პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ფეხბურთელების ცოლები
ქართველი ფეხბურთელების ცოლები

რა­ტომ ირ­ჩე­ვენ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მე­უღ­ლე­ე­ბად მო­დე­ლებს და რას საქ­მი­ა­ნო­ბენ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცო­ლე­ბი?

"ამ­ბე­ბი.გე" ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცო­ლებს და­უ­კავ­შირ­და.

1.თბი­ლი­სის დი­მა­ნოს ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი მე­რე­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე სოფო ფა­ი­ლო­ძეა. სო­ფომ და გი­ორ­გიმ 2010 წლის 10 ივ­ნისს იქორ­წი­ნეს. მათ ერთი შვი­ლი ჰყავთ - 1 წლის ნა­ტაშ­კა. რო­გორც სოფო აცხა­დებს, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით და­ი­წყო.

"გი­ორ­გიმ ერთ-ერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მე­გობ­რის სუ­რა­თებ­ში მნა­ხა. და­ინ­ტე­რეს­და ჩე­მით და შემ­დეგ ერ­თმა­ნე­თი გა­ვი­ცა­ნით", - აცხა­დებს სოფო.

სოფო ფა­ი­ლო­ძე სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, მაგ­რამ ამ დრო­ის­თვის უმუ­შე­ვა­რია. აცხა­დებს, რომ ახლა გი­ორ­გის კა­რი­ე­რა უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, თა­ვად კი მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად აპი­რებს პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბას.

2. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რი ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი ნინი ზარ­ქუაზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ერ­თმა­ნე­თი მე­გობ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნეს. მათ ორი შვი­ლი - საბა და ანა­ნო ჰყავთ. ვი­ნა­ი­დან ალექ­სან­დრე ახლა კრას­ნო­დარ­ში თა­მა­შობს, ოჯა­ხიც მას­თან ერ­თად გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

ნი­ნის მო­დე­ლო­ბა იზი­დავს. რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ამ სფე­რო­ში ჩარ­თუ­ლი. პრო­ფე­სი­ით დი­პო­ლო­მა­ტია, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბა­ზე ჯერ არ ფიქ­რობს.

ნინი ზარ­ქუ­ას ჰობი ნა­ხა­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბაა. "ნა­ხა­ტებს ვაგ­რო­ვებ. უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს გა­ლე­რე­ა­ში სი­ა­რუ­ლი და ნა­ხა­ტე­ბის ყიდ­ვა, ახა­ლი მხატ­ვრე­ბის გაც­ნო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნი­ნიმ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ რთუ­ლია ფეხ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლე­ო­ბა, თუმ­ცა წლე­ბის შემ­დეგ უკვე შე­ეჩ­ვია.

3. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რის ბუბა და­უშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, მო­დე­ლი ეკო ჭუმ­ბუ­რი­ძეა. ბუბა ახლა ლვო­ვის "კარ­პა­ტი­ში" თა­მა­შობს. ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­იც­ნეს.

რო­გორც ეკომ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, ფეხ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლე­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ბუბა ხში­რად ენატ­რე­ბა.

4. ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თიკო ჩხე­ი­ძეც მო­დე­ლია. წყვილ­მა 2009 წლის ზა­ფხულ­ში იქორ­წი­ნა. ერ­თმა­ნე­თი ნუკ­რის მე­გობ­რის ქორ­წილ­ში გა­იც­ნეს.

5. ლე­ვან ყე­ნი­ას მე­უღ­ლე წარ­მო­შო­ბით სერ­ბია. ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის გამო, კი­თხვე­ბი ცო­ლის შე­სა­ხებ თა­ვად ლე­ვანს და­ვუს­ვით. ლე­ვან ყე­ნი­ამ და სლავ­კა ყე­ნი­ამ ერ­თმა­ნე­თი გერ­მა­ნი­ა­ში გა­იც­ნეს, 2012 წლის აპ­რილ­ში კი შე­უღლდნენ. ჯვრის და­წე­რას წყვი­ლი მო­მა­ვალ ზა­ფხულს, თბი­ლის­ში აპი­რებს. მათ ერთი შვი­ლი, ლიკა ჰყავთ.

სლავ­კა პრო­ფე­სი­ით კოს­მე­ტო­ლო­გია, თუმ­ცა ახლა არ მუ­შა­ობს. ლე­ვა­ნის თქმით, მისი მე­უღ­ლე ქა­ლიშ­ვი­ლის მოვ­ლი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. აღ­მოჩ­ნდა, რომ სლავ­კას ძა­ლი­ან უყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა.

6. მარ­თა­ლია კახი კა­ლა­ძე სპორ­ტი­დან პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და, მაგ­რამ მისი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია. არა­ნაკ­ლებ აქ­ტუ­ა­ლუ­რია მისი მე­უღ­ლის, ანუ­კი არე­ში­ძის საქ­მი­ა­ნო­ბაც, რო­მე­ლიც ბი­ჭო­ლა თეთ­რა­ძეს­თან ერ­თად დი­ზა­ი­ნე­რულ ხაზს -"ANOUKI BICHOLLA" -ს უშ­ვებს.

7. ტრა­დი­ცია არც ზურა ხი­ზა­ნიშ­ვილს და­ურ­ღვე­ვია და ცო­ლად სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი მო­იყ­ვა­ნა. სა­ლო­მე და ქარ­თუ­ლი მოდა თით­ქმის სი­ნო­ნი­მე­ბია. ბოლო პე­რი­ოდ­ში ღვი­ნი­აშ­ვი­ლი ოჯა­ხის მოვ­ლით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა მა­ლე­ვე "რუს­თა­ვი 2"-ზე შოუ top-გოგო გა­მოჩ­ნდა, სა­დაც სა­ლო­მე ახალ­გაზ­რდა მო­დე­ლებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რა.

ქე­თე­ვან პა­ტარ­ქა­ლიშ­ვი­ლი

ქართველი ფეხბურთელების ცოლები

ქართველი ფეხბურთელების ცოლები

რატომ ირჩევენ ფეხბურთელები მეუღლეებად მოდელებს და რას საქმიანობენ ფეხბურთელების ცოლები?

"ამბები.გე" ქართველი ფეხბურთელების ცოლებს დაუკავშირდა.

1.თბილისის დიმანოს ფეხბურთელის, გიორგი მერებაშვილის მეუღლე სოფო ფაილოძეა. სოფომ და გიორგიმ 2010 წლის 10 ივნისს იქორწინეს. მათ ერთი შვილი ჰყავთ - 1 წლის ნატაშკა. როგორც სოფო აცხადებს, მათი ურთიერთობა სოციალური ქსელებით დაიწყო.

"გიორგიმ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, მეგობრის სურათებში მნახა. დაინტერესდა ჩემით და შემდეგ ერთმანეთი გავიცანით", - აცხადებს სოფო.

სოფო ფაილოძე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, მაგრამ ამ დროისთვის უმუშევარია. აცხადებს, რომ ახლა გიორგის კარიერა უფრო პრიორიტეტულია, თავად კი მომავალში აუცილებლად აპირებს პროფესიით მუშაობას.

2. საქართველოს ნაკრების წევრი ალექსანდრე ამისულაშვილი ნინი ზარქუაზეა დაქორწინებული. ერთმანეთი მეგობრების მეშვეობით გაიცნეს. მათ ორი შვილი - საბა და ანანო ჰყავთ. ვინაიდან ალექსანდრე ახლა კრასნოდარში თამაშობს, ოჯახიც მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.

ნინის მოდელობა იზიდავს. რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად იყო ამ სფეროში ჩართული. პროფესიით დიპოლომატია, თუმცა პროფესიით მუშაობაზე ჯერ არ ფიქრობს.

ნინი ზარქუას ჰობი ნახატების შეგროვებაა. "ნახატებს ვაგროვებ. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს გალერეაში სიარული და ნახატების ყიდვა, ახალი მხატვრების გაცნობა", - განაცხადა ნინიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რთულია ფეხბურთელის მეუღლეობა, თუმცა წლების შემდეგ უკვე შეეჩვია.

3. საქართველოს ნაკრების წევრის ბუბა დაუშვილის მეუღლე, მოდელი ეკო ჭუმბურიძეა. ბუბა ახლა ლვოვის "კარპატიში" თამაშობს. ერთმანეთი საერთო მეგობრების დახმარებით გაიცნეს.

როგორც ეკომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ფეხბურთელის მეუღლეობა საკმაოდ რთულია. ბუბა ხშირად ენატრება.

4. ნუკრი რევიშვილის მეუღლე თიკო ჩხეიძეც მოდელია. წყვილმა 2009 წლის ზაფხულში იქორწინა. ერთმანეთი ნუკრის მეგობრის ქორწილში გაიცნეს.

5. ლევან ყენიას მეუღლე წარმოშობით სერბია. ენობრივი ბარიერის გამო, კითხვები ცოლის შესახებ თავად ლევანს დავუსვით. ლევან ყენიამ და სლავკა ყენიამ ერთმანეთი გერმანიაში გაიცნეს, 2012 წლის აპრილში კი შეუღლდნენ. ჯვრის დაწერას წყვილი მომავალ ზაფხულს, თბილისში აპირებს. მათ ერთი შვილი, ლიკა ჰყავთ.

სლავკა პროფესიით კოსმეტოლოგია, თუმცა ახლა არ მუშაობს. ლევანის თქმით, მისი მეუღლე ქალიშვილის მოვლითაა დაკავებული. აღმოჩნდა, რომ სლავკას ძალიან უყვარს ლიტერატურა.

6. მართალია კახი კალაძე სპორტიდან პოლიტიკაში წავიდა, მაგრამ მისი სპორტული კარიერა დღემდე აქტუალურია. არანაკლებ აქტუალურია მისი მეუღლის, ანუკი არეშიძის საქმიანობაც, რომელიც ბიჭოლა თეთრაძესთან ერთად დიზაინერულ ხაზს -"ANOUKI BICHOLLA" -ს უშვებს.

7. ტრადიცია არც ზურა ხიზანიშვილს დაურღვევია და ცოლად სალომე ღვინიაშვილი მოიყვანა. სალომე და ქართული მოდა თითქმის სინონიმებია. ბოლო პერიოდში ღვინიაშვილი ოჯახის მოვლით იყო დაკავებული, თუმცა მალევე ”რუსთავი 2”-ზე შოუ top-გოგო გამოჩნდა, სადაც სალომე ახალგაზრდა მოდელებს წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

ქეთევან პატარქალიშვილი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"