სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ ციხის სკანდალთან დაკავშირებული საქმე გახსნა
 პროკურატურამ ციხის სკანდალთან დაკავშირებული საქმე გახსნა

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ცი­ხის სკან­დალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე გახ­სნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ :

"2012 წლის 18 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იქნა ინ­ფორ­მა­ცია და ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მად მე-8 სა­პყრო­ბი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე, ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­რი­გე ინ­სპექ­ტო­რი ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე და მათი გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი რამ­დე­ნი­მე პირი, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა და ვი­დე­ო­ფირ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბა ხდე­ბო­და დაკ­ვე­თით, პა­ტი­მარ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით, სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ. ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძის სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლი იქნა პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რი და 17 000 აშშ დო­ლა­რი.

და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­ცხად­და გახ­სნი­ლად. რე­ა­ლუ­რად, აღ­ნიშ­ნუ­ლი არის სი­ყალ­ბე, ვი­ნა­ი­დან სი­ნამ­დვი­ლე­ში მოხ­და შემ­დე­გი: 2012 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის იმ­დრო­ინ­დე­ლი მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძემ, პა­ტიმ­რე­ბის ცე­მი­სა და წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გა­ი­ტა­ნა ევ­რო­პის ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც გეგ­მავ­და მათ დე­მონ­სტრი­რე­ბას ევ­რო­პე­ლი უფ­ლე­დამ­ცვე­ლე­ბი­სა და მე­დი­ის წი­ნა­შე.

მო­სა­ლოდ­ნე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა და­ეს­წრო მოვ­ლე­ნე­ბის­თვის და სა­სა­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელ­თან, და­ვით ჭა­კუ­ას­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვა სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, #8 იზო­ლა­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლებს, კერ­ძოდ კი, ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს - ლე­ვან ფხა­ლა­ძეს და ბო­რის ფა­რუ­ლა­ვას (მეტ­სა­ხე­ლად "ბას­ტის" და "ბუ­ბუს") ცი­ხე­ში უნდა ეცე­მათ და ეწა­მე­ბი­ნათ პა­ტიმ­რე­ბი, ყო­ვე­ლი­ვე ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი კი, რო­მელ­საც ფა­რუ­ლად ჩა­ი­წერ­დნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბით­ვის იმ­დრო­ინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შეკ­ვე­თად წა­რედ­გი­ნათ.

და­ვით ჭა­კუ­ამ, თა­ვის მხრივ, და­ი­ყო­ლია ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე, რო­მელ­მაც 2012 წლის 18 სექ­ტემ­ბერს, გამ­თე­ნი­სას, მო­ა­ხერ­ხა ფხა­ლა­ძი­სა და ფა­რუ­ლა­ვას და­ნა­შა­ულ­ზე პრო­ვო­ცი­რე­ბა, ფა­რუ­ლად გა­და­ი­ღო მათ მიერ პა­ტი­მარ­თა ცე­მი­სა და წა­მე­ბის კად­რე­ბი და სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის მეშ­ვე­ო­ბით, 40 000 აშშ დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ, შე­უკ­ვე­თეს ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბის ცემა და წა­მე­ბა.

სწო­რედ ეს გან­ცხა­დე­ბა და სხვა წი­ნას­წარ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლა შს სა­მი­ნის­ტრომ 2012 წლის 18 სექ­ტემ­ბერს, რის შემ­დე­გაც და­ა­კა­ვეს ფურ­ცხვა­ნი­ძე, ფხა­ლა­ძე და ფა­რუ­ლა­ვა. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ნა­წი­ლი მოწ­მე­თა ჩე­ნე­ბის სა­ხით, რო­მელ­თა გან­სა­ჯა­რო­ე­ბა ამ ეტაპ­ზე შე­საძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნია გა­მო­ძი­ე­ბამ, გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ვებგ­ვერ­დზე. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

პროკურატურამ ციხის სკანდალთან დაკავშირებული საქმე გახსნა

 პროკურატურამ ციხის სკანდალთან დაკავშირებული საქმე გახსნა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ციხის სკანდალთან დაკავშირებული საქმე გახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ :

"2012 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული იქნა ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომლის თანახმად მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდნენ პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა და ვიდეოფირზე დაფიქსირება ხდებოდა დაკვეთით, პატიმარ თამაზ თამაზაშვილის მეშვეობით, სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე ინფორმაციით, ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებული იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი.

დანაშაული გამოცხადდა გახსნილად. რეალურად, აღნიშნული არის სიყალბე, ვინაიდან სინამდვილეში მოხდა შემდეგი: 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში, საქართველოს იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისათვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ, პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი კადრები გაიტანა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც გეგმავდა მათ დემონსტრირებას ევროპელი უფლედამცველებისა და მედიის წინაშე.

მოსალოდნელი პოლიტიკური სკანდალის თავიდან აცილების მიზნით, ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტა დაესწრო მოვლენებისთვის და სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, დავით ჭაკუასთან ერთად შეიმუშავა სპეციალური დანაშაულებრივი გეგმა, რომლის თანახმადაც, #8 იზოლატორის თანამშრომლებს, კერძოდ კი, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაახლოებულ პირებს - ლევან ფხალაძეს და ბორის ფარულავას (მეტსახელად "ბასტის" და "ბუბუს") ციხეში უნდა ეცემათ და ეწამებინათ პატიმრები, ყოველივე ამის ამსახველი კადრები კი, რომელსაც ფარულად ჩაიწერდნენ, საზოგადოებითვის იმდროინდელი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების - "ქართული ოცნების" შეკვეთად წარედგინათ.

დავით ჭაკუამ, თავის მხრივ, დაიყოლია ამავე დაწესებულების თანამშრომელი ლევან ფურცხვანიძე, რომელმაც 2012 წლის 18 სექტემბერს, გამთენისას, მოახერხა ფხალაძისა და ფარულავას დანაშაულზე პროვოცირება, ფარულად გადაიღო მათ მიერ პატიმართა ცემისა და წამების კადრები და საჯაროდ განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, ვლადიმერ ბედუკაძის მეშვეობით, 40 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, შეუკვეთეს ციხეში პატიმრების ცემა და წამება.

სწორედ ეს განცხადება და სხვა წინასწარ ფალსიფიცირებული მტკიცებულებები გაავრცელა შს სამინისტრომ 2012 წლის 18 სექტემბერს, რის შემდეგაც დააკავეს ფურცხვანიძე, ფხალაძე და ფარულავა. მტკიცებულებათა ნაწილი მოწმეთა ჩენების სახით, რომელთა განსაჯაროება ამ ეტაპზე შესაძლებლად მიიჩნია გამოძიებამ, გამოქვეყნდება მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე. გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ