საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
უნებლიე ძიძა
უნებლიე ძიძა

ზეს­ტა­ფონ­ში გა­ვი­ზარ­დე. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, სტუ­დენ­ტი გავ­ხდი. მშობ­ლებ­მა თბი­ლის­ში ბინა მი­ქი­რა­ვეს და და­ი­წყო ჩემი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა. ჩემს მე­ზობ­ლად ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და, რო­მელ­საც ერთი შვი­ლი ჰყავ­და - ჩემ­ზე 4 წლით უფ­რო­სი ვაჟი. ჩემ­სა და ზა­ზას შო­რის თა­ვი­დან­ვე მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­ყარ­და. მე მხო­ლოდ 17 წლის ვი­ყა­ვი და ზა­ზას მშობ­ლე­ბი დიდ ყუ­რა­დღე­ბას მაქ­ცევ­დნენ. ძალ­ზე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობ­დი და ამის გამო, სულ მა­ქებ­დნენ. სულ მალე ზა­ზამ გა­მიმ­ხი­ლა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და, გა­მაც­ნო კი­დეც. ძალ­ზე კარ­გი გო­გო­ნა იყო. შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს, გა­პა­რუ­ლიყ­ვნენ და მე ძალ­ზე დიდი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე მათ და­ქორ­წი­ნე­ბა­ში. ერთი სი­ტყვით, ისე გა­ვი­ხა­რე, რო­გორც სა­კუ­თა­რი ძმის ბედ­ნი­ე­რე­ბით გა­ვი­ხა­რებ­დი. მალე ზა­ზას მშობ­ლე­ბი ამე­რი­კა­ში წა­ვიდ­ნენ.

ახალ­გაზ­რდე­ბი მარ­ტო დარ­ჩნენ და მეც მათი ოჯა­ხის გა­ნუყ­რე­ლი წევ­რი გახ­ლდით - როცა ნინო ფეხ­მძი­მედ იყო, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი, შემ­დეგ, როცა იმ­შო­ბი­ა­რა, ღა­მე­ებ­საც მათ­თან ვა­თევ­დი და პა­ტა­რა გვან­ცას მოვ­ლა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი. ბავ­შვი 1 წლის რომ გახ­და, ზა­ზამ და ნი­ნომ გა­და­წყვი­ტეს, მშობ­ლებ­თან სტუმ­რად წა­სუ­ლიყ­ვნენ. ამის­თვის მათ 6 თვე სჭირ­დე­ბო­დათ, ბავ­შვის დამ­ტო­ვე­ბე­ლი კი არ ჰყავ­დათ. მთხო­ვეს, მე და­მე­ტო­ვე­ბი­ნა გვან­ცა. - სა­მა­გი­ე­როდ, რომ დავ­ბრუნ­დე­ბით, პა­ტი­ვის­ცე­მას არ მო­გაკ­ლებ­თო. უარი არ მით­ქვამს, მა­შინ მე-3 კურ­სის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. ზა­ფხულ­ში მა­ინც არ­და­დე­გე­ბი მქონ­და, მერე კი რა­ღა­ცას მო­ვა­ხერ­ხებ-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი და ისი­ნიც დამ­შვი­დე­ბუ­ლე­ბი გა­ემ­გზავრნენ. და­ი­წყო ჩემი და გვან­ცას თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. ბავ­შვს არა­ფერს ვაკ­ლებ­დი, ფულს იქი­დან მიგ­ზავ­ნიდ­ნენ. ჩემი საქ­მე მხო­ლოდ მის­თვის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა იყო. გა­ვი­და 6 თვე. ზა­ზამ და­მი­რე­კა და მი­თხრა - მე და ნინო ერთი წელი დავ­რჩე­ბით, შენი ბინა და­ცა­ლე, სა­ცხოვ­რებ­ლად ჩვენს ბი­ნა­ში გა­და­დი, არა­ფერს მო­გაკ­ლებთ არც შენ და არც ბავ­შვსო. სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა უნდა მქო­ნო­და? ასეც მო­ვი­ქე­ცი.

ინ­სტი­ტუ­ტი წვა­ლებ-წვა­ლე­ბით და­ვამ­თავ­რე, გვან­ცა თან დამ­ყავ­და ხოლ­მე, ხში­რად ლექ­ცი­ებს ვაც­დენ­დი კი­დეც... 1 წელი უსას­რუ­ლოდ გა­ი­წე­ლა და 4 წლად იქცა. გვან­ცა სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით გავ­ზარ­დე, ბაღ­შიც მე დამ­ყავს, ყვე­ლას მის დე­დად გა­ვა­ცა­ნი თავი. ბავ­შვიც დე­დას მე­ძა­ხის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი ნამ­დვი­ლი დედა მე ვარ. ახლა მშობ­ლე­ბი დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რე­ბენ და აღარ ვიცი, რა ვქნა. პა­ნი­კა­ში ვარ. გვან­ცა რომ წა­მარ­თვან, მოვ­კვდე­ბი. ამ გო­გო­ნას გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ის ჩემი შვი­ლია, მას შევ­წი­რე სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი, არც გავ­თხოვ­დი. ახლა გვან­ცას გა­რე­შე რო­გორ უნდა ვიყო? გული მე­უბ­ნე­ბა, ბავ­შვთან ერ­თად სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­დე და ჩემი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არა­ვის შე­ვა­ტყო­ბი­ნო. ორ ცე­ცხლს შუა ვარ და თუ ეს პრობ­ლე­მა ვერ გა­დავ­ჭე­რი, თავს მო­ვიკ­ლავ.

გვან­ცას დედა.

გურულო
0

რას ქვია თავს მეიკლავ ბაბუა, ღმერთის არ გეშინია? ყველაფერი დალაგდება, არ ინერვიულო. ბავშვთან ურთიერთობის უფლებას არავინ წაგართმევს მგონია, როცა აუხსნი ვითარებას და ცოტათი რომ გათავისუფლდები მასზე პასუხისმგებლობისგან, საკუთარ ოჯახს შექმნი, საკუთარ შვილსაც, (ებსაც) გააჩენ და შენი გვანცა მათ აღზრდაში მოგეხმარება! აბა დაფიქრდი, დარწმუნებული ვარ, ბედნიერი გოგო იქნები! :) 

უნებლიე ძიძა

უნებლიე ძიძა

ზესტაფონში გავიზარდე. სკოლა რომ დავამთავრე, სტუდენტი გავხდი. მშობლებმა თბილისში ბინა მიქირავეს და დაიწყო ჩემი სტუდენტური ცხოვრება. ჩემს მეზობლად ოჯახი ცხოვრობდა, რომელსაც ერთი შვილი ჰყავდა - ჩემზე 4 წლით უფროსი ვაჟი. ჩემსა და ზაზას შორის თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა დამყარდა. მე მხოლოდ 17 წლის ვიყავი და ზაზას მშობლები დიდ ყურადღებას მაქცევდნენ. ძალზე მოკრძალებულად ვცხოვრობდი და ამის გამო, სულ მაქებდნენ. სულ მალე ზაზამ გამიმხილა, რომ შეყვარებული ჰყავდა, გამაცნო კიდეც. ძალზე კარგი გოგონა იყო. შემდეგ გადაწყვიტეს, გაპარულიყვნენ და მე ძალზე დიდი წვლილი შევიტანე მათ დაქორწინებაში. ერთი სიტყვით, ისე გავიხარე, როგორც საკუთარი ძმის ბედნიერებით გავიხარებდი. მალე ზაზას მშობლები ამერიკაში წავიდნენ.

ახალგაზრდები მარტო დარჩნენ და მეც მათი ოჯახის განუყრელი წევრი გახლდით - როცა ნინო ფეხმძიმედ იყო, საოჯახო საქმეებში ვეხმარებოდი, შემდეგ, როცა იმშობიარა, ღამეებსაც მათთან ვათევდი და პატარა გვანცას მოვლაში ვეხმარებოდი. ბავშვი 1 წლის რომ გახდა, ზაზამ და ნინომ გადაწყვიტეს, მშობლებთან სტუმრად წასულიყვნენ. ამისთვის მათ 6 თვე სჭირდებოდათ, ბავშვის დამტოვებელი კი არ ჰყავდათ. მთხოვეს, მე დამეტოვებინა გვანცა. - სამაგიეროდ, რომ დავბრუნდებით, პატივისცემას არ მოგაკლებთო. უარი არ მითქვამს, მაშინ მე-3 კურსის სტუდენტი ვიყავი. ზაფხულში მაინც არდადეგები მქონდა, მერე კი რაღაცას მოვახერხებ-მეთქი, ვუთხარი და ისინიც დამშვიდებულები გაემგზავრნენ. დაიწყო ჩემი და გვანცას თანაცხოვრება. ბავშვს არაფერს ვაკლებდი, ფულს იქიდან მიგზავნიდნენ. ჩემი საქმე მხოლოდ მისთვის ყურადღების მიქცევა იყო. გავიდა 6 თვე. ზაზამ დამირეკა და მითხრა - მე და ნინო ერთი წელი დავრჩებით, შენი ბინა დაცალე, საცხოვრებლად ჩვენს ბინაში გადადი, არაფერს მოგაკლებთ არც შენ და არც ბავშვსო. საწინააღმდეგო რა უნდა მქონოდა? ასეც მოვიქეცი.

ინსტიტუტი წვალებ-წვალებით დავამთავრე, გვანცა თან დამყავდა ხოლმე, ხშირად ლექციებს ვაცდენდი კიდეც... 1 წელი უსასრულოდ გაიწელა და 4 წლად იქცა. გვანცა საკუთარი შვილივით გავზარდე, ბაღშიც მე დამყავს, ყველას მის დედად გავაცანი თავი. ბავშვიც დედას მეძახის და დარწმუნებულია, რომ მისი ნამდვილი დედა მე ვარ. ახლა მშობლები დაბრუნებას აპირებენ და აღარ ვიცი, რა ვქნა. პანიკაში ვარ. გვანცა რომ წამართვან, მოვკვდები. ამ გოგონას გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ის ჩემი შვილია, მას შევწირე საუკეთესო წლები, არც გავთხოვდი. ახლა გვანცას გარეშე როგორ უნდა ვიყო? გული მეუბნება, ბავშვთან ერთად საზღვარგარეთ წავიდე და ჩემი ადგილსამყოფელი არავის შევატყობინო. ორ ცეცხლს შუა ვარ და თუ ეს პრობლემა ვერ გადავჭერი, თავს მოვიკლავ.

გვანცას დედა.