საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამთა შედანია "მის სამყაროს" ტიტულისთვის იბრძვის
თამთა შედანია "მის სამყაროს" ტიტულისთვის იბრძვის

19 დე­კემ­ბერს 70 ქვეყ­ნის ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნე­ბი "მის სამ­ყა­როს" ტი­ტუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად იბ­რძო­ლე­ბენ. მათ შო­რი­საა "მის სა­ქარ­თვე­ლო 2012" თა­მარ შე­და­ნია. თამ­თა შე­და­ნია უკვე ხუთი წე­ლია ევ­რო­პი­სა და აზი­ის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. მსოფ­ლიო სა­მო­დე­ლო სამ­ყა­რომ თამ­თა "ელიტ მო­დელ ლუქ ჯორ­ჯი­ას" კონ­კურ­სზე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გა­იც­ნო. წელს კი მან "მის სა­ქარ­თვე­ლოს" ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა და ჩვენს ქვე­ყა­ნას ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სი­ლა­მა­ზის კონ­კურს "მის სამ­ყა­რო 2012"-ზე წა­რად­გენს.

"მის სამ­ყა­როს" ვებგ­ვერ­დზე თამ­თას შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­კი­თხვა და ფო­ტო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თა­მარ შე­და­ნია ზუგ­დიდ­ში გა­ი­ზარ­და. სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში 14 წლის ასა­კი­დან ჩა­ერ­თო. თა­მარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უყ­ვარს. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობს. თა­მა­რის სურ­ვი­ლია, ოდეს­მე მსა­ხი­ობ მე­რილ სტრიპს შეხ­ვდეს, აკე­თებს სამ­კა­უ­ლებს და მისი ოც­ნე­ბაა გახ­დეს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი - წე­რია "მის სამ­ყა­როს" ვებგ­ვერ­დზე.

19 დე­კემ­ბერს ლას-ვე­გა­სის პრეს­ტი­ჟულ სას­ტუმ­რო კომ­პლექსში მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლის ვი­ნა­ო­ბა და­სა­ხელ­დე­ბა. გვირ­გვი­ნის­თვის 70 ქვეყ­ნის ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა იბ­რძვის.

გთა­ვა­ზობთ ფო­ტო­გა­ლე­რე­ას, რო­მე­ლიც "მის სამ­ყა­როს" ვებგ­ვერდმა missuniverse.com-მა წარ­მო­ად­გი­ნა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია missuniverse.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

თამთა შედანია "მის სამყაროს" ტიტულისთვის იბრძვის

თამთა შედანია "მის სამყაროს" ტიტულისთვის იბრძვის

19 დეკემბერს 70 ქვეყნის ულამაზესი გოგონები "მის სამყაროს" ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. მათ შორისაა "მის საქართველო 2012" თამარ შედანია. თამთა შედანია უკვე ხუთი წელია ევროპისა და აზიის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს. მსოფლიო სამოდელო სამყარომ თამთა "ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას" კონკურსზე გამარჯვების შემდეგ გაიცნო. წელს კი მან "მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სილამაზის კონკურს "მის სამყარო 2012"-ზე წარადგენს.

"მის სამყაროს" ვებგვერდზე თამთას შესახებ ინფორმაციის ამოკითხვა და ფოტოების დათვალიერებაა შესაძლებელი.

თამარ შედანია ზუგდიდში გაიზარდა. სამოდელო ბიზნესში 14 წლის ასაკიდან ჩაერთო. თამარს მოგზაურობა და ბავშვებთან ურთიერთობა უყვარს. ამჟამად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს. თამარის სურვილია, ოდესმე მსახიობ მერილ სტრიპს შეხვდეს, აკეთებს სამკაულებს და მისი ოცნებაა გახდეს ცნობილი მსახიობი - წერია "მის სამყაროს" ვებგვერდზე.

19 დეკემბერს ლას-ვეგასის პრესტიჟულ სასტუმრო კომპლექსში მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალის ვინაობა დასახელდება. გვირგვინისთვის 70 ქვეყნის ულამაზესი გოგონა იბრძვის.

გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელიც "მის სამყაროს" ვებგვერდმა missuniverse.com-მა წარმოადგინა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია missuniverse.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება