პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
მექრთამე მასწავლებელი
მექრთამე  მასწავლებელი

მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავ­და ერთი - თი­ნი­კო. ისე­თი სა­ძა­გე­ლი ქალი იყო, რომ მის გაკ­ვე­თილ­ზე შეს­ვლაც კი არ გვინ­დო­და ხოლ­მე. რო­მე­ლი კლა­სის დას­ჯაც უნ­დო­და, იმათ პე­და­გო­გად ნიშ­ნავ­და ხოლ­მე დი­რექ­ტო­რი. ასე­თი რა ხა­სი­ა­თი ჰქონ­დაო, იტყვით ალ­ბათ?! მექ­რთა­მე იყო. არც მდი­და­რი იცო­და და არც - ღა­რი­ბი. ყვე­ლა ბავ­შვს ფულს სთხოვ­და. თუ არ გა­და­უხ­დი­დი, ნი­შანს არ გა­ღირ­სებ­და. სე­მესტრის ბო­ლოს ხარ­კი­ვით ვაგ­რო­ვებ­დით თი­ნი­კოს­თვის მი­სა­ცემ ფულს. ბავ­შვზე - 20 მა­ნეთს (საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ამ­ბავს გიყ­ვე­ბით).

ჰოდა, ერთხელ შევ­კრი­ბეთ ფული, სია შე­ვად­გი­ნეთ და თი­ნი­კო მას­წავ­ლე­ბელს ჩა­ვა­ბა­რეთ. სი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი იყო გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი. სა­თი­თა­ოდ გვკი­თხა მათ შე­სა­ხებ, - რა­ტომ არ და­დეს ფუ­ლიო? ზოგ­ზე ვუ­თხა­რით, რომ არ ჰქონ­და და 1-2 კვი­რა­ში მი­უ­ტან­და, ზოგ­ზე - "გან­ვა­დე­ბა" ვთხო­ვეთ. ერთს კი, რო­მე­ლიც ძალ­ზე ღა­რი­ბი ოჯა­ხი­დან იყო, ვუ­თხა­რით, რომ ბა­ბუა გარ­და­ეც­ვა­ლა და ასეთ დროს ფულ­ზე ვერ მი­ვად­გე­ბო­დით.

გას­ვე­ნე­ბის მე­ო­რე დღეს მის­დგო­მია გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს, - შე­სა­წი­რი გექ­ნე­ბათ აგ­რო­ვე­ბუ­ლი, ხალ­ხი ისე ხომ არ წა­ვი­დო­და ქელე­ხი­დან, რომ ოჯახს არ დახ­მა­რე­ბო­და და სა­ნამ ის ფული არ და­გი­ხარ­ჯავთ, თქვე მა­თხოვ­რე­ბო, მო­მე­ცით, თო­რემ თქვე­ნი მში­ე­რი მუც­ლე­ბის ამ­ბა­ვი რომ ვიცი, ერ­თი­ა­ნად და­ხარ­ჯავთ და ვერ გა­და­მიხ­დი­თო. ისე­თი ამ­ბა­ვი აუ­ტე­ხია მოს­წავ­ლის მა­მას, რომ თი­ნი­კო მას­წავ­ლე­ბელს ძლივს გა­მო­უს­წრია: - კი­დევ ჩვენ ვართ მა­თხოვ­რე­ბი, შე მარ­თლა მა­თხო­ვა­როო?! - უკან მის­დევ­და თურ­მე. ძლივს გა­უ­ჩე­რე­ბი­ათ ნა­თე­სა­ვებ­სა და მე­ზობ­ლებს, თო­რემ რომ დას­წე­ო­და, მოკ­ლავ­დაო, მნახ­ვე­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ. აი, ასე­თი ამ­ბე­ბიც ხდე­ბო­და წი­ნათ, ჩემს ბავ­შვო­ბა­ში.

თემო.

რუბრიკის სხვა სიახლეები

მექრთამე მასწავლებელი

მექრთამე  მასწავლებელი

მასწავლებელი მყავდა ერთი - თინიკო. ისეთი საძაგელი ქალი იყო, რომ მის გაკვეთილზე შესვლაც კი არ გვინდოდა ხოლმე. რომელი კლასის დასჯაც უნდოდა, იმათ პედაგოგად ნიშნავდა ხოლმე დირექტორი. ასეთი რა ხასიათი ჰქონდაო, იტყვით ალბათ?! მექრთამე იყო. არც მდიდარი იცოდა და არც - ღარიბი. ყველა ბავშვს ფულს სთხოვდა. თუ არ გადაუხდიდი, ნიშანს არ გაღირსებდა. სემესტრის ბოლოს ხარკივით ვაგროვებდით თინიკოსთვის მისაცემ ფულს. ბავშვზე - 20 მანეთს (საბჭოთა პერიოდის ამბავს გიყვებით).

ჰოდა, ერთხელ შევკრიბეთ ფული, სია შევადგინეთ და თინიკო მასწავლებელს ჩავაბარეთ. სიაში რამდენიმე ბავშვი იყო გამოტოვებული. სათითაოდ გვკითხა მათ შესახებ, - რატომ არ დადეს ფულიო? ზოგზე ვუთხარით, რომ არ ჰქონდა და 1-2 კვირაში მიუტანდა, ზოგზე - "განვადება" ვთხოვეთ. ერთს კი, რომელიც ძალზე ღარიბი ოჯახიდან იყო, ვუთხარით, რომ ბაბუა გარდაეცვალა და ასეთ დროს ფულზე ვერ მივადგებოდით.

გასვენების მეორე დღეს მისდგომია გარდაცვლილის ოჯახს, - შესაწირი გექნებათ აგროვებული, ხალხი ისე ხომ არ წავიდოდა ქელეხიდან, რომ ოჯახს არ დახმარებოდა და სანამ ის ფული არ დაგიხარჯავთ, თქვე მათხოვრებო, მომეცით, თორემ თქვენი მშიერი მუცლების ამბავი რომ ვიცი, ერთიანად დახარჯავთ და ვერ გადამიხდითო. ისეთი ამბავი აუტეხია მოსწავლის მამას, რომ თინიკო მასწავლებელს ძლივს გამოუსწრია: - კიდევ ჩვენ ვართ მათხოვრები, შე მართლა მათხოვაროო?! - უკან მისდევდა თურმე. ძლივს გაუჩერებიათ ნათესავებსა და მეზობლებს, თორემ რომ დასწეოდა, მოკლავდაო, მნახველები ამბობდნენ. აი, ასეთი ამბებიც ხდებოდა წინათ, ჩემს ბავშვობაში.

თემო.

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება