თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული ათი მაღალჩინოსნიდან ოთხი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.
მოსამართლე გელა ბადრიაშვილის გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი ჯავახაძეს 10 000 ლარიანი გირაო დაეკისრა, გიორგი ყავლაშვილს - 15 000 ლარი, ვასილ ჯამალაშვილს 3 000 ლარი და ავთანდილ სოლომნიშვილს - 5 000 ლარი.
რაც შეეხება 18 წლის ყოფილ მაღალჩინოსანს, ვასილ ჯამალაშვილს, მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ადვოკატი ითხოვდა, რომ ჯამალაშვილს გირაოს სახით 2 000 ლარი დაკისრებოდა, ვინაიდან ოჯახს მეტის გადახდის საშუალება არ აქვს, თუმცა, მოსამართლემ მას 3 000 ლარის გადახდა დააკისრა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ლევან ქარდავას, ზაალ მაისურაძის, ელმანოზ ებანოიძის, ალექსანდრე ბოცვაძის, ვახტანგ ბოჭორიშვილისა და ბექა კვარაცხელიას სააპელაციო საჩივრები. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.