"არსებული ინფორმაციით, "თიბისი ბანკი" აქტიურად ცდილობს იმ უძრავი ქონების გასხვისება-გადაფორმებას, რომელიც სს "ელიტ ელექტრონიქსის" მართვაში შესვლიდან პირველივე დღეებში "მინიმალურ ფასებში დაისაკუთრა" უკან დაბრუნების პირობით. გვინდა ვაცნობოთ ყველა კეთილსინდისიერ მსურველს, ნუ შეიძენენ შემდეგ მისამართებზე მდებარე უძრავ ქონებას:
1. ქ. თბილისი სამგორის ჩიხი N4 , 6453 კვ/მ ფართი განთავსებული საწყობით.
2. ქ. თბილისი ელიავას ტერიტორია სავაჭრო ცენტრი არჩევანი 2131 კვ/მ სავაჭრო ფართი.
3. ქ. ბათუმი ერას ქუჩა N91, 950 კვ/მ სავაჭრო ფართი.
რადგან ეს ობიექტები არის სადაო და გაგვაჩნია კანონიერი პრეტენზიები, ამიტომ ყველა გარიგება ჩაითვლება არაკეთილსინდისიერად. ასევე მივიღეთ ინფორმაცია, რომ კიდევ ერთხელ ხდება "ელიტ ელექტრონიქსის" წილების გადაფორმება ობშორულ კომპანიებზე.
უკვე მეოთხედ მოვუწოდებ ნებისმიერ შემძენს, ვინც გადაიფორმებს უძრავ ქონებას თუ წილებს, ის არ იქნება კეთისინდისიერი შემძენი, რადგან "ელიტ ელექტრონიქსთან " დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავები როგორც საქართველოში ასევე სტრასბურგში, ამიტომ მასთან დაკავშირებული გარიგებები არაკეთილსინდისიერად იქნება მიჩნეული შესაბამისად "თიბისი ბანკთან" ერთად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი", - აცხადებს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე.
R