სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - ქალაქის მერის მიმართ არაერთი შეკითხვა არსებობს
თეა წულუკიანი - ქალაქის მერის მიმართ არაერთი შეკითხვა არსებობს

ქა­ლა­ქის მე­რის მი­მართ არა­ერ­თი შე­კი­თხვა არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბის და­სა­წყე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა.

"ქა­ლა­ქის მე­რის მი­მართ არ­სე­ბობს არა­ერ­თი შე­კი­თხვა, მაგ­რამ იმი­სათ­ვის, რომ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რის სახე მი­ე­ცეს, მთა­ვა­რია, იქ­ნე­ბა თუ არა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ხე­ზე. ეს ჯერ ჩვენ არ ვი­ცით", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ასე­ვე ზედ­მი­წევ­ნით შე­ის­წავ­ლის თენ­გიზ გუ­ნა­ვას სა­ჩი­ვარ­საც.

"გუ­ნა­ვას და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ არის ორი ვერ­სია. ერთი არის შსს -ის ვერ­სია და ერთი თა­ვად გუ­ნა­ვას ვერ­სია. თუკი გუ­ნა­ვას ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა პი­რის და­კა­ვე­ბი­სას დარ­ღვე­უ­ლი იყო და­კა­ვე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბი, ეს უნდა გა­მო­ი­ძი­ოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ. ამი­ტომ ის სა­ჩი­ვა­რი, რო­მე­ლიც იქნა შე­მო­ტა­ნი­ლი, იქ­ნე­ბა ზედ­მი­წევ­ნით შეს­წავ­ლი­ლი. დიდი იმე­დი მაქვს და ასე ვიცი, რომ ის, რა­ზეც მი­უ­თი­თებს ბა­ტო­ნი გუ­ნა­ვა, ასე არ მომ­ხდა­რა, მაგ­რამ ერ­თია რას ვფიქ­რობ მე და მე­ო­რეა, რას და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­ნის­ტრი ამ­ნის­ტი­ის სა­კი­თხსაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. წუ­ლუ­კი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ არ­სე­ბობს მუხ­ლე­ბი, რო­მელ­საც ამ­ნის­ტია არ უნდა შე­ე­ხოს. "ძა­ლო­ვა­ნი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი ვართ იმის მომ­ხრე, რომ ამ­ნის­ტია შე­ე­ხოს იმ პა­ტიმ­რებს, რო­მელ­თა გა­მოშ­ვე­ბაც არ შე­უქ­მნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას კრი­მი­ნა­ლის პრობ­ლე­მას. გვაქვს ორი მი­ზა­ნი, ერთი, რომ და­ცუ­ლი იყოს ადა­მი­ა­ნი­სა და პა­ტიმ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და მე­ო­რე, და­ცუ­ლი იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კრი­მი­ნა­ლის­გან. ამ ორი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად დაგ­ვჭირ­დე­ბა შუ­ა­ლე­დუ­რი გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა, რო­მე­ლიც არის ის კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ერ­თობ­ლი­ვად შევ­ჯერ­დით. მე ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვი და ვიქ­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი ისე­თი მუხ­ლე­ბით მსჯავ­რდე­ბულ­თა ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც სას­ჯელს ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის მუხ­ლე­ბით იხ­დი­ან", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

თეა წულუკიანი - ქალაქის მერის მიმართ არაერთი შეკითხვა არსებობს

თეა წულუკიანი - ქალაქის მერის მიმართ არაერთი შეკითხვა არსებობს

ქალაქის მერის მიმართ არაერთი შეკითხვა არსებობს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოძიების დასაწყებად აუცილებელია კონკრეტული მტკიცებულებების არსებობა.

"ქალაქის მერის მიმართ არსებობს არაერთი შეკითხვა, მაგრამ იმისათვის, რომ სისხლის სამართლებრივი პროცედურის სახე მიეცეს, მთავარია, იქნება თუ არა მტკიცებულებები სახეზე. ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით", - აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პროკურატურა ასევე ზედმიწევნით შეისწავლის თენგიზ გუნავას საჩივარსაც.

"გუნავას დაკავების შესახებ არის ორი ვერსია. ერთი არის შსს -ის ვერსია და ერთი თავად გუნავას ვერსია. თუკი გუნავას ან ნებისმიერი სხვა პირის დაკავებისას დარღვეული იყო დაკავებულის უფლებები, ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. ამიტომ ის საჩივარი, რომელიც იქნა შემოტანილი, იქნება ზედმიწევნით შესწავლილი. დიდი იმედი მაქვს და ასე ვიცი, რომ ის, რაზეც მიუთითებს ბატონი გუნავა, ასე არ მომხდარა, მაგრამ ერთია რას ვფიქრობ მე და მეორეა, რას დაადგენს გამოძიება", - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრი ამნისტიის საკითხსაც გამოეხმაურა. წულუკიანი მიიჩნევს, რომ არსებობს მუხლები, რომელსაც ამნისტია არ უნდა შეეხოს. "ძალოვანი სამინისტროები ვართ იმის მომხრე, რომ ამნისტია შეეხოს იმ პატიმრებს, რომელთა გამოშვებაც არ შეუქმნის საზოგადოებას კრიმინალის პრობლემას. გვაქვს ორი მიზანი, ერთი, რომ დაცული იყოს ადამიანისა და პატიმრების უფლებები და მეორე, დაცული იყოს საზოგადოება კრიმინალისგან. ამ ორი მიზნის მისაღწევად დაგვჭირდება შუალედური გამოსავლის პოვნა, რომელიც არის ის კანონპროექტი, რომელზეც ერთობლივად შევჯერდით. მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები წინააღმდეგი ისეთი მუხლებით მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების, რომლებიც სასჯელს ადამიანებით ვაჭრობის მუხლებით იხდიან", - განაცხადა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ