პოლიტიკა
მსოფლიო

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
ოქროს მოწმე
ოქროს მოწმე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოდა დამ­კვიდ­რდა - თავ­დაც­ვი­სა და შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბი თა­ვი­სი ფე­ხით მი­დი­ან გლ­და­ნის ცი­ხე­ში. აგერ, ბაჩო ახა­ლა­ი­ამ გლ­და­ნის ცი­ხეს სტამ­ბუ­ლი­დან "მი­ა­კი­თხა", ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა კი პა­რი­ზი­დან. აღარ დავ­სვამთ ქარ­თულ მე­დი­ა­ში ბოლო დროს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ კი­თხვას - ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი? - რათა ვა­ნოს გულ­მა ცუდი არ უგ­რძნოს. ალ­ბათ, მალე მოგ­ვი­წევს ცალ­კე ცი­ხის აშე­ნე­ბა ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ხუმ­რო­ბა იქით იყოს და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხაზს უს­ვა­მენ, რომ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მათ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. თუმ­ცა მა­გა­ლი­თად, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ეჭ­ვო­ბენ, რომ თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" გარ­კვე­უ­ლი გა­რან­ტი­ე­ბი ჰქონ­და.

ერთი მხრივ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და ოქ­რუ­აშ­ვი­ლის "თა­ნამ­შრომ­ლო­ბა" ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იყო. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ოქ­რუ­აშ­ვილს "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტი­პი­უ­რი სახე უწო­და". ამას ოქ­რუ­აშ­ვი­ლის უს­ტა­რი მოჰ­ყვა, რო­მელ­შიც ივა­ნიშ­ვი­ლი გა­აკ­რი­ტი­კა და სო­ზარ სუ­ბა­რის "თა­მარ ქა­ლი­ვით მო­ტა­ცე­ბა­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა (სუ­ბა­რი 2012 წლის და­სა­წყის­ში ოქ­რუ­აშ­ვი­ლის "ქარ­თუ­ლი პარ­ტი­ი­დან" "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" გა­და­ვი­და). მერე კი, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ისიც გა­იხ­სე­ნა, თუ რო­გორ და­ა­კა­ვეს მისი შს მი­ნის­ტრო­ბი­სას ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მაია ფან­ჯი­კი­ძის ძმა.

თუმ­ცა პო­ლი­ტი­კა­ში მე­გობ­რო­ბა და მტრო­ბა მუდ­მი­ვი არ არის და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სი­დან მწვა­ნე შუქი მარ­თლაც მი­ი­ღო. მით უმე­ტეს, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­ხით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ოქ­როს მოწ­მე მი­ი­ღეს. თან თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი უფრო დიდი კა­ლიბ­რის "ჩი­ტია", ვიდ­რე იგი­ვე ბაჩო ახა­ლა­ია.

2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე ქვე­ყა­ნას "დიდი ოთხე­უ­ლი" მარ­თავ­და - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და გიგა ბო­კე­რია. 2007 წლამ­დე კი საკ­ვან­ძო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს "ხუ­თე­უ­ლი იღებ­და" - ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ფი­გუ­რებს გვერდს ოქ­რუ­აშ­ვი­ლიც უმ­შვე­ნებ­და.

ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რა იყო ჯერ კი­დევ იმ დრო­ი­დან, რო­დე­საც მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი იყო. სწო­რედ მა­შინ გა­ეხ­ვია ის პირ­ვე­ლად სკან­დალ­ში - ოქ­რუ­აშ­ვილ­მა შე­ვარ­დნა­ძის ეს­კორ­ტის­თვის გზის დათ­მო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და პო­ლი­ცი­ე­ლი შე­მო­ე­ლა­ხა.

შე­სა­ბა­მი­სად, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა იცის 2007 წლამ­დე, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მო­ა­შო­რებ­დნენ, კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­ზე ვინ იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ვის უკ­ვე­თავ­დნენ და ვინ ას­რუ­ლებ­და. რაც მთა­ვა­რია, "დიდი ხუ­თე­უ­ლის" ყო­ფილ წევ­რს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ისიც კარ­გად ეცო­დი­ნე­ბა, თუ სად უნდა ეძე­ბოს გა­მო­ძი­ე­ბამ შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. მისი ჩვე­ნე­ბე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის და­წყე­ბუ­ლი "ჟვა­ნი­ას საქ­მით" და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რომ­ლის მკვლე­ლო­ბის შეკ­ვე­თა­ში ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ 2007 წელს და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

მოკ­ლედ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბე­ბის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა "დიდი ოთხე­უ­ლი­თაც" და­ინ­ტე­რეს­დეს. ერთი "მაგ­რამ" მა­ინც არის - თუ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა წარ­სუ­ლი ამ­ბე­ბის­თვის ფარ­დის ახდა გა­და­წყვი­ტა, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს.

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

ოქროს მოწმე

ოქროს მოწმე

საქართველოში ახალი პოლიტიკური მოდა დამკვიდრდა - თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრები თავისი ფეხით მიდიან გლდანის ციხეში. აგერ, ბაჩო ახალაიამ გლდანის ციხეს სტამბულიდან "მიაკითხა", ირაკლი ოქრუაშვილმა კი პარიზიდან. აღარ დავსვამთ ქართულ მედიაში ბოლო დროს ყველაზე პოპულარულ კითხვას - ვინ იქნება შემდეგი? - რათა ვანოს გულმა ცუდი არ უგრძნოს. ალბათ, მალე მოგვიწევს ცალკე ციხის აშენება ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის. ყოველ შემთხვევაში, ხუმრობა იქით იყოს და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება მათთვის მოულოდნელი იყო. თუმცა მაგალითად, "ნაციონალები" ეჭვობენ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს "ქართული ოცნებიდან" გარკვეული გარანტიები ჰქონდა.

ერთი მხრივ, "ქართული ოცნებისა" და ოქრუაშვილის "თანამშრომლობა" ძნელი წარმოსადგენი იყო. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის თებერვალში ბიძინა ივანიშვილმა ოქრუაშვილს "ხელისუფლების ტიპიური სახე უწოდა". ამას ოქრუაშვილის უსტარი მოჰყვა, რომელშიც ივანიშვილი გააკრიტიკა და სოზარ სუბარის "თამარ ქალივით მოტაცებაში" დაადანაშაულა (სუბარი 2012 წლის დასაწყისში ოქრუაშვილის "ქართული პარტიიდან" "ქართულ ოცნებაში" გადავიდა). მერე კი, ოქრუაშვილმა ისიც გაიხსენა, თუ როგორ დააკავეს მისი შს მინისტრობისას ნარკოტიკებთან დაკავშირებით მაია ფანჯიკიძის ძმა.

თუმცა პოლიტიკაში მეგობრობა და მტრობა მუდმივი არ არის და არ არის გამორიცხული, ოქრუაშვილმა სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით თბილისიდან მწვანე შუქი მართლაც მიიღო. მით უმეტეს, რომ ოქრუაშვილის სახით სამართალდამცავებმა ოქროს მოწმე მიიღეს. თან თავდაცვის ყოფილი მინისტრი უფრო დიდი კალიბრის "ჩიტია", ვიდრე იგივე ბაჩო ახალაია.

2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ქვეყანას "დიდი ოთხეული" მართავდა - მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გიგა ბოკერია. 2007 წლამდე კი საკვანძო გადაწყვეტილებებს "ხუთეული იღებდა" - ზემოხსენებულ ფიგურებს გვერდს ოქრუაშვილიც უმშვენებდა.

ოქრუაშვილი სააკაშვილის გარემოცვაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც მომავალი პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრი იყო. სწორედ მაშინ გაეხვია ის პირველად სკანდალში - ოქრუაშვილმა შევარდნაძის ესკორტისთვის გზის დათმობაზე უარი განაცხადა და პოლიციელი შემოელახა.

შესაბამისად, ოქრუაშვილმა იცის 2007 წლამდე, სანამ ხელისუფლებას ჩამოაშორებდნენ, კონკრეტულ საკითხებზე ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს, ვის უკვეთავდნენ და ვინ ასრულებდა. რაც მთავარია, "დიდი ხუთეულის" ყოფილ წევრს, სავარაუდოდ, ისიც კარგად ეცოდინება, თუ სად უნდა ეძებოს გამოძიებამ შესაბამისი მტკიცებულებები. მისი ჩვენებები საინტერესო იქნება გამოძიებისთვის დაწყებული "ჟვანიას საქმით" და პატარკაციშვილის გარშემო განვითარებული მოვლენებით დამთავრებული, რომლის მკვლელობის შეკვეთაში ოქრუაშვილმა სააკაშვილი ჯერ კიდევ 2007 წელს დაადანაშაულა.

მოკლედ, არ არის გამორიცხული, ოქრუაშვილის ჩვენებების შემდეგ გამოძიება "დიდი ოთხეულითაც" დაინტერესდეს. ერთი "მაგრამ" მაინც არის - თუ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა წარსული ამბებისთვის ფარდის ახდა გადაწყვიტა, ძალიან გაუჭირდება, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს.

გიორგი კვიტაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა