პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტეფანე მღებრიშვილი: "ამ წითელ სკამს ელექტროსკამს შევადარებდი"
სტეფანე მღებრიშვილი: "ამ წითელ სკამს ელექტროსკამს შევადარებდი"

მომ­ღე­რა­ლი სტე­ფა­ნე აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი "იმე­დის" მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტ "ახალ ხმა­ში". ამ­ბობს, რომ თა­ვი­სი აღ­საზ­რდე­ლე­ბი შვი­ლე­ბი­ვით უყ­ვარს, ინ­ტერ­ვი­უც სწო­რედ ამ პრო­ექ­ტზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ.

- ახა­ლი ხმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია... რო­გორც შვი­ლე­ბი, ისე მიყ­ვარს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, იმე­დი მაქვს, რომ ისი­ნი ხალ­ხის სიყ­ვა­რულ­საც და­იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

- ამ­ბო­ბენ, რომ უამ­რა­ვი კარ­გი კონ­კურ­სან­ტი პრო­ექტს გა­რეთ დარ­ჩა და ამის გამო მწვრთნე­ლებს გა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

- კონ­კურსს უამ­რა­ვი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე აქვს. ერთ-ერთი ის არის, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი კონ­კურ­სან­ტი პრო­ექ­ტში იმი­ტომ ვერ მოხ­ვდა, რომ ად­გი­ლე­ბი შე­ზღუ­დუ­ლი იყო. ამ შოუს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა სწო­რედ ის არის, რომ სას­ტი­კი წე­სე­ბი აქვს და ამ სას­ტი­კი წე­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ნი ვართ ჩვენც. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა... მე იმ წი­თელ სკამს ელექტროს­კამს შე­ვა­და­რებ­დი. ეს უმ­ძი­მე­სი და ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სია და ძა­ლი­ან გთხოვთ, ყვე­ლამ გაგ­ვი­გეთ, თუმ­ცა მე ჩემს არ­ჩე­ვანს ერთი წუ­თი­თაც არ ვნა­ნობ... შემ­დეგ ტურ­ში ესე­მე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უკვე მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­და­წყვეტს, ვინ უნდა დარ­ჩეს პროე-ქტში და ვინ - არა. ასეც უნდა იყოს, რად­გან ეს მხო­ლოდ ჩვე­ნი - ხუთი ადა­მი­ა­ნის გა­და­სა­წყვე­ტი არ არის...

- ახლა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კა­რის მომ­ღერ­ლე­ბად მო­ნათ­ლულ ჯგუფ­ზეც უნდა გკი­თხოთ. პრო­ფე­სი­ო­ნალ მომ­ღე­რალ­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სცე­ნა­ზე არ იდგა და ამას პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­ყო­ფას აბ­რა­ლებ­და. რას იტყვით ამის შე­სა­ხებ?

- არ ვიცი, რო­მელ და­ყო­ფა­ზეა ლა­პა­რა­კი. რა­საც მე ვა­კე­თებ­დი, იქ ეს არ შე­იმ­ჩნე­ო­და. პო­ლი­ტი­კა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და, ეს თემა ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს. არ ვცხოვ­რობ წარ­სუ­ლით, ვიცი, რა არის სი­მარ­თლე. რა­საც თქვენ გუ­ლის­ხმობთ, მე ეგ არ შემ­ხე­ბია. ახლა არის რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. წარ­სულ­ზე ლა­პა­რაკს აზრი არა აქვს... თა­ნაც იქ­ნებ ახლა მა­ინც მოგ­ვარ­დეს ეს სა­კი­თხი და ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი იყოს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ასე­ვე იხი­ლეთ: მეგი და მაგ­და - ფან­ტას­ტი­კუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი დუ­ე­ლი "ახალ ქარ­თულ ხმა­ში"

სტეფანე მღებრიშვილი: "ამ წითელ სკამს ელექტროსკამს შევადარებდი"

სტეფანე მღებრიშვილი: "ამ წითელ სკამს ელექტროსკამს შევადარებდი"

მომღერალი სტეფანე აქტიურად არის ჩართული "იმედის" მუსიკალურ პროექტ "ახალ ხმაში". ამბობს, რომ თავისი აღსაზრდელები შვილებივით უყვარს, ინტერვიუც სწორედ ამ პროექტზე საუბრით დავიწყეთ.

- ახალი ხმა განსაკუთრებული პროექტია... როგორც შვილები, ისე მიყვარს ეს ადამიანები, იმედი მაქვს, რომ ისინი ხალხის სიყვარულსაც დაიმსახურებენ.

- ამბობენ, რომ უამრავი კარგი კონკურსანტი პროექტს გარეთ დარჩა და ამის გამო მწვრთნელებს გადანაშაულებენ.

- კონკურსს უამრავი უარყოფითი მხარე აქვს. ერთ-ერთი ის არის, რომ ძალიან ბევრი კონკურსანტი პროექტში იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ადგილები შეზღუდული იყო. ამ შოუს განსაკუთრებულობა სწორედ ის არის, რომ სასტიკი წესები აქვს და ამ სასტიკი წესების მონაწილენი ვართ ჩვენც. შესაბამისად, ძალიან სამწუხარო რაღაცები ხდება... მე იმ წითელ სკამს ელექტროსკამს შევადარებდი. ეს უმძიმესი და ურთულესი პროცესია და ძალიან გთხოვთ, ყველამ გაგვიგეთ, თუმცა მე ჩემს არჩევანს ერთი წუთითაც არ ვნანობ... შემდეგ ტურში ესემესების საშუალებით უკვე მაყურებელი გადაწყვეტს, ვინ უნდა დარჩეს პროე-ქტში და ვინ - არა. ასეც უნდა იყოს, რადგან ეს მხოლოდ ჩვენი - ხუთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის...

- ახლა წინა ხელისუფლების კარის მომღერლებად მონათლულ ჯგუფზეც უნდა გკითხოთ. პროფესიონალ მომღერალთა გარკვეული ნაწილი სცენაზე არ იდგა და ამას პოლიტიკური ნიშნით დაყოფას აბრალებდა. რას იტყვით ამის შესახებ?

- არ ვიცი, რომელ დაყოფაზეა ლაპარაკი. რასაც მე ვაკეთებდი, იქ ეს არ შეიმჩნეოდა. პოლიტიკაზე ლაპარაკი არ მინდა, ეს თემა ნაკლებად მაინტერესებს. არ ვცხოვრობ წარსულით, ვიცი, რა არის სიმართლე. რასაც თქვენ გულისხმობთ, მე ეგ არ შემხებია. ახლა არის რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია. წარსულზე ლაპარაკს აზრი არა აქვს... თანაც იქნებ ახლა მაინც მოგვარდეს ეს საკითხი და ყველა კმაყოფილი იყოს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ასევე იხილეთ: მეგი და მაგდა - ფანტასტიკური მუსიკალური დუელი "ახალ ქართულ ხმაში"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება