მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრედლი კუპერის ეკრანიდან რეალობაში გადატანილი სიყვარული
ბრედლი კუპერის ეკრანიდან რეალობაში გადატანილი სიყვარული

მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ მა­მა­კა­ცად აღი­ა­რე­ბუ­ლი ბრედ­ლი კუ­პე­რი ერთი თვის წინ ახა­ლი ფილ­მით წარ­დგა ეკ­რან­ზე - "სი­ტყვე­ბი", რო­მელ­შიც თა­ვის სა­ოც­ნე­ბო ქალს ზოე სალ­და­ნას შეხ­ვდა და ახლა მათ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში რო­მა­ნი აქვთ. გარ­და ამი­სა, ბრედ­ლის ახალ პრო­ექ­ტებს შო­რის არის ასე­ვე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სუ­რა­თის "ბი­ჭე­ბი ვე­გას­ში" მე­სა­მე ნა­წი­ლი.

- ბრედ­ლი, რო­გო­რია თქვე­ნი გმი­რი "სი­ტყვებ­ში"?

- ჩემი პერ­სო­ნა­ჟი მწე­რა­ლი რორი ჯენ­სე­ნია, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვით პო­უ­ლობს ხელ­ნა­წერს და გა­და­წყვეტს, მისი ში­ნა­არ­სი თა­ვი­სი ამ­ბის სა­ფუძ­ვლად გა­მო­ი­ყე­ნოს. წიგ­ნი ბესტსე­ლე­რად იქ­ცე­ვა და მას და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდა იპყრობს. კაცი მა­შინ­ვე მი­ე­შუ­რე­ბა ნამ­დვი­ლი ავ­ტო­რის სა­პოვ­ნე­ლად.

- რო­მელ­საც ჯე­რე­მი აი­რონ­სი ასა­ხი­ე­რებს...

- დიახ, ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა, რომ და­თან­ხმდა ამ როლ­ზე. მან თა­ვის გმირს სი­ცო­ცხლე შთა­ბე­რა - მის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. თა­ვი­დან ძა­ლი­ან მა­ღელ­ვებ­და ამ ოს­კა­რო­სან მსა­ხი­ობ­თან პარტნი­ო­რო­ბა, მაგ­რამ ის იმ­დე­ნად მშვი­დი ადა­მი­ა­ნია, მალე გა­მიქ­რა ღელ­ვა.

- თვი­თონ თუ გაქვთ სა­ნატ­რე­ლი ქან­და­კე­ბის მო­პო­ვე­ბის იმე­დი?

- არც კი ვოც­ნე­ბობ და არც რო­ლის თა­მაშს ვი­წყებ ამ ჯილ­დოს მო­პო­ვე­ბის იმე­დით. მაგ­რამ, თუ გა­მი­მარ­თლებს, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ამა­ყი ვიქ­ნე­ბი.

- დღეს ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! გაქვთ, რა­ტომ აირ­ჩი­ეთ მა­ინ­ცდა­მა­ინც "სი­ტყვე­ბი"?

- ამ ამ­ბავ­ში ბევ­რი იდუ­მა­ლი აზ­რია... ერთ-ერთი ის არის, რომ ძა­ლი­ან მინ­დო­და ეკ­რან­ზე ზოე სალ­და­ნას­თან რო­მა­ნი გა­მე­ბა.

- თქვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი სცე­ნე­ბი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია...

- ის სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბია. მარ­თლაც მო­ვა­ხერ­ხეთ ჩვენს გმი­რებს შო­რის სა­ინ­ტე­რე­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაბ­მა. გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცეს­ში სცე­ნა­რიც კი შეც­ვა­ლეს, რომ მეტი ეპი­ზო­დი ყო­ფი­ლი­ყო ზოეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით - ასე­თი რა­მე­ე­ბი კი ჰო­ლი­ვუ­დის წარ­მო­ე­ბა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ ხდე­ბა ხოლ­მე.

- კი­დევ ერთ ახალ სუ­რათ­ში "ჩემი ბიჭი გი­ჟია" რო­ბერტ დე ნირო თა­მა­შობს მა­მათ­ქვე­ნის როლს...

- დიახ, მარ­თა­ლია უკვე შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს პრო­ექ­ტში "ბნე­ლი უბ­ნე­ბი", სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბამ­დე მა­ინც ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი. მაგ­რამ ბობ­მა ისე­თი რიტ­მი აა­მოქ­მე­და, ისე ამი­ყო­ლია, ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და.

- კო­მე­დი­ა­ში თა­მა­ში უფ­რო იო­ლია თუ დრა­მა­ში?

- ორი­ვე რთუ­ლია. კა­მე­რის წინ მუ­შა­ო­ბა ისე­ვეა, რო­გორც ორ­კესტრში სი­მე­ბი­ან ინ­სტრუ­მენტზე დაკ­ვრა: თუ სწორ ტო­ნა­ლო­ბას ვერ აი­ღებ, შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე და­უშ­ვებ, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ კო­მე­დია გა­ცი­ლე­ბით სა­თუთ მუ­სი­კა­ლურ სმე­ნას მო­ი­თხოვს.

- "ბი­ჭე­ბი ვე­გას­ში" უკვე მე­სა­მე ნა­წი­ლი გა­და­ი­ღეთ, ალ­ბათ მალე გა­მო­ვა ეკ­რა­ნებ­ზე. რამ გა­ნა­პი­რო­ბა ამ სუ­რა­თის ასე­თი დიდი წარ­მა­ტე­ბა?

- მზა ფორ­მუ­ლა, რო­გორ უნდა შექ­მნა ჰიტი, არ არ­სე­ბობს. მაგ­რამ რე­ჟი­სო­რი ტოდ ფი­ლიპ­სი ძა­ლი­ან მა­გა­რი ვინ­მეა. ის ძა­ლი­ან რის­კავ­და, როცა ერთ ფილმში მიგ­ვიწ­ვია მე, ედ ჰელმსი და ზაკ გა­ლი­ფი­ა­ნა­კი­სი - იმ მო­მენ­ტში არც ისე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი. მაგ­რამ მას მტკი­ცედ სჯე­რო­და, რომ ეს სა­მე­უ­ლი მა­ყუ­რე­ბელს აა­ხარ­ხა­რებ­და და ეს მოხ­და კი­დეც!

- თავი რო­მან­ტი­კო­სად მი­გაჩ­ნი­ათ?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი როცა ვარ, მო­ზარდს ვემ­სგავ­სე­ბი. თვალს ვერ ვა­შო­რებ მო­წო­ნე­ბულ ქალს. გა­მუდ­მე­ბით ვირ­წმუ­ნებ თავს: "მორ­ჩი მიშ­ტე­რე­ბას!" მაგ­რამ ასე­თი ქცე­ვა მა­ინც ნორ­მა­ლუ­რია და ვგიჟ­დე­ბი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე (ცნო­ბი­სათ­ვის, 2006 წელს ბრედ­ლიმ ჯე­ნი­ფერ ეს­პო­ზი­ტო­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­საც ოთხ თვე­ში და­შორ­და. მცი­რე ხანს რენე ზელ­ვე­გერს ხვდე­ბო­და. ამ­ჟა­მად კი ზოე სალ­და­ნას­თან აქვს რო­მა­ნი - მთარ­გმ.).

- თუ მიხ­ვდით, რა უნ­დათ სი­ნამ­დვი­ლე­ში ქა­ლებს?

- ალ­ბათ იმის რწმე­ნა, რომ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში კაცი ყვე­ლა­ფერს მი­ა­ნე­ბებს თავს და მათი პრობ­ლე­მე­ბით და­კავ­დე­ბა. მე ვცდი­ლობ, მო­ლო­დი­ნი გა­ვა­მარ­თლო.

- რა არის თქვ­ენი მთა­ვა­რი ნაკ­ლი?

- მი­ჭირს "არას" თქმა. როცა ვი­ღა­ცას უარს ვე­უბ­ნე­ბი, თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ. ალ­ბათ იმის გამო, რომ კა­თო­ლი­კურ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე.

- ცოტა ხნის წინ ბროდ­ვე­ი­ზეც გქონ­დათ დე­ბი­უ­ტი ჯუ­ლია რო­ბერ­ტსთან სპექ­ტაკლში "სამდღი­ა­ნი წვი­მა"...

- დღემ­დე არ მჯე­რა, რომ პრე­მი­ე­რამ­დე მი­ვე­დი, მა­გა­რი გან­ცდა იყო.

- დღეს მე­გა­ვარ­სკვლა­ვი ხართ...

- იცით, ჰო­ლი­ვუდ­ში ეს საკ­მა­ოდ ხან­მოკ­ლე სტა­ტუ­სია, ამი­ტომ მინ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი მო­ვას­წრო.

- რე­ჟი­სო­რო­ბა­საც ხომ არ გეგ­მავთ?

- დიახ, და მგო­ნია, რომ შე­სა­ბა­მი­სი აზ­როვ­ნე­ბაც მაქვს. ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი მთლი­ა­ნად მო­მე­ყო­ლა ამ­ბა­ვი და არ მე­ფიქ­რა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნა­ჟის ხა­ზის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

ბრედლი კუპერის ეკრანიდან რეალობაში გადატანილი სიყვარული

ბრედლი კუპერის ეკრანიდან რეალობაში გადატანილი სიყვარული

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარებული ბრედლი კუპერი ერთი თვის წინ ახალი ფილმით წარდგა ეკრანზე - "სიტყვები", რომელშიც თავის საოცნებო ქალს ზოე სალდანას შეხვდა და ახლა მათ რეალურ ცხოვრებაში რომანი აქვთ. გარდა ამისა, ბრედლის ახალ პროექტებს შორის არის ასევე გახმაურებული სურათის "ბიჭები ვეგასში" მესამე ნაწილი.

- ბრედლი, როგორია თქვენი გმირი "სიტყვებში"?

- ჩემი პერსონაჟი მწერალი რორი ჯენსენია, რომელიც შემთხვევით პოულობს ხელნაწერს და გადაწყვეტს, მისი შინაარსი თავისი ამბის საფუძვლად გამოიყენოს. წიგნი ბესტსელერად იქცევა და მას დანაშაულის განცდა იპყრობს. კაცი მაშინვე მიეშურება ნამდვილი ავტორის საპოვნელად.

- რომელსაც ჯერემი აირონსი ასახიერებს...

- დიახ, ძალიან გაგვიმართლა, რომ დათანხმდა ამ როლზე. მან თავის გმირს სიცოცხლე შთაბერა - მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. თავიდან ძალიან მაღელვებდა ამ ოსკაროსან მსახიობთან პარტნიორობა, მაგრამ ის იმდენად მშვიდი ადამიანია, მალე გამიქრა ღელვა.

- თვითონ თუ გაქვთ სანატრელი ქანდაკების მოპოვების იმედი?

- არც კი ვოცნებობ და არც როლის თამაშს ვიწყებ ამ ჯილდოს მოპოვების იმედით. მაგრამ, თუ გამიმართლებს, რა თქმა უნდა, ძალიან ამაყი ვიქნები.

- დღეს ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გაქვთ, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც "სიტყვები"?

- ამ ამბავში ბევრი იდუმალი აზრია... ერთ-ერთი ის არის, რომ ძალიან მინდოდა ეკრანზე ზოე სალდანასთან რომანი გამება.

- თქვენი ერთობლივი სცენები ძალიან ემოციურია...

- ის საოცარი ადამიანი და შესანიშნავი მსახიობია. მართლაც მოვახერხეთ ჩვენს გმირებს შორის საინტერესო ურთიერთობების გაბმა. გადაღებების პროცესში სცენარიც კი შეცვალეს, რომ მეტი ეპიზოდი ყოფილიყო ზოეს მონაწილეობით - ასეთი რამეები კი ჰოლივუდის წარმოებაში პრაქტიკულად არ ხდება ხოლმე.

- კიდევ ერთ ახალ სურათში "ჩემი ბიჭი გიჟია" რობერტ დე ნირო თამაშობს მამათქვენის როლს...

- დიახ, მართალია უკვე შევხვდით ერთმანეთს პროექტში "ბნელი უბნები", სამუშაოს დაწყებამდე მაინც ძალიან ვღელავდი. მაგრამ ბობმა ისეთი რიტმი აამოქმედა, ისე ამიყოლია, ყველაფერი დალაგდა.

- კომედიაში თამაში უფ­რო იოლია თუ დრამაში?

- ორივე რთულია. კამერის წინ მუშაობა ისევეა, როგორც ორკესტრში სიმებიან ინსტრუმენტზე დაკვრა: თუ სწორ ტონალობას ვერ აიღებ, შეცდომას შეცდომაზე დაუშვებ, თუმცა დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ კომედია გაცილებით სათუთ მუსიკალურ სმენას მოითხოვს.

- "ბიჭები ვეგასში" უკვე მესამე ნაწილი გადაიღეთ, ალბათ მალე გამოვა ეკრანებზე. რამ განაპირობა ამ სურათის ასეთი დიდი წარმატება?

- მზა ფორმულა, როგორ უნდა შექმნა ჰიტი, არ არსებობს. მაგრამ რეჟისორი ტოდ ფილიპსი ძალიან მაგარი ვინმეა. ის ძალიან რისკავდა, როცა ერთ ფილმში მიგვიწვია მე, ედ ჰელმსი და ზაკ გალიფიანაკისი - იმ მომენტში არც ისე ცნობილი მსახიობები. მაგრამ მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს სამეული მაყურებელს აახარხარებდა და ეს მოხდა კიდეც!

- თავი რომანტიკოსად მიგაჩნიათ?

- შეყვარებული როცა ვარ, მოზარდს ვემსგავსები. თვალს ვერ ვაშორებ მოწონებულ ქალს. გამუდმებით ვირწმუნებ თავს: "მორჩი მიშტერებას!" მაგრამ ასეთი ქცევა მაინც ნორმალურია და ვგიჟდები ამ მდგომარეობაზე (ცნობისათვის, 2006 წელს ბრედლიმ ჯენიფერ ესპოზიტოზე იქორწინა, რომელსაც ოთხ თვეში დაშორდა. მცირე ხანს რენე ზელვეგერს ხვდებოდა. ამჟამად კი ზოე სალდანასთან აქვს რომანი - მთარგმ.).

- თუ მიხვდით, რა უნდათ სინამდვილეში ქალებს?

- ალბათ იმის რწმენა, რომ რთულ სიტუაციებში კაცი ყველაფერს მიანებებს თავს და მათი პრობლემებით და­კავდება. მე ვცდილობ, მოლოდინი გავამართლო.

- რა არის თქვ­ენი მთავარი ნაკლი?

- მიჭირს "არას" თქმა. როცა ვიღაცას უარს ვეუბნები, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ალბათ იმის გამო, რომ კათოლიკურ ოჯახში გავიზარდე.

- ცოტა ხნის წინ ბროდვეიზეც გქონდათ დებიუტი ჯულია რობერ­ტსთან სპექტაკლში "სამდღიანი წვიმა"...

- დღემდე არ მჯერა, რომ პრემიერამდე მივედი, მაგარი განცდა იყო.

- დღეს მეგავარსკვლავი ხართ...

- იცით, ჰოლივუდში ეს საკმაოდ ხანმოკლე სტატუსია, ამიტომ მინდა, რაც შეიძლება ბევრი მოვასწრო.

- რეჟისორობასაც ხომ არ გეგმავთ?

- დიახ, და მგონია, რომ შესაბამისი აზროვნებაც მაქვს. ყოველთვის ვოცნებობდი მთლიანად მომეყოლა ამბავი და არ მეფიქრა მხოლოდ საკუთარი პერსონაჟის ხაზის განვითარებაზე.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება