პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაზინოებიდან შემოსული თანხით ქვეყნის გამდიდრება ამორალური საქციელია"
"კაზინოებიდან შემოსული თანხით ქვეყნის გამდიდრება ამორალური საქციელია"

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დე­და­ქა­ლაქ­ში, უამ­რა­ვი აზარ­ტულ-გა­სარ­თო­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ფუნ­ქცი­ობს, რის მი­მარ­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. თუმ­ცა მთავ­რო­ბის შეც­ვლის შემ­დეგ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კა­ზი­ნო­ე­ბის და­ხურ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და...

ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი ადიქ­ცი­ის (ადა­მი­ა­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რა­ი­მე­სად­მი) კვლე­ვი­სა და კონ­სულ­ტი­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს, სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბუ­ლი ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელს, ფსი­ქო-ფი­ზი­ო­ლოგ მა­რი­ნა კა­ჭა­რა­ვას ვთხო­ვეთ:

- გა­სარ­თობ-აზარ­ტუ­ლი ცენ­ტრე­ბის სიმ­რავ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი პა­ტა­რა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას უამ­რავ პრობ­ლე­მას უქ­მნის. სხვა­თა შო­რის, მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე უკვე დიდი ქვეყ­ნე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ. მა­გა­ლი­თად, კა­ნა­და­ში უზარ­მა­ზა­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო-სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრე­ბი გა­იხ­სნა აზარ­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. დღეს სა­ქარ­თვე­ლოც დგას მსგავ­სი ხი­ფა­თის წი­ნა­შე.

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბის ერთ-ერთი წყა­როა. გარ­და ამი­სა, "ფუ­ლის შოვ­ნის" სა­შუ­ა­ლე­ბაც არის. მარ­თა­ლია, კა­ზი­ნო­ში თა­მა­შით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი არა­ვის უნა­ხავს, მაგ­რამ არის ერთჯე­რა­დი მო­გე­ბე­ბი, მი­თე­ბი მო­გე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც აზარ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იკ­ვე­ბე­ბი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ცხოვ­რე­ბა­ში წა­გე­ბე­ბის კას­კა­დი იწყე­ბა, თა­ვი­ანთ ქცე­ვას ვე­ღარ აკონ­ტრო­ლე­ბენ - რაც მეტს თა­მა­შო­ბენ, მეტს აგე­ბენ, მაგ­რამ მათ­თვის ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი მე­ა­თე­ხა­რის­ხო­ვა­ნია - ყვე­ლა­ზე დიდ ლტოლ­ვას თა­მა­ში­სად­მი გა­ნიც­დი­ან. ეს კი იქამ­დე გრძელ­დე­ბა, ვიდ­რე ყვე­ლა­ფერს არ და­კარ­გა­ვენ.

შემ­დეგ წვე­ბი­ან სპე­ცი­ა­ლურ კლი­ნი­კა­ში და ისევ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ზრუ­ნა­ვენ მათ­ზე, მიჰ­ყავთ სპე­ცი­ა­ლის­ტთან. ისიც იმი­ტომ დაჰ­ყვე­ბა, რომ მათი გული მო­ი­გოს, თა­მა­ში­სად­მი ლტოლ­ვა კი არ უნელ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, ბევრ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში აზარ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის თან­ხას სა­მო­რი­ნე­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა იხ­დის და მათ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე ზრუ­ნავს.

- გა­მო­დის, რომ აზარ­ტით შე­პყრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მოს­წო­რე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია?

- ლა­პა­რა­კია უკი­დუ­რეს პა­თო­ლო­გი­ა­ზე. ვინც თა­მა­შობს, ყვე­ლა პა­თო­ლო­გი არ ხდე­ბა. პი­რო­ბი­თად, ათი მო­თა­მა­ში­დან ერთს ემარ­თე­ბა პა­თო­ლო­გია. ფაქ­ტია, რომ ჩვენ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე უბიძ­გებს ადა­მი­ა­ნებს, შე­მო­სავ­ლის წყა­როდ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი გა­ი­ხა­დოს... ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი კი ის არის, რომ მო­თა­მა­შე ბევ­რი ფუ­ლის წა­გე­ბის შემ­დეგ, რე­ვან­შის ასა­ღე­ბად და­დის კა­ზი­ნო­ში, რაც მას სა­ბო­ლო­ოდ ღუ­პავს.

- კა­ზი­ნო­ე­ბის და მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თგვარ სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნევ­და - რად­გან მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში არ არ­სე­ბობს მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, თურ­ქე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, ირა­ნი­დან და ა.შ. სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ან სა­თა­მა­შო­დო...

- მათი თქმით, ეს ხალ­ხი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბით მოფ­რი­ნავ­და სა­თა­მა­შოდ, მი­ლი­ო­ნებს ტო­ვებ­და და ქვე­ყა­ნა ამით უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. ასეც რომ იყოს, უნდა შე­ვი­მუ­შა­ოთ მო­დე­ლი, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად უცხო­ე­ლე­ბის­თვის იფუნ­ქცი­ოს კა­ზი­ნო­ებ­მა. მა­გა­ლი­თად, ინ­გლის­ში, სინ­გა­პურ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლია კლუ­ბუ­რი ვა­რი­ან­ტი, როცა კა­ზი­ნო­ში სი­ა­რუ­ლი შე­უძ­ლია მხო­ლოდ კლუ­ბის წევ­რს, რომ­ლის შე­მო­სა­ვა­ლიც კა­ზი­ნოს მე­პატ­რო­ნის­თვის ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა, რი­გი­თი ახალ­გაზ­რდა კი იქ ვერ შევა და მა­მის ფუ­ლით ვერ ითა­მა­შებს.

კა­ზი­ნო­ე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხით ქვეყ­ნის გამ­დიდ­რე­ბა ამო­რა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლია და ვე­რაფ­რით გან­ვას­ხვა­ვებ პროს­ტი­ტუ­ცი­ით, ია­რა­ღით ან ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბით გამ­დიდ­რე­ბის­გან. ამით ქვე­ყა­ნა კი არ გამ­დიდ­რდე­ბა, ახალ­გაზ­რდო­ბა და­ი­ღუ­პე­ბა და უამ­რა­ვი ოჯა­ხი გა­უ­ბე­დურ­დე­ბა.

- ბოლო ხანს კა­ზი­ნო­ებ­სა და ე.წ. სლოტკლუ­ბებ­ში მან­დი­ლოს­ნე­ბიც და­დი­ან.

- ასე­თი მიდ­რე­კი­ლე­ბა თავს იჩენს პოს­ტკლი­მაქ­სურ პე­რი­ოდ­ში. 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ქალს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეკარ­გე­ბა ის ას­პა­რე­ზი, სა­დაც ლი­დე­რი იყო და იწყებს კა­ზი­ნო­ში სი­ა­რულს. მოს­წონს ჟე­ტო­ნე­ბის წკა­რუ­ნი, მო­გე­ბის შემ­დეგ აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი, მა­მა­კა­ცე­ბის ყუ­რა­დღე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რით ქალი უზარ­მა­ზარ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია, ქუ­ჩებ­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით, ყველ­გან მის რეკ­ლა­მებს წა­ა­წყდე­ბით, რაც ახალ­გაზ­რდე­ბი­სად­მი ერ­თგვა­რი გზავ­ნი­ლია. მო­ზარდს უჩ­ნდე­ბა კი­თხვა, - რა­ტომ ვის­წავ­ლო ან ვი­მუ­შაო, შე­ვალ კა­ზი­ნო­ში და მო­ვი­გებ, - რაც სა­ში­ნე­ლე­ბაა...

- და­ვუშ­ვათ, შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი კლუ­ბე­ბი, ან კა­ზი­ნო­ე­ბი დარ­ჩა მხო­ლოდ უცხო­ე­ლე­ბის­თვის. არ­სე­ბობს კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა ­- ინ­ტერ­ნეტ­თა­მა­შე­ბი, როცა ში­ნი­დან გა­უს­ვლე­ლა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ფულ­ზე თა­მა­ში...

- ეს პრობ­ლე­მა არა­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ვებგ­ვერ­დე­ბის დაბ­ლოკ­ვით ასე თუ ისე მო­აგ­ვა­რა. მი­მაჩ­ნია, რომ მსგავ­სი მე­თო­დი სა­ქარ­თვე­ლო­შიც უნდა შე­მუ­შავ­დეს, ასე­ვე არას­წო­რია კა­ზი­ნო­ე­ბი­სა და სხვა აზარ­ტუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ქა­ლა­ქის ცენ­ტრში არ­სე­ბო­ბა.

მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კის უამ­რავ შტატ­ში აკ­რძა­ლუ­ლია კა­ზი­ნო­ე­ბი, იქ ამი­სათ­ვის აშენ­და ქა­ლა­ქი ლას-ვე­გა­სი, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია სა­თა­მა­შო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და არ არის ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. თუმ­ცა ახ­ლა­ხან გა­ირ­კვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც ახერ­ხე­ბენ ლას-ვე­გას­ში ჩაფ­რე­ნას, თა­მაშს და ჩა­მოფ­რე­ნას... რომ მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­ზარ­დებ­სა და სტუ­დენ­ტებს თვა­ლებ­ში არ უნდა ეჩხი­რე­ბო­დეს. ჩვენ­თან კი სამ­წუ­ხა­როდ, კა­ზი­ნო სა­პატ­რი­არ­ქოს გვერ­დით, წმინ­და ად­გილ­ზე აა­შე­ნეს ("შან­გრი­ლას" გუ­ლის­ხმობს - ნ.მ.). მი­მაჩ­ნია, რომ რი­ყის ტე­რი­ტო­რია მსგავ­სი შე­ნო­ბე­ბით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლია.

- თუ მუ­შა­ობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი სა­მო­რი­ნე­ე­ბის აკ­რძალ­ვის თა­ო­ბა­ზე?

- დე­კემ­ბრის და­სა­წყი­სი­დან და­ი­წყე­ბა ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა. ახალ მთავ­რო­ბას უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა დახ­ვდა და სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბაც გა­აქ­ტი­ურ­დეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

- და, ალ­ბათ, სა­პატ­რი­არ­ქოც...

- მე­უ­ფე ია­კო­ბის ბოლო ქა­და­გე­ბა ვინც მო­ის­მი­ნა, მიხ­ვდე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ამ სა­კი­თხი­სად­მი. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის უფრო მე­ტად გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რად­გან ჩვენ კი­დევ ვერ გაგ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბია, რას­თან გვაქვს საქ­მე...

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"კაზინოებიდან შემოსული თანხით ქვეყნის გამდიდრება ამორალური საქციელია"

"კაზინოებიდან შემოსული თანხით ქვეყნის გამდიდრება ამორალური საქციელია"

საქართველოს ყველა ქალაქში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, უამრავი აზარტულ-გასართობი დაწესებულება ფუნქციობს, რის მიმართაც საზოგადოების დიდ ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. თუმცა მთავრობის შეცვლის შემდეგ კი საზოგადოება კაზინოების დახურვის აუცილებლობაზე ალაპარაკდა...

ამ საკითხზე საუბარი ადიქციის (ადამიანის დამოკიდებულება რაიმესადმი) კვლევისა და კონსულტირების ცენტრის ხელმძღვანელს, საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრის თანამშრომელს, ფსიქო-ფიზიოლოგ მარინა კაჭარავას ვთხოვეთ:

- გასართობ-აზარტული ცენტრების სიმრავლე საქართველოსნაირი პატარა ქვეყნის მოსახლეობას უამრავ პრობლემას უქმნის. სხვათა შორის, მსგავსი პრობლემების წინაშე უკვე დიდი ქვეყნებიც აღმოჩნდნენ. მაგალითად, კანადაში უზარმაზარი სარეაბილიტაციო-სამკურნალო ცენტრები გაიხსნა აზარტით დაავადებული ადამიანებისთვის. დღეს საქართველოც დგას მსგავსი ხიფათის წინაშე.

აზარტული თამაშები სიამოვნების ერთ-ერთი წყაროა. გარდა ამისა, "ფულის შოვნის" საშუალებაც არის. მართალია, კაზინოში თამაშით გამდიდრებული არავის უნახავს, მაგრამ არის ერთჯერადი მოგებები, მითები მოგების შესახებ, რომლითაც აზარტული ადამიანები იკვებებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ცხოვრებაში წაგებების კასკადი იწყება, თავიანთ ქცევას ვეღარ აკონტროლებენ - რაც მეტს თამაშობენ, მეტს აგებენ, მაგრამ მათთვის ყველაფერი დანარჩენი მეათეხარისხოვანია - ყველაზე დიდ ლტოლვას თამაშისადმი განიცდიან. ეს კი იქამდე გრძელდება, ვიდრე ყველაფერს არ დაკარგავენ.

შემდეგ წვებიან სპეციალურ კლინიკაში და ისევ ოჯახის წევრები ზრუნავენ მათზე, მიჰყავთ სპეციალისტთან. ისიც იმიტომ დაჰყვება, რომ მათი გული მოიგოს, თამაშისადმი ლტოლვა კი არ უნელდება. სხვათა შორის, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში აზარტული ადამიანების მკურნალობის თანხას სამორინეების ხელმძღვანელობა იხდის და მათ რეაბილიტაციაზე ზრუნავს.

- გამოდის, რომ აზარტით შეპყრობილი ადამიანის გამოსწორება გამორიცხულია?

- ლაპარაკია უკიდურეს პათოლოგიაზე. ვინც თამაშობს, ყველა პათოლოგი არ ხდება. პირობითად, ათი მოთამაშიდან ერთს ემართება პათოლოგია. ფაქტია, რომ ჩვენში სოციალური სიდუხჭირე უბიძგებს ადამიანებს, შემოსავლის წყაროდ აზარტული თამაშები გაიხადოს... ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მოთამაშე ბევრი ფულის წაგების შემდეგ, რევანშის ასაღებად დადის კაზინოში, რაც მას საბოლოოდ ღუპავს.

- კაზინოების და მსგავსი დაწესებულებების არსებობას წინა ხელისუფლება ტურიზმის განვითარების ერთგვარ საშუალებად მიიჩნევდა - რადგან მეზობელ ქვეყნებში არ არსებობს მსგავსი დაწესებულებები, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან და ა.შ. სწორედ საქართველოში ჩამოდიან სათამაშოდო...

- მათი თქმით, ეს ხალხი ჩარტერული რეისებით მოფრინავდა სათამაშოდ, მილიონებს ტოვებდა და ქვეყანა ამით უნდა აშენებულიყო. ასეც რომ იყოს, უნდა შევიმუშაოთ მოდელი, რომ სპეციალურად უცხოელებისთვის იფუნქციოს კაზინოებმა. მაგალითად, ინგლისში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში მიღებულია კლუბური ვარიანტი, როცა კაზინოში სიარული შეუძლია მხოლოდ კლუბის წევრს, რომლის შემოსავალიც კაზინოს მეპატრონისთვის ცნობილი იქნება, რიგითი ახალგაზრდა კი იქ ვერ შევა და მამის ფულით ვერ ითამაშებს.

კაზინოებიდან შემოსული თანხით ქვეყნის გამდიდრება ამორალური საქციელია და ვერაფრით განვასხვავებ პროსტიტუციით, იარაღით ან ნარკოტიკებით ვაჭრობით გამდიდრებისგან. ამით ქვეყანა კი არ გამდიდრდება, ახალგაზრდობა დაიღუპება და უამრავი ოჯახი გაუბედურდება.

- ბოლო ხანს კაზინოებსა და ე.წ. სლოტკლუბებში მანდილოსნებიც დადიან.

- ასეთი მიდრეკილება თავს იჩენს პოსტკლიმაქსურ პერიოდში. 40 წელს გადაცილებულ ქალს, ფაქტობრივად, ეკარგება ის ასპარეზი, სადაც ლიდერი იყო და იწყებს კაზინოში სიარულს. მოსწონს ჟეტონების წკარუნი, მოგების შემდეგ აპლოდისმენტები, მამაკაცების ყურადღება. ამ ყველაფრით ქალი უზარმაზარ სიამოვნებას იღებს.

აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნესი წახალისებულია, ქუჩებში, ტელევიზიებით, ყველგან მის რეკლამებს წააწყდებით, რაც ახალგაზრდებისადმი ერთგვარი გზავნილია. მოზარდს უჩნდება კითხვა, - რატომ ვისწავლო ან ვიმუშაო, შევალ კაზინოში და მოვიგებ, - რაც საშინელებაა...

- დავუშვათ, შეიქმნა სპეციალური კლუბები, ან კაზინოები დარჩა მხოლოდ უცხოელებისთვის. არსებობს კიდევ ერთი პრობლემა - ინტერნეტთამაშები, როცა შინიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია ფულზე თამაში...

- ეს პრობლემა არაერთმა ქვეყანამ აზარტული თამაშების ვებგვერდების დაბლოკვით ასე თუ ისე მოაგვარა. მიმაჩნია, რომ მსგავსი მეთოდი საქართველოშიც უნდა შემუშავდეს, ასევე არასწორია კაზინოებისა და სხვა აზარტული დაწესებულებების ქალაქის ცენტრში არსებობა.

მაგალითად, ამერიკის უამრავ შტატში აკრძალულია კაზინოები, იქ ამისათვის აშენდა ქალაქი ლას-ვეგასი, სადაც თავმოყრილია სათამაშო დაწესებულებები და არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. თუმცა ახლახან გაირკვა, რომ საქართველოდანაც ახერხებენ ლას-ვეგასში ჩაფრენას, თამაშს და ჩამოფრენას... რომ მსგავსი დაწესებულებები მოზარდებსა და სტუდენტებს თვალებში არ უნდა ეჩხირებოდეს. ჩვენთან კი სამწუხაროდ, კაზინო საპატრიარქოს გვერდით, წმინდა ადგილზე ააშენეს ("შანგრილას" გულისხმობს - ნ.მ.). მიმაჩნია, რომ რიყის ტერიტორია მსგავსი შენობებით გაუპატიურებულია.

- თუ მუშაობს სპეციალური ჯგუფი სამორინეების აკრძალვის თაობაზე?

- დეკემბრის დასაწყისიდან დაიწყება ამ საკითხის განხილვა. ახალ მთავრობას უამრავი პრობლემა დახვდა და საჭიროა საზოგადოებაც გააქტიურდეს ამ მიმართულებით.

- და, ალბათ, საპატრიარქოც...

- მეუფე იაკობის ბოლო ქადაგება ვინც მოისმინა, მიხვდება საპატრიარქოს დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტად გააქტიურება, რადგან ჩვენ კიდევ ვერ გაგვიცნობიერებია, რასთან გვაქვს საქმე...

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა