პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
"მონა ლიზას" პეიზაჟი ამოიცნეს
"მონა ლიზას" პეიზაჟი ამოიცნეს

ლე­ო­ნარ­დოს "მონა ლი­ზა­ზე" იტა­ლი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე მონ­ტე­ფელტროს რე­გი­ო­ნის პე­ი­ზა­ჟია გა­მო­სა­ხუ­ლი, და­ას­კვნეს იტა­ლი­ელ­მა მკვლე­ვა­რებ­მა. კვლე­ვა 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში წიგნ Code P-ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

ურ­ბი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ო­მორ­ფო­ლოგ­მა ოლი­ვია ნეშ­მა (Olivia Nesci) და მხატ­ვარ­მა რო­ზე­ტა ბორ­კი­ამ (Rosetta Borchia) და­ად­გი­ნეს, რომ ჯო­კონ­დას პორ­ტრეტ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი მდი­ნა­რე­ე­ბი, ტბე­ბი და მთე­ბი, ცენ­ტრა­ლურ იტა­ლი­ა­ში, მარ­კეს მთა­გო­რი­ან რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს.

ლან­დშაფ­ტის თე­ო­რია მო­დე­ლის ვი­ნა­ო­ბის ახალ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას ემ­თხვე­ვა. მას შემ­დეგ, რაც ჯორ­ჯო ვა­ზა­რიმ 1550 წელს ლე­ო­ნარ­დოს ბი­ოგ­რა­ფია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ით­ვლე­ბო­და, რომ მხატ­ვრის მო­დე­ლი ფლო­რენ­ცი­ე­ლი აბ­რე­შუ­მის ვაჭ­რის, ფრან­ჩეს­კო დელ ჯო­კონ­დას მე­უღ­ლე ლიზა გერ­არ­დი­ნი იყო. მაგ­რამ ვა­ტი­კა­ნის არ­ქი­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი რო­ბერ­ტო ძა­პე­რი (Roberto Zapperi) ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ლე­ო­ნარ­დომ ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი პა­ცი­ფი­კა ბრან­და­ნი და­ხა­ტა, რო­მე­ლიც უმბრი­სის სა­ჰერ­ცო­გო­ში (მონ­ტე­ფელტროს რა­ი­ო­ნი) მივ­ლე­ნი­ლი ჯუ­ლი­ა­ნო მე­დი­ჩის საყ­ვა­რე­ლი იყო.

არ­ქი­ვა­რი­უ­სის წიგნ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ბრან­და­ნი მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, მას შემ­დეგ, რაც ჰერ­ცოგს უკა­ნო­ნო ვაჟი გა­უ­ჩი­ნა და მე­დი­ჩიმ მისი პორ­ტრე­ტი შე­უკ­ვე­თა.

ოლი­ვი­ას თქმით, მან ძა­პე­რის წიგ­ნის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და, მაგ­რამ არ­ქი­ვა­რი­უ­სის ვერ­სია მის ვერ­სი­ას, პორ­ტრეტ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ლან­დშაფ­ტის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ემ­თხვე­ვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Times-ის მი­ხედ­ვით.

"მონა ლიზას" პეიზაჟი ამოიცნეს

"მონა ლიზას" პეიზაჟი ამოიცნეს

ლეონარდოს "მონა ლიზაზე" იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მონტეფელტროს რეგიონის პეიზაჟია გამოსახული, დაასკვნეს იტალიელმა მკვლევარებმა. კვლევა 2012 წლის დეკემბერში წიგნ Code P-ში გამოქვეყნდება.

ურბინოს უნივერსიტეტის გეომორფოლოგმა ოლივია ნეშმა (Olivia Nesci) და მხატვარმა როზეტა ბორკიამ (Rosetta Borchia) დაადგინეს, რომ ჯოკონდას პორტრეტზე გამოსახული მდინარეები, ტბები და მთები, ცენტრალურ იტალიაში, მარკეს მთაგორიან რეგიონში მდებარეობს.

ლანდშაფტის თეორია მოდელის ვინაობის ახალ ინტერპრეტაციას ემთხვევა. მას შემდეგ, რაც ჯორჯო ვაზარიმ 1550 წელს ლეონარდოს ბიოგრაფია გამოაქვეყნა, ითვლებოდა, რომ მხატვრის მოდელი ფლორენციელი აბრეშუმის ვაჭრის, ფრანჩესკო დელ ჯოკონდას მეუღლე ლიზა გერარდინი იყო. მაგრამ ვატიკანის არქივის ზედამხედველი რობერტო ძაპერი (Roberto Zapperi) ირწმუნება, რომ სინამდვილეში ლეონარდომ ცნობილი ქალბატონი პაციფიკა ბრანდანი დახატა, რომელიც უმბრისის საჰერცოგოში (მონტეფელტროს რაიონი) მივლენილი ჯულიანო მედიჩის საყვარელი იყო.

არქივარიუსის წიგნში ნათქვამია, რომ ბრანდანი მალევე გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ჰერცოგს უკანონო ვაჟი გაუჩინა და მედიჩიმ მისი პორტრეტი შეუკვეთა.

ოლივიას თქმით, მან ძაპერის წიგნის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ არქივარიუსის ვერსია მის ვერსიას,  პორტრეტზე გამოსახული ლანდშაფტის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ, ემთხვევა.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს