პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარა ბრაიტმანი: "კოსმოსში გასაფრენად ვემზადები"
სარა ბრაიტმანი: "კოსმოსში გასაფრენად ვემზადები"

ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი სარა ბრა­იტ­მა­ნი პირ­ვე­ლი მომ­ღე­რა­ლი გახ­დე­ბა, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ლურ პარ­ტი­ას ღია კოს­მოს­ში შე­ას­რუ­ლებს. სოპ­რა­ნომ, რო­მე­ლიც "ყვე­ლა­ზე კარ­გად იყი­დე­ბა", გაფ­რე­ნის­თვის მზა­დე­ბა უკვე და­ი­წყო.

- ჩემი გაფ­რე­ნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია დიდი ხნის ოც­ნე­ბა ავის­რუ­ლო. ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი კოს­მოს­ზე. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­მუ­შა­ვე და მგო­ნი შე­მიძ­ლია, სა­კუ­თარ თავს რა­ღა­ცის უფ­ლე­ბა მივ­ცე. გარ­და ამი­სა, იუ­ნეს­კოს­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ და მთხო­ვეს, კე­თი­ლი ნე­ბის ელჩი ვიყო. გა­ი­გეს, რომ კოს­მოს­ში გაფ­რე­ნას ვა­პი­რებ და და­ვი­წყეთ ფიქ­რი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს და­ეხ­მა­როს ადა­მი­ა­ნებს. ბო­ლოს და ბო­ლოს მი­ვე­დით იმ დას­კვნამ­დე, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლო იყოს მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნი­კის სფე­რო­ში ქალ­თა გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის. კოს­მოს­ში გავფრინ­დე­ბი და დე­და­მი­წას­თან მექ­ნე­ბა კავ­ში­რი, იმე­დი მაქვს, ეს იმ გო­გო­ნებს შთა­ა­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­მეც­ნი­ე­რო ან ტექ­ნი­კურ კა­რი­ე­რა­ზე ფიქ­რო­ბენ. რო­გორც მე ბავ­შვო­ბა­ში შთა­მა­გო­ნებ­დნენ ქალი კოს­მო­ნავ­ტე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კრე­ტულ გეგ­მებ­სა და მიზ­ნებს ვა­მუ­შა­ვებთ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა. იმე­დი მაქვს, კი­დევ უფრო თა­მამ ოც­ნე­ბა­საც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ და ღია კოს­მოს­ში ვიმ­ღე­რებ.

- რო­დის გეგ­მავთ გაფ­რე­ნას?

- კონ­ტრაქ­ტის მი­ხედ­ვით, თა­რი­ღის გა­ცხა­დე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მაგ­რამ ეს მო­მა­ვალ წელს ნამ­დვი­ლად არ მოხ­დე­ბა. 2013 წელს დიდი ტური მაქვს ახა­ლი ალ­ბო­მით, რო­მელ­საც დიდი ხა­ნია ვგეგ­მავ­დი. მერე კი ვი­ვარ­ჯი­შებ, მო­ვემ­ზა­დე­ბი და გავფრინ­დე­ბი. ჯერ მსოფ­ლი­ოს ჩემი ალ­ბო­მით შე­მო­ვივ­ლი. ყველ­გან ჩა­ვალ - ეს ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ტურ­ნე იქ­ნე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

- თქვე­ნი ბოლო ალ­ბო­მიც კოს­მო­სის გავ­ლე­ნით იქ­მნე­ბო­და?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. მას ვუ­წო­დე Dream Ñhaser. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მოთ­ქმაა, მა­შინ­ვე წარ­მო­იდ­გენ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თა­ვის ოც­ნე­ბას მის­დევს. ჩვენ ყვე­ლა­ნი რა­ღა­ცა­ზე ვოც­ნე­ბობთ, მერე რა­ღაც ახ­დე­ბა, რა­ღაც - არა. ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი­დან ცო­ტას მა­ინც თუ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, ეს დიდი მიღ­წე­ვაა.

- თქვე­ნი კა­რი­ე­რა მი­უ­ზიკ­ლე­ბით და­ი­წყო. მო­მა­ვალ­ში თუ გეგ­მავთ მათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- მი­უ­ზიკ­ლებ­ში - არა. უკვე დიდი ხა­ნია არ ვთა­მა­შობ, სო­ლო­კა­რი­ე­რა მაქვს. გას­ტრო­ლებ­ზე დავ­დი­ვარ, ალ­ბო­მებს ვი­წერ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

სარა ბრაიტმანი: "კოსმოსში გასაფრენად ვემზადები"

სარა ბრაიტმანი: "კოსმოსში გასაფრენად ვემზადები"

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი სარა ბრაიტმანი პირველი მომღერალი გახდება, რომელიც მუსიკალურ პარტიას ღია კოსმოსში შეასრულებს. სოპრანომ, რომელიც "ყველაზე კარგად იყიდება", გაფრენისთვის მზადება უკვე დაიწყო.

- ჩემი გაფრენის მთავარი მიზანია დიდი ხნის ოცნება ავისრულო. ბავშვობიდან ვოცნებობდი კოსმოსზე. ძალიან ბევრი ვიმუშავე და მგონი შემიძლია, საკუთარ თავს რაღაცის უფლება მივცე. გარდა ამისა, იუნესკოსთან ვთანამშრომლობ და მთხოვეს, კეთილი ნების ელჩი ვიყო. გაიგეს, რომ კოსმოსში გაფრენას ვაპირებ და დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეიძლება ეს დაეხმაროს ადამიანებს. ბოლოს და ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს შეიძლება სასარგებლო იყოს მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში ქალთა განათლების პოპულარიზაციისთვის. კოსმოსში გავფრინდები და დედამიწასთან მექნება კავშირი, იმედი მაქვს, ეს იმ გოგონებს შთააგონებს, რომლებიც სამეცნიერო ან ტექნიკურ კარიერაზე ფიქრობენ. როგორც მე ბავშვობაში შთამაგონებდნენ ქალი კოსმონავტები. ჯერჯერობით კონკრეტულ გეგმებსა და მიზნებს ვამუშავებთ, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი გასაგები გახდება. იმედი მაქვს, კიდევ უფრო თამამ ოცნებასაც განვახორციელებ და ღია კოსმოსში ვიმღერებ.

- როდის გეგმავთ გაფრენას?

- კონტრაქტის მიხედვით, თარიღის გაცხადება არ შეიძლება. მაგრამ ეს მომავალ წელს ნამდვილად არ მოხდება. 2013 წელს დიდი ტური მაქვს ახალი ალბომით, რომელსაც დიდი ხანია ვგეგმავდი. მერე კი ვივარჯიშებ, მოვემზადები და გავფრინდები. ჯერ მსოფლიოს ჩემი ალბომით შემოვივლი. ყველგან ჩავალ - ეს ყველაზე მასშტაბური ტურნე იქნება ჩემს ცხოვრებაში.

- თქვენი ბოლო ალბომიც კოსმოსის გავლენით იქმნებოდა?

- რასაკვირველია. მას ვუწოდე Dream Ñhaser. ეს შესანიშნავი გამოთქმაა, მაშინვე წარმოიდგენ ადამიანს, რომელიც თავის ოცნებას მისდევს. ჩვენ ყველანი რაღაცაზე ვოცნებობთ, მერე რაღაც ახდება, რაღაც - არა. ჩვენი სურვილებიდან ცოტას მაინც თუ განვახორციელებთ, ეს დიდი მიღწევაა.

- თქვენი კარიერა მიუზიკლებით დაიწყო. მომავალში თუ გეგმავთ მათში მონაწილეობას?

- მიუზიკლებში - არა. უკვე დიდი ხანია არ ვთამაშობ, სოლოკარიერა მაქვს. გასტროლებზე დავდივარ, ალბომებს ვიწერ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება