პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ "ამახინჯებს" თათია სულუაშვილს
ვინ "ამახინჯებს" თათია სულუაშვილს

თურ­მე, "კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბი - თა­თია სუ­ლუ­აშ­ვი­ლი სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ყო­ველ­თვის მო­წყე­ნი­ლია. მას ჰყავს მე­უღ­ლე და პა­ტა­რა გო­გო­ნა - ქეთო. თავს ბედ­ნი­ერ ქა­ლად მი­იჩ­ნევს. ეზი­ზღე­ბა გვე­ლი, ნეს­ვი და ბა­ნა­ნი.

- უც­ნა­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არა­ერ­თხელ აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ. ასეთ დროს ვცდი­ლობ, სი­ტუ­ა­ცი­ას თავი იუ­მო­რის მეშ­ვე­ო­ბით და­ვაღ­წიო.

- ვთქვათ, თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გი­თხრეს, - ტყე­ში, სო­კოს საკ­რე­ფად მივ­დი­ვართ და შენ რას იზა­მო?..

- მათ გავ­ყვე­ბი, სხვა რა გზა მექ­ნე­ბა? ტყე­ში მშვე­ნი­ე­რი გა­რე­მოა.

- წუ­თი­თაც არ გა­ივ­ლებ გო­ნე­ბა­ში, რომ შე­საძ­ლოა, ხუმ­რობ­დნენ?

- არა. ჩვენს ბი­ჭებს სოკო ძა­ლი­ან უყ­ვართ. შა­ბათ-კვი­რა ისე არ ჩა­ივ­ლის, რომ ტყე­ში სო­კოს საკ­რე­ფად არ წა­ვიდ­ნენ. ეს მათ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია (იცი­ნის).

- "სო­კოს კრე­ფის გარ­და", თა­ვი­სუ­ფალ დროს რას აკე­თებთ?

- სად გვაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო?! დი­ლით, ში­ნი­დან გას­ვლი­სას, შვი­ლის­თვის "დილა მშვი­დო­ბი­სას" თქმას ან ვას­წრებ, ან - ვერა. ჩემს ნაც­ვლად, სა­ღა­მოს ბავ­შვს "ძილი ნე­ბი­სას" ჩემი დე­დამ­თი­ლი ეუბ­ნე­ბა. ქეთო უკვე 2 წლის და 7 თვი­საა. ორ­შა­ბა­თი­დან კვი­რის ბო­ლომ­დე ისე­თი დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი მაქვს, რომ ბავ­შვი კი არა, მგო­ნი, ქმა­რიც ხე­ლი­დან გა­მო­მე­ცა­ლა. ჰო, ოჯახს ვკარ­გავ (იცი­ნის)...

- ვთქვათ, დი­ლით, სა­კუ­თარ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­სულს წინ­საფ­რი­ა­ნი ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი დაგ­ხვდა...

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ხელს ჩა­მო­ვარ­თმევ და გა­ვეც­ნო­ბი, შემ­დეგ კი ვკი­თხავ, - ჩემს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში რა­ტომ ხარ-მეთ­ქი? თუკი უბ­რა­ლოდ, ასე სურს, სა­უზ­მის მომ­ზა­დე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბი, მა­ცივ­რის კარს ერ­თად გა­მო­ვა­ღებთ...

- შენი აზ­რით, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი შენს სახ­ლში რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს?

- რა­ღაც არ­სე­ბობს, არა? მა­გა­ლი­თად, პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა რა­ღა­ცებს ხომ მარ­თავს? ჩემი აზ­რით, მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი ზე­მო­დან იმარ­თე­ბა... ჰოდა, მეც ვი­ფიქ­რებ, რომ ზა­ქა­რია ზე­მო­დან "მო­მარ­თეს" და ჩემ­თან შე­მო­აგ­დეს.

- ბოლო დროს ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ამო­ი­ჩე­მა. რო­გორ ფიქ­რობ, ამ პო­ლი­ტი­კოსს მარ­თლა სა­სა­ცი­ლო ვარ­ცხნი­ლო­ბა აქვს?

- ხალ­ხს იმა­ზე ეცი­ნე­ბა, რაც სა­სა­ცი­ლოა. სხვა­თა შო­რის, პი­რა­დად მე, ჩემ მიერ შეს­რუ­ლე­ბულ ზოგ როლ­ზეც არ მე­ცი­ნე­ბა. კრი­ტი­კუ­ლი ვარ.

- მა­გა­ლი­თად, შენი რო­მე­ლი პერ­სო­ნა­ჟი არ მოგ­წონს?

- ეთერ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ადა­მი­ა­ნი ვარ. ჩემი ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟის მე­ში­ნია კი­დეც, რად­გან ამ როლ­ში 50 წლის ქალს ვგა­ვარ. ტე­ლე­ეკ­რან­ზე რომ ვხე­დავ, ოთა­ხი­დან გავ­დი­ვარ (იცი­ნის). ქუ­ჩა­ში ხალ­ხი მე­უბ­ნე­ბა, - ვა­ი­მე, რა კარ­გი ბავ­შვი ყო­ფილ­ხარ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში კი ასა­კო­ვა­ნი ჩან­ხარ. ასე რა­ტომ გა­მა­ხინ­ჯე­ბენ, შვი­ლოო?!

- ვთქვათ, ნაც­ნო­ბი გო­გო­ნა გთხოვს, რომ "ქუ­ჩურ გარ­ჩე­ვა­ში" მის მხარ­და­სა­ჭე­რად ჩა­ე­ბა...

- წავ­ყვე­ბი, მაგ­რამ "საქ­მის გარ­ჩე­ვა" რამ­დე­ნად კარ­გად გა­მო­მი­ვა, არ ვიცი. თუმ­ცა, ერთს ხომ და­ვიყ­ვი­რებ, ვინ­მეს მუშტს ერთხელ მა­ინც ხომ და­ვარ­ტყამ და "დალ­შე" რა იქ­ნე­ბა, არ ვიცი... ყვე­ლას უხე­ში ვგო­ნი­ვარ. უკ­ვირთ, - "ქუ­ჩუ­რი" რა­ღა­ცე­ბი სა­ი­დან იციო? უბ­რა­ლოდ, ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ვაკ­ვირ­დე­ბი. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­სულს უამ­რა­ვი "მოძ­ველ­ბი­ჭო ელე­მენ­ტი" შემ­ხვდეს. ჰოდა, მათ ვაკ­ვირ­დე­ბი, მეტი რა საქ­მე მაქვს (იღი­მის)?..

- "მოძ­ველ­ბი­ჭო" ქა­ლე­ბიც შეგ­ხვედ­რია?

- კი. ერთხელ სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე გიჟი მა­რი­ნა შემ­ხვდა. მას ყვე­ლა იც­ნობ­და - "ძვე­ლი" ქალი იყო. ჩემ­თვის მივ­დი­ო­დი. უცებ და­მი­ნა­ხა, შე­მა­გი­ნა და მხარ­ზე შე­მომ­ცხო! მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 16 წლის ვი­ყა­ვი. შე­მე­შინ­და და ტი­რი­ლით წა­მო­ვე­დი...

- ვთქვათ, მე­უღ­ლე შინ გვი­ან დაბ­რუნ­და და შეშ­ფო­თე­ბუ­ლი გე­უბ­ნე­ბა, რომ უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს შეხ­ვდა...

- სა­ერ­თოდ, ყვე­ლაფ­რის მჯე­რა - ანუ ჩემი მო­ტყუ­ე­ბა ძა­ლი­ან იო­ლია, მაგ­რამ მე­უღ­ლემ რომ მი­თხრას, - უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი შე­მომ­ხვდაო, არ და­ვუ­ჯე­რებ; თუკი მე­ტყვის: ზურ­გზე ჩა­მავ­ლო კლან­ჭე­ბი ან ზე­მო­დან და­მაფ­რინ­დაო, - მის სი­ტყვებს ვირ­წმუ­ნებ; თუ მე­ტყვის, უცხოპ­ლა­ნე­ტელ­მა ჰა­ერ­ში ამ­წია და მი­წა­ზე და­მა­ნარ­ცხაო, ეს კი­დევ უფრო სარ­წმუ­ნოა! სა­ერ­თოდ, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი ადა­მი­ანს ზურ­გი­დან ეს­ხმის თავს.

- ის შენც გი­ნა­ხავს?

- მე - არა, ახ­ლო­ბელს შეხ­ვდა. მან უკ­ნი­დან ჯერ მხარ­ზე და­ა­დო ხელი და ანიშ­ნა, - რო­გორ ხარო? მერე თავს და­ეს­ხა (იცი­ნის).

- ვთქვათ, მე­უღ­ლე გარ­წმუ­ნებს, რომ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის ნიჭი აქვს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, მო­მა­ვალ­ში ბიზ­ნე­სის წა­მო­სა­წყე­ბად გა­მო­ი­ყე­ნოთ.

- ბლი­თე­ბის "ცე­ხებს" გავ­ხსნი­დი. კი­დევ, ბა­ნანს, კივს, ფორ­თო­ხალს "ია­ში­კე­ბით" გავ­ყიდ­დი. მა­ნამ­დე მე­უღ­ლეს ვკი­თხავ­დი, - ამ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი თუ არა? ისე, ბა­ნა­ნი ბა­ზარ­ზე "ლი­წინ-ლი­წი­ნით" "გა­დის" - ბავ­შვის­თვის ზამ­თარ-ზა­ფხულ ვყი­დუ­ლობ და ამი­ტო­მაც მგო­ნია, რომ ამ ხი­ლით ვაჭ­რო­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სია.

- ვთქვათ, ში­ნი­დან გა­სულს კარ­თან მა­მა­კა­ცის სუ­ნა­მო დაგ­ხვდა...

- ოჰო! აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ტან სახ­ლში...

- სუ­ნა­მოს თან პა­ტა­რა ბა­რა­თი ახ­ლავს, რო­მელ­ზეც წე­რია - "ლო­ლი­ტას­გან".

- ააა... სუ­ნა­მო ჩემს მე­უღ­ლეს მო­უ­ტა­ნეს? ქმარს მი­ვაწ­ვდი და ვე­ტყვი, - საყ­ვა­რე­ლო, ლო­ლი­ტამ და­გი­ტო­ვა-მეთ­ქი. მერე კი სუ­ნა­მოს ყუთს ერ­თად გავ­ხსნით.

- ლო­ლი­ტა ვინ არის, არ და­ინ­ტე­რეს­დე­ბი?

- რო­მე­ლი­მე მისი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი იქ­ნე­ბა... ეჭ­ვი­ა­ნი არ ვარ და ამის გამო ის­ტე­რი­კა არ და­მე­მარ­თე­ბა. მე­უღ­ლეს სუ­ნა­მო თუ მო­ე­წო­ნე­ბა, ხომ კარ­გი, თუ არა და, ლო­ლი­ტას ვი­ნა­ო­ბას და­ვად­გენ, რათა სა­ჩუ­ქა­რი უკან და­ვუბ­რუ­ნო.

- და­ბა­დე­ბის დღეს რო­გორ ატა­რებ?

- სხვა­თა შო­რის, ამ დღეს ყო­ველ­თვის მო­წყე­ნი­ლი ვარ ხოლ­მე.

- სა­ჩუქ­რებს ხომ იღებ?

- რა თქმა უნდა! ახ­ლობ­ლებს ჩემ­თვის სა­ჩუქ­რე­ბი არ ენა­ნე­ბათ, მო­აქვთ და მო­აქვთ! სა­ჩუქ­რე­ბი მიყ­ვარს, და­ბა­დე­ბის დღის გა­დახ­და - არა. სხვე­ბის და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე უფრო კარ­გად ვერ­თო­ბი.

- ვთქვათ, მე­გო­ბარ­მა და­ბა­დე­ბის დღე­ზე თხა გა­ჩუ­ქა...

- ძა­ლი­ან კარ­გი! ნე­ტავ იცო­დე, თხის რძე ბავ­შვის­თვის რო­გო­რი სა­სარ­გებ­ლოა! თხას აი­ვან­ზე და­ვა­ბამ, იქვე თი­ვას და­ვუყ­რი, დილა-სა­ღა­მოს მოვ­წვე­ლი და რძეს ბავ­შვს და­ვა­ლე­ვი­ნებ. ჩემს სა­ჩუ­ქარს ბაფ­თას გა­ვუ­კე­თებ და დი­ლა­ო­ბით გა­ვა­სე­ირ­ნებ კი­დეც.

- აბა, დრო ბავ­შვის­თვი­საც არ მრჩე­ბაო?

- ნუ, როცა მეც­ლე­ბა, თხას მა­შინ გა­ვა­სე­ირ­ნებ! ბო­ლოს და ბო­ლოს, სა­ა­ხალ­წლოდ ხომ და­ვის­ვე­ნებ?!

- ვთქვათ, ლიფ­ტში შენი ერ­თა­დერ­თი თა­ნამ­გზავ­რი გო­გო­ნა ხმა­მაღ­ლა იგი­ნე­ბა...

- ვკი­თხავ, - რა­ტომ იგი­ნე­ბი, შვი­ლო, რამ გა­გა­ბო­რო­ტა, ვინ გა­გაბ­რა­ზა-მეთ­ქი? მისი პა­სუ­ხის მოს­მე­ნის შემ­დეგ შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია მექ­ნე­ბა...

- ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა თუ გჩ­ვე­ვია?

- უზ­რდე­ლუ­რი სი­ტყვე­ბი მე­ზი­ზღე­ბა! ქალი უწ­მა­წურ სი­ტყვას რომ ამ­ბობს, შე­მიძ­ლია, ტუ­ჩებ­ში შე­მო­ვარ­ტყა! ცხა­დია, ჯერ ასე არა­ვის მოვ­ქცე­ვი­ვარ, მაგ­რამ ახ­ლობ­ლის­თვის შე­ნიშ­ვნა მი­მი­ცია.

- სამ­სა­ხუ­რის გამო, რა­ი­მე კომ­პრო­მის­ზე წა­სულ­ხარ?

- ბევ­რი ისე­თი როლი მი­თა­მა­შია, რო­მე­ლიც არ მომ­წონ­და, თუნ­დაც - ბო­ზის როლი: რო­გორ გი­თხრა, რომ მოკ­ლე "იუბკა­სა" და "სეტ­კი­ან" კოლ­ჰოტ­ში (სხვა­თა შო­რის, ასეთ "ჩულ­ქებ­ში" ჩემი მე­ზო­ბე­ლი ხახვს ინა­ხავს) გა­მო­წყო­ბი­ლი სა­კუ­თა­რი თავი ძა­ლი­ან მომ­წონს-მეთ­ქი? სა­მა­გი­ე­როდ, ხალ­ხს მოს­წონს, რად­გან სა­სა­ცი­ლოა და ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად, მეც ასე ვიც­ვამ.

- ვთქვათ, "კო­მე­დი არ­ხის" სა­რეკ­ლა­მო სა­ხედ აგირ­ჩი­ეს. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა თმის გა­და­პარსვას გთხოვს - არ­ხის რე­ი­ტინ­გის­თვის ასეა სა­ჭი­როო...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) რა­ტო­მაც არა, გე­ნაც­ვა­ლე, თმას გა­და­ვი­პარ­სავ და ტლო­პი­ნა თავ­ზე ბაფ­თი­ან "აბა­დოკ­საც" გა­ვი­კე­თებ!

- მე­უღ­ლეს აზრს არ ჰკი­თხავ? იქ­ნებ შენი ახა­ლი იმი­ჯი არ მო­ე­წო­ნოს?..

- მე­უღ­ლეს ტლო­პი­ნა თა­ვი­თაც მო­ვე­წო­ნე­ბი. თან, "ბლესკს" ან ვა­ზე­ლინს გა­და­ვის­ვამ, რომ უფრო ეფექ­ტუ­რი და სა­ხა­ლი­სო სა­ნა­ხა­ვი ვიყო. სამ­სა­ხუ­რის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ვინ "ამახინჯებს" თათია სულუაშვილს

ვინ "ამახინჯებს" თათია სულუაშვილს

თურმე, "კომედი შოუს" მსახიობი - თათია სულუაშვილი საკუთარ დაბადების დღეზე ყოველთვის მოწყენილია. მას ჰყავს მეუღლე და პატარა გოგონა - ქეთო. თავს ბედნიერ ქალად მიიჩნევს. ეზიზღება გველი, ნესვი და ბანანი.

- უცნაურ სიტუაციაში არაერთხელ აღმოვჩენილვარ. ასეთ დროს ვცდილობ, სიტუაციას თავი იუმორის მეშვეობით დავაღწიო.

- ვთქვათ, თანამშრომლებმა გითხრეს, - ტყეში, სოკოს საკრეფად მივდივართ და შენ რას იზამო?..

- მათ გავყვები, სხვა რა გზა მექნება? ტყეში მშვენიერი გარემოა.

- წუთითაც არ გაივლებ გონებაში, რომ შესაძლოა, ხუმრობდნენ?

- არა. ჩვენს ბიჭებს სოკო ძალიან უყვართ. შაბათ-კვირა ისე არ ჩაივლის, რომ ტყეში სოკოს საკრეფად არ წავიდნენ. ეს მათთვის ჩვეულებრივი ამბავია (იცინის).

- "სოკოს კრეფის გარდა", თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

- სად გვაქვს თავისუფალი დრო?! დილით, შინიდან გასვლისას, შვილისთვის "დილა მშვიდობისას" თქმას ან ვასწრებ, ან - ვერა. ჩემს ნაცვლად, საღამოს ბავშვს "ძილი ნებისას" ჩემი დედამთილი ეუბნება. ქეთო უკვე 2 წლის და 7 თვისაა. ორშაბათიდან კვირის ბოლომდე ისეთი დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, რომ ბავშვი კი არა, მგონი, ქმარიც ხელიდან გამომეცალა. ჰო, ოჯახს ვკარგავ (იცინის)...

- ვთქვათ, დილით, საკუთარ სამზარეულოში შესულს წინსაფრიანი ზაქარია ქუცნაშვილი დაგხვდა...

- უპირველეს ყოვლისა, ხელს ჩამოვართმევ და გავეცნობი, შემდეგ კი ვკითხავ, - ჩემს სამზარეულოში რატომ ხარ-მეთქი? თუკი უბრალოდ, ასე სურს, საუზმის მომზადებაში დავეხმარები, მაცივრის კარს ერთად გამოვაღებთ...

- შენი აზრით, ზაქარია ქუცნაშვილი შენს სახლში როგორ შეიძლება აღმოჩნდეს?

- რაღაც არსებობს, არა? მაგალითად, პლანეტა ვენერა რაღაცებს ხომ მართავს? ჩემი აზრით, მსგავსი მოვლენები ზემოდან იმართება... ჰოდა, მეც ვიფიქრებ, რომ ზაქარია ზემოდან "მომართეს" და ჩემთან შემოაგდეს.

- ბოლო დროს ზაქარია ქუცნაშვილი ვანო ჯავახიშვილმა ამოიჩემა. როგორ ფიქრობ, ამ პოლიტიკოსს მართლა სასაცილო ვარცხნილობა აქვს?

- ხალხს იმაზე ეცინება, რაც სასაცილოა. სხვათა შორის, პირადად მე, ჩემ მიერ შესრულებულ ზოგ როლზეც არ მეცინება. კრიტიკული ვარ.

- მაგალითად, შენი რომელი პერსონაჟი არ მოგწონს?

- ეთერში აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ. ჩემი ერთ-ერთი პერსონაჟის მეშინია კიდეც, რადგან ამ როლში 50 წლის ქალს ვგავარ. ტელეეკრანზე რომ ვხედავ, ოთახიდან გავდივარ (იცინის). ქუჩაში ხალხი მეუბნება, - ვაიმე, რა კარგი ბავშვი ყოფილხარ, ტელევიზორში კი ასაკოვანი ჩანხარ. ასე რატომ გამახინჯებენ, შვილოო?!

- ვთქვათ, ნაცნობი გოგონა გთხოვს, რომ "ქუჩურ გარჩევაში" მის მხარდასაჭერად ჩაება...

- წავყვები, მაგრამ "საქმის გარჩევა" რამდენად კარგად გამომივა, არ ვიცი. თუმცა, ერთს ხომ დავიყვირებ, ვინმეს მუშტს ერთხელ მაინც ხომ დავარტყამ და "დალშე" რა იქნება, არ ვიცი... ყველას უხეში ვგონივარ. უკვირთ, - "ქუჩური" რაღაცები საიდან იციო? უბრალოდ, ქუჩაში რომ გავდივარ, ძალიან ბევრ რამეს ვაკვირდები. მაგალითად, შეიძლება სამსახურიდან გასულს უამრავი "მოძველბიჭო ელემენტი" შემხვდეს. ჰოდა, მათ ვაკვირდები, მეტი რა საქმე მაქვს (იღიმის)?..

- "მოძველბიჭო" ქალებიც შეგხვედრია?

- კი. ერთხელ სადგურის მოედანზე გიჟი მარინა შემხვდა. მას ყველა იცნობდა - "ძველი" ქალი იყო. ჩემთვის მივდიოდი. უცებ დამინახა, შემაგინა და მხარზე შემომცხო! მაშინ დაახლოებით 16 წლის ვიყავი. შემეშინდა და ტირილით წამოვედი...

- ვთქვათ, მეუღლე შინ გვიან დაბრუნდა და შეშფოთებული გეუბნება, რომ უცხოპლანეტელებს შეხვდა...

- საერთოდ, ყველაფრის მჯერა - ანუ ჩემი მოტყუება ძალიან იოლია, მაგრამ მეუღლემ რომ მითხრას, - უცხოპლანეტელი შემომხვდაო, არ დავუჯერებ; თუკი მეტყვის: ზურგზე ჩამავლო კლანჭები ან ზემოდან დამაფრინდაო, - მის სიტყვებს ვირწმუნებ; თუ მეტყვის, უცხოპლანეტელმა ჰაერში ამწია და მიწაზე დამანარცხაო, ეს კიდევ უფრო სარწმუნოა! საერთოდ, უცხოპლანეტელი ადამიანს ზურგიდან ესხმის თავს.

- ის შენც გინახავს?

- მე - არა, ახლობელს შეხვდა. მან უკნიდან ჯერ მხარზე დაადო ხელი და ანიშნა, - როგორ ხარო? მერე თავს დაესხა (იცინის).

- ვთქვათ, მეუღლე გარწმუნებს, რომ წინასწარმეტყველების ნიჭი აქვს, რომელიც შეიძლება, მომავალში ბიზნესის წამოსაწყებად გამოიყენოთ.

- ბლითების "ცეხებს" გავხსნიდი. კიდევ, ბანანს, კივს, ფორთოხალს "იაშიკებით" გავყიდდი. მანამდე მეუღლეს ვკითხავდი, - ამ სფეროში წარმატებული ვიქნებოდი თუ არა? ისე, ბანანი ბაზარზე "ლიწინ-ლიწინით" "გადის" - ბავშვისთვის ზამთარ-ზაფხულ ვყიდულობ და ამიტომაც მგონია, რომ ამ ხილით ვაჭრობა მომგებიანი ბიზნესია.

- ვთქვათ, შინიდან გასულს კართან მამაკაცის სუნამო დაგხვდა...

- ოჰო! აუცილებლად შევიტან სახლში...

- სუნამოს თან პატარა ბარათი ახლავს, რომელზეც წერია - "ლოლიტასგან".

- ააა... სუნამო ჩემს მეუღლეს მოუტანეს? ქმარს მივაწვდი და ვეტყვი, - საყვარელო, ლოლიტამ დაგიტოვა-მეთქი. მერე კი სუნამოს ყუთს ერთად გავხსნით.

- ლოლიტა ვინ არის, არ დაინტერესდები?

- რომელიმე მისი თაყვანისმცემელი იქნება... ეჭვიანი არ ვარ და ამის გამო ისტერიკა არ დამემართება. მეუღლეს სუნამო თუ მოეწონება, ხომ კარგი, თუ არა და, ლოლიტას ვინაობას დავადგენ, რათა საჩუქარი უკან დავუბრუნო.

- დაბადების დღეს როგორ ატარებ?

- სხვათა შორის, ამ დღეს ყოველთვის მოწყენილი ვარ ხოლმე.

- საჩუქრებს ხომ იღებ?

- რა თქმა უნდა! ახლობლებს ჩემთვის საჩუქრები არ ენანებათ, მოაქვთ და მოაქვთ! საჩუქრები მიყვარს, დაბადების დღის გადახდა - არა. სხვების დაბადების დღეებზე უფრო კარგად ვერთობი.

- ვთქვათ, მეგობარმა დაბადების დღეზე თხა გაჩუქა...

- ძალიან კარგი! ნეტავ იცოდე, თხის რძე ბავშვისთვის როგორი სასარგებლოა! თხას აივანზე დავაბამ, იქვე თივას დავუყრი, დილა-საღამოს მოვწველი და რძეს ბავშვს დავალევინებ. ჩემს საჩუქარს ბაფთას გავუკეთებ და დილაობით გავასეირნებ კიდეც.

- აბა, დრო ბავშვისთვისაც არ მრჩებაო?

- ნუ, როცა მეცლება, თხას მაშინ გავასეირნებ! ბოლოს და ბოლოს, საახალწლოდ ხომ დავისვენებ?!

- ვთქვათ, ლიფტში შენი ერთადერთი თანამგზავრი გოგონა ხმამაღლა იგინება...

- ვკითხავ, - რატომ იგინები, შვილო, რამ გაგაბოროტა, ვინ გაგაბრაზა-მეთქი? მისი პასუხის მოსმენის შემდეგ შესაბამისი რეაქცია მექნება...

- ბილწსიტყვაობა თუ გჩვევია?

- უზრდელური სიტყვები მეზიზღება! ქალი უწმაწურ სიტყვას რომ ამბობს, შემიძლია, ტუჩებში შემოვარტყა! ცხადია, ჯერ ასე არავის მოვქცევივარ, მაგრამ ახლობლისთვის შენიშვნა მიმიცია.

- სამსახურის გამო, რაიმე კომპრომისზე წასულხარ?

- ბევრი ისეთი როლი მითამაშია, რომელიც არ მომწონდა, თუნდაც - ბოზის როლი: როგორ გითხრა, რომ მოკლე "იუბკასა" და "სეტკიან" კოლჰოტში (სხვათა შორის, ასეთ "ჩულქებში" ჩემი მეზობელი ხახვს ინახავს) გამოწყობილი საკუთარი თავი ძალიან მომწონს-მეთქი? სამაგიეროდ, ხალხს მოსწონს, რადგან სასაცილოა და ძალაუნებურად, მეც ასე ვიცვამ.

- ვთქვათ, "კომედი არხის" სარეკლამო სახედ აგირჩიეს. ხელმძღვანელობა თმის გადაპარსვას გთხოვს - არხის რეიტინგისთვის ასეა საჭიროო...

- (მაწყვეტინებს) რატომაც არა, გენაცვალე, თმას გადავიპარსავ და ტლოპინა თავზე ბაფთიან "აბადოკსაც" გავიკეთებ!

- მეუღლეს აზრს არ ჰკითხავ? იქნებ შენი ახალი იმიჯი არ მოეწონოს?..

- მეუღლეს ტლოპინა თავითაც მოვეწონები. თან, "ბლესკს" ან ვაზელინს გადავისვამ, რომ უფრო ეფექტური და სახალისო სანახავი ვიყო. სამსახურისთვის თავდადებული ადამიანი ვარ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები