პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის იხდის სასჯელს "მფრინავი თეფშის" ავტორი?
რისთვის იხდის სასჯელს "მფრინავი თეფშის" ავტორი?

რამ­დე­ნი­მე თვის წინ პოლ­კოვ­ნიკ გოგი კვა­რა­ცხე­ლი­ას გა­მო­გო­ნე­ბა­ზე ვწერ­დით (იხ. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" N13. 9-15 მა­ი­სი, 2012 წელი) - მან დის­კოს ფორ­მის მრგვა­ლი საფ­რე­ნი აპა­რა­ტის მო­დე­ლი შექ­მნა, ერ­თგვა­რი მფრი­ნა­ვი თეფ­ში, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო, ისე სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის. თუმ­ცა, ამ იდე­ის ხორ­ცშეს­ხმა გა­და­ი­დო, რად­გან ამ­ჟა­მად გოგი კვა­რა­ცხე­ლია და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენ­ში ნათ­ქვა­მია, რომ "გრი­გოლ კვა­რა­ცხე­ლია 2012 წლის 14 მა­ისს ინდმე­წარ­მე მურ­მან ტა­ბა­ტა­ძის მა­ღა­ზი­ა­ში არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ვი­და, მის მე­უღ­ლეს, ზა­ი­რა ხმე­ლა­ძეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი 15 წუთი გაგ­რძელ­და; მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­სულ­მა, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­კა­რო­ვის სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან, რომ­ლის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­და, ჰა­ერ­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა, რი­თაც აშ­კა­რად და­არ­ღვია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი." სა­სა­მარ­თლომ გოგი კვა­რა­ცხე­ლი­ას ოთხი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა: 1 წელი სა­პა­ტიმ­რო­ში, 3 წელი - პი­რო­ბი­თი.

ამ სა­კი­თხზე გოგი კვა­რა­ცხე­ლი­ას მე­უღ­ლე, ლიკა მურ­ჯიკ­ნე­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა: - გოგი კვა­რა­ცხე­ლია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ სამ­მარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობ­და, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ ის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, პირ­და­პირ მი­უ­თი­თეს, - პენ­სი­ა­ზე გა­დიო. მისი პენ­სია ჩვე­ნი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი იყო. ამ­ჟა­მად ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლით ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ, მე უმუ­შე­ვა­რი ვარ, სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა დახ­მა­რე­ბა­ზე უარი გვი­თხრა - არ გე­კუთ­ვნით, რად­გან მა­ცი­ვა­რი და სა­რე­ცხი მან­ქა­ნა გაქ­ვთო.

მის­ჯი­ლი ერთი წლი­დან გო­გიმ 6 თვე უკვე მო­ი­ხა­და. ყვე­ლას მივ­მარ­თავ, ეგებ მისი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ხერ­ხდეს. არა­ერ­თი უნი­კა­ლუ­რი გა­მო­გო­ნე­ბის, იდე­ის ავ­ტო­რია; ცხა­დია, არც ცი­ხე­ში ღა­ლა­ტობს თა­ვის საქ­მეს - ცი­ხის კედ­ლებ­ში შექ­მნა თხი­ლის სა­ბოჭ-საფ­ცქვნე­ლი აპა­რა­ტის ეს­კი­ზი, - თხი­ლის მო­სავ­ლის აღე­ბა-და­ბი­ნა­ვე­ბა ძალ­ზე შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია, ეს აპა­რა­ტი კი თხილს თან კრეფს, თან არ­ჩევს. ამ და­ნად­გარს მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არა აქვს, ერ­თა­დერ­თი, თურ­ქეთ­ში ჰქონ­დათ თხი­ლის შემგრო­ვე­ბე­ლი აპა­რა­ტი, რო­მე­ლიც დღეს მოძ­ველ­და და აღარ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. გოგი კვა­რა­ცხე­ლია არა­ერ­თი სხვა გა­მო­გო­ნე­ბის ავ­ტო­რიც არის, მათ შო­რის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზით მი­ღე­ბის სფე­რო­ში. მან შექ­მნა სამ­ხედ­რო ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ში­გაწ­ვის ძრა­ვე­ბის ინ­ჟექ­ტო­რის სის­ტე­მის დი­ა­გოს­ტი­კი­სა და გაწ­მენ­და-რე­გუ­ლი­რე­ბის აპა­რა­ტი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თუ ის თა­ვის საქ­მეს და­უბ­რუნ­დე­ბა, მეტ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს ქვე­ყა­ნა­სა და ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

ასე­ვე იხი­ლეთ: ქარ­თუ­ლი მფრი­ნა­ვი თეფ­ში და სა­კე­ტი მი­ლი­ო­ნი კო­დით _ უც­ნა­უ­რი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

რისთვის იხდის სასჯელს "მფრინავი თეფშის" ავტორი?

რისთვის იხდის სასჯელს "მფრინავი თეფშის" ავტორი?

რამდენიმე თვის წინ პოლკოვნიკ გოგი კვარაცხელიას გამოგონებაზე ვწერდით (იხ. "ყველა სიახლე" N13. 9-15 მაისი, 2012 წელი) - მან დისკოს ფორმის მრგვალი საფრენი აპარატის მოდელი შექმნა, ერთგვარი მფრინავი თეფში, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის. თუმცა, ამ იდეის ხორცშესხმა გადაიდო, რადგან ამჟამად გოგი კვარაცხელია დაპატიმრებულია. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ "გრიგოლ კვარაცხელია 2012 წლის 14 მაისს ინდმეწარმე მურმან ტაბატაძის მაღაზიაში არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა, მის მეუღლეს, ზაირა ხმელაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათ შორის კონფლიქტი 15 წუთი გაგრძელდა; მაღაზიიდან გამოსულმა, მიმდებარე ტერიტორიაზე მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომლის ტარების უფლება ჰქონდა, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, რითაც აშკარად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი." სასამართლომ გოგი კვარაცხელიას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა: 1 წელი საპატიმროში, 3 წელი - პირობითი.

ამ საკითხზე გოგი კვარაცხელიას მეუღლე, ლიკა მურჯიკნელი გვესაუბრება: - გოგი კვარაცხელია წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამმართველოში მუშაობდა, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის თანამდებობიდან სრულიად უმიზეზოდ გაათავისუფლეს, პირდაპირ მიუთითეს, - პენსიაზე გადიო. მისი პენსია ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. ამჟამად ორი მცირეწლოვანი შვილით ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, მე უმუშევარი ვარ, სოციალურმა სამსახურმა დახმარებაზე უარი გვითხრა - არ გეკუთვნით, რადგან მაცივარი და სარეცხი მანქანა გაქვთო.

მისჯილი ერთი წლიდან გოგიმ 6 თვე უკვე მოიხადა. ყველას მივმართავ, ეგებ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოხერხდეს. არაერთი უნიკალური გამოგონების, იდეის ავტორია; ცხადია, არც ციხეში ღალატობს თავის საქმეს - ციხის კედლებში შექმნა თხილის საბოჭ-საფცქვნელი აპარატის ესკიზი, - თხილის მოსავლის აღება-დაბინავება ძალზე შრომატევადი პროცესია, ეს აპარატი კი თხილს თან კრეფს, თან არჩევს. ამ დანადგარს მსოფლიოში ანალოგი არა აქვს, ერთადერთი, თურქეთში ჰქონდათ თხილის შემგროვებელი აპარატი, რომელიც დღეს მოძველდა და აღარ გამოიყენება. გოგი კვარაცხელია არაერთი სხვა გამოგონების ავტორიც არის, მათ შორის ელექტროენერგიის ალტერნატიული გზით მიღების სფეროში. მან შექმნა სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორებისა და სამოქალაქო ავტომობილების შიგაწვის ძრავების ინჟექტორის სისტემის დიაგოსტიკისა და გაწმენდა-რეგულირების აპარატი. დარწმუნებული ვარ, თუ ის თავის საქმეს დაუბრუნდება, მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანასა და ქართველ საზოგადოებას.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ: ქართული მფრინავი თეფში და საკეტი მილიონი კოდით _ უცნაური გამოგონებები

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"