პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზმაუწყებლის" გენდირექტორის ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოცხადდა
"საზმაუწყებლის" გენდირექტორის ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოცხადდა

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ვა­კან­სი­ა­ზე ღია კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ვან გა­ხე­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ პოსტზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა 20 დე­კემ­ბრის 18:00 სა­ა­თამ­დე მი­ი­ღე­ბა.

ამას­თან, გა­ხე­ლა­ძემ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გია ჭან­ტუ­რი­ას გა­დად­გო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს დად­გე­ნი­ლე­ბა გა­აც­ნო ჟურ­ნა­ლის­ტებს.

"ევ­რო­პის მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­ში­რის და "სა­ზო­გა­დობ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს მიერ ერ­თობ­ლი­ვად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე წარ­მოქ­მნილ­მა ხარ­ვე­ზებ­მა "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" გა­მო­იწ­ვია მარ­თვის კრი­ზი­სი. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გია ჭან­ტუ­რი­ას გან­ცხა­დე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ", - აღ­ნიშ­ნა გა­ხე­ლა­ძემ.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო მი­იჩ­ნევს, რომ ჭან­ტუ­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­წყე­ბუ­ლი მა­უ­წყებ­ლის რე­ფორ­მი­რე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გან­ტკი­ცე­ბის პრო­ცე­სი კვლა­ვაც გაგ­რძელ­დე­ბა.

"საბ­ჭო მად­ლო­ბას უხ­დის ბა­ტონ ჭან­ტუ­რი­ას გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის, იმ რთუ­ლი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მელ­შიც მას უხ­დე­ბო­და მუ­შა­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და გა­ხე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ახალ წლამ­დე ახა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ი­ნიშ­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"საზმაუწყებლის" გენდირექტორის ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოცხადდა

"საზმაუწყებლის" გენდირექტორის ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოცხადდა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პოსტზე მუშაობის დაწყების მსურველების განცხადება 20 დეკემბრის 18:00 საათამდე მიიღება.

ამასთან, გახელაძემ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გია ჭანტურიას გადადგომასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და სამეთვალყურეო საბჭოს დადგენილება გააცნო ჟურნალისტებს.

"ევროპის მაუწყებელთა კავშირის და "საზოგადობრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს მიერ ერთობლივად დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესრულების სხვადასხვა ეტაპზე წარმოქმნილმა ხარვეზებმა "საზოგადოებრივ მაუწყებელში" გამოიწვია მართვის კრიზისი. ამის გათვალისწინებით, სამეურვეო საბჭომ დააკმაყოფილა გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ", - აღნიშნა გახელაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, სამეურვეო საბჭო მიიჩნევს, რომ ჭანტურიას ხელმძღვანელობით დაწყებული მაუწყებლის რეფორმირებისა და დამოუკიდებლობის განტკიცების პროცესი კვლავაც გაგრძელდება.

"საბჭო მადლობას უხდის ბატონ ჭანტურიას გაწეული სამუშაოსთვის, იმ რთული პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მას უხდებოდა მუშაობა", - განაცხადა გახელაძემ.

მისივე თქმით, იმედს გამოთქვამს, რომ ახალ წლამდე ახალი გენერალური დირექტორი დაინიშნება.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები