პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაზი 5 თეთრით გაიაფდება, დენი - დაახლოებით 3 თეთრით
გაზი 5 თეთრით გაიაფდება, დენი - დაახლოებით 3 თეთრით

გა­ზის ტა­რი­ფი 10%-ით შემ­ცირ­დე­ბა, ანუ მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რივ აირს 50 თეთ­რად ყი­დუ­ლობს მხო­ლოდ 5-თეთ­რი­ან შე­ღა­ვათს მი­ი­ღებს. არა­და, ენერ­გე­ტი­კო­სე­ბის გათ­ვლე­ბით, თუ იქ­ნე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კე­თი­ლი ნება, გა­ზის ტა­რი­ფის მი­ნი­მუმ 10 თეთ­რით გა­ი­ა­ფე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რიფს, ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში ტა­რი­ფის მაქ­სი­მუმ 3-თეთ­რამ­დე შემ­ცი­რე­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ.

გაზი - 5 თეთ­რით

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მა­რი­ამ ვა­ლიშ­ვი­ლი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ გა­ზის ტა­რი­ფი 10%-ით შემ­ცირ­დე­ბა.ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა აბო­ნენტს, მა­თაც, რომ­ლე­ბიც 2008 წელს ენერ­გე­ტი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ალე­კო ხე­თა­გუ­რის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დე­რე­გუ­ლა­ცი­ის გამო 1 კბ/მ გაზ­ში 60-70 თეთ­რს იხ­დი­ან.

ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რომ ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ხა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, გა­ზის ტა­რი­ფის 36-თეთ­რამ­დე შემ­ცი­რე­ბაც კი იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. "რე­ზო­ნან­სის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო სა­ბა­დო "შაჰ დე­ნი­ზი­დან" მი­ღე­ბულ ტრან­ზი­ტის მო­ცუ­ლო­ბას ვერ აკონ­ტრო­ლებს, შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვის დრო­ზე დიდი შეც­დო­მა იყო, რო­დე­საც კონ­ტრო­ლის უფ­ლე­ბა თა­ვად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს მი­ა­ნი­ჭეს.

"არ მინ­და ამ სა­კი­თხზე ღიად სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ვა­დას­ტუ­რებ, რომ არ სრულ­დე­ბა ის პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც გაზ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბი­სას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცა. სა­ხელ­მწი­ფო ტრან­ზი­ტით მი­სა­ღებ მო­ცუ­ლო­ბებს თა­ვად უნდა აკონ­ტრო­ლებ­დეს და ეს უფ­ლე­ბა სხვის­თვის არ უნდა გა­და­ე­ცა. ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრომ და ენერ­გე­ტი­კო­სებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ არა რა­ღაც ხვრე­ლე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფის 36-თეთ­რამ­დე შემ­ცი­რე­ბაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია",- ამ­ბობს "რე­ზო­ნან­სის" წყა­რო.

სწო­რედ ამა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას ექ­სპერ­ტი რეზო არ­ვე­ლა­ძე. მისი თქმით, გა­ზის ტა­რი­ფის 8-10 თეთ­რით შემ­ცი­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. "ჩემი გა­ან­გა­რი­შე­ბით, ტა­რი­ფის 10 თეთ­რამ­დე შემ­ცი­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია, ზოგი ამ­ბობს, რომ ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რად მი­ღე­ბუ­ლი გაზი უფა­სო არ არის. ჩვენ ამ გაზ­ში ფულს არ ვიხ­დით, გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან ჩვენ­თვის ეს არის უფა­სო. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხელ­მწი­ფო კონ­კრე­ტუ­ლი გათ­ვლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამ გაზს ადებს ფასს და ან­გა­რი­შობს შე­წო­ნილ ტა­რიფს, თუმ­ცა ეს არის ის რე­სურ­სი, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­სახ­ლე­ო­ბას ბუ­ნებ­რი­ვი აირი უფრო და­ბა­ლი ტა­რი­ფით მი­ე­წო­დე­ბო­დეს",-ამ­ბობს რეზო არ­ვე­ლა­ძე.

დენი 3 თეთ­რი

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის კი­დევ ერ­თმა მო­ად­გი­ლემ ილია ელოშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფი არა უმე­ტეს 4-თეთ­რით გა­ი­აფ­დე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ამას ადას­ტუ­რებს მა­რი­ამ ვა­ლიშ­ვლიც. მისი თქმით, თა­ვი­დან ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის 10%-ით შემ­ცი­რე­ბა იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა შემ­დეგ და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სი გა­მოჩ­ნდა. ამი­ტო­მაც, ელექტრო­ე­ნერ­გია 1,5 თეთრზე მე­ტად გა­ი­აფ­დე­ბა.

"პირ­ველ ეტაპ­ზე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის 10%-ით შემ­ცი­რე­ბა იგეგ­მე­ბო­და, მაგ­რამ, სა­ვა­ა­უ­დოდ, უფრო მე­ტად შემ­ცირ­დე­ბა",-ამ­ბობს მა­რი­ამ ვა­ლიშ­ვი­ლი.

ენერ­გე­ტი­კოს­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­ჯდო­მა­რის, მი­რონ ფირ­ცხე­ლა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ტა­რი­ფე­ბის და­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ფხიზ­ლეა სა­ჭი­რო, რად­გან ახა­ლა ზამ­თა­რია, ანუ ენერ­გე­ტი­კა­ში დე­ფი­ცი­ტუ­რი პე­რი­ო­დია. თუმ­ცა ფირ­ცხე­ლა­ნის თქმით, თუ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია, "თე­ლა­სი" და "ენერ­გო პრო" კე­თილ ნე­ბას გა­მო­ი­ჩენს, ტა­რი­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბა 3-თეთ­რით შე­საძ­ლე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის კე­თილ ნე­ბას. ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო რამ­დე­ნი­მე დღეა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მარ­თავს "ინ­ტერ რა­ოს­თან" (და არა სე­მეკ­თან), რათა ხე­თა­გუ­რის მიერ მე­მო­რან­დუმ­ში ჩა­დე­ბუ­ლი ტა­რი­ფე­ბი რო­გორ­მე შეც­ვა­ლოს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2011 წელს მთავ­რო­ბამ "ინ­ტერ რაოს" "ხრა­მ­ჰე­სე­ბის" მი­ყიდ­ვი­სას, სე­მე­კის გვერ­დის ავ­ლით, პირ­და­პირ მე­მო­რან­დუმ­ში ჩა­უ­წე­რა, რომ ტა­რი­ფი 2025 წლამ­დე არ გა­და­ი­ხე­დე­ბა.

ენერ­გე­ტი­კის ექ­სპერ­ტი გენო მეს­ხია აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფი ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ი­ზარ­და. ხე­ლოვ­ნუ­რი ზრდის მი­ზე­ზე­ბია:

1. გა­და­ფა­სე­ბის შე­დე­გად ენერ­გო­სექ­ტორ­ში ძი­რი­თა­დი ფონ­დე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გაზ­რდა; 2. სა­ა­მორ­ტი­ზა­ციო და­ნა­რი­ცხე­ბის 2-3-ჯერ გაზ­რდა; 3. ენერ­გო­სა­წარ­მო­ებ­ში გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გან­სა­ზღვრა, რო­გორც ერ­თობ­ლი­ვი შე­მო­სავ­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის, გა­და­სა­ხა­დე­ბის და ფონ­დებ­ზე წლი­უ­რი 10-20%-იანი ამო­ნა­გე­ბის ჯამი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფონ­და­მო­ნა­გე­ბის მე­თოდს იყე­ნე­ბენ მა­შინ, როცა ხორ­ცი­ელ­დე­ბა კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბის უკუ­გე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა.

"ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტრი­ფის ზრდამ გა­მო­იწ­ვია ყვე­ლა სა­ხის პრო­დუქ­ცი­ა­ზე და მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ფა­სე­ბის ზრდა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უ­ა­რე­სა მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის 1%-ით ზრდა იწ­ვევს: სა­მომ­ხმა­რებ­ლო პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბის 0,15 -0,17%-ით ზრდას: სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო-კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ფა­სე­ბის 0,3%-ით ზრდას. მა­ღალ­მა ტა­რი­ფებ­მა კი­დევ უფრო კონ­კუ­რენ­ტუ­უ­ნა­რო გა­ხა­და ისე­დაც ენერ­გო­ტე­ვა­დი ეროვ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე. გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია",-ამ­ბობს გენო მეს­ხია.

ექ­სპერ­ტის გან­ცხა­დე­ბით, თუ ტა­რი­ფე­ბი შემ­ცირ­დე­ბა, ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით უფრო მეტ სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს. მისი თქმით, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის რე­ა­ლო­ბას­თან მი­სა­და­გე­ბუ­ლი ტა­რი­ფე­ბის მოქ­ნი­ლი სის­ტე­მის შექ­მნა სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი უნდა გახ­დეს.

"პირ­ველ რიგ­ში, უნდა დაჩ­ქარ­დეს სე­ზო­ნუ­რი (ზამ­თა­რი-ზა­ფხუ­ლი) ტა­რი­ფე­ბის შე­მო­ღე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზამ­თარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­სის­ტე­მა დე­ფი­ცი­ტუ­რია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია ენერ­გო­შემ­ცვე­ლე­ბის იმ­პორტზე, ზა­ფხუ­ლის თვე­ებ­ში პრო­ფი­ცი­ტუ­ლია და ვერ ხერ­ხდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 600-800 მი­ლი­ო­ნი კვტ/სთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ათ­ვი­სე­ბა, ანუ ად­გი­ლი აქვს წყლის არამ­წარ­მო­ებ­ლურ დაღ­ვრას",-ამ­ბობს მეს­ხია.

მისი თქმით, ზა­ფხულ­ში ელექტრო­ე­ნერ­გია, ძი­რი­თა­დად, გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ჰე­სებ­ზე, ტა­რი­ფი თით­ქმის 2-2,5-ჯერ ია­ფია, ვიდ­რე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ზამ­თრის სა­შუ­ა­ლო­შე­წო­ნილ ტა­რიფ­თან შე­და­რე­ბით. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია აგ­რეთ­ვე დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ენერ­გო­სის­ტე­მის არა­თა­ნა­ბა­რი დატ­ვირ­თვის ფაქ­ტო­რი. ზამ­თარ­ში დღის პი­კუ­რი დატ­ვირ­თვა 4-ჯერ აჭარ­ბებს ღა­მის დატ­ვირ­თვას, ზა­ფხულ­ში კი 2-ჯერ, შე­სა­ბა­მი­სად, ექ­სპერ­ტის თქმით, მთავ­რო­ბამ სე­ზო­ნურ და დღე-ღა­მის ტა­რი­ფე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა­ზეც უნდა იმუ­შა­ოს.

მაკა ხა­რა­ზიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

გაზი 5 თეთრით გაიაფდება, დენი - დაახლოებით 3 თეთრით

გაზი 5 თეთრით გაიაფდება, დენი - დაახლოებით 3 თეთრით

გაზის ტარიფი 10%-ით შემცირდება, ანუ მოსახლეობა, რომელიც ბუნებრივ აირს 50 თეთრად ყიდულობს მხოლოდ 5-თეთრიან შეღავათს მიიღებს. არადა, ენერგეტიკოსების გათვლებით, თუ იქნებოდა ხელისუფლების კეთილი ნება, გაზის ტარიფის მინიმუმ 10 თეთრით გაიაფება იყო შესაძლებელი. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, ენერგეტიკის სამინისტროში ტარიფის მაქსიმუმ 3-თეთრამდე შემცირებას ვარაუდობენ.

გაზი - 5 თეთრით

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გაზის ტარიფი 10%-ით შემცირდება.ეს გადაწყვეტილება შეეხება ყველა აბონენტს, მათაც, რომლებიც 2008 წელს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ალეკო ხეთაგურის მიერ გამოცხადებული დერეგულაციის გამო 1 კბ/მ გაზში 60-70 თეთრს იხდიან.

ექსპერტების განცხადებით, რომ ყოფილიყო გამოხატული პოლიტიკური ნება, გაზის ტარიფის 36-თეთრამდე შემცირებაც კი იყო შესაძლებელი. "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, სახელმწიფო საბადო "შაჰ დენიზიდან" მიღებულ ტრანზიტის მოცულობას ვერ აკონტროლებს, შესაბამისად, თავის დროზე დიდი შეცდომა იყო, როდესაც კონტროლის უფლება თავად აზერბაიჯანელებს მიანიჭეს.

"არ მინდა ამ საკითხზე ღიად საუბარი, მაგრამ ვადასტურებ, რომ არ სრულდება ის პირობები, რომელიც გაზსადენის მშენებლობისას ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული და რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. სახელმწიფო ტრანზიტით მისაღებ მოცულობებს თავად უნდა აკონტროლებდეს და ეს უფლება სხვისთვის არ უნდა გადაეცა. ენერგეტიკის სამინისტრომ და ენერგეტიკოსებმა კარგად იციან, რომ არა რაღაც ხვრელები, ბუნებრივი აირის ტარიფის 36-თეთრამდე შემცირებაც კი შესაძლებელია",- ამბობს "რეზონანსის" წყარო.

სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ექსპერტი რეზო არველაძე. მისი თქმით, გაზის ტარიფის 8-10 თეთრით შემცირება თავისუფლად არის შესაძლებელი. "ჩემი გაანგარიშებით, ტარიფის 10 თეთრამდე შემცირება თავისუფლად შესაძლებელია, ზოგი ამბობს, რომ ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზი უფასო არ არის. ჩვენ ამ გაზში ფულს არ ვიხდით, გამომდინარე აქედან ჩვენთვის ეს არის უფასო. ბუნებრივია, სახელმწიფო კონკრეტული გათვლების საფუძველზე ამ გაზს ადებს ფასს და ანგარიშობს შეწონილ ტარიფს, თუმცა ეს არის ის რესურსი, რომლითაც შესაძლებელია მოსახლეობას ბუნებრივი აირი უფრო დაბალი ტარიფით მიეწოდებოდეს",-ამბობს რეზო არველაძე.

დენი 3 თეთრი

ენერგეტიკის მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი არა უმეტეს 4-თეთრით გაიაფდება. დაახლოებით ამას ადასტურებს მარიამ ვალიშვლიც. მისი თქმით, თავიდან ელექტროენერგიის ტარიფის 10%-ით შემცირება იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ დამატებითი რესურსი გამოჩნდა. ამიტომაც, ელექტროენერგია 1,5 თეთრზე მეტად გაიაფდება.

"პირველ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფის 10%-ით შემცირება იგეგმებოდა, მაგრამ, სავააუდოდ, უფრო მეტად შემცირდება",-ამბობს მარიამ ვალიშვილი.

ენერგეტიკოსთა საზოგადოების თავჯდომარის, მირონ ფირცხელანის განცხადებით, ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით სიფხიზლეა საჭირო, რადგან ახალა ზამთარია, ანუ ენერგეტიკაში დეფიციტური პერიოდია. თუმცა ფირცხელანის თქმით, თუ მარეგულირებელი კომისია, "თელასი" და "ენერგო პრო" კეთილ ნებას გამოიჩენს, ტარიფების შემცირება 3-თეთრით შესაძლებელია.

რაც შეეხება გამანაწილებელი კომპანიების კეთილ ნებას. ენერგეტიკის სამინისტრო რამდენიმე დღეა მოლაპარაკებებს მართავს "ინტერ რაოსთან" (და არა სემეკთან), რათა ხეთაგურის მიერ მემორანდუმში ჩადებული ტარიფები როგორმე შეცვალოს. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს მთავრობამ "ინტერ რაოს" "ხრამჰესების" მიყიდვისას, სემეკის გვერდის ავლით, პირდაპირ მემორანდუმში ჩაუწერა, რომ ტარიფი 2025 წლამდე არ გადაიხედება.

ენერგეტიკის ექსპერტი გენო მესხია აღნიშნავს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი ხელოვნურად გაიზარდა. ხელოვნური ზრდის მიზეზებია:

1. გადაფასების შედეგად ენერგოსექტორში ძირითადი ფონდების ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდა; 2. საამორტიზაციო დანარიცხების 2-3-ჯერ გაზრდა; 3. ენერგოსაწარმოებში გაწეული მომსახურეობის ღირებულების განსაზღვრა, როგორც ერთობლივი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების, გადასახადების და ფონდებზე წლიური 10-20%-იანი ამონაგების ჯამი. აღნიშნული ფონდამონაგების მეთოდს იყენებენ მაშინ, როცა ხორციელდება კაპიტალდაბანდების უკუგების დაჩქარება.

"ელექტროენერგიის ტრიფის ზრდამ გამოიწვია ყველა სახის პროდუქციაზე და მომსახურებაზე ფასების ზრდა, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის 1%-ით ზრდა იწვევს: სამომხმარებლო პროდუქტების ფასების 0,15 -0,17%-ით ზრდას: საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების ფასების 0,3%-ით ზრდას. მაღალმა ტარიფებმა კიდევ უფრო კონკურენტუუნარო გახადა ისედაც ენერგოტევადი ეროვნული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე. განუკითხაობაზე დაფუძნებული სატარიფო პოლიტიკა კატეგორიულად მიუღებელია",-ამბობს გენო მესხია.

ექსპერტის განცხადებით, თუ ტარიფები შემცირდება, ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის რეალობასთან მისადაგებული ტარიფების მოქნილი სისტემის შექმნა სერიოზული განხილვის საგანი უნდა გახდეს.

"პირველ რიგში, უნდა დაჩქარდეს სეზონური (ზამთარი-ზაფხული) ტარიფების შემოღება. როგორც ცნობილია, ზამთარში საქართველოს ენერგოსისტემა დეფიციტურია და დამოკიდებულია ენერგოშემცველების იმპორტზე, ზაფხულის თვეებში პროფიციტულია და ვერ ხერხდება დაახლოებით 600-800 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის ათვისება, ანუ ადგილი აქვს წყლის არამწარმოებლურ დაღვრას",-ამბობს მესხია.

მისი თქმით, ზაფხულში ელექტროენერგია, ძირითადად, გამომუშავდება ჰესებზე, ტარიფი თითქმის 2-2,5-ჯერ იაფია, ვიდრე ელექტროენერგიის ზამთრის საშუალოშეწონილ ტარიფთან შედარებით. გასათვალისწინებელია აგრეთვე დღე-ღამის განმავლობაში ენერგოსისტემის არათანაბარი დატვირთვის ფაქტორი. ზამთარში დღის პიკური დატვირთვა 4-ჯერ აჭარბებს ღამის დატვირთვას, ზაფხულში კი 2-ჯერ, შესაბამისად, ექსპერტის თქმით, მთავრობამ სეზონურ და დღე-ღამის ტარიფების დამკვიდრებაზეც უნდა იმუშაოს.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ