საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
80 წლის ბებო ციხიდან გამოუშვეს
80 წლის ბებო ციხიდან გამოუშვეს

გუ­შინ, 80 წლის ნანა ბებო ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვეს... სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბულ­მა ად­გი­ლობ­რივ­მა საბ­ჭომ, ბებო სას­ჯე­ლის მოხ­დის­გან ვა­და­ზე ადრე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

2012 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს, როცა ქალ­თა კო­ლო­ნი­ა­ში მო­ნი­ტო­რინ­გის დროს, 80 წლის ბე­ბოს შე­სა­ხებ პა­ტიმ­რებ­მა პირ­ვე­ლად მი­ამ­ბეს, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი მე­გო­ნა. ვერ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, 80 წლის ბებო ცი­ხე­ში რა­ტომ უნდა ჩა­ეს­ვათ. განა რა და­ა­შა­ვა?

22 ოქ­ტომ­ბერს რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან საქ­მის მა­სა­ლე­ბი მო­ვი­პო­ვე. აღ­მოჩ­ნდა, რომ ნანა ბე­ბომ თავი დამ­ნა­შა­ვედ არ სცნო, მაგ­რამ მო­სა­მარ­თლე ლა­რი­სა ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა 2011 წლის 9 თე­ბერ­ვალს მას მა­ინც მი­უ­სა­ჯა 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბე­ბოს მე­ზობ­ლის ბოსტნის ღო­ბის დაწ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

გა­ნა­ჩე­ნის მი­ხედ­ვით, ნანა ბე­ბოს ბრა­ლი და­ე­დო რუს­თავ­ში მე­ზობ­ლის კუთ­ვნი­ლი ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში. კერ­ძოდ, გა­ნა­ჩენ­ში წე­რია, რომ ბე­ბომ ცე­ცხლი მო­უ­კი­და მცი­რე ზო­მის მი­წის ნაკ­ვეთ­ში ღო­ბეს­თან და­ლა­გე­ბულ შე­შას და ხის სხვა მა­სა­ლას, რო­მე­ლიც ეკუთ­ვნო­და მის მე­ზო­ბელს, ვის­თა­ნაც პი­რა­დი მო­ტი­ვით იყო გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი, რი­თაც მან მე­ზო­ბელს მი­ა­ყე­ნა 1000 ლა­რის ზი­ა­ნი. ნანა ბე­ბომ და­ნა­შა­უ­ლი არ აღი­ა­რა და არც ახლა აღი­ა­რებს. ის ამ­ბობს, რომ ცე­ცხლი მე­ზობ­ლის ღო­ბეს გა­უფრ­თხი­ლებ­ლად გა­და­ე­დო, როცა თა­ვის ბოს­ტანს ასუფ­თა­ვებ­და და არა­ვი­თა­რი წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია.

სრუ­ლი ვერ­სია

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

80 წლის ბებო ციხიდან გამოუშვეს

80 წლის ბებო ციხიდან გამოუშვეს

გუშინ, 80 წლის ნანა ბებო ციხიდან გამოუშვეს... სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არსებულმა ადგილობრივმა საბჭომ, ბებო სასჯელის მოხდისგან ვადაზე ადრე გაათავისუფლა.

2012 წლის 20 ოქტომბერს, როცა ქალთა კოლონიაში მონიტორინგის დროს, 80 წლის ბებოს შესახებ პატიმრებმა პირველად მიამბეს, დაუჯერებელი ამბავი მეგონა. ვერ წარმოვიდგინე, 80 წლის ბებო ციხეში რატომ უნდა ჩაესვათ. განა რა დააშავა?

22 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოდან საქმის მასალები მოვიპოვე. აღმოჩნდა, რომ ნანა ბებომ თავი დამნაშავედ არ სცნო, მაგრამ მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანმა 2011 წლის 9 თებერვალს მას მაინც მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. პროკურატურა ბებოს მეზობლის ბოსტნის ღობის დაწვაში ადანაშაულებდა.

განაჩენის მიხედვით, ნანა ბებოს ბრალი დაედო რუსთავში მეზობლის კუთვნილი ნივთის განადგურებაში. კერძოდ, განაჩენში წერია, რომ ბებომ ცეცხლი მოუკიდა მცირე ზომის მიწის ნაკვეთში ღობესთან დალაგებულ შეშას და ხის სხვა მასალას, რომელიც ეკუთვნოდა მის მეზობელს, ვისთანაც პირადი მოტივით იყო განაწყენებული, რითაც მან მეზობელს მიაყენა 1000 ლარის ზიანი. ნანა ბებომ დანაშაული არ აღიარა და არც ახლა აღიარებს. ის ამბობს, რომ ცეცხლი მეზობლის ღობეს გაუფრთხილებლად გადაედო, როცა თავის ბოსტანს ასუფთავებდა და არავითარი წინასწარი განზრახვა არ ჰქონია.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ