Desing-ის რე­ი­ტინ­გში შე­მა­ვა­ლი ათი უმ­სხვი­ლე­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ბი­უ­რო­დან ერთს ყვე­ლა იც­ნობს, რად­გან ამ ბი­უ­როს შე­ნო­ბე­ბი­დან თი­თო­ე­ულს რო­მე­ლი­მე რე­კორ­დი აქვს დამ­ყა­რე­ბუ­ლი. მან­ჩეს­ტე­რის მუ­შა­თა კვარ­ტალ­ში და­ბა­დე­ბულ­მა და გაზ­რდილ­მა ნორ­მან ფოს­ტერ­მა ყვე­ლა შე­საძ­ლო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ჯილ­დო მი­ი­ღო. დღეს მისი ბი­უ­რო, სა­დაც ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს, თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რის ნამ­დვი­ლი ფაბ­რი­კაა, რომ­ლის სა­ხე­საც ფოს­ტე­რი წარ­მო­ად­გენს.

ჯუ­ლი­ან ასან­ჟი

დღე­ი­სათ­ვის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ბრი­ტა­ნულ სა­სა­მარ­თლოს ლონ­დონ­ში ეკ­ვა­დო­რის სა­ელ­ჩო­ში ემა­ლე­ბა, რად­გან სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, იგი შვე­დეთს უნდა გა­და­ე­ცეს. ეს ქვე­ყა­ნა კი, თა­ვის მხრივ, აპი­რებს, რომ ასან­ჟი აშშ-ს გა­დას­ცეს. ჟურ­ნა­ლის­ტი, ჰა­კე­რი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ყვე­ლა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ომი გა­მო­უ­ცხა­და და მისი გა­მოწ­ვე­ვა მი­ღე­ბულ იქნა... ჯუ­ლი­ან ასანჟ­მა იმგვა­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო, რო­მელ­თა ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ვერ­ცერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ტუ­ნი­სის რე­ვო­ლუ­ცი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბაც მო­ა­ხერ­ხა და ამ­ჟა­მად ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის მტრის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სით სა­ელ­ჩოს ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში იმა­ლე­ბა. WikiLeaks-ის და­მა­არ­სე­ბე­ლი თა­ვი­სი დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ბრწყინ­ვა­ლე კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟია. მისი ბი­ოგ­რა­ფი­ის მი­ხედ­ვით ნე­ბის­მი­ე­რი სი­უ­ჟე­ტის ფილ­მის გა­და­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ჯე­იმს კა­მე­რო­ნი

დღეს ჯე­იმს კა­მე­რო­ნი ჰო­ლი­ვუ­დის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რია, 1980-იან წლებ­ში კი მი­აჩ­ნდა, რომ აუტ­სა­ი­დე­რულ ფილ­მებს იღებ­და და მა­ყუ­რე­ბე­ლი მას ვერ გა­უ­გებ­და. მაგ­რამ რო­დე­საც 6.5 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­და­ღე­ბუ­ლი "ტერ­მი­ნა­ტო­რის" შე­მო­სა­ვალ­მა 100 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, რე­ჟი­სორ­მა უამ­რა­ვი შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო. "ტერ­მი­ნა­ტო­რი 1", ტერ­მი­ნა­ტო­რი 2", "ტი­ტა­ნი­კი", "ავა­ტა­რი" - შე­დე­გად 21 "ოს­კა­რი" და 6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი. ამ­ჟა­მად კა­მე­რო­ნი ფილ­მებს იშ­ვი­ა­თად იღებს და ძი­რი­თად დროს ოკე­ა­ნის სიღ­რმე­ში ატა­რებს, მაგ­რამ მა­ინც ჰო­ლი­ვუ­დის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ და ავან­გარ­დულ კო­მერ­ცი­ულ რე­ჟის­ო­რად რჩე­ბა.

ლი­ო­ნელ მესი

"ბარ­სე­ლო­ნას" არ­გენ­ტი­ნე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი ლი­ო­ნელ მესი - მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი. მას წი­ნა­მორ­ბედ კო­ლე­გებ­ზე მეტი ბურ­თი გა­აქვს, მათ­ზე სწრა­ფად დარ­ბის და მე­ტო­ქეს­თან ორ­თაბ­რძო­ლა­ში მათ­ზე უფრო მოხ­დე­ნი­ლი ფინ­ტე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. ლი­ო­ნელ მესი აქარ­წყლებს სა­ყო­ველ­თა­ოდ გავ­რცე­ლე­ბულ აზრს იმის შე­სა­ხებ, რომ XXI სა­უ­კუ­ნე­ში ფეხ­ბურ­თი, ბო­ლოს და ბო­ლოს, შო­უ­ბიზ­ნე­სის დიდი და დი­ნა­მი­კუ­რი დარ­გი გახ­და. მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კივ­რის მიერ ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ აღი­ა­რე­ბულ მე­სის შო­უ­ბიზ­ნე­სის­თვის არა­ნა­ი­რი სარ­გე­ბე­ლი არ მო­აქვს, არც გა­რეგ­ნუ­ლად არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, არც ბი­ოგ­რა­ფი­ით და არც ქა­ლე­ბისკნ სწრაფ­ვით. ის თა­ვის საქ­მეს აკე­თებს, ეს არის და ეს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

2012 წლის მთავარი გმირები

2012 წლის მთავარი გმირები

2012 წელი მიიწურა და რამდენიმე პრესტიჟულმა უცხოურმა გამოცემამ თვალი გადაავლო, გასული წლის განმავლობაში სხვა­დასხვა სფეროში რომელი ადამიანები იყვნენ ყველაზე გამორჩეულები. ახლა სწორედ 2012 წლის მთავარ გმირებს წარმოგიდგენთ.

ადელი

გაბზარული გულის შესახებ ნა­ღ­ვლიანი თეთრი სოულის შემსრულებელმა, 24 წლის ბრიტანელმა ადელმა ალბომით "21" გაყიდვების მრავალწლიანი რეკორდი მოხსნა, მუსიკალური მსოფლიო ინდუსტრიის რეანიმირება პრაქტიკულ­ად მარტომ შეძლო და ამასთან დაამტკიცა, რომ აუცილებელი სუ­ლაც არ არის, თანამედროვე პო­პვარსკვლავმა სცენაზე შიშველმა იაროს და უძვირესი კლიპები გა­დაიღოს. წელს ალბომმა "21" ადელს ექვსი "გრემი" მოუტანა და ამ მაჩვენებლით მომღერალმა 2010 წელს ბიონსეს მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

რენე რეძეპი

გასტრონომიული მოღვაწე, რომლის შესახებ მსოფლიოში ყველაზე მეტს ლაპარაკობენ - რენე რეძეპი, რესტორან Noma-ს შეფმზარეულია, სადაც კლიენტებს ჭიანჭველებით, მიწითა და ქვებისგან დამზადებული კერძებით უმასპინძლდებიან. რენე რეძეპიმ გასტრონომიაში საკუთარი მიმართულება შექმნა, რომელსაც ბევრი საკვებად უვარგისად მიიჩნევს. დანიელმა შეფ-მზარეულმა კოპენჰაგენში რესტორანი Noma 8 წლის წინ გახსნა და ამ ხნის განმავლობაში Michelin-ის ორი ვარსკვლავი მიიღო. 2010 წლიდან მოყოლებული, ბრიტანული ჟურნალ Restaurant-ის უცვლელი ლიდერია და Time-ის ვერსიით, მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შედის.

მიუჩა პრადა

სამოდელო ბიზნესის მემკვიდრე მიუჩა პრადა ერთ-ერთი საუკეთესო იყო გასულ წელს ამ სფეროში. გარდა ამისა, მან მოდისა და თანამედროვე ხელოვნების შეთავსება მოახერხა. არადა, ტანსაცმლის დიზაინის შექმნა დიდი ხნის განმავლობაში არ სურდა, თუმცა 2000-იანი წლების მოდის მწვერვალზე აღმოჩნდა და დაამტკიცა, რომ სავსებით შესაძლებელია ფეშენის თანამედროვე ხელოვნებასთან შერწყმა, სილამაზის საყოველთაოდ მიღებული სტანდარტების უგულებელყოფა, შალის წინდებისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კომბინირება, ბუმბულის ქვედაბოლოების, პლასტიკატისგან დამზადებული ბანანის ფორმის საყურეების შექმნა და თან კომერციული წარმატების მიღწევა.

სლავოი ჟიჟეკი

მსოფლიოში ერთადერთი ფილოსოფოს-სუპერვარსკვლავი უსასრულოდ მოგზაურობს გასტროლებით, უნივერსიტეტებსა და მოედნებზე გამოდის, ლინჩსა და ჰიჩკოკს აანალიზებს! კაპიტალიზმს ამხელს და მის გამოსვლებს მრავალი ათასი ადამიანი ესწრება, რომლებსაც მარქსის შრომები წაკითხული არ აქვთ და ლაკანის გვარიც კი არ სმენიათ. ფროიდო-მარქსისტული ყაიდის სლოვენიელი კულტუროლოგი, ასოციალური ფილოსოფოსი, რომელიც თავს "მებრძოლ ათეისტად" მიიჩნევს, ლუბლიანაში ცხოვრობს და მუშაობს და ამ სფეროში გასულ წელს ყველაზე შთამბეჭდავი იყო.

ნორმან ფოსტერი

ამ არქიტექტორის სახელი მათთვისაც კი ცნობილია, ვისაც არქიტექტურა საერთოდ არ აინტერესებს. ბრიტანული ჟურნალ Building Desing-ის რეიტინგში შემავალი ათი უმსხვილესი არქიტექტურული ბიუროდან ერთს ყველა იცნობს, რადგან ამ ბიუროს შენობებიდან თითოეულს რომელიმე რეკორდი აქვს დამყარებული. მანჩესტერის მუშათა კვარტალში დაბადებულმა და გაზრდილმა ნორმან ფოსტერმა ყველა შესაძლო არქიტექტურული ჯილდო მიიღო. დღეს მისი ბიურო, სადაც ათასამდე ადამიანი მუშაობს, თანამედროვე არქიტექტურის ნამდვილი ფაბრიკაა, რომლის სახესაც ფოსტერი წარმოადგენს.

ჯულიან ასანჟი

დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად ბრიტანულ სასამართლოს ლონდონში ეკვადორის საელჩოში ემალება, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი შვედეთს უნდა გადაეცეს. ეს ქვეყანა კი, თავის მხრივ, აპირებს, რომ ასანჟი აშშ-ს გადასცეს. ჟურნალისტი, ჰაკერი, ადამიანი, რომელმაც ყველა ქვეყნის ხელისუფლებას ომი გამოუცხადა და მისი გამოწვევა მიღებულ იქნა... ჯულიან ასანჟმა იმგვარი დოკუმენტების მოპოვება შეძლო, რომელთა ხელში ჩაგდება ვერცერთმა ჟურნალისტმა ვერ მოახერხა. ტუნისის რევოლუციის პროვოცირებაც მოახერხა და ამჟამად ამერიკელი ხალხის მტრის ოფიციალური სტატუსით საელჩოს ერთ პატარა ოთახში იმალება. WikiLeaks-ის დამაარსებელი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე კინემატოგრაფიული პერსონაჟია. მისი ბიოგრაფიის მიხედვით ნებისმიერი სიუჟეტის ფილმის გადაღებაა შესაძლებელი.

ჯეიმს კამერონი

დღეს ჯეიმს კამერონი ჰოლივუდის მთავარი რეჟისორია, 1980-იან წლებში კი მიაჩნდა, რომ აუტსაიდერულ ფილმებს იღებდა და მაყურებელი მას ვერ გაუგებდა. მაგრამ როდესაც 6.5 მილიონ დოლარად გადაღებული "ტერმინატორის" შემოსავალმა 100 მილიონს გადააჭარბა, რეჟისორმა უამრავი შეთავაზება მიიღო. "ტერმინატორი 1", ტერმინატორი 2", "ტიტანიკი", "ავატარი" - შედეგად 21 "ოსკარი" და 6 მილიარდი დოლარი. ამჟამად კამერონი ფილმებს იშვიათად იღებს და ძირითად დროს ოკეანის სიღრმეში ატარებს, მაგრამ მაინც ჰოლივუდის ყველაზე წარმატებულ და ავანგარდულ კომერციულ რეჟისორად რჩება.

ლიონელ მესი

"ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მას წინამორბედ კოლეგებზე მეტი ბურთი გააქვს, მათზე სწრაფად დარბის და მეტოქესთან ორთაბრძოლაში მათზე უფრო მოხდენილი ფინტებითაც გამოირჩევა. ლიონელ მესი აქარწყლებს საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ XXI საუკუნეში ფეხბურთი, ბოლოს და ბოლოს, შოუბიზნესის დიდი და დინამიკური დარგი გახდა. მილიონობით გულშემატკივრის მიერ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულ მესის შოუბიზნესისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს, არც გარეგნულად არის გამორჩეული, არც ბიოგრაფიით და არც ქალებისკნ სწრაფვით. ის თავის საქმეს აკეთებს, ეს არის და ეს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს