მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არმაზ ხარძიანი: "მითხრეს, როგორმე ჩამოიყვანე ემზარ კვიციანი, დაგვაჭერინე და თავისუფალი იქნებიო"
არმაზ ხარძიანი: "მითხრეს, როგორმე ჩამოიყვანე ემზარ კვიციანი, დაგვაჭერინე და თავისუფალი იქნებიო"

ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ არ­მაზ ხარ­ძი­ანს დავ­კავ­ში­რე­ბო­დით, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ეს არის ლალი აფ­ცი­ა­უ­რის რე­ვან­ში(!), ყა­ჩა­ღო­ბე­ბი კი მუ­ქა­რის შე­დე­გად აღი­ა­რე­ბი­ნეს, ხოლო გლ­და­ნის ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ, მის­გან სხვა­დას­ხვა გა­რი­გე­ბა­ზე და­თან­ხმე­ბას ითხოვ­დნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ. არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნი თავს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მსხვერ­პლად მი­იჩ­ნევს და ამ­ბობს, რომ მას­ზე ნა­დი­რო­ბა გა­ზეთ­ში თბი­ლი­სის მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას ავ­სტრი­ა­ში ყოფ­ნის სკან­და­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. "ლომ­ბარ­დის გვერ­დით მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში შე­სულს ლომ­ბარ­დის და­ყა­ჩა­ღე­ბა და­მე­დო ბრა­ლად. რომ და­მი­ჭი­რეს, პირ­ვე­ლი, რაც მკი­თხეს, ეს იყო - "სად მუ­შა­ობ?" - ნაც­ვლად გვა­რი­სა და სა­ხე­ლი­სა. გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ფეხ­ში დამ­ჭრეს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და სის­ხლის­გან და­იც­ლე­ბი, თუ არ აღი­ა­რე­ბო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ", - ჰყვე­ბა ხარ­ძი­ა­ნი.

არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნი: წლე­ბის წინ, რუ­სულ პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, ლალი აფ­ცი­ა­უ­რის ქმარ­ზე გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლე­ში" გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე სტა­ტია. აღ­ნიშ­ნულ სტა­ტი­ა­ში აღ­წე­რი­ლი იყო ერთ-ერთ ოჯახ­ზე ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმა, რო­მელ­შიც აფ­ცი­ა­უ­რის ქმა­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და რომ­ლის დრო­საც პა­ტა­რა ბავ­შვს თი­თე­ბი და­აჭ­რეს. ამის შემ­დეგ ლალი აფ­ცი­ა­ურ­მა ჩემი ნაც­ნო­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­მო­მით­ვა­ლა, რა­ტომ და­წე­რე ასე­თი სტა­ტი­აო? ჩემი პა­სუ­ხი უხე­ში იყო, შე­ვუთ­ვა­ლე, ვი­ღა­ცას უფ­ლე­ბა აქვს პა­ტა­რა ბავ­შვს თი­თე­ბი და­აჭ­რას და ვი­ღა­ცას ამის და­წე­რის უფ­ლე­ბა არა აქვს-მეთ­ქი? ალ­ბათ, ამის გამო იძია აფ­ცი­ა­ურ­მა შური.

- არ­მაზ, რა ხდე­ბო­და გლ­და­ნის ცი­ხე­ში, როცა შენ იქ იმ­ყო­ფე­ბო­დი?

- ერთ დღეს მა­ნახ­ვეს ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­გორ აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ ერთ-ერთ ცნო­ბილ ადა­მი­ანს. მის ვი­ნა­ო­ბას ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, მაგ­რამ ვინ აუ­პა­ტი­უ­რებ­და, ვიცი. ეს იყო ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი აქტი. ანუ, ვი­საც აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, იცო­და, რომ უნდა გა­და­ე­ღოთ. შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კი იყო გლ­და­ნის ცი­ხის ერთ-ერთი ე.წ. ქა­თა­მი. ეს კად­რე­ბი მა­ნახ­ვეს მას შემ­დეგ, რაც რამ­დე­ნი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გან­ვა­ცხა­დე.

პირ­ვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა იყო ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი­სა და კახა კუ­კა­ვას დის­კრე­დი­ტა­ცია - მათ­თვის 10 000 დო­ლა­რი უნდა ჩა­მე­დო მან­ქა­ნა­ში... მერე, როცა ოპო­ზი­ცია შე­სუს­ტდა და კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი რწმუ­ნე­ბუ­ლის, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის თე­მამ წა­მო­ი­წია, მთა­ვა­ზობ­დნენ, სვა­ნეთ­ში ხომ არ შეხ­ვდე­ბიო. კვი­ცი­ან­თან, რო­გორც ჟურ­ნა­ლისტს, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და ერთხელ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას მი­თხრა, სვა­ნეთ­ში, სო­ფელ კა­ლა­ში შევ­ხვდე­თო. მე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გან­ვუ­ცხა­დე, რად­გან კვი­ცი­ა­ნი რომ და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ, არა­ვინ და­ი­ჯე­რებ­და, მე რომ არ "ჩა­ვუშ­ვი". ეს 2010 წლის აპ­რილ­ში მოხ­და. ცი­ხე­ში კი მი­თხრეს, ხომ შე­გიძ­ლია ემ­ზა­რის ჩა­მოყ­ვა­ნა კა­ლა­ში, რო­გორ­მე ჩა­მო­იყ­ვა­ნე კვი­ცი­ა­ნი, დაგ­ვა­ჭე­რი­ნე და თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბიო. პირ­და­პი­რი უარი არ მით­ქვამს სიკ­ვდი­ლის ში­შით, მინ­დო­და, გლ­და­ნის ცი­ხი­დან ცო­ცხა­ლი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ვუ­თხა­რი, ჩა­მო­გიყ­ვანთ და და­ი­ჭი­რეთ, მაგ­რამ ცოლი და შვი­ლე­ბი რომ მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მკი­თხონ, რა­ტომ გა­ა­კე­თე ეს, პა­სუ­ხი მას­წავ­ლეთ-მეთ­ქი. შენ თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ გნ­დო­მე­ბი­აო, - მი­თხრეს. შემ­დეგ, ჩემ­და სა­უ­ბე­დუ­როდ, გა­და­წყვი­ტეს "პა­ლიტ­რა-მე­დი­ის" ფი­ნან­სუ­რი შე­მოწ­მე­ბა, გახ­სოვთ, ალ­ბათ, მე­დი­ა­სახ­ლის ერ­თდრო­უ­ლად 6 ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში რომ შე­ვი­და სა­გა­და­სა­ხა­დო და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამოწ­მებ­და, თუმ­ცა ვე­რა­ფე­რი ნა­ხეს. ღა­მის 3 სა­ათ­ზე გა­და­მიყ­ვა­ნეს კა­მე­რი­დან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში. მკი­თხეს, "პა­ლიტ­რა­ზე" რისი თქმა შე­გიძ­ლია, სად უჭირს, რაში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ჭი­რო­თო? მი­თხრეს, მაგ თე­მა­ზე იფიქ­რე და ხვალ ვი­ლა­პა­რა­კო­თო, - და­მაბ­რუ­ნეს სა­კან­ში, მაგ­რამ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ისევ გა­მიყ­ვა­ნეს. ეს რა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დია, მხო­ლოდ გლ­და­ნის ცი­ხე­ში მყო­ფებ­მა იცი­ან. მე­ო­რე ღა­მეს გა­მიყ­ვა­ნეს და მა­ყუ­რე­ბი­ნეს იმ 15-წუ­თი­ა­ნი ვი­დე­ოს­თვის, რა­ზეც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნებ­დით. ეს ვი­დეო რომ მა­ყუ­რე­ბი­ნეს, მი­თხრეს, შენც ეს გე­ლი­სო. როცა ვუ­თხა­რი, ეს არ მე­ლის იმი­ტომ, რომ თქვენ თუ არ მომ­კლავთ, თავს მო­ვიკ­ლავ-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხეს, შენ თუ თავს მო­იკ­ლავ, შვი­ლე­ბი და ცოლი გრჩე­ბაო(!) სკო­ლა და­მი­სა­ხე­ლეს, სა­დაც და­დი­ოდ­ნენ ჩემი შვი­ლე­ბი და ჩემი ცოლი რო­მელ სა­ლონ­ში აბა­რებ­და ნა­მუ­შევ­რებს. ჩემს ცოლს რო­გო­რი თმა ჰქონ­და, ისიც კი მი­თხრეს. როცა სა­ბო­ლო­ოდ ვთქვი უარი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე, და­უ­ძა­ხეს რე­ჟი­მის იმ­ჟა­მინ­დელ უფ­როს ოლეგ ფა­ცა­ცი­ას, მას ყურ­ში რა­ღაც ჩას­ჩურ­ჩუ­ლეს და ჩემ­ზე უთხრეს, - წა­იყ­ვა­ნეო. ფა­ცა­ცი­ამ გა­რეთ გა­მიყ­ვა­ნა, გა­მა­ჩე­რა და გან­მი­ცხა­და, მი­თხრეს, თა­ვის მოკ­ვლა უნ­დაო და კა­მე­რა­ში რომ და­გაბ­რუ­ნო, იქ მო­იკ­ლავ თავს თუ კარ­ცერ­შიო? ჩუ­მად ვი­დე­ქი, სი­გა­რეტს ვე­წე­ო­დი, მე­გო­ნა, ჩემი ბოლო სი­გა­რე­ტი იყო... შემ­დეგ ფა­ცა­ცი­ამ ერთ-ერთ ოფი­ცერს და­უ­ძა­ხა, - კა­მე­რა­ში წა­იყ­ვა­ნეო. ამიყ­ვა­ნეს სა­კან­ში, რო­მე­ლიც აბა­ნოს გვერ­დით იყო. თუ ამ ცი­ხე­ში ნამ­ყო­ფი არ ხარ, ვერ მიხ­ვდე­ბი, რას ნიშ­ნავს აბა­ნოს გვერ­დით მდე­ბა­რე სა­კა­ნი. იქ ყო­ველ ღა­მეს ის­მო­და კა­ცის სა­ში­ნე­ლი ღრი­ა­ლი, რო­მე­ლიც შემ­დეგ კი­ვილ­სა და ღმუ­ილ­ზე გა­და­დი­ო­და... ეს იყო უსა­შინ­ლე­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა, რო­მელ­საც იმი­ტომ მი­მარ­თავ­დნენ, რომ "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, თით­ქოს ამ მე­დი­ა­სახ­ლში ჟურ­ნა­ლის­ტებს აი­ძუ­ლებ­დნენ, შეკ­ვე­თი­ლი სტა­ტი­ე­ბი ეწე­რათ და ა.შ.

ჩვენ კო­მენ­ტა­რის­თვის ლალი აფ­ცი­ა­ურს მივ­მარ­თეთ:

- აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლეა, თით­ქოს მე მო­ვახ­დი­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა, რომ ხარ­ძი­ა­ნი პო­ლიტ­პა­ტიმ­რად არ ჩა­ეთ­ვა­ლათ. მას ჰელ­სინ­კის ჯგუფ­მა უთხრა უარი. იგი­ვე გან­მე­ორ­და კო­მი­სი­ა­ზეც. მე კი არ ვარ კო­მი­სი­ის წევ­რი...

- თუმ­ცა, ალ­ბათ, იც­ნობთ კო­მი­სი­ის წევ­რებს და გაქვთ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა...

- კო­მი­სი­ის ყვე­ლა წევრთან მაქვს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა, ყვე­ლა ჩემი ნაც­ნო­ბია, მაგ­რამ ჰელ­სინ­კის ჯგუფ­ზეც მო­ვახ­დი­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა და კო­მი­სი­ა­ზეც? რამ­დენ­ზე მო­ვახ­დი­ნე, ხომ ვერ მე­ტყვით? ეს სა­კი­თხი კო­მი­სი­ა­ზე იქნა გა­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ იქ ით­ქვა, რომ ჰელ­სინ­კის ჯგუფს უარი ჰქონ­და ნათ­ქვა­მი...

- თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, არის არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი?

- ვერ გე­ტყვით... საქ­მის მა­სა­ლე­ბი გვაქვს ნა­ნა­ხი, სა­დაც ჩანს, რომ ის კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზეა და­კა­ვე­ბუ­ლი.

- ხარ­ძი­ა­ნი ამ­ბობს, რომ სა­მა­გი­ე­რო გა­და­უ­ხა­დეთ თქვენს მე­უღ­ლე­ზე სტა­ტი­ის და­წე­რის გამო...

- ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლე. ჩემი მე­უღ­ლე არის გარ­დაც­ვლი­ლი. ვის­ზე სა­უბ­რობს არ ვიცი.

P.S. არ­მაზ ხარ­ძი­ან­მა, რო­მე­ლიც კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი იყო, საყ­ვე­დუ­რით ილა­პა­რა­კა ყო­ფილ თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­ზე - ზვი­ად ძი­ძი­გურ­სა და კახა კუ­კა­ვა­ზე. "შე­თი­თხნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი რომ ვა­ღი­ა­რე, თით­ქმის ყვე­ლამ მიწა მო­მა­ყა­რა. ძი­ძი­გურ­მა და კუ­კა­ვამ, რო­მელ­თა გა­მოც თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უარი ვთქვი, მიწა მო­მა­ყა­რეს, მე არ ვარ ყა­ჩა­ღი, თუ ამ საქ­მეს ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ე­ბენ, მე ამის დამ­ტკი­ცე­ბას ად­ვი­ლად შევ­ძლებ", - გა­ნა­ცხა­და არ­მაზ ხარ­ძი­ან­მა.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

არმაზ ხარძიანი: "მითხრეს, როგორმე ჩამოიყვანე ემზარ კვიციანი, დაგვაჭერინე და თავისუფალი იქნებიო"

არმაზ ხარძიანი: "მითხრეს, როგორმე ჩამოიყვანე ემზარ კვიციანი, დაგვაჭერინე და თავისუფალი იქნებიო"

ჩვენ მოვახერხეთ სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მყოფ არმაზ ხარძიანს დავკავშირებოდით, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ლალი აფციაურის რევანში(!), ყაჩაღობები კი მუქარის შედეგად აღიარებინეს, ხოლო გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ, მისგან სხვადასხვა გარიგებაზე დათანხმებას ითხოვდნენ თავისუფლების სანაცვლოდ. არმაზ ხარძიანი თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს და ამბობს, რომ მასზე ნადირობა გაზეთში თბილისის მერის, გიგი უგულავას ავსტრიაში ყოფნის სკანდალური ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. "ლომბარდის გვერდით მდებარე მაღაზიაში შესულს ლომბარდის დაყაჩაღება დამედო ბრალად. რომ დამიჭირეს, პირველი, რაც მკითხეს, ეს იყო - "სად მუშაობ?" - ნაცვლად გვარისა და სახელისა. განყოფილებაში ფეხში დამჭრეს პოლიციელებმა და სისხლისგან დაიცლები, თუ არ აღიარებო, მეუბნებოდნენ", - ჰყვება ხარძიანი.

არმაზ ხარძიანი: წლების წინ, რუსულ პრესაში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ლალი აფციაურის ქმარზე გაზეთ "ყველა სიახლეში" გამოვაქვეყნე სტატია. აღნიშნულ სტატიაში აღწერილი იყო ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა, რომელშიც აფციაურის ქმარი მონაწილეობდა და რომლის დროსაც პატარა ბავშვს თითები დააჭრეს. ამის შემდეგ ლალი აფციაურმა ჩემი ნაცნობის მეშვეობით შემომითვალა, რატომ დაწერე ასეთი სტატიაო? ჩემი პასუხი უხეში იყო, შევუთვალე, ვიღაცას უფლება აქვს პატარა ბავშვს თითები დააჭრას და ვიღაცას ამის დაწერის უფლება არა აქვს-მეთქი? ალბათ, ამის გამო იძია აფციაურმა შური.

- არმაზ, რა ხდებოდა გლდანის ციხეში, როცა შენ იქ იმყოფებოდი?

- ერთ დღეს მანახვეს ვიდეოკადრები, როგორ აუპატიურებდნენ ერთ-ერთ ცნობილ ადამიანს. მის ვინაობას ვერ დავასახელებ, მაგრამ ვინ აუპატიურებდა, ვიცი. ეს იყო ნებაყოფლობითი აქტი. ანუ, ვისაც აუპატიურებდნენ, იცოდა, რომ უნდა გადაეღოთ. შემსრულებელი კი იყო გლდანის ციხის ერთ-ერთი ე.წ. ქათამი. ეს კადრები მანახვეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი განვაცხადე.

პირველი შეთავაზება იყო ზვიად ძიძიგურისა და კახა კუკავას დისკრედიტაცია - მათთვის 10 000 დოლარი უნდა ჩამედო მანქანაში... მერე, როცა ოპოზიცია შესუსტდა და კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის თემამ წამოიწია, მთავაზობდნენ, სვანეთში ხომ არ შეხვდებიო. კვიციანთან, როგორც ჟურნალისტს, კარგი ურთიერთობა მქონდა და ერთხელ სატელეფონო საუბრისას მითხრა, სვანეთში, სოფელ კალაში შევხვდეთო. მე კატეგორიული უარი განვუცხადე, რადგან კვიციანი რომ დაეპატიმრებინათ, არავინ დაიჯერებდა, მე რომ არ "ჩავუშვი". ეს 2010 წლის აპრილში მოხდა. ციხეში კი მითხრეს, ხომ შეგიძლია ემზარის ჩამოყვანა კალაში, როგორმე ჩამოიყვანე კვიციანი, დაგვაჭერინე და თავისუფალი იქნებიო. პირდაპირი უარი არ მითქვამს სიკვდილის შიშით, მინდოდა, გლდანის ციხიდან ცოცხალი გამოვსულიყავი. ვუთხარი, ჩამოგიყვანთ და დაიჭირეთ, მაგრამ ცოლი და შვილები რომ მოვიდნენ ჩემთან და მკითხონ, რატომ გააკეთე ეს, პასუხი მასწავლეთ-მეთქი. შენ თავისუფლება არ გნდომებიაო, - მითხრეს. შემდეგ, ჩემდა საუბედუროდ, გადაწყვიტეს "პალიტრა-მედიის" ფინანსური შემოწმება, გახსოვთ, ალბათ, მედიასახლის ერთდროულად 6 ორგანიზაციაში რომ შევიდა საგადასახადო და თვეების განმავლობაში ამოწმებდა, თუმცა ვერაფერი ნახეს. ღამის 3 საათზე გადამიყვანეს კამერიდან ადმინისტრაციის შენობაში. მკითხეს, "პალიტრაზე" რისი თქმა შეგიძლია, სად უჭირს, რაში შეიძლება გამოვიჭიროთო? მითხრეს, მაგ თემაზე იფიქრე და ხვალ ვილაპარაკოთო, - დამაბრუნეს საკანში, მაგრამ ნახევარ საათში ისევ გამიყვანეს. ეს რა ფსიქოლოგიური მეთოდია, მხოლოდ გლდანის ციხეში მყოფებმა იციან. მეორე ღამეს გამიყვანეს და მაყურებინეს იმ 15-წუთიანი ვიდეოსთვის, რაზეც ზემოთ მოგახსენებდით. ეს ვიდეო რომ მაყურებინეს, მითხრეს, შენც ეს გელისო. როცა ვუთხარი, ეს არ მელის იმიტომ, რომ თქვენ თუ არ მომკლავთ, თავს მოვიკლავ-მეთქი, მიპასუხეს, შენ თუ თავს მოიკლავ, შვილები და ცოლი გრჩებაო(!) სკოლა დამისახელეს, სადაც დადიოდნენ ჩემი შვილები და ჩემი ცოლი რომელ სალონში აბარებდა ნამუშევრებს. ჩემს ცოლს როგორი თმა ჰქონდა, ისიც კი მითხრეს. როცა საბოლოოდ ვთქვი უარი თანამშრომლობაზე, დაუძახეს რეჟიმის იმჟამინდელ უფროს ოლეგ ფაცაციას, მას ყურში რაღაც ჩასჩურჩულეს და ჩემზე უთხრეს, - წაიყვანეო. ფაცაციამ გარეთ გამიყვანა, გამაჩერა და განმიცხადა, მითხრეს, თავის მოკვლა უნდაო და კამერაში რომ დაგაბრუნო, იქ მოიკლავ თავს თუ კარცერშიო? ჩუმად ვიდექი, სიგარეტს ვეწეოდი, მეგონა, ჩემი ბოლო სიგარეტი იყო... შემდეგ ფაცაციამ ერთ-ერთ ოფიცერს დაუძახა, - კამერაში წაიყვანეო. ამიყვანეს საკანში, რომელიც აბანოს გვერდით იყო. თუ ამ ციხეში ნამყოფი არ ხარ, ვერ მიხვდები, რას ნიშნავს აბანოს გვერდით მდებარე საკანი. იქ ყოველ ღამეს ისმოდა კაცის საშინელი ღრიალი, რომელიც შემდეგ კივილსა და ღმუილზე გადადიოდა... ეს იყო უსაშინლესი ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომელსაც იმიტომ მიმართავდნენ, რომ "პალიტრამედიის" საწინააღმდეგო განცხადებებით გამოვსულიყავი, თითქოს ამ მედიასახლში ჟურნალისტებს აიძულებდნენ, შეკვეთილი სტატიები ეწერათ და ა.შ.

ჩვენ კომენტარისთვის ლალი აფციაურს მივმართეთ:

- აბსოლუტური სისულელეა, თითქოს მე მოვახდინე ზემოქმედება, რომ ხარძიანი პოლიტპატიმრად არ ჩაეთვალათ. მას ჰელსინკის ჯგუფმა უთხრა უარი. იგივე განმეორდა კომისიაზეც. მე კი არ ვარ კომისიის წევრი...

- თუმცა, ალბათ, იცნობთ კომისიის წევრებს და გაქვთ მათთან ურთიერთობა...

- კომისიის ყველა წევრთან მაქვს ახლო ურთიერთობა, ყველა ჩემი ნაცნობია, მაგრამ ჰელსინკის ჯგუფზეც მოვახდინე ზემოქმედება და კომისიაზეც? რამდენზე მოვახდინე, ხომ ვერ მეტყვით? ეს საკითხი კომისიაზე იქნა გატანილი, მაგრამ იქ ითქვა, რომ ჰელსინკის ჯგუფს უარი ჰქონდა ნათქვამი...

- თქვენ როგორ ფიქრობთ, არის არმაზ ხარძიანი პოლიტპატიმარი?

- ვერ გეტყვით... საქმის მასალები გვაქვს ნანახი, სადაც ჩანს, რომ ის კონკრეტულ ფაქტზეა დაკავებული.

- ხარძიანი ამბობს, რომ სამაგიერო გადაუხადეთ თქვენს მეუღლეზე სტატიის დაწერის გამო...

- ეს არის აბსოლუტური სისულელე. ჩემი მეუღლე არის გარდაცვლილი. ვისზე საუბრობს არ ვიცი.

P.S. არმაზ ხარძიანმა, რომელიც კონსერვატიული პარტიის წევრი იყო, საყვედურით ილაპარაკა ყოფილ თანაპარტიელებზე - ზვიად ძიძიგურსა და კახა კუკავაზე. "შეთითხნილი დანაშაული რომ ვაღიარე, თითქმის ყველამ მიწა მომაყარა. ძიძიგურმა და კუკავამ, რომელთა გამოც თავისუფლებაზე უარი ვთქვი, მიწა მომაყარეს, მე არ ვარ ყაჩაღი, თუ ამ საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ, მე ამის დამტკიცებას ადვილად შევძლებ", - განაცხადა არმაზ ხარძიანმა.

ხათუნა გაგნიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ