მოზაიკა
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოო, მაი გად", ანუ ჰიბრიდული ეგზეკუცია
"ოო, მაი გად", ანუ ჰიბრიდული ეგზეკუცია

ჰიბ­რი­დუ­ლი სი­მინ­დის პროგ­რა­მის სრუ­ლი კრა­ხის შემ­დეგ ხალ­ხში ასე­თი ხუმ­რო­ბა გავ­რცელ­და: ამე­რი­კი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი სი­მინ­დი ქათ­მებს აჭა­მეს და ისი­ნიც კა­კა­ნის ნაც­ვლად "ოო, მაი გად"-ს გა­ი­ძა­ხოდ­ნე­ნო. იმ გლე­ხებ­სა და ფერ­მე­რებს კი, რომ­ლებ­მაც ეს სი­მინ­დი შე­ი­ძი­ნეს და მო­იყ­ვა­ნეს, სა­ხუ­მა­როდ საქ­მე ნამ­დვი­ლად არ აქვთ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" მთავ­რო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტრა­გი-კო­მი­კუ­რი პროგ­რა­მა, ისე­თი­ვე, რო­გო­რიც იყო ლა­ზი­კა ან ბა­ყა­ყე­ბი­სა და ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბა. ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი თა­ვი­დან­ვე აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში და იცის "ჰიბ­რი­დუ­ლი სი­მინ­დის პროგ­რა­მით" და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სატ­კი­ვა­რი:

- ე.წ. ჰიბ­რი­დუ­ლი სი­მინ­დის პროგ­რა­მა ჩვენს ხალ­ხს თავს მო­ახ­ვია იმ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, კერ­ძოდ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის იმ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა ბა­კურ კვე­ზე­რელ­მა, რი­თაც აზა­რა­ლა 20 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი. ეს იყო სრუ­ლი აბ­სურ­დი, გა­უ­ან­გა­რი­შე­ბე­ლი და გა­უთ­ვლე­ლი ნა­ბი­ჯი. ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობ­და იმის შე­სა­ხებ, შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა "პი­ო­ნე­რის" ჯი­შის სი­მინ­დის მოყ­ვა­ნა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ურ­წყავ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, სხვა­დას­ხვა კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში და ნი­ა­დაგ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ პი­არ­ზე აწყო­ბი­ლი კამ­პა­ნია. შე­მო­ი­ტა­ნეს ჰიბ­რი­დუ­ლი სი­მინ­დი და ფერ­მე­რებს არ გა­ნუ­მარ­ტეს, რო­გორ, რა­ნა­ი­რად უნდა და­ე­თე­სათ და მო­ეყ­ვა­ნათ. იყო მხო­ლოდ პი­ა­რი და იმე­დი - ეს სი­მინ­დი ქვა­ზეც რომ და­თე­სოთ, მო­სა­ვა­ლი მა­ინც მო­ვაო.

- თუმ­ცა, ამ პროგ­რა­მას მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი თა­ვი­დან­ვე ჰყავ­და. მათ შო­რის თქვენც...

- ვცდი­ლობ­დით, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის აგ­ვეხ­სნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ტყუ­ილს გვახ­ვევ­და თავს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ინც აღ­მოჩ­ნდა ხალ­ხი, რო­მე­ლიც მო­ტყუვ­და და პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თო. 30 ათა­სი­დან ოცი ათას­მა ფერ­მერ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი გა­ნი­ცა­და - ბევ­რმა ბან­კი­დან კრე­დი­ტე­ბი გა­მო­ი­ტა­ნა, მიწა რომ და­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, ზო­გი­ერ­თმა კი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ბან­კში ქო­ნე­ბა ჩადო. ეს იყო წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი ფული და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი კვე­ზე­რე­ლის სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აბ­სურ­დუ­ლი გეგ­მე­ბის გამო და­ზა­რალ­დნენ. ამის შემ­დეგ საქ­მე­ში უკვე პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­ე­რია, რო­მელ­მაც თქვა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­უხ­დი­და კომ­პენ­სა­ცი­ას და­ზა­რა­ლე­ბულ ფერ­მე­რებს. მან პარ­ლა­მენ­ტშიც და პირ­და­პირ ეთერ­შიც გა­ნა­ცხა­და, რომ ჰიბ­რი­დუ­ლი სი­მინ­დის პროგ­რა­მის პრობ­ლე­მა უკვე მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია ფერ­მე­რე­ბი­სა მარ­თლაც გა­თა­ვი­სუფ­ლდა გან­ვა­დე­ბით გა­მო­ტა­ნი­ლი სა­თეს­ლე მა­სა­ლის ფუ­ლის გა­დახ­დი­სა­გან, მაგ­რამ აქ იყო კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ მო­აგ­ვა­რა: ეს იყო ბან­კებ­თან გა­ჩე­ნი­ლი პრობ­ლე­მა.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, რო­გორც "ჰიბ­რი­დუ­ლი სი­მინ­დის პროგ­რა­მით და­ზა­რა­ლე­ბულ ფერ­მერ­თა კავ­ში­რის" თავ­მჯდო­მა­რე ელი­ზა­ვე­ტა ფი­ო­დო­რო­ვა-ქო­რი­ძე ამ­ბობს, შე­მო­ტა­ნი­ლი მარ­ცვლის დიდი ნა­წი­ლი უხა­რის­ხო იყო.

- დიახ, ასეა. მე და ქალ­ბა­ტო­ნი ელი­ზა­ვე­ტა დიდ­ხანს ვცდი­ლობ­დით, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად დაგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა, რომ შე­მო­ტა­ნი­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი სი­მინ­დის ნა­წი­ლი უხა­რის­ხო იყო. საქ­მე ის არის, რომ ზოგ ად­გი­ლას, მა­გა­ლი­თად, ლა­გო­დეხ­სა და მარ­ნე­ულ­ში ამ სი­მინდმა იხა­რა. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ ვი­ტყვით, რომ მთე­ლი პარ­ტია, რო­მე­ლიც შე­მო­ი­ტა­ნეს, უვარ­გი­სი იყო. გვინ­დო­და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი დას­კვნა გვქო­ნო­და ჰიბ­რი­დუ­ლი სი­მინ­დის ხა­რის­ხის შე­სა­ხებ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ პირი შეკ­რა და ჩვენ მიერ მი­ტა­ნი­ლი მა­სა­ლა შე­სა­მოწ­მებ­ლად არ მი­ი­ღო. სა­ვა­რა­უ­დოდ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან გას­ცეს ბრძა­ნე­ბა, რომ ეს სი­მინ­დი არ უნდა შე­მოწ­მე­ბუ­ლი­ყო. ამის შემ­დეგ და­ვი­წყეთ ბრძო­ლა, რომ უცხო­ეთ­ში მოგ­ვე­ძია პა­სუ­ხი ამ კი­თხვა­ზე. დღე­საც გვაქვს გაგ­ზავ­ნი­ლი მა­სა­ლა რამ­დე­ნი­მე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. მე ვე­თან­ხმე­ბი ქალ­ბა­ტონ ელი­ზა­ვე­ტას მო­საზ­რე­ბებს, თუმ­ცა, დას­კვნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან სი­მარ­თლე უნდა ით­ქვას.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ცნო­ბი­ლია, რომ "პი­ო­ნე­რის" ჯი­შის სი­მინ­დი ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია. ჩვენ­მა გლე­ხებ­მა ის 15 ლა­რად შე­ი­ძი­ნეს, მა­შინ, რო­დე­საც სხვა, არა­ნაკ­ლებ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სი­მინ­დი 6-7 ლა­რად შე­ეძ­ლოთ ეყი­დათ. მა­გა­ლი­თად, ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე უკვე არი­ან. უც­ნო­ბია, რა ფა­სად იყი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს სი­მინ­დი, თუმ­ცა ამ­ბობ­დნენ, რომ 15 ლა­რად შე­ი­ძი­ნეს და მერე გლე­ხებ­საც ამა­ვე ფა­სად მიჰ­ყი­დეს. ბი­უ­ჯე­ტი­დან 30 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­და­ი­ხა­დეს, მაგ­რამ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ იყი­დეს ძა­ლი­ან ია­ფად და გლე­ხებს მეტი გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე ვფიქ­რობ, რომ ეს იყო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პი­ა­რაქ­ცია, რომ­ლი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ფული ჩა­ი­ჯი­ბა.

- ბუ­ნებ­რი­ვია, ამ 30 მი­ლი­ო­ნი ლა­რით ბევ­რი კარ­გი საქ­მე გა­კეთ­დე­ბო­და ამ დარ­გის სა­სარ­გებ­ლოდ.

- 30 მი­ლი­ო­ნი ლარი არ არის ის თან­ხა, რო­მე­ლიც ჩვენს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას ფეხ­ზე და­ა­ყე­ნებს, მაგ­რამ მა­ინც შე­იძ­ლე­ბო­და საქ­მის გა­კე­თე­ბა. ერთ ფაქტს შე­გახ­სე­ნებთ: 2007 წელს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ყვე­ლა სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო, გა­ყი­და. დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნას სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი აღა­რა აქვს. ამი­ტომ ვე­ღარ ხერ­ხდე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ახალ ჯი­შებ­ზე, ჰიბ­რი­დუ­ლი იქ­ნე­ბა ის თუ არა­ჰიბ­რი­დუ­ლი. არ ვი­ცით, ესა თუ ის ჯიში სხვა­დას­ხვა ნი­ა­დაგ­ზე რო­გორ ხა­რობს, მით უმე­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გვაქვს თით­ქმის ყვე­ლა ტი­პის კლი­მა­ტი. ასე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კლი­მა­ტის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში კი სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა სა­სი­ცო­ცხლო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. უნდა გვქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლის წყა­ლო­ბით ასე ბრმად აღარ მი­ვი­ღებთ უცხო­ე­თი­დან ყვე­ლა­ფერს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ 30 მი­ლი­ო­ნით ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და.

- მი­ვუბ­რუნ­დეთ ამე­რი­კულ სი­მინდს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ პროგ­რა­მის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას გლე­ხებს აბ­რა­ლებ­და.

- დიახ, ბა­ტო­ნო! ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კვე­ზე­რე­ლის თა­მა­დო­ბით გვიყ­ვე­ბო­და ზღაპ­რებს იმის შე­სა­ხებ, რომ ფერ­მე­რებ­მა არ იცოდ­ნენ რო­გორ მო­ეყ­ვა­ნათ ჰიბ­რი­დუ­ლი სი­მინ­დი, ინ­ტერ­ნეტ­ში არ ნა­ხეს წე­სე­ბი, რა რო­გორ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა­თო, მაგ­რამ ასე არ არის. უმე­ტე­სო­ბას სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ჰქონ­და შეს­წავ­ლი­ლი ყვე­ლა ტექ­ნო­ლო­გია და დე­ტა­ლუ­რად იყო გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, მო­სა­ვა­ლი რო­გორ უნდა მო­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ პროგ­რა­მა მა­ინც ჩა­ვარ­და. ახლა მთა­ვა­რია, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბი რო­გორ­ღაც მა­ინც მოგ­ვარ­დეს.

P.S. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ახალ­მა მი­ნის­ტრმა და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ ჰიბ­რი­დუ­ლი სი­მინ­დის პროგ­რა­მა­ზე გა­ნა­ცხა­და: ჰიბ­რი­დუ­ლი თეს­ლი დღე­საც იყი­დე­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში, უბ­რა­ლოდ, სა­ჭი­როა გლე­ხებს ავუხ­სნათ, რომ არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ამის გა­კე­თე­ბა არ ღირს. ამ­გვა­რი თეს­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია გო­ნივ­რუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ჰიბ­რი­დულ­მა თეს­ლმა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჯი­შის ნა­თესს პრობ­ლე­მა შე­უქ­მნას. თა­ნაც, ერთი და იმა­ვე ჯი­შის თეს­ლი ერ­თნა­ირ მო­სა­ვალს ვერ მოგ­ვცემს ხობ­სა და კა­ხეთ­ში...

ესა­უბ­რა ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"ოო, მაი გად", ანუ ჰიბრიდული ეგზეკუცია

"ოო, მაი გად", ანუ ჰიბრიდული ეგზეკუცია

ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის სრული კრახის შემდეგ ხალხში ასეთი ხუმრობა გავრცელდა: ამერიკიდან ჩამოტანილი სიმინდი ქათმებს აჭამეს და ისინიც კაკანის ნაცვლად "ოო, მაი გად"-ს გაიძახოდნენო. იმ გლეხებსა და ფერმერებს კი, რომლებმაც ეს სიმინდი შეიძინეს და მოიყვანეს, სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო "ნაციონალური" მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგი-კომიკური პროგრამა, ისეთივე, როგორიც იყო ლაზიკა ან ბაყაყებისა და ნიანგების მოშენება. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და იცის "ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით" დაზარალებული ადამიანების სატკივარი:

- ე.წ. ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა ჩვენს ხალხს თავს მოახვია იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, კერძოდ, სოფლის მეურნეობის იმჟამინდელმა მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა, რითაც აზარალა 20 ათასამდე ადამიანი. ეს იყო სრული აბსურდი, გაუანგარიშებელი და გაუთვლელი ნაბიჯი. ინფორმაცია არ არსებობდა იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა "პიონერის" ჯიშის სიმინდის მოყვანა დასავლეთ საქართველოში, ურწყავ ტერიტორიებზე, სხვადასხვა კლიმატურ პირობებში და ნიადაგზე. აქედან გამომდინარე, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პიარზე აწყობილი კამპანია. შემოიტანეს ჰიბრიდული სიმინდი და ფერმერებს არ განუმარტეს, როგორ, რანაირად უნდა დაეთესათ და მოეყვანათ. იყო მხოლოდ პიარი და იმედი - ეს სიმინდი ქვაზეც რომ დათესოთ, მოსავალი მაინც მოვაო.

- თუმცა, ამ პროგრამას მოწინააღმდეგეები თავიდანვე ჰყავდა. მათ შორის თქვენც...

- ვცდილობდით, საზოგადოებისათვის აგვეხსნა, რომ ხელისუფლება ტყუილს გვახვევდა თავს. სამწუხაროდ, საქართველოში მაინც აღმოჩნდა ხალხი, რომელიც მოტყუვდა და პროგრამაში ჩაერთო. 30 ათასიდან ოცი ათასმა ფერმერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა - ბევრმა ბანკიდან კრედიტები გამოიტანა, მიწა რომ დაემუშავებინა, ზოგიერთმა კი თანხის სანაცვლოდ ბანკში ქონება ჩადო. ეს იყო წყალში გადაყრილი ფული და ეს ადამიანები კვეზერელის სისულელეებისა და ხელისუფლების აბსურდული გეგმების გამო დაზარალდნენ. ამის შემდეგ საქმეში უკვე პრეზიდენტი სააკაშვილი ჩაერია, რომელმაც თქვა, რომ აუცილებლად გადაუხდიდა კომპენსაციას დაზარალებულ ფერმერებს. მან პარლამენტშიც და პირდაპირ ეთერშიც განაცხადა, რომ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის პრობლემა უკვე მოგვარებულია. გარკვეული კატეგორია ფერმერებისა მართლაც გათავისუფლდა განვადებით გამოტანილი სათესლე მასალის ფულის გადახდისაგან, მაგრამ აქ იყო კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ხელისუფლებამ არ მოაგვარა: ეს იყო ბანკებთან გაჩენილი პრობლემა.

- ბატონო გიორგი, როგორც "ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულ ფერმერთა კავშირის" თავმჯდომარე ელიზავეტა ფიოდოროვა-ქორიძე ამბობს, შემოტანილი მარცვლის დიდი ნაწილი უხარისხო იყო.

- დიახ, ასეა. მე და ქალბატონი ელიზავეტა დიდხანს ვცდილობდით, ლაბორატორიულად დაგვემოწმებინა, რომ შემოტანილი ჰიბრიდული სიმინდის ნაწილი უხარისხო იყო. საქმე ის არის, რომ ზოგ ადგილას, მაგალითად, ლაგოდეხსა და მარნეულში ამ სიმინდმა იხარა. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ მთელი პარტია, რომელიც შემოიტანეს, უვარგისი იყო. გვინდოდა ლაბორატორიული დასკვნა გვქონოდა ჰიბრიდული სიმინდის ხარისხის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ლაბორატორიამ პირი შეკრა და ჩვენ მიერ მიტანილი მასალა შესამოწმებლად არ მიიღო. სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გასცეს ბრძანება, რომ ეს სიმინდი არ უნდა შემოწმებულიყო. ამის შემდეგ დავიწყეთ ბრძოლა, რომ უცხოეთში მოგვეძია პასუხი ამ კითხვაზე. დღესაც გვაქვს გაგზავნილი მასალა რამდენიმე ლაბორატორიაში. მე ვეთანხმები ქალბატონ ელიზავეტას მოსაზრებებს, თუმცა, დასკვნა აუცილებელია, რადგან სიმართლე უნდა ითქვას.

- რას გულისხმობთ?

- ცნობილია, რომ "პიონერის" ჯიშის სიმინდი ყველაზე ძვირად ღირებულია. ჩვენმა გლეხებმა ის 15 ლარად შეიძინეს, მაშინ, როდესაც სხვა, არანაკლებ ავტორიტეტული კომპანიების სიმინდი 6-7 ლარად შეეძლოთ ეყიდათ. მაგალითად, ფრანგული კომპანიებისა, რომლებიც ქართულ ბაზარზე უკვე არიან. უცნობია, რა ფასად იყიდა ხელისუფლებამ ეს სიმინდი, თუმცა ამბობდნენ, რომ 15 ლარად შეიძინეს და მერე გლეხებსაც ამავე ფასად მიჰყიდეს. ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გადაიხადეს, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იყიდეს ძალიან იაფად და გლეხებს მეტი გადაახდევინეს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი პიარაქცია, რომლითაც ხელისუფლებამ ფული ჩაიჯიბა.

- ბუნებრივია, ამ 30 მილიონი ლარით ბევრი კარგი საქმე გაკეთდებოდა ამ დარგის სასარგებლოდ.

- 30 მილიონი ლარი არ არის ის თანხა, რომელიც ჩვენს სოფლის მეურნეობას ფეხზე დააყენებს, მაგრამ მაინც შეიძლებოდა საქმის გაკეთება. ერთ ფაქტს შეგახსენებთ: 2007 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველა სანერგე მეურნეობა, რომელიც საქართველოში იყო, გაყიდა. დღეს ჩვენს ქვეყანას სანერგე მეურნეობები აღარა აქვს. ამიტომ ვეღარ ხერხდება ექსპერიმენტების ჩატარება ახალ ჯიშებზე, ჰიბრიდული იქნება ის თუ არაჰიბრიდული. არ ვიცით, ესა თუ ის ჯიში სხვადასხვა ნიადაგზე როგორ ხარობს, მით უმეტეს, რომ საქართველოში გვაქვს თითქმის ყველა ტიპის კლიმატი. ასეთი მრავალფეროვანი კლიმატის მქონე ქვეყანაში კი სანერგე მეურნეობების არსებობა სასიცოცხლო და აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. უნდა გვქონდეს სპეციალური ლაბორატორიები, რომლის წყალობით ასე ბრმად აღარ მივიღებთ უცხოეთიდან ყველაფერს. შესაბამისად, ამ 30 მილიონით ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა.

- მივუბრუნდეთ ამერიკულ სიმინდს, ხელისუფლება ამ პროგრამის წარუმატებლობას გლეხებს აბრალებდა.

- დიახ, ბატონო! ხელისუფლება კვეზერელის თამადობით გვიყვებოდა ზღაპრებს იმის შესახებ, რომ ფერმერებმა არ იცოდნენ როგორ მოეყვანათ ჰიბრიდული სიმინდი, ინტერნეტში არ ნახეს წესები, რა როგორ უნდა გაეკეთებინათო, მაგრამ ასე არ არის. უმეტესობას საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი ყველა ტექნოლოგია და დეტალურად იყო გათვითცნობიერებული, მოსავალი როგორ უნდა მოეყვანა, მაგრამ პროგრამა მაინც ჩავარდა. ახლა მთავარია, ამ ადამიანების პრობლემები როგორღაც მაინც მოგვარდეს.

P.S. სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა დავით კირვალიძემ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამაზე განაცხადა: ჰიბრიდული თესლი დღესაც იყიდება კერძო სექტორში, უბრალოდ, საჭიროა გლეხებს ავუხსნათ, რომ არის ადგილები, სადაც ამის გაკეთება არ ღირს. ამგვარი თესლის გამოყენებისას აუცილებელია გონივრული დაგეგმარება, რადგან შეიძლება ჰიბრიდულმა თესლმა ჩვეულებრივი ჯიშის ნათესს პრობლემა შეუქმნას. თანაც, ერთი და იმავე ჯიშის თესლი ერთნაირ მოსავალს ვერ მოგვცემს ხობსა და კახეთში...

ესაუბრა ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"