საზოგადოება
მსოფლიო

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
გულწრფელობა ვჭამოთ?!
გულწრფელობა ვჭამოთ?!

სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით, ასი დღე ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის "თაფ­ლო­ბის თვედ" ით­ვლე­ბა და ჩვენც ასი დღის მერე ვაკ­რი­ტი­კოთ ახ­ლე­ბიო, ამ­ბო­ბენ ვი­ღა­ცე­ბი. კი ბა­ტო­ნო, მო­ვიც­დი­დით, მაგ­რამ თა­ვად ივა­ნიშ­ვილ­მა მო­ინ­დო­მა ერთი თვის თავ­ზე ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბა, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­აც გა­მარ­თა და ოპო­ნენ­ტებს საკბი­ლო მის­ცა, მსუ­ბუ­ქით და­ვი­წყოთ: "მე პო­ლი­ტი­კი­დან იმ შემ­თხვე­ვა­ში წა­ვალ, თუ ეფექ­ტურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დავ­ტო­ვებ და ჩვენ მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მი­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვის ეჭ­ვე­ბი და კი­თხვე­ბი არ დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ თუ გაჩ­ნდე­ბა ეჭ­ვე­ბი და კი­თხვე­ბი, არ­სა­დაც არ წა­ვალ". ვინ­მეს სჯე­რა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში მო­ეს­წრე­ბა? რა გა­მო­დის, მოგ­ვა­ტყუ­ეთ, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა? არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ეს რომ ვი­კი­თხე, სულ "ვაჟ­ბა­ტო­ნი" მე­ძა­ხეთ - რო­გორ გა­ბე­და მაგ ვაჟ­ბა­ტონ­მა ჩემს სი­ტყვებ­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნა, კარ­გად მო­ეს­მი­ნა, რაც ვთქვიო. ახლა ამ­ბობთ, არ­სა­დაც არ წა­ვალ და თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზეც ვიბ­რძო­ლებ გა­მარ­ჯვე­ბის­თვი­სო.

რა თქმა უნდა, ეს უფრო ჯან­სა­ღი პო­ზი­ცი­აა, ვიდ­რე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში წას­ვლა, რო­მე­ლიც გაქ­ცე­ვა უფრო იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ თა­ვი­დან ასე­თი პი­რო­ბის და­დე­ბას ვინ გა­ი­ძუ­ლებ­დათ?

კი­დევ ერთი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა ტა­რი­ფე­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბაა. რა ვქნათ, ბევ­რი ისე­თი კომ­პო­ნენ­ტი აღ­მოჩ­ნდა ჩა­დე­ბუ­ლი ტა­რიფ­ში, წი­ნას­წარ ვერ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე­თო. იქ­ნებ ბევ­რი სხვა რა­მეც ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ და ხვალ აღ­მოჩ­ნდეს, რომ არც სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა გვექ­ნე­ბა? ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ ზოგი ამ­ბობ­და, რას ერ­ჩით, გულ­წრფე­ლი­აო, შეც­დო­მას აღი­ა­რებ­სო. ამის პა­სუ­ხად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იკი­თხეს: "გულ­წრფე­ლო­ბა ვჭა­მოთ?!"

და­სას­რულ, მისი ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი გან­ცხა­დე­ბა: "ამ­ნის­ტია რა­ღაც ეტაპ­ზე და გარ­კვე­უ­ლი დრო­ით გაზ­რდის კრი­მი­ნალს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას გა­გე­ბით უნდა მო­ე­კი­დოს და უნდა გა­ვი­ჭირ­ვოთ. ვი­ღა­ცე­ბი გა­მოგ­ვე­პა­რე­ბი­ან, ვი­ღა­ცებს უკან შებ­რუ­ნე­ბა მო­უ­წევთ, ამის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი არ­სე­ბო­ბენ"." და ისევ ანეკ­დო­ტი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან: "90 წლის მო­ხუცს აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ, ის კი ხმას არ იღებს. მო­ძა­ლა­დე გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია, რა­ტომ არ ყვი­რი­თო. რა ვქნა, შვი­ლო, გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბიო, - პა­სუ­ხობს მო­ხუ­ცი".

ზოგ­ჯერ თქმა სჯობს არათ­ქმა­სა, ზოგ­ჯერ თქმი­თაც და­შავ­დე­ბის

ვიცი, ახლა ვი­ღა­ცე­ბი მე­ტყვი­ან, ამ კაცს სი­ტყვებ­ზე რას ეკი­დე­ბიო. რაც მე სა­ა­კაშ­ვილს სი­ტყვებ­ზე გა­მოვ­კი­დე­ბი­ვარ, ახლა ივა­ნიშ­ვილს რა სინ­დი­სით არ გა­მო­ვე­კი­დო? არ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კო­სი ხმა­მაღ­ლა ფიქ­რობ­დეს, ან ვიდ­რე სა­კი­თხი არ გა­და­წყდე­ბა, მა­ნამ­დე აკე­თებ­დეს გან­ცხა­დე­ბებს. გა­ვიხ­სე­ნოთ მისი ამე­რი­კა­ში ვი­ზი­ტის თემა. ჯერ თქვა, პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი ამე­რი­კა­ში მექ­ნე­ბა, რად­გან ისი­ნი ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი არი­ა­ნო; მერე გა­მო­ა­ცხა­და, და­მარ­წმუ­ნეს, რომ პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტით ევ­რო­პა­ში უნდა ჩა­ვი­დე, ამე­რი­კა­ში კი იქა­უ­რი არ­ჩევ­ნე­ბის მერე გა­ვემ­გზავ­რე­ბიო. ახლა გა­ირ­კვა, რომ ამე­რი­კა­ში ვი­ზი­ტი ისევ გა­და­ი­დო. "ევ­რო­პულ­მა ვი­ზიტ­მა მაჩ­ვე­ნა, რომ ბევ­რი სა­მუ­შაო და პრობ­ლე­მა გვაქვს. ვერ­ტი­კალს გა­მაგ­რე­ბა უნდა, ეკო­ნო­მი­კას ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბა. ევ­რო­პა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლე­ბი და­ვი­წე­რეთ ვი­ზი­ტით. ყვე­ლა შეხ­ვედ­რა იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს ოთხი დღე ძვი­რად დაგ­ვიჯ­და, რად­გან ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს ამან ხელი შე­უ­შა­ლა"," - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

გულწრფელობა ვჭამოთ?!

გულწრფელობა ვჭამოთ?!

საერთაშორისო სტანდარტებით, ასი დღე ახალი ხელისუფლებისთვის "თაფლობის თვედ" ითვლება და ჩვენც ასი დღის მერე ვაკრიტიკოთ ახლებიო, ამბობენ ვიღაცები. კი ბატონო, მოვიცდიდით, მაგრამ თავად ივანიშვილმა მოინდომა ერთი თვის თავზე ანგარიშის ჩაბარება, პრესკონფერენციაც გამართა და ოპონენტებს საკბილო მისცა, მსუბუქით დავიწყოთ: "მე პოლიტიკიდან იმ შემთხვევაში წავალ, თუ ეფექტურ ხელისუფლებას დავტოვებ და ჩვენ მიერ წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით არავის ეჭვები და კითხვები არ დარჩება, მაგრამ თუ გაჩნდება ეჭვები და კითხვები, არსადაც არ წავალ". ვინმეს სჯერა, რომ ეს ყველაფერი წელიწად-ნახევარში მოესწრება? რა გამოდის, მოგვატყუეთ, ბატონო ბიძინა? არჩევნებამდე ეს რომ ვიკითხე, სულ "ვაჟბატონი" მეძახეთ - როგორ გაბედა მაგ ვაჟბატონმა ჩემს სიტყვებში ეჭვის შეტანა, კარგად მოესმინა, რაც ვთქვიო. ახლა ამბობთ, არსადაც არ წავალ და თუ საჭირო იქნება, მომავალ არჩევნებზეც ვიბრძოლებ გამარჯვებისთვისო.

რა თქმა უნდა, ეს უფრო ჯანსაღი პოზიციაა, ვიდრე წელიწად-ნახევარში წასვლა, რომელიც გაქცევა უფრო იქნებოდა, მაგრამ თავიდან ასეთი პირობის დადებას ვინ გაიძულებდათ?

კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების განახევრებაა. რა ვქნათ, ბევრი ისეთი კომპონენტი აღმოჩნდა ჩადებული ტარიფში, წინასწარ ვერ გავითვალისწინეთო. იქნებ ბევრი სხვა რამეც ვერ გაითვალისწინეთ და ხვალ აღმოჩნდეს, რომ არც საყოველთაო დაზღვევა გვექნება? ამ პრესკონფერენციის შემდეგ ზოგი ამბობდა, რას ერჩით, გულწრფელიაო, შეცდომას აღიარებსო. ამის პასუხად სოციალურ ქსელში იკითხეს: "გულწრფელობა ვჭამოთ?!"

დასასრულ, მისი ყველაზე საოცარი განცხადება: "ამნისტია რაღაც ეტაპზე და გარკვეული დროით გაზრდის კრიმინალს. საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და უნდა გავიჭირვოთ. ვიღაცები გამოგვეპარებიან, ვიღაცებს უკან შებრუნება მოუწევთ, ამისთვის სამართალდამცავი ორგანოები არსებობენ"." და ისევ ანეკდოტი სოციალური ქსელებიდან: "90 წლის მოხუცს აუპატიურებენ, ის კი ხმას არ იღებს. მოძალადე გაკვირვებულია, რატომ არ ყვირითო. რა ვქნა, შვილო, გაგებით ვეკიდებიო, - პასუხობს მოხუცი".

ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების

ვიცი, ახლა ვიღაცები მეტყვიან, ამ კაცს სიტყვებზე რას ეკიდებიო. რაც მე სააკაშვილს სიტყვებზე გამოვკიდებივარ, ახლა ივანიშვილს რა სინდისით არ გამოვეკიდო? არ შეიძლება პოლიტიკოსი ხმამაღლა ფიქრობდეს, ან ვიდრე საკითხი არ გადაწყდება, მანამდე აკეთებდეს განცხადებებს. გავიხსენოთ მისი ამერიკაში ვიზიტის თემა. ჯერ თქვა, პირველი ვიზიტი ამერიკაში მექნება, რადგან ისინი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიანო; მერე გამოაცხადა, დამარწმუნეს, რომ პირველი ვიზიტით ევროპაში უნდა ჩავიდე, ამერიკაში კი იქაური არჩევნების მერე გავემგზავრებიო. ახლა გაირკვა, რომ ამერიკაში ვიზიტი ისევ გადაიდო. "ევროპულმა ვიზიტმა მაჩვენა, რომ ბევრი სამუშაო და პრობლემა გვაქვს. ვერტიკალს გამაგრება უნდა, ეკონომიკას ბევრი რამ სჭირდება. ევროპაში მაქსიმალური ქულები დავიწერეთ ვიზიტით. ყველა შეხვედრა იყო წარმატებული, თუმცა ეს ოთხი დღე ძვირად დაგვიჯდა, რადგან ქვეყნის განვითარების პროცესს ამან ხელი შეუშალა"," - აღნიშნა ივანიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა