მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი წუთისოფელი" ანუ ეულად გავლილი ტკივილიანი ცხოვრება
"ჩემი წუთისოფელი" ანუ ეულად გავლილი ტკივილიანი ცხოვრება

"უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც აღა­რა­ვის ვახ­სო­ვარ, არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა იმით, ცო­ცხა­ლი ვარ თუ მკვდა­რი", - ასე იწყებს ჩემ­თან სა­უ­ბარს მსა­ხი­ო­ბი გრი­გოლ წი­ტა­იშ­ვი­ლი... "წუ­თი­სო­ფე­ლი", "სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­ში", "დათა თუ­თაშ­ხია", "იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი", "ცის­კრის ზა­რე­ბი", "უყა­ი­მო თა­მა­ში", "ღა­მის ვი­ზი­ტი", "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ი­სი", "პლა­ჟის ავა­ზა­კი", - ეს იმ ფილ­მე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, სა­დაც ბა­ტონ­მა გრი­გოლ­მა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო როლი შექ­მნა. დღეს კი, ხან­დაზ­მუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ყვე­ლას­გან და­ვი­წყე­ბუ­ლად გრძნობს თავს...

- ჩემი ცხოვ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი. სულ ღმერ­თზე ვარ მინ­დო­ბი­ლი. მისი ნე­ბი­თა და იმე­დით ვარ­სე­ბობ... მოკ­ლედ, ჩემი ცხოვ­რე­ბა ერთი დიდი ტკი­ვი­ლია; ამა­ზე ახლა ვლა­პა­რა­კობ ხმა­მაღ­ლა, თო­რემ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ამის შე­სა­ხებ არა­ვის ვუყ­ვე­ბო­დი... სა­კუ­თარ დარ­დის გამ­ზი­ა­რებ­ლად არც დედ-მამა მყავ­და და არც ამ­ხა­ნა­გი. გარ­შე­მო არა­ვინ იყო, რომ და­ვე­რი­გე­ბი­ნე და ჩემ­თვის რა­ი­მე ერ­ჩია; ამი­ტომ, გულ­საც ვე­რა­ვის ვუშ­ლი­დი. მე­გობ­რის­თვის რო­გორ უნდა მეთ­ქვა, რომ დედ-მამა მყავ­და, მყავ­დნენ დე­ი­დე­ბიც, მა­მი­დე­ბიც, მაგ­რამ ისი­ნი ჩემ­თვის უცხო­ნი იყ­ვნენ. ამას ალ­ბათ ობ­ლო­ბა სჯობ­და...

- მძი­მე ბავ­შვო­ბა გქო­ნი­ათ.

- კი, ასე იყო, რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გან­ვიც­დი­დი... და­ვი­ბა­დე ბა­თუმ­ში, 1937 წლის თე­ბერ­ვალ­ში. იმ წელს ბა­თუმ­ში თურ­მე დიდი თოვ­ლი მო­სუ­ლა. უა­მინ­დო­ბის გამო დე­და­ჩე­მი სამ­შო­ბი­ა­რო­ში ვერ წა­უყ­ვა­ნი­ათ და სახ­ლში უმ­შო­ბი­ა­რია. თა­ვი­დან ჩვენს ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მერე კი ყვე­ლა­ფე­რი აი­რია. დედა და­ი­ჭი­რეს და მა­მამ სხვა ოჯა­ხი შექ­მნა.

- დე­დათ­ქვე­ნი 1937 წლის რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი ხომ არ გახ­და?

- ზუს­ტად არ ვიცი, დედა რის­თვის და­ი­ჭი­რეს, მაგ­რამ მა­შინ ისე­თი დრო იყო, რომ ადა­მი­ა­ნის და­ჭე­რა ად­ვი­ლი გახ­ლდათ... მოკ­ლედ, მა­მამ სხვა ოჯა­ხი შექ­მნა და ძა­ლი­ან პა­ტა­რა, ბე­დის ანა­ბა­რად დავ­რჩი. ხან დე­ი­დას­თან ვი­ყა­ვი, ხან - მა­მი­დას­თან და ბე­ბი­ას­თან (დე­დის დედა). ბო­ლოს კი, მა­ხინ­ჯა­უ­რის ბავ­შვთა სახ­ლში აღ­მოვ­ჩნდი, სა­ი­და­ნაც 1-ელ კლას­ში და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი მძვინ­ვა­რებ­და და ბავ­შვთა სახ­ლში პა­ტა­რე­ბი სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში ვი­ყა­ვით, - რწყი­ლე­ბი, ტი­ლე­ბი და ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბი გვჭამ­და, არც საჭ­მელ-სას­მე­ლი გვქონ­და. არც სა­პო­ნი იშო­ვე­ბო­და, რომ დაგ­ვე­ბა­ნა. წა­მა­ლიც დე­ფი­ცი­ტი იყო...

- რამ­დე­ნი წელი იყა­ვით მა­ხინ­ჯა­უ­რის ბავ­შვთა სახ­ლში?

- იქ, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი. ბავ­შვთა სახ­ლი მაღ­ლობ­ზე იყო აშე­ნე­ბუ­ლი, სკო­ლა კი მა­ხინ­ჯა­უ­რის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობ­და. ბავ­შვთა სახ­ლი­დან სკო­ლამ­დე ფე­ხით დავ­დი­ო­დით. ზამ­თარ­ში ფეხ­საც­მე­ლიც არ მქონ­და და ფე­ხიშ­ველს მი­წევ­და სი­ა­რუ­ლი. ერთხელ, სკო­ლი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, ფე­ხე­ბი ისე­თი გა­ყი­ნუ­ლი მქონ­და, რომ ტი­რი­ლი და­ვი­წყე. დამ­ლა­გე­ბელ­მა ქალ­მა და­მი­ნა­ხა და შე­ვე­ცო­დე, - ხელ­ში ამიყ­ვა­ნა, მო­მე­ფე­რა, სვე­ლი წინ­დე­ბი გამ­ხა­და, გა­ყი­ნუ­ლი ფე­ხე­ბი და­მი­კოც­ნა, და­მით­ბო და და­მამ­შვი­და. მერე ერთი ამ­ბა­ვი ატე­ხა, ამ ბავ­შვს დე­დაც ჰყავს და მა­მაც, აქ რა უნ­დაო?.. მა­შინ მა­მა­ჩე­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი გახ­ლდათ და ბა­თუმ­ში ყვე­ლა იც­ნობ­და. ვფიქ­რობ, რომ იმ ქალ­ბა­ტონ­მა მა­მა­ჩემს ჩემი ამ­ბა­ვი შე­ა­ტყო­ბი­ნა. მან კი ბე­ბი­ა­ჩე­მი (დე­დის დედა) გა­მოგ­ზავ­ნა, რად­გან ამ ამ­ბი­დან ძა­ლი­ან მალე ბავ­შვთა სახ­ლი­დან წა­მიყ­ვა­ნეს...

- მა­მას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

- კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, მაგ­რამ ის სულ სამ­სა­ხურ­ში იყო. დე­დი­ნაც­ვა­ლი კარ­გი ქალი გახ­ლდათ, მაგ­რამ არ მი­ვი­ღე. სა­კუ­თა­რი დედა მინ­დო­და...

- რო­დე­საც დე­დათ­ქვე­ნი ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და, თა­ვის­თან არ წა­გიყ­ვა­ნათ?

- დედა 10 წელი იჯდა ცი­ხე­ში, იქი­დან რომ გა­მო­ვი­და, 14-15 წლის ბიჭი ვი­ყა­ვი და ბა­თუმ­ში მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი. მა­მა­ჩე­მი პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი იყო და სამ­სა­ხუ­რის გამო ხში­რად იც­ვლი­და სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს. სა­მუ­შა­ოდ ჯერ თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და (მა­შინ მე-6 კლა­სე­ლი გახ­ლდით და თბი­ლის­ში ერთი წელი ვი­ცხოვ­რეთ), მერე ოზურ­გეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ოჯა­ხიც (მე­ო­რე ცოლ-შვი­ლი) თან წა­იყ­ვა­ნა. ოზურ­გეთ­ში აღარ გავ­ყე­ვი და სა­ცხოვ­რებ­ლად ბა­თუმ­ში, ჩვენს პა­ტა­რა ბი­ნა­ში დავ­რჩი... დედა ცი­ხი­დან რომ გა­მო­ვი­და, ეს ამ­ბა­ვი მე­ზობ­ლის ქა­ლის­გან შე­ვი­ტყვე, - დე­და­შე­ნი დე­ი­დას­თან არი­სო. დე­დის სა­ნა­ხა­ვად დე­ი­დას­თან რომ მი­ვე­დი, ის ადა­მი­ა­ნი ჩემ­თვის უცხო აღ­მოჩ­ნდა. დას­თან ცოტა ხანს დარ­ჩა, მერე კი თბი­ლის­ში გა­თხოვ­და. იმ მოკ­ლე დრო­ში, რაც დედა ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­და, ჩვენ შო­რის არ­სე­ბუ­ლი "ყი­ნუ­ლი" ვერ გალღვა...

- დე­დამ თბი­ლის­ში არ წა­მო­გიყ­ვა­ნათ?

- არა, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია. თბი­ლის­ში სას­წავ­ლებ­ლად რომ ჩა­მო­ვე­დი და ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე, მა­ში­ნაც იშ­ვი­ა­თად ვნა­ხუ­ლობ­დი დე­დას. ინ­სტი­ტუ­ტში მხო­ლოდ ორ­ჯერ მო­მა­კი­თხა... სი­ა­რუ­ლი რომ აღარ შე­ეძ­ლო და ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და, მა­შინ ვპატ­რო­ნობ­დი, მაგ­რამ მა­ში­ნაც ცივი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და...

- ბა­თუმ­ში მარ­ტო ცხოვ­რობ­დით, ქუ­ჩამ ხომ არ ჩა­გით­რი­ათ?

- არა და ახ­ლაც მიკ­ვირს, რო­გორ არ ავ­ცდი გზას. იმ დროს ბა­თუმ­ში ახალ­გაზ­რდე­ბის სამი დაჯ­გუ­ფე­ბა არ­სე­ბობ­და: "ქა­ლა­ქე­ლე­ბი" (ვინც ბა­თუ­მის ცენ­ტრში ცხოვ­რობ­და), "ჭა­ო­ბე­ლე­ბი" (ბა­თუმ­ში, ერთი და­სახ­ლე­ბა ჭა­ობ­თან იყო და იქ მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას ასე ეძახ­დნენ) და "მა­რე­ხოტ­კე­ბი" (სა­ზღვა­ოს­ნო სას­წავ­ლებ­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი). სა­მი­ვე დაჯ­გუ­ფე­ბის ბი­ჭებს ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ არც ერთ დაჯ­გუ­ფე­ბას არ ვე­კუთ­ნო­დი, არც მათ საქ­მე­ში ვე­რე­ო­დი. არც ისი­ნი მექ­ცე­ოდ­ნენ ცუ­დად... ზღვა და ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში მიყ­ვარ­და, დავ­დი­ო­დი კი­ნო­სა და თე­ატ­რში. ბა­თუმ­ში ყვე­ლა ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ვი­ყა­ვი ჩა­წე­რი­ლი, რად­გან მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. ზა­ფხუ­ლო­ბით, რო­დე­საც სკო­ლის არ­და­დე­გე­ბი მქონ­და, ბახ­მა­რო­ში, მა­მა­ჩე­მის ბი­ძაშ­ვილ­თან, ბი­ჭი­კო თო­ი­ძეს­თან მივ­დი­ო­დი. ბი­ჭი­კო ბი­ძია შუ­ა­ხე­ვის მთა­ვა­რი ვე­ტე­ქი­მი იყო. ზა­ფხუ­ლო­ბით, ბახ­მა­როს სა­ძოვ­რებ­ზე სა­ქო­ნე­ლი რომ აჰ­ყავ­დათ, ბი­ჭი­კოც, რო­გორც მთა­ვა­რი ვე­ტე­ქი­მი, ცოლ-შვილ­თან ერ­თად, სა­ძოვ­რებ­ზე ადი­ო­და, სა­დაც პა­ტა­რა ქოხი ჰქონ­და და თა­ვის 5 შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და მე­ექ­ვსე მე ვე­მა­ტე­ბო­დი... მერე სკო­ლის­თვის, 30 აგ­ვის­ტოს ჩა­მოვ­დი­ო­დი ბა­თუმ­ში.

- სას­კო­ლოდ ვინ გამ­ზა­დებ­დათ?

- სულ სხვი­სი ნაც­ვა­მე­ბით ვი­მო­სე­ბო­დი, ყუ­რა­დღე­ბას მხო­ლოდ ნათ­ლია მაქ­ცევ­და. ჩემი ნათ­ლია, და­თი­კო ფხა­კა­ძე ბა­თუ­მის ატე­ლი­ე­ში მუ­შა­ობ­და. სკო­ლა­ში რომ მივ­დი­ო­დი, გზად ნათ­ლი­ას სამ­სა­ხურ­ში გა­ვუვ­ლი­დი, ისიც ტკბი­ლე­ულს მახ­ვედ­რებ­და. კვი­რა­ში ერთხელ კი სა­ქუ­დე ქსო­ვილს მჩუქ­ნი­და. იცო­და, რომ ქუ­დის ტა­რე­ბა მიყ­ვარ­და. სა­ქუ­დე ქსო­ვი­ლი ებ­რა­ე­ლი მე­ქუ­დის­თვის მიმ­ქონ­და, რო­მე­ლიც ქუდს უფა­სოდ მი­კე­რავ­და. მიშა ძიას (ასე ერ­ქვა მას) შე­კე­რილ ქუდს ერთი კვი­რა ვა­ტა­რებ­დი, მერე კი ამ­ხა­ნაგს ვჩუქ­ნი­დი. დიდ­ხანს არ მიყ­ვარ­და ერთი და იმა­ვე ქუ­დის ტა­რე­ბა.

- სკო­ლის წლებს რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ?

- ერთ სკო­ლა­ში ვერ ვჩერ­დე­ბო­დი და ბა­თუმ­ში რამ­დე­ნი სკო­ლაც იყო, ყვე­ლა მოვ­ლი­ლი მქონ­და... #10 სკო­ლა­ში რომ გა­და­ვე­დი, კლას­ში გრძელ­ნაწ­ნა­ვი­ა­ნი გო­გო­ნას გვე­დით დავ­ჯე­ქი. ლე­ი­ლას (ასე ერ­ქვა მას) გაკ­ვე­თი­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაწ­ვა­ლებ­დი. ხან ნაწ­ნა­ვით სკამ­ზე მი­ვა­ბამ­დი, ხან თმას ვწიწ­კნი­დი... გვი­ან გა­ვი­გე, რომ ის ჩემი და იყო.

- თქვე­ნი და?

- დიახ. ქალ­მა, რო­მე­ლიც მა­მას მე­ო­რე ცოლი გახ­და, ქორ­წი­ნე­ბამ­დე მა­მას­გან გო­გო­ნა გა­ა­ჩი­ნა და გა­აშ­ვი­ლა, ხოლო და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ კი მათ ნანა გა­უჩ­ნდათ. ნანა თვე­ე­ბის იყო, რო­დე­საც დე­და­მი­სი ჭლე­ქით გარ­და­იც­ვა­ლა და მა­მა­ჩემ­მა მე­სა­მე ცოლი შე­ირ­თო. მა­მა­ჩე­მის მე­სა­მე ცოლი უშ­ვი­ლო აღ­მოჩ­ნდა და ნა­ნას შვი­ლი­ვით ზრდი­და.

- რო­გორ გა­ი­გეთ, რომ ლე­ი­ლა თქვე­ნი და იყო?

- ეს ამ­ბა­ვი გვი­ან გა­ვი­გე, მა­შინ ლე­ი­ლას უკვე შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავ­და. ლე­ი­ლას და ნა­ნას ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ისი­ნი ხომ ერთი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. ხან­და­ხან მეც ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი მათ. დღეს, არც ერთი აღარ არის ცო­ცხა­ლი...

- თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში რო­გორ ჩა­ა­ბა­რეთ?

- კინო და თე­ატ­რი ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და. მერ­ვე თუ მე­ცხრე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მე­ზობ­ლად ბერ­დია ინწკირ­ვე­ლის ოჯა­ხი გად­მო­ვი­და. ბერ­დია ჩემი ტოლი იყო და ბავ­შვო­ბი­დან­ვე მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ სკო­ლა რომ და­ამ­თავ­რა, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ვერ მოხ­ვდა. ბა­თუმ­ში რომ დაბ­რუნ­და, თე­ატ­რში მუ­შად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მე­ო­რე წე­ლი­წადს, მე და ბერ­დი­ამ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში (მისი რჩე­ვით) გა­მოც­დე­ბი ერ­თად ჩა­ვა­ბა­რეთ. ისე მოხ­და, რომ იმ წე­ლი­წადს მე ჩა­ვი­რი­ცხე, ბერ­დია კი ჩა­იჭ­რა. ის ჯა­რი­დან რომ დაბ­რუნ­და, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ჩა­ი­რი­ცხა. დღეს ბერ­დია ბა­თუ­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია...

- თქვენ რო­გორ მოხ­ვდით?

- მა­შინ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი გვი­ან იწყე­ბო­და და მო­სამ­ზა­დებ­ლად დრო ბევ­რი მქონ­და. სა­ნამ ტუ­რე­ბი და გა­მოც­დე­ბი და­ი­წყე­ბო­და, 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ვი­ა­რე. იმ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე რე­ჟი­სო­რე­ბი: გიზო ჟორ­და­ნია და გივი სარ­ჩი­მე­ლი­ძე, სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში გვა­მე­ცა­დი­ნებ­დნენ. ის პრო­ცე­სი ისე მო­მე­წო­ნა, რომ არც ერთი კონ­სულ­ტა­ცია არ გა­მიც­დე­ნია. შემ­დეგ სა­მი­ვე ტური გა­ვი­ა­რე და მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბიც ჩა­ვა­ბა­რე. ინ­სტი­ტუ­ტში ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­მიტ­რი (დოდო) ალექ­სი­ძე იყო, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ. ხოლო და­მამ­თავ­რე­ბელ კურ­სზე ლილი იო­სე­ლი­ა­ნი მას­წავ­ლი­და. ლექ­ცი­ე­ბი არას­დროს გა­მიც­დე­ნია. სტუ­დენ­ტო­ბი­სას ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე, ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე. ინ­სტი­ტუ­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, გო­რის თე­ატ­რში გა­მა­ნა­წი­ლეს, მერე სა­მუ­შა­ოდ თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი. აქ ყვე­ლა თე­ატ­რი მოვ­ლი­ლი მაქვს. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან ოთხჯერ წა­მო­ვე­დი და ოთხჯერ დავ­ბრუნ­დი... თე­ატრსა და კი­ნო­ში ბევ­რი როლი შე­ვას­რუ­ლე...

- ოჯა­ხი რა­ტომ არ შექ­მე­ნით?

- ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დელ­მა ტკი­ვილ­მა ჩემს ხა­სი­ათ­ზე დი­დად იმოქ­მე­და... ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყ­ვნენ მან­დი­ლოს­ნე­ბი, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც მარ­ტო დავ­რჩი. მოკ­ლედ, ეუ­ლად გა­ვი­ა­რე ჩემი წუ­თი­სოფ­ლის გზა...

ლია ოსა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ჩემი წუთისოფელი" ანუ ეულად გავლილი ტკივილიანი ცხოვრება

"ჩემი წუთისოფელი" ანუ ეულად გავლილი ტკივილიანი ცხოვრება

"უკვე რამდენიმე წელია, რაც აღარავის ვახსოვარ, არავინ დაინტერესებულა იმით, ცოცხალი ვარ თუ მკვდარი", - ასე იწყებს ჩემთან საუბარს მსახიობი გრიგოლ წიტაიშვილი... "წუთისოფელი", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "დათა თუთაშხია", "იმერული ესკიზები", "ცისკრის ზარები", "უყაიმო თამაში", "ღამის ვიზიტი", "არაჩვეულებრივი რეისი", "პლაჟის ავაზაკი", - ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, სადაც ბატონმა გრიგოლმა არაერთი საინტერესო როლი შექმნა. დღეს კი, ხანდაზმული მსახიობი ყველასგან დავიწყებულად გრძნობს თავს...

- ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. სულ ღმერთზე ვარ მინდობილი. მისი ნებითა და იმედით ვარსებობ... მოკლედ, ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ტკივილია; ამაზე ახლა ვლაპარაკობ ხმამაღლა, თორემ ახალგაზრდობაში ამის შესახებ არავის ვუყვებოდი... საკუთარ დარდის გამზიარებლად არც დედ-მამა მყავდა და არც ამხანაგი. გარშემო არავინ იყო, რომ დავერიგებინე და ჩემთვის რაიმე ერჩია; ამიტომ, გულსაც ვერავის ვუშლიდი. მეგობრისთვის როგორ უნდა მეთქვა, რომ დედ-მამა მყავდა, მყავდნენ დეიდებიც, მამიდებიც, მაგრამ ისინი ჩემთვის უცხონი იყვნენ. ამას ალბათ ობლობა სჯობდა...

- მძიმე ბავშვობა გქონიათ.

- კი, ასე იყო, რასაც მთელი ცხოვრება განვიცდიდი... დავიბადე ბათუმში, 1937 წლის თებერვალში. იმ წელს ბათუმში თურმე დიდი თოვლი მოსულა. უამინდობის გამო დედაჩემი სამშობიაროში ვერ წაუყვანიათ და სახლში უმშობიარია. თავიდან ჩვენს ოჯახში ყველაფერი კარგად იყო, მერე კი ყველაფერი აირია. დედა დაიჭირეს და მამამ სხვა ოჯახი შექმნა.

- დედათქვენი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი ხომ არ გახდა?

- ზუსტად არ ვიცი, დედა რისთვის დაიჭირეს, მაგრამ მაშინ ისეთი დრო იყო, რომ ადამიანის დაჭერა ადვილი გახლდათ... მოკლედ, მამამ სხვა ოჯახი შექმნა და ძალიან პატარა, ბედის ანაბარად დავრჩი. ხან დეიდასთან ვიყავი, ხან - მამიდასთან და ბებიასთან (დედის დედა). ბოლოს კი, მახინჯაურის ბავშვთა სახლში აღმოვჩნდი, საიდანაც 1-ელ კლასში დავიწყე სიარული. იმ პერიოდში მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა და ბავშვთა სახლში პატარები საშინელ პირობებში ვიყავით, - რწყილები, ტილები და ბაღლინჯოები გვჭამდა, არც საჭმელ-სასმელი გვქონდა. არც საპონი იშოვებოდა, რომ დაგვებანა. წამალიც დეფიციტი იყო...

- რამდენი წელი იყავით მახინჯაურის ბავშვთა სახლში?

- იქ, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში ვიყავი. ბავშვთა სახლი მაღლობზე იყო აშენებული, სკოლა კი მახინჯაურის ცენტრში მდებარეობდა. ბავშვთა სახლიდან სკოლამდე ფეხით დავდიოდით. ზამთარში ფეხსაცმელიც არ მქონდა და ფეხიშველს მიწევდა სიარული. ერთხელ, სკოლიდან რომ დავბრუნდი, ფეხები ისეთი გაყინული მქონდა, რომ ტირილი დავიწყე. დამლაგებელმა ქალმა დამინახა და შევეცოდე, - ხელში ამიყვანა, მომეფერა, სველი წინდები გამხადა, გაყინული ფეხები დამიკოცნა, დამითბო და დამამშვიდა. მერე ერთი ამბავი ატეხა, ამ ბავშვს დედაც ჰყავს და მამაც, აქ რა უნდაო?.. მაშინ მამაჩემი თანამდებობის პირი გახლდათ და ბათუმში ყველა იცნობდა. ვფიქრობ, რომ იმ ქალბატონმა მამაჩემს ჩემი ამბავი შეატყობინა. მან კი ბებიაჩემი (დედის დედა) გამოგზავნა, რადგან ამ ამბიდან ძალიან მალე ბავშვთა სახლიდან წამიყვანეს...

- მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ის სულ სამსახურში იყო. დედინაცვალი კარგი ქალი გახლდათ, მაგრამ არ მივიღე. საკუთარი დედა მინდოდა...

- როდესაც დედათქვენი ციხიდან გამოვიდა, თავისთან არ წაგიყვანათ?

- დედა 10 წელი იჯდა ციხეში, იქიდან რომ გამოვიდა, 14-15 წლის ბიჭი ვიყავი და ბათუმში მარტო ვცხოვრობდი. მამაჩემი პროფესიით იურისტი იყო და სამსახურის გამო ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. სამუშაოდ ჯერ თბილისში გადმოვიდა (მაშინ მე-6 კლასელი გახლდით და თბილისში ერთი წელი ვიცხოვრეთ), მერე ოზურგეთში გადაიყვანეს და ოჯახიც (მეორე ცოლ-შვილი) თან წაიყვანა. ოზურგეთში აღარ გავყევი და საცხოვრებლად ბათუმში, ჩვენს პატარა ბინაში დავრჩი... დედა ციხიდან რომ გამოვიდა, ეს ამბავი მეზობლის ქალისგან შევიტყვე, - დედაშენი დეიდასთან არისო. დედის სანახავად დეიდასთან რომ მივედი, ის ადამიანი ჩემთვის უცხო აღმოჩნდა. დასთან ცოტა ხანს დარჩა, მერე კი თბილისში გათხოვდა. იმ მოკლე დროში, რაც დედა ბათუმში ცხოვრობდა, ჩვენ შორის არსებული "ყინული" ვერ გალღვა...

- დედამ თბილისში არ წამოგიყვანათ?

- არა, მასთან ურთიერთობა არ მქონია. თბილისში სასწავლებლად რომ ჩამოვედი და ინსტიტუტში ჩავაბარე, მაშინაც იშვიათად ვნახულობდი დედას. ინსტიტუტში მხოლოდ ორჯერ მომაკითხა... სიარული რომ აღარ შეეძლო და ლოგინად ჩავარდა, მაშინ ვპატრონობდი, მაგრამ მაშინაც ცივი ურთიერთობა გვქონდა...

- ბათუმში მარტო ცხოვრობდით, ქუჩამ ხომ არ ჩაგითრიათ?

- არა და ახლაც მიკვირს, როგორ არ ავცდი გზას. იმ დროს ბათუმში ახალგაზრდების სამი დაჯგუფება არსებობდა: "ქალაქელები" (ვინც ბათუმის ცენტრში ცხოვრობდა), "ჭაობელები" (ბათუმში, ერთი დასახლება ჭაობთან იყო და იქ მცხოვრებ მოსახლეობას ასე ეძახდნენ) და "მარეხოტკები" (საზღვაოსნო სასწავლებლის მოსწავლეები). სამივე დაჯგუფების ბიჭებს ვიცნობდი, მაგრამ არც ერთ დაჯგუფებას არ ვეკუთნოდი, არც მათ საქმეში ვერეოდი. არც ისინი მექცეოდნენ ცუდად... ზღვა და ფეხბურთის თამაში მიყვარდა, დავდიოდი კინოსა და თეატრში. ბათუმში ყველა ბიბლიოთეკაში ვიყავი ჩაწერილი, რადგან მხატვრული ლიტერატურის კითხვა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ზაფხულობით, როდესაც სკოლის არდადეგები მქონდა, ბახმაროში, მამაჩემის ბიძაშვილთან, ბიჭიკო თოიძესთან მივდიოდი. ბიჭიკო ბიძია შუახევის მთავარი ვეტექიმი იყო. ზაფხულობით, ბახმაროს საძოვრებზე საქონელი რომ აჰყავდათ, ბიჭიკოც, როგორც მთავარი ვეტექიმი, ცოლ-შვილთან ერთად, საძოვრებზე ადიოდა, სადაც პატარა ქოხი ჰქონდა და თავის 5 შვილთან ერთად ცხოვრობდა და მეექვსე მე ვემატებოდი... მერე სკოლისთვის, 30 აგვისტოს ჩამოვდიოდი ბათუმში.

- სასკოლოდ ვინ გამზადებდათ?

- სულ სხვისი ნაცვამებით ვიმოსებოდი, ყურადღებას მხოლოდ ნათლია მაქცევდა. ჩემი ნათლია, დათიკო ფხაკაძე ბათუმის ატელიეში მუშაობდა. სკოლაში რომ მივდიოდი, გზად ნათლიას სამსახურში გავუვლიდი, ისიც ტკბილეულს მახვედრებდა. კვირაში ერთხელ კი საქუდე ქსოვილს მჩუქნიდა. იცოდა, რომ ქუდის ტარება მიყვარდა. საქუდე ქსოვილი ებრაელი მექუდისთვის მიმქონდა, რომელიც ქუდს უფასოდ მიკერავდა. მიშა ძიას (ასე ერქვა მას) შეკერილ ქუდს ერთი კვირა ვატარებდი, მერე კი ამხანაგს ვჩუქნიდი. დიდხანს არ მიყვარდა ერთი და იმავე ქუდის ტარება.

- სკოლის წლებს როგორ გაიხსენებთ?

- ერთ სკოლაში ვერ ვჩერდებოდი და ბათუმში რამდენი სკოლაც იყო, ყველა მოვლილი მქონდა... #10 სკოლაში რომ გადავედი, კლასში გრძელნაწნავიანი გოგონას გვედით დავჯექი. ლეილას (ასე ერქვა მას) გაკვეთილების განმავლობაში ვაწვალებდი. ხან ნაწნავით სკამზე მივაბამდი, ხან თმას ვწიწკნიდი... გვიან გავიგე, რომ ის ჩემი და იყო.

- თქვენი და?

- დიახ. ქალმა, რომელიც მამას მეორე ცოლი გახდა, ქორწინებამდე მამასგან გოგონა გააჩინა და გააშვილა, ხოლო დაქორწინების შემდეგ კი მათ ნანა გაუჩნდათ. ნანა თვეების იყო, როდესაც დედამისი ჭლექით გარდაიცვალა და მამაჩემმა მესამე ცოლი შეირთო. მამაჩემის მესამე ცოლი უშვილო აღმოჩნდა და ნანას შვილივით ზრდიდა.

- როგორ გაიგეთ, რომ ლეილა თქვენი და იყო?

- ეს ამბავი გვიან გავიგე, მაშინ ლეილას უკვე შვილიშვილები ჰყავდა. ლეილას და ნანას ურთიერთობა ჰქონდათ, ისინი ხომ ერთი დედმამიშვილები იყვნენ. ხანდახან მეც ვეკონტაქტებოდი მათ. დღეს, არც ერთი აღარ არის ცოცხალი...

- თეატრალურ ინსტიტუტში როგორ ჩააბარეთ?

- კინო და თეატრი ბავშვობიდან მიყვარდა. მერვე თუ მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც მეზობლად ბერდია ინწკირველის ოჯახი გადმოვიდა. ბერდია ჩემი ტოლი იყო და ბავშვობიდანვე მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ სკოლა რომ დაამთავრა, თეატრალურ ინსტიტუტში ვერ მოხვდა. ბათუმში რომ დაბრუნდა, თეატრში მუშად დაიწყო მუშაობა. მეორე წელიწადს, მე და ბერდიამ თეატრალურ ინსტიტუტში (მისი რჩევით) გამოცდები ერთად ჩავაბარეთ. ისე მოხდა, რომ იმ წელიწადს მე ჩავირიცხე, ბერდია კი ჩაიჭრა. ის ჯარიდან რომ დაბრუნდა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაირიცხა. დღეს ბერდია ბათუმის თეატრის მსახიობია...

- თქვენ როგორ მოხვდით?

- მაშინ თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდები გვიან იწყებოდა და მოსამზადებლად დრო ბევრი მქონდა. სანამ ტურები და გამოცდები დაიწყებოდა, 2 თვის განმავლობაში კონსულტაციები გავიარე. იმ კონსულტაციებზე რეჟისორები: გიზო ჟორდანია და გივი სარჩიმელიძე, სპეციალობაში გვამეცადინებდნენ. ის პროცესი ისე მომეწონა, რომ არც ერთი კონსულტაცია არ გამიცდენია. შემდეგ სამივე ტური გავიარე და მისაღები გამოცდებიც ჩავაბარე. ინსტიტუტში ჩემი ხელმძღვანელი დიმიტრი (დოდო) ალექსიძე იყო, რომელიც რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. ხოლო დამამთავრებელ კურსზე ლილი იოსელიანი მასწავლიდა. ლექციები არასდროს გამიცდენია. სტუდენტობისას ძალიან შევიცვალე, ჩემი სპეციალობით დავინტერესდი და საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, გორის თეატრში გამანაწილეს, მერე სამუშაოდ თბილისში გადმოვედი. აქ ყველა თეატრი მოვლილი მაქვს. რუსთაველის თეატრიდან ოთხჯერ წამოვედი და ოთხჯერ დავბრუნდი... თეატრსა და კინოში ბევრი როლი შევასრულე...

- ოჯახი რატომ არ შექმენით?

- ბავშვობის დროინდელმა ტკივილმა ჩემს ხასიათზე დიდად იმოქმედა... ჩემს ცხოვრებაში იყვნენ მანდილოსნები, მაგრამ ბოლოს მაინც მარტო დავრჩი. მოკლედ, ეულად გავიარე ჩემი წუთისოფლის გზა...

ლია ოსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება