პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინუცა მაყაშვილი: "ჩვენი ბინა მარადიულად არეულია"
ნინუცა მაყაშვილი: "ჩვენი ბინა მარადიულად არეულია"

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად "ჯი­დი­ეს" ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობს, თუმ­ცა ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ჯერ­ჯე­რო­ბით ეთერ­ში ვერ გა­დის. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე თე­ატ­რშიც არაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ამი­ტომ ძი­რი­თა­დად შვილს უვ­ლის და ერ­თო­ბა. ნი­ნუ­ცა მსა­ხი­ობ რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლის დაა, მას და მსა­ხი­ობ ბესო ზან­გურს სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ, რო­მელ­საც ბე­სოს მა­მის სა­ხე­ლი - ნო­და­რი ჰქვია.

სა­ღა­მოს და­წყე­ბუ­ლი დილა

- ამ ბოლო დროს რე­ჟი­მი მაქვს არე­უ­ლი, ღა­მით მღვი­ძავს, ვე­რაფ­რით ვერ ვი­ძი­ნებ, დი­ლით 7-8 სა­ათ­ზე ვწვე­ბი და ჩემი შვი­ლის და ჩემი პა­ტა­რა ძმის ბაღ­ში წაყ­ვა­ნის დროს, ანუ 9-10 სა­ა­თის­თვის ვიღ­ვი­ძებ, ვი­თომ ენერ­გი­უ­ლად ვარ, მაგ­რამ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ბა­ლიშ­ზე თავს რო­გორც კი დავ­დებ, ისე მე­ძი­ნე­ბა, ვე­რა­ფე­რი მაღ­ვი­ძებს. და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 6 სა­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ და ისევ მივ­რბი­ვარ ბაღ­ში ბავ­შვე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი გრა­ფი­კი­სა, გა­მო­ფხიზ­ლე­ბა არ მი­ჭირს, არც ყავა მჭირ­დე­ბა და არც სხვა რამე.

თა­ვის მოვ­ლა

- ვერ ვი­ტყვი, რომ თავს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუვ­ლი, იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ვარ სა­ლონ­ში თმის შე­სა­ღე­ბად ან შე­საჭ­რე­ლად, აი, ფრჩხი­ლე­ბი კი ის დე­ტა­ლია, რის­თვი­საც აუ­ცი­ლებ­ლად სა­ლო­ნი მჭირ­დე­ბა. რო­გორც ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი, მეც ვცდი­ლობ, სახ­ლი­დან გას­ვლის წინ მოვ­წეს­რიგ­დე, მაგ­რამ სა­ა­თო­ბით სარ­კეს­თან დგო­მა არ მა­ხა­სი­ა­თებს.

შო­პინ­გი

- ჩემი და რუს­კა ნამ­დვი­ლი შო­პოჰო­ლი­კია, ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­მო­სის ყიდ­ვა, მე კი ვგიჟ­დე­ბი შო­კო­ლად­ზე, ტკბი­ლე­ულ­ზე და მათი შე­ძე­ნა მიყ­ვარს. ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ჩემს შვილ­თან ერ­თად სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლია, მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე იწყებს სირ­ბილს, მე კი მივ­დევ, სირ­ბილ­ში­ვე ვა­ზო­მებ, ის ამ დროს კი­ვის, გვაქვს ერთი ამ­ბა­ვი და ყვე­ლა ჩვენ გვი­ყუ­რებს.

ნი­ნუ­ცა - დედა

- ჩემი შვი­ლი და ჩემი პა­ტა­რა ძმა, რო­მე­ლიც ბაღ­ში და­დის, დიდი კა­ცე­ბი­ვით ჩხუ­ბო­ბენ, ჩემი შვი­ლი ნოდო დე­და­ჩემს, თამ­რი­კოს უფრო უჯე­რებს, ვიდ­რე მე, მას­თან რომ ვტო­ვებ, ცხრა სა­ათ­ზე, მაქ­სი­მუმ ათის ნა­ხე­ვარ­ზე სძი­ნავს, ჩემ­თან კი გვი­ა­ნო­ბამ­დე არ იძი­ნებს. თუ მე და­მი­ნა­ხა, აღა­რა­ვინ უნდა, თუ დე­დას ვუ­ტო­ვებ და გას­ვლა მი­წევს, მა­შინ სახ­ლი­დან ვე­პა­რე­ბი, მაგ­რამ თუ ვერ მხე­დავს, ბა­ღი­დან მე არ გა­მომ­ყავს, არც კი მკი­თხუ­ლობს. ვცდი­ლობ, სა­დაც წა­ვალ წა­ვიყ­ვა­ნო, მაგ­რამ როცა ღა­მით მე­გობ­რებ­თან გავ­დი­ვარ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სახ­ლში ვტო­ვებ.

მამა-შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა

- ხან­და­ხან გა­მო­ნათ­დე­ბა ხოლ­მე ამ მხრივ და მამა აკი­თხავს შვილს. ამას წი­ნათ სა­სე­ირ­ნოდ უნ­დო­და წა­ეყ­ვა­ნა, მო­ვი­და და ბავ­შვი არ მიჰ­ყვე­ბო­და. სა­ერ­თოდ ასეა, მე რომ მხე­დავს, არა­ვის მიჰ­ყვე­ბა, რო­გორც იქნა წა­ვი­და და გა­ხა­რე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და შინ, მა­მამ სა­სე­ირ­ნოდ წა­მიყ­ვა­ნაო.

გარ­თო­ბა

- რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ძი­რი­თა­დად ღა­მით, მე­გობ­რებ­თან ერ­თად მივ­დი­ვარ გა­სარ­თო­ბად. თბი­ლი­სუ­რი კლუ­ბე­ბი და ღა­მის ცხოვ­რე­ბა უკვე მომ­ბეზ­რდა. კი, იხ­სნე­ბა ახა­ლი გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლაგნ ერთი და იგი­ვე სა­ხე­ე­ბის და­ნახ­ვა დამ­ღლე­ლია. ამი­ტომ მირ­ჩევ­ნია მე­გო­ბარ­თან ავი­დეთ სახ­ლში და იქ გა­ვერ­თოთ. მა­გა­ლი­თად, ამას წი­ნათ, "დუ­რა­კას" თა­მაშ­ში დაგ­ვა­თენ­და, ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ვა­წყვეთ (იცი­ნის) ორ­შა­ბა­თო­ბით რუს­კას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში და ასე გა­დის დრო.

ტე­ლე­ვი­ზია

- "ჯი­დი­ეს" ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში "ტო­პა­თე­უ­ლი" უნდა წა­ვიყ­ვა­ნო, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჯერ კლი­პე­ბი არ ჩა­მო­სუ­ლა, უსაქ­მოდ ვარ, ვე­ლო­დე­ბი კლი­პებს და მერე ეთერ­შიც გა­ვალ.

თე­ატ­რი

- ძა­ლი­ან მინ­და რა­ი­მე ახალ, კარგ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბა. რა­ტომ­ღაც ჩემ­თვის არა­ფე­რი ხდე­ბა ამ სფე­რო­ში. იმე­დია, სი­ტუ­ა­ცია რომ და­ლაგ­დე­ბა, მეც გა­მო­მიჩ­ნდე­ბა საქ­მე.

სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი

- მინ­და გი­თხრათ, რომ ადამ­სე­ბის ოჯა­ხი­ვით ვცხოვ­რობთ. მა­რა­დი­უ­ლად არე­უ­ლია ჩვე­ნი ბინა, ოღონდ ეს მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა არაა. რო­გორც წესი, ყვე­ლას სა­დღაც ეჩ­ქა­რე­ბა, ამი­ტომ სულ მიყ­რილ-მოყ­რი­ლია ტან­საც­მე­ლი. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ყო­ველ­თვის ბევ­რი ჭურ­ჭე­ლი იყ­რის თავს, ჯერ ერ­თმა­ნეთს ვე­ლო­დე­ბით, ბო­ლოს კი ან მე ვრე­ცხავ, ან დედა.

- რუს­კას არ ეხე­ბა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი?

- არა, ისე­თი დაღ­ლი­ლი ბრუნ­დე­ბა, არაფ­რის თავი არ აქვს. სა­ერ­თო­დაც, ჩვე­ნი რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ­ცთუ ხში­რად ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ნინუცა მაყაშვილი: "ჩვენი ბინა მარადიულად არეულია"

ნინუცა მაყაშვილი: "ჩვენი ბინა მარადიულად არეულია"

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ამჟამად "ჯიდიეს" ტელევიზიაში მუშაობს, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ჯერჯერობით ეთერში ვერ გადის. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე თეატრშიც არაა დაკავებული, ამიტომ ძირითადად შვილს უვლის და ერთობა. ნინუცა მსახიობ რუსკა მაყაშვილის დაა, მას და მსახიობ ბესო ზანგურს საერთო შვილი ჰყავთ, რომელსაც ბესოს მამის სახელი - ნოდარი ჰქვია.

საღამოს დაწყებული დილა

- ამ ბოლო დროს რეჟიმი მაქვს არეული, ღამით მღვიძავს, ვერაფრით ვერ ვიძინებ, დილით 7-8 საათზე ვწვები და ჩემი შვილის და ჩემი პატარა ძმის ბაღში წაყვანის დროს, ანუ 9-10 საათისთვის ვიღვიძებ, ვითომ ენერგიულად ვარ, მაგრამ სახლში დაბრუნების შემდეგ ბალიშზე თავს როგორც კი დავდებ, ისე მეძინება, ვერაფერი მაღვიძებს. დაახლოებით საღამოს 6 საათზე ვიღვიძებ და ისევ მივრბივარ ბაღში ბავშვების გამოსაყვანად. მიუხედავად ასეთი გრაფიკისა, გამოფხიზლება არ მიჭირს, არც ყავა მჭირდება და არც სხვა რამე.

თავის მოვლა

- ვერ ვიტყვი, რომ თავს განსაკუთრებულად ვუვლი, იშვიათად დავდივარ სალონში თმის შესაღებად ან შესაჭრელად, აი, ფრჩხილები კი ის დეტალია, რისთვისაც აუცილებლად სალონი მჭირდება. როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, მეც ვცდილობ, სახლიდან გასვლის წინ მოვწესრიგდე, მაგრამ საათობით სარკესთან დგომა არ მახასიათებს.

შოპინგი

- ჩემი და რუსკა ნამდვილი შოპოჰოლიკია, ძალიან უყვარს სამოსის ყიდვა, მე კი ვგიჟდები შოკოლადზე, ტკბილეულზე და მათი შეძენა მიყვარს. ყველაზე საოცარი ჩემს შვილთან ერთად საყიდლებზე სიარულია, მაღაზიაში შესვლისთანავე იწყებს სირბილს, მე კი მივდევ, სირბილშივე ვაზომებ, ის ამ დროს კივის, გვაქვს ერთი ამბავი და ყველა ჩვენ გვიყურებს.

ნინუცა - დედა

- ჩემი შვილი და ჩემი პატარა ძმა, რომელიც ბაღში დადის, დიდი კაცებივით ჩხუბობენ, ჩემი შვილი ნოდო დედაჩემს, თამრიკოს უფრო უჯერებს, ვიდრე მე, მასთან რომ ვტოვებ, ცხრა საათზე, მაქსიმუმ ათის ნახევარზე სძინავს, ჩემთან კი გვიანობამდე არ იძინებს. თუ მე დამინახა, აღარავინ უნდა, თუ დედას ვუტოვებ და გასვლა მიწევს, მაშინ სახლიდან ვეპარები, მაგრამ თუ ვერ მხედავს, ბაღიდან მე არ გამომყავს, არც კი მკითხულობს. ვცდილობ, სადაც წავალ წავიყვანო, მაგრამ როცა ღამით მეგობრებთან გავდივარ, რასაკვირველია, სახლში ვტოვებ.

მამა-შვილის ურთიერთობა

- ხანდახან გამონათდება ხოლმე ამ მხრივ და მამა აკითხავს შვილს. ამას წინათ სასეირნოდ უნდოდა წაეყვანა, მოვიდა და ბავშვი არ მიჰყვებოდა. საერთოდ ასეა, მე რომ მხედავს, არავის მიჰყვება, როგორც იქნა წავიდა და გახარებული დაბრუნდა შინ, მამამ სასეირნოდ წამიყვანაო.

გართობა

- როგორც უკვე გითხარით, ძირითადად ღამით, მეგობრებთან ერთად მივდივარ გასართობად. თბილისური კლუბები და ღამის ცხოვრება უკვე მომბეზრდა. კი, იხსნება ახალი გასართობი ადგილები, მაგრამ ყველაგნ ერთი და იგივე სახეების დანახვა დამღლელია. ამიტომ მირჩევნია მეგობართან ავიდეთ სახლში და იქ გავერთოთ. მაგალითად, ამას წინათ, "დურაკას" თამაშში დაგვათენდა, ჩემპიონატი მოვაწყვეთ (იცინის) ორშაბათობით რუსკას ვგულშემატკივრობ რუსთაველის თეატრში და ასე გადის დრო.

ტელევიზია

- "ჯიდიეს" ტელევიზიაში "ტოპათეული" უნდა წავიყვანო, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კლიპები არ ჩამოსულა, უსაქმოდ ვარ, ველოდები კლიპებს და მერე ეთერშიც გავალ.

თეატრი

- ძალიან მინდა რაიმე ახალ, კარგ სპექტაკლზე მუშაობა. რატომღაც ჩემთვის არაფერი ხდება ამ სფეროში. იმედია, სიტუაცია რომ დალაგდება, მეც გამომიჩნდება საქმე.

საოჯახო საქმეები

- მინდა გითხრათ, რომ ადამსების ოჯახივით ვცხოვრობთ. მარადიულად არეულია ჩვენი ბინა, ოღონდ ეს მხოლოდ ბავშვების დამსახურება არაა. როგორც წესი, ყველას სადღაც ეჩქარება, ამიტომ სულ მიყრილ-მოყრილია ტანსაცმელი. სამზარეულოში ყოველთვის ბევრი ჭურჭელი იყრის თავს, ჯერ ერთმანეთს ველოდებით, ბოლოს კი ან მე ვრეცხავ, ან დედა.

- რუსკას არ ეხება საოჯახო საქმეები?

- არა, ისეთი დაღლილი ბრუნდება, არაფრის თავი არ აქვს. საერთოდაც, ჩვენი რეჟიმიდან გამომდინარე, ოჯახის წევრები არცთუ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება