რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი 2018 წელს, პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მედვედევმა გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული როგორც მის ჯანმრთელობაზე, ასევე სხვა ფაქტორებზე.
"არასოდეს თქვა არასოდეს. მით უმეტეს, რომ მე ერთხელ უკვე შევედი ამ მდინარეში. რატომაც არ უნდა შევიდე კიდევ ერთხელ", - აღნიშნა მედვედევმა.
ამასთან, მედვედევმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავს კომფორტულად გრძნობს.
"თუ არსებობს ადამიანი, რომელთანაც ჩემთვის მუშაობა კომფორტულია, ეს ადამიანია ვლადიმერ პუტინი", - განაცხადა მედვედევმა.
დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტის პოსტს 2008 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე იკავებდა.