საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელის ელჩს დაივინგი იტაცებს
ისრაელის ელჩს დაივინგი იტაცებს

ის­რა­ე­ლის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში იუ­ვალ ფუქ­სი ცხრა­მე­ტი წე­ლია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­შიც ის ელ­ჩის სტა­ტუ­სით იმ­ყო­ფე­ბა. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ის­რა­ელ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში ის­ტო­რი­ი­სა და ფი­ლო­სო­ფი­ის გან­ხრით მი­ი­ღო. ეს პრო­ფე­სია მოს­წონ­და და შე­ეძ­ლო თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბი­თაც ემუ­შა­ვა, მაგ­რამ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში, რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში არა­ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბა მოხ­და, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად პო­ლი­ტი­კით და­ინ­ტე­რეს­და და გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამ სფე­რო­ში გა­მო­ე­ცა­და. იმ პე­რი­ოდ­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და, აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, ამა­ვე სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­და. რო­გორც ამ­ბობს, კმა­ყო­ფი­ლია, რომ მისი ცხოვ­რე­ბა ასე წა­რი­მარ­თა და იქვე მი­ზეზ­საც ხსნის: "მომ­ხდა­რით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან აქ ყოფ­ნით ვხე­დავ დიდ შან­სებს, არა მხო­ლოდ ორი ქვეყ­ნის - ის­რა­ე­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებს და­ვეხ­მა­რო და გა­ვაღ­რმა­ვო, არა­მედ, უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ვა­ახ­ლო­ოთ ერ­თმა­ნეთს", - აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რი­სას ის­რა­ე­ლის ელჩმა იუ­ვალ ფუქსმა.

- 1961 წელს ხა­ი­ფა­ში და­ვი­ბა­დე. ჩემი მშობ­ლე­ბიც ამა­ვე ქა­ლაქ­ში და­ი­ბად­ნენ. დე­დას წი­ნაპ­რე­ბი, კერ­ძოდ ექ­ვსი თა­ო­ბა, ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობ­დნენ. გა­ლი­ლე­ის მთებ­თან პა­ტა­რა ქა­ლა­ქი ცფა­თია და ისი­ნი იქი­დან იყ­ვნენ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ვთა­მა­შობ­დი ფეხ­ბურთს. დღემ­დე ხა­ი­ფის გუნ­დის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ. გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მუ­სი­კით, თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლებ­ში ვუს­მენ­დი "პინქ ფლო­იდს", "რო­ლინგ სტო­უნზს", ის­რა­ელ მომ­ღერ­ლებს. სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი, მომ­დევ­ნო ერთი წელი კი­ბუც­ში ვცხოვ­რობ­დი. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ჯერ იე­რუ­სა­ლი­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში მი­ვი­ღე. მას შემ­დეგ ცხრა­მე­ტი წე­ლი­წა­დია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ. მა­მა­ჩე­მი ხა­ი­ფის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, დედა ტექ­ნი­ო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ას­წავ­ლი­და, მა­ნამ­დე კი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მუ­შა­ობ­და. მამა თე­ატ­რის პრო­დი­უ­სე­რი და მმარ­თვე­ლი გახ­ლდათ. ის იმ ად­გი­ლას თე­ატ­რის გახ­სნის დღი­დან პენ­სი­ა­ში გას­ვლამ­დე მუ­შა­ობ­და. ხა­ი­ფის თე­ატ­რი 1961 წელს გა­იხ­სნა, მა­ნამ­დე მამა ერთ-ერთი ფაბ­რი­კა-ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და.

- მა­მას სამ­სა­ხურ­ში ხში­რად დაჰ­ყავ­დით? ვგუ­ლის­ხმობ, თე­ატ­რში დიდ დროს თუ ატა­რებ­დით?

- დიახ, თე­ატ­რში ძა­ლი­ან დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი.

- იმ დროს არ გი­ფიქ­რი­ათ, მსა­ხი­ო­ბის ან რე­ჟი­სო­რის პრო­ფე­სი­ას და­უფ­ლე­ბო­დით?

- არა, რად­გან საკ­მა­ოდ მორ­ცხვი ვი­ყა­ვი (იღი­მის). თე­ატ­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, მომ­წონ­და კუ­ლი­სებ­ში ყოფ­ნა, ვიც­ნობ­დი თე­ატ­რის პერ­სო­ნალს, მხატ­ვრებს, რე­ჟი­სო­რებს, მაგ­რამ ჩემ­თვის თე­ატრთან ყვე­ლა­ზე ახლო შე­ხე­ბა ის იყო, როცა გერ­მა­ნუ­ლი­დან ორი პი­ე­სა ვთარ­გმნე. მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, ერთი ავ­სტრი­ე­ლი, ხოლო მე­ო­რე გერ­მა­ნე­ლი დრა­მა­ტურ­გი იყო.

- უცხო ენე­ბი რო­დის შეი­ს­წავ­ლეთ და რამ­დენ ენას ფლობთ?

- სკო­ლა­ში ინ­გლი­სურს ვსწავ­ლობ­დით. VII-VIII კლას­ში არა­ბულ­საც ვსწავ­ლობ­დით, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე არა­ბუ­ლად კი­თხვა და ლა­პა­რა­კი არ­ცთუ კარ­გად შე­მიძ­ლია. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფრან­გუ­ლი და გერ­მა­ნუ­ლი ენე­ბი შე­ვის­წავ­ლე. ჩე­ხეთ­ში ყოფ­ნი­სას მცი­რე დო­ზით ამ ენა­საც და­ვე­უფ­ლე. სა­უ­ბა­რი და წერა შე­მიძ­ლია რუ­სულ ენა­ზეც. ეს ენა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, მოს­კოვ­ში ყოფ­ნი­სას შე­ვის­წავ­ლე.

- სა­მუ­შაო ოთახ­ში ბურთს ინა­ხავთ. თქვით, რომ ფეხ­ბურ­თი­თაც იყა­ვით გა­ტა­ცე­ბუ­ლი. რამ­დენ ხანს გას­ტა­ნა და რა­ტომ დას­რულ­და თქვე­ნი ამ სპორ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბა?

- ბავ­შვო­ბი­სას ჩემი ოც­ნე­ბა იყო, ფეხ­ბურ­თე­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. თუმ­ცა ჩემს მშობ­ლებს ეს არ სურ­დათ და, სამ­წუ­ხა­როდ, ფეხ­ბურ­თე­ლი ვერ გავ­ხდი. სხვა­თა შო­რის, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთი ამ­ბა­ვი უნდა გა­ვიხ­სე­ნო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ით ჩა­მო­ვე­დი, რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბოდ­ნენ. ამ შანსს ხე­ლი­დან ნამ­დვი­ლად არ გა­ვუშ­ვებ­დი და მატჩს და­ვეს­წა­რი. შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­მა­ში იყო. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო ბოლო წუ­თებ­ში და­მარ­ცხდა, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რო­გორ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ხვდე­ბო­და, მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თგზის ჩემ­პი­ონ ნაკ­რებს, მა­შინ ისიც უნდა ით­ქვას, რომ ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ეს­პა­ნე­ლებს ღირ­სე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს.

- თუ გახ­სოვთ, სა­ქარ­თვე­ლო­ზე პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია რო­დის და რა თე­მა­ზე მო­ი­პო­ვეთ?

- ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ამ მო­მენ­ტში მახ­სენ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იყო 2011 წლის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სას­ტუმ­რო­ში ვი­ყა­ვით გა­ჩე­რე­ბუ­ლი. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში რომ გა­მო­ვე­დით და და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ, რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პუ­ლი ქა­ლა­ქი მო­მა­გო­ნა. მათ შო­რის - პრა­ღა და მა­შინ ვი­ფიქ­რე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მო­მა­ვალ­ში ამ ქა­ლაქ­ში ჩემს ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა და მუ­შა­ო­ბა მო­მი­წევს-მეთ­ქი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ეს სურ­ვი­ლი ამიხ­და (იღი­მის). რამ­დე­ნი­მე წლის წინ მოს­კოვ­ში ის­რა­ე­ლის სა­ელ­ჩო­ში ვმუ­შა­ობ­დი. შო­რი­ახ­ლოს რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნია და ერთ-ერთს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, "სუ­ლი­კო" ჰქვია. რეს­ტორ­ნის ხში­რი სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი და იმ დროს გა­ვი­ცა­ნი ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო: ფხა­ლი, ხინ­კა­ლი, ნიგვზი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნი, ხა­ჭა­პუ­რი (იღი­მის). კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა ქარ­თულ კულ­ტუ­რას­თან იყო 2010 წელს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ლედი, ქალ­ბა­ტო­ნი სან­დრა რუ­ლოვ­სი გახ­ლდათ ის­რა­ელ­ში ჩა­მო­სუ­ლი. მქონ­და პა­ტი­ვი, მის­თვის ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნი­ო­ნო­ბა გა­მე­წია და იმ დრო­საც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­ვი­ტყვე თქვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ. გა­მომ­გზავ­რე­ბამ­დე ქალ­ბა­ტონ­მა სან­დრამ ერთი ბოთ­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და­მი­ტო­ვა. ქარ­თუ­ლი ღვი­ნო მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვია.

- რამ­დე­ნი­მე ენას ფლობთ, ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლაც ხომ არ გიც­დი­ათ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ამის­თვის დრო არ მაქვს. რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა ვიცი: "გა­მარ­ჯო­ბა", "მად­ლო­ბა" და ა.შ. იმე­დია მო­მა­ვალ­ში ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა. ასე­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა: "მე მინ­და ნა­ყი­ნი".

- ნა­ყი­ნი გიყ­ვართ?

- დიახ, ძა­ლი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­ნი­ლის ნა­ყი­ნი (იცი­ნის).

- ოჯა­ხიც გაგ­ვა­ცა­ნით...

- ჩემი მე­უღ­ლე სან­და კი­ში­ნი­ოვ­ში და­ი­ბა­და. მისი ოჯა­ხი ის­რა­ელ­ში იმ სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და, რომ­ლებ­მაც ქვე­ყა­ნა 1990-იან წლებ­ში და­ტო­ვეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ პე­რი­ოდ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი ებ­რა­ე­ლი მი­ე­მარ­თე­ბო­და ის­რა­ე­ლის­კენ და სან­დას ოჯა­ხიც გა­მო­ნაკ­ლი­სი არ ყო­ფი­ლა. ის ბევ­რი საქ­მით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ბევ­რი ინ­ტე­რე­სი აქვს. დი­ზა­ი­ნე­რია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კუ­ლი­ნა­რი და ამავდრო­უ­ლად ერთ-ერთ რუ­სულ გა­მო­ცე­მა­ში კუ­ლი­ნა­რი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას უძღვე­ბო­და. ის მოს­კოვ­ში დი­ზა­ი­ნის სკო­ლა "დე­ტა­ლის" და­არ­სე­ბა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­დაც დი­ზა­ინ­თან ერ­თად კუ­ლი­ნა­რი­ის შემ­სწავ­ლე­ლი მას­ტერ-კლა­სე­ბიც არ­სე­ბობს.

სამი შვი­ლი გვყას - ერთი გო­გო­ნა და ორი ბიჭი. ერთი პრა­ღა­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, მე­ო­რე - ბერ­ლინ­ში და მე­სა­მე - იე­რუ­სა­ლიმ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ჩა­მო­ვე­დით. მოგ­ვწონს სა­ქარ­თვე­ლო და როცა სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა, სხვა­დას­ხვა კუ­თხის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად დავ­დი­ვართ. ვნა­ხეთ ყაზ­ბე­გი, ბა­თუ­მი და ბევ­რი სხვა, მაგ­რამ კი­დევ უამ­რა­ვი ად­გი­ლი გვაქვს და­სათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი.

- სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ის გა­ტა­რე­ბას რო­გორ აპი­რებთ? ახალ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბით თუ ის­რა­ელ­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ვრჩე­ბით. ამ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი სა­მუ­შაო გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, მო­ვა­ხერ­ხებთ და სა­თხი­ლა­მუ­როდ გას­ვლას შევ­ძლებთ სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე. ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს და­ი­ვინ­გიც და ზა­ფხულ­ში შავ ზღვა­ში ცურ­ვა­სა და ყვინ­თვას ვა­პი­რებ (იღი­მის).

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ისრაელის ელჩს დაივინგი იტაცებს

ისრაელის ელჩს დაივინგი იტაცებს

ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი ცხრამეტი წელია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელშიც ის ელჩის სტატუსით იმყოფება. უმაღლესი განათლება ისრაელსა და გერმანიაში ისტორიისა და ფილოსოფიის განხრით მიიღო. ეს პროფესია მოსწონდა და შეეძლო თავისი სპეციალობითაც ემუშავა, მაგრამ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არაერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცვლილება მოხდა, ძალაუნებურად პოლიტიკით დაინტერესდა და გაუჩნდა სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები ამ სფეროში გამოეცადა. იმ პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და, აუცილებელი პროცედურების შემდეგ, ამავე სამინისტროს თანამშრომელი გახდა. როგორც ამბობს, კმაყოფილია, რომ მისი ცხოვრება ასე წარიმართა და იქვე მიზეზსაც ხსნის: "მომხდარით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან აქ ყოფნით ვხედავ დიდ შანსებს, არა მხოლოდ ორი ქვეყნის - ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობებს დავეხმარო და გავაღრმავო, არამედ, უბრალოდ, ადამიანები დავაახლოოთ ერთმანეთს", - აღნიშნა საუბრისას ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა.

-  1961 წელს ხაიფაში დავიბადე. ჩემი მშობლებიც ამავე ქალაქში დაიბადნენ. დედას წინაპრები, კერძოდ ექვსი თაობა, ისრაელში ცხოვრობდნენ. გალილეის მთებთან პატარა ქალაქი ცფათია და ისინი იქიდან იყვნენ. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ვთამაშობდი ფეხბურთს. დღემდე ხაიფის გუნდის დიდი გულშემატკივარი ვარ. გატაცებული ვიყავი მუსიკით, თინეიჯერობის წლებში ვუსმენდი "პინქ ფლოიდს", "როლინგ სტოუნზს", ისრაელ მომღერლებს. სამი წლის განმავლობაში სამხედრო სამსახურში ვიყავი, მომდევნო ერთი წელი კიბუცში ვცხოვრობდი. უმაღლესი განათლება ჯერ იერუსალიმის უნივერსიტეტში, შემდეგ გერმანიაში მივიღე. მას შემდეგ ცხრამეტი წელიწადია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ვთანამშრომლობ. მამაჩემი ხაიფის თეატრში მუშაობდა, დედა ტექნიონის უნივერსიტეტში ასწავლიდა, მანამდე კი მუნიციპალიტეტში მუშაობდა. მამა თეატრის პროდიუსერი და მმართველი გახლდათ. ის იმ ადგილას თეატრის გახსნის დღიდან პენსიაში გასვლამდე მუშაობდა. ხაიფის თეატრი 1961 წელს გაიხსნა, მანამდე მამა ერთ-ერთი ფაბრიკა-ქარხნის დირექტორად მუშაობდა.

-  მამას სამსახურში ხშირად დაჰყავდით? ვგულისხმობ, თეატრში დიდ დროს თუ ატარებდით?

-  დიახ, თეატრში ძალიან დიდ დროს ვატარებდი.

-  იმ დროს არ გიფიქრიათ, მსახიობის ან რეჟისორის პროფესიას დაუფლებოდით?

-  არა, რადგან საკმაოდ მორცხვი ვიყავი (იღიმის). თეატრი ძალიან მიყვარდა, მომწონდა კულისებში ყოფნა, ვიცნობდი თეატრის პერსონალს, მხატვრებს, რეჟისორებს, მაგრამ ჩემთვის თეატრთან ყველაზე ახლო შეხება ის იყო, როცა გერმანულიდან ორი პიესა ვთარგმნე. მაშინ დაახლოებით 30 წლის ვიყავი. მახსოვს, ერთი ავსტრიელი, ხოლო მეორე გერმანელი დრამატურგი იყო.

-  უცხო ენები როდის შეი­ს­წავლეთ და რამდენ ენას ფლობთ?

-  სკოლაში ინგლისურს ვსწავლობდით. VII-VIII კლასში არაბულსაც ვსწავლობდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არაბულად კითხვა და ლაპარაკი არცთუ კარგად შემიძლია. უნივერსიტეტში ფრანგული და გერმანული ენები შევისწავლე. ჩეხეთში ყოფნისას მცირე დოზით ამ ენასაც დავეუფლე. საუბარი და წერა შემიძლია რუსულ ენაზეც. ეს ენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოსკოვში ყოფნისას შევისწავლე.

-  სამუშაო ოთახში ბურთს ინა­ხავთ. თქვით, რომ ფეხბურთითაც იყავით გატაცებული. რამდენ ხანს გასტანა და რატომ დასრულდა თქვენი ამ სპორტით დაინტერესება?

-  ბავშვობისას ჩემი ოცნება იყო, ფეხბურთელი გავმხდარიყავი. თუმცა ჩემს მშობლებს ეს არ სურდათ და, სამწუხაროდ, ფეხბურთელი ვერ გავხდი. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი უნდა გავიხსენო, როდესაც საქართველოში დიპლომატიური მისიით ჩამოვედი, რამდენიმე დღეში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს ხვდებოდნენ. ამ შანსს ხელიდან ნამდვილად არ გავუშვებდი და მატჩს დავესწარი. შესანიშნავი თამაში იყო. სამწუხაროდ, საქართველო ბოლო წუთებში დამარცხდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ მოწინააღმდეგეს ხვდებოდა, მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ ნაკრებს, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ესპანელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

-  თუ გახსოვთ, საქართველოზე პირველი ინფორმაცია როდის და რა თემაზე მოიპოვეთ?

-  ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ამ მომენტში მახსენდება რამდენიმე შემთხვევა, რომელიც საქართველოს უკავშირდება. პირველი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება იყო 2011 წლის დასაწყისში, როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში. რამდენიმე ადამიანი თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროში ვიყავით გაჩერებული. თბილისის ქუჩებში რომ გამოვედით და დავათვალიერეთ, რამდენიმე ევროპული ქალაქი მომაგონა. მათ შორის - პრაღა და მაშინ ვიფიქრე, კარგი იქნება, თუ მომავალში ამ ქალაქში ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრება და მუშაობა მომიწევს-მეთქი. ბედნიერი ვარ, რომ ეს სურვილი ამიხდა (იღიმის). რამდენიმე წლის წინ მოსკოვში ისრაელის საელჩოში ვმუშაობდი. შორიახლოს რამდენიმე ქართული რესტორანია და ერთ-ერთს, რასაკვირველია, "სულიკო" ჰქვია. რესტორნის ხშირი სტუმარი ვიყავი და იმ დროს გავიცანი ქართული სამზარეულო: ფხალი, ხინკალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხაჭაპური (იღიმის). კიდევ ერთი შეხვედრა ქართულ კულტურასთან იყო 2010 წელს, როდესაც საქართველოს პირველი ლედი, ქალბატონი სანდრა რულოვსი გახლდათ ისრაელში ჩამოსული. მქონდა პატივი, მისთვის ორი დღის განმავლობაში კომპანიონობა გამეწია და იმ დროსაც ძალიან ბევრი რამ შევიტყვე თქვენი ქვეყნის შესახებ. გამომგზავრებამდე ქალბატონმა სანდრამ ერთი ბოთლი ქართული ღვინო დამიტოვა. ქართული ღვინო მართლაც შესანიშნავია.

-  რამდენიმე ენას ფლობთ, ქართული ენის შესწავლაც ხომ არ გიცდიათ?

-  სამწუხაროდ, ამისთვის დრო არ მაქვს. რამდენიმე სიტყვა ვიცი: "გამარჯობა", "მადლობა" და ა.შ. იმედია მომავალში ამის საშუალება მომეცემა. ასევე შემიძლია ვთქვა: "მე მინდა ნაყინი".

-  ნაყინი გიყვართ?

-  დიახ, ძალიან, განსაკუთრებით ვანილის ნაყინი (იცინის).

-  ოჯახიც გაგვაცანით...

-  ჩემი მეუღლე სანდა კიშინიოვში დაიბადა. მისი ოჯახი ისრაელში იმ სხვა ადამიანებთან ერთად ჩამოვიდა, რომლებმაც ქვეყანა 1990-იან წლებში დატოვეს. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში საბჭოთა კავშირიდან ძალიან ბევრი ებრაელი მიემართებოდა ისრაელისკენ და სანდას ოჯახიც გამონაკლისი არ ყოფილა. ის ბევრი საქმით არის დაკავებული და ბევრი ინტერესი აქვს. დიზაინერია, არაჩვეულებრივი კულინარი და ამავდროულად ერთ-ერთ რუსულ გამოცემაში კულინარიის განყოფილებას უძღვებოდა. ის მოსკოვში დიზაინის სკოლა "დეტალის" დაარსებაშიც მონაწილეობდა, სადაც დიზაინთან ერთად კულინარიის შემსწავლელი მასტერ-კლასებიც არსებობს.

სამი შვილი გვყას - ერთი გოგონა და ორი ბიჭი. ერთი პრაღაშია დაბადებული, მეორე - ბერლინში და მესამე - იერუსალიმში. საქართველოში აგვისტოს ბოლოს ჩამოვედით. მოგვწონს საქართველო და როცა საშუალება გვეძლევა, სხვადასხვა კუთხის დასათვალიერებლად დავდივართ. ვნახეთ ყაზბეგი, ბათუმი და ბევრი სხვა, მაგრამ კიდევ უამრავი ადგილი გვაქვს დასათვალიერებელი.

-  სადღესასწაულო დღეებ­ის გატარებას როგორ აპირებთ? ახალ წელს საქართველოში იქნებით თუ ისრაელში?

-  საქართველოში ვრჩებით. ამ პერიოდში ბევრი სამუშაო გვექნება, მაგრამ იმედი მაქვს, მოვახერხებთ და სათხილამუროდ გასვლას შევძლებთ საქართველოს რომელიმე სამთო-სათხილამურო კურორტზე. ასევე ძალიან მიყვარს დაივინგიც და ზაფხულში შავ ზღვაში ცურვასა და ყვინთვას ვაპირებ (იღიმის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა