პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ანი ტყებუჩავა შეყვარებულია
ანი ტყებუჩავა შეყვარებულია

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გა­თხო­ვი­ლი და ორშვი­ლი­ა­ნი ნინა, ანუ მსა­ხი­ო­ბი ანი ტყე­ბუ­ჩა­ვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია, ამი­ტომ რჩე­უ­ლის ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლის­გან თავი შე­ი­კა­ვა, თუმ­ცა სხვა პი­რა­დი დე­ტა­ლე­ბი არ და­უ­მა­ლავს.

დილა

- თუ სა­ჭი­როა დი­ლით ადრე ად­გო­მა, ეს ჩემ­თვის პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, ხან ისე ხდე­ბა, რომ მაღ­ვი­ძა­რას და­რეკ­ვამ­დე ერთი წუ­თით ადრე ვიღ­ვი­ძებ, თუ ძილი და­მაკ­ლდა, ად­ვი­ლად მი­ფუჭ­დე­ბა ხა­სი­ა­თი, უარ­ყო­ფი­თი აზ­რე­ბი მომ­დის თავ­ში, მარ­ტი­ვად მეღ­ლე­ბა გო­ნე­ბა და ალო­გი­კურ ქმე­დე­ბებს ჩავ­დი­ვარ (იცი­ნის). სა­ერ­თოდ, ღა­მის ადა­მი­ა­ნი ვარ, ამ დროს უფრო კარ­გად ვგრძნობ თავს და ბევ­რის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია. დი­ლას აუ­ცი­ლებ­ლად ვი­წყებ ყა­ვით, სა­უზ­მე დი­დად არ მიყ­ვარს და იშ­ვი­ა­თად მი­ვირ­თმევ, თან ბოლო დროს მივ­ხვდი, რომ სწრა­ფი კვე­ბა სა­ზი­ა­ნოა და აღარ მინ­და ასე ვიკ­ვე­ბო, თუმ­ცა რე­ჟი­მის გამო ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

გან­წყო­ბა ამინ­დის მი­ხედ­ვით

- როცა თავს კარ­გად ვერ ვგრძნობ, ან სულ მე­ძი­ნე­ბა, ამინდს ვაბ­რა­ლებ ჩემს ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მზი­ა­ნი ამინ­დი კარ­გად მოქ­მე­დებს გან­წყო­ბა­ზე, ამ დროს თით­ქოს სულ გა­ღი­მე­ბუ­ლი ხარ, მაგ­რამ მე წვი­მაც მიყ­ვარს, თან იცით, რო­გო­რი წვი­მა?! თავ­სხმა, ყვე­ლა­ფერს რომ ან­გრევს, შენ კი ამ დროს ან უნდა იძი­ნო, ან იკი­თხო და ან კი­დევ წვი­მის ცქე­რით დატ­კბე. თუ არ­სად გეჩ­ქა­რე­ბა და დრო გაქვს, წვი­მა­ში სე­ირ­ნო­ბაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში თავს კი­დევ რამ­დე­ნი­მე სირ­თუ­ლე იჩენს. ერთი ის, რომ ქოლ­გას არას­დროს ვა­ტა­რებ და მე­ო­რე - ვარ­ცხნი­ლო­ბა. მარ­თა­ლია, სწო­რი თმა მაქვს, მაგ­რამ მცი­რე წვი­მაც კი სა­ში­ნელ დღე­ში აგ­დებს ჩემს ვარ­ცხნი­ლო­ბას, რის გა­მოც თავს ვი­კა­ვებ წვი­მა­ში გა­რეთ გას­ვლის­გან.

სარ­კეს­თან...

- ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში შე­მიძ­ლია თა­ვის მო­წეს­რი­გე­ბა. მკვეთრ მა­კი­აჟს არ ვი­კე­თებ, თუ გა­და­ღე­ბა­ზე მივ­დი­ვარ, სა­ერ­თოდ არა­ფერს ვის­ვამ, გარ­და მკვე­ბა­ვი სა­ცხი­სა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩაც­მას, მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტულ სა­მოსს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. ყო­ველ­დღი­უ­რად ნი­ნას­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ვი­მო­სე­ბი, დიდი ხა­ნია კლა­სი­კუ­რად არ მცმია, ამის სურ­ვილს ძი­რი­თა­დად გა­და­ღე­ბებ­ზე ვიკ­მა­ყო­ფი­ლებ, რად­გან სულ კა­ბე­ბი და მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნე­ბი მაც­ვია. სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მხატ­ვა­რი თა­მუ­ნა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი ზრუ­ნავს, ყვე­ლა­ფე­რი მისი შერ­ჩე­უ­ლი გვაც­ვია და გვი­კე­თია, ვარ­ცხნი­ლო­ბა­საც კი ის გვირ­ჩევს. არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო ეკა დო­ლი­ძე, რო­მე­ლიც სა­ო­ცარ შარ­ფებს ამ­ზა­დებს, შე­ვე­დი "ფე­ის­ბუქ­ზე" მის გვერ­დზე და მო­მე­წო­ნა რა­ღა­ცე­ბი, მან კი და­ბა­დე­ბის დღე­ზე ულა­მა­ზე­სი შარ­ფი მა­ჩუ­ქა, ძა­ლი­ან მო­მე­რი­და, მაგ­რამ მი­თხრა, დიდი სურ­ვი­ლი მაქვს ეს სა­ჩუ­ქა­რი გა­გი­კე­თოო. მარ­თლა ულა­მა­ზე­სია, ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ჩუ­ქა­რია, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ასე­თი სა­ჩუქ­რის­თვის. ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ყო­ველ­თვის სა­ოც­რე­ბე­ბი ხდე­ბა და ამას უკვე მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, 30 სექ­ტემ­ბერს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი, წელს ეს თა­რი­ღი რო­გორ ვნე­ბა­თა­ღელ­ვას უკავ­შირ­დე­ბო­და, თქვენც კარ­გად იცით, არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღე იყო, არა­ვის ეცა­ლა, ამი­ტომ ქა­ლაქ­გა­რეთ წა­ვე­დით უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი და იქ აღ­ვნიშ­ნეთ.

თე­ატ­რი

- სამ­წუ­ხა­როდ, ამ­ჟა­მად არც ერთ თე­ატ­რში არ ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ბოლო სპექ­ტაკ­ლი ორი წლის წინ "ათო­ნე­ლის თე­ატ­რში" ვი­თა­მა­შე და ხან­და­ხან ნოს­ტალ­გია მიჩ­ნდე­ბა. შარ­შან მე­ში­ნო­და, თე­ატ­რი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არ მქო­ნო­და, რად­გან ცდუ­ნე­ბას ვერ გა­ვუძ­ლებ­დი, არა­და, იმ პე­რი­ოდ­ში სე­რი­ალ­ში თა­მა­ში ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და და ბევ­რი უნდა მეს­წავ­ლა, თუნ­დაც კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ თუ სა­უ­ბე­დუ­როდ, ამ პე­რი­ოდ­მა მშვი­დად გა­და­ი­რა, უარი არა­ფერ­ზე მით­ქვამს. ახლა კი იგეგ­მე­ბა ახალ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ჯერ კონ­კრე­ტულ თა­რიღ­ზე სა­უ­ბა­რი ძნე­ლია, ისიც კი არ ვიცი, რო­მელ თე­ატ­რში გა­და­წყვეტს რე­ჟი­სო­რი ამ სპექ­ტაკ­ლის დად­გმას.

თე­ატ­რში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი­დან ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია ნინა ზა­რეჩ­ნა­ია ჩე­ხო­ვის "თო­ლიას" მი­ხედ­ვით დად­გმულ სპ­ექ­ტაკლში, დიდი შრო­მა ჩავ­დე ამ როლ­ში, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­და­სა­რე­ვი არ ჩან­დეს, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავ­და. რაც შე­ე­ხე­ბა რა­ი­მე ჩვე­ვას გა­და­ღე­ბის ან სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მა­ხა­სი­ა­თებს, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბე­ბი ცრუ­მორ­წმუ­ნე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ნათ­ქვა­მია, რე­ჟი­სორ­სა და სცე­ნას შო­რის გავ­ლა არ ვარ­გაო, სცე­ნა­რი თუ და­გი­ვარ­და, სა­ნამ აი­ღებ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­აჯ­დე, რომ წა­რა­ტე­ბუ­ლი იყო­სო და ა.შ. ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ამ ყვე­ლა­ფერს პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებს, რა­ზეც ბევ­რს ვი­ცი­ნით, გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა კი ამ­ბობს, თქვენც ასე იქ­ცე­ვით, უბ­რა­ლოდ, ჩუ­მად აკე­თებთ ამას, ნინო კი არ მა­ლავ­სო (იცი­ნის).

გა­და­ღე­ბე­ბი

- ჩვე­ნი პა­ვი­ლი­ო­ნი და­ყო­ფი­ლია სხვა­დას­ხვა გმი­რის "სახ­ლე­ბად", სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით ვი­წყებთ ამა თუ იმ ოჯა­ხის ამ­ბე­ბის გა­და­ღე­ბას. მე და ყოჩი, იგი­ვე ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი, უკვე კარ­გად ვართ აწყო­ბი­ლე­ბი, რაც იმპრო­ვი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ეს კი სა­სი­ა­მოვ­ნო­სა და სა­ხა­ლი­სოს ხდის მუ­შა­ო­ბას. უკვე ბავ­შვე­ბიც "მო­ვირ­გეთ", ადრე ქე­თას რა­ღა­ცე­ბის შეხ­სე­ნე­ბა სჭირ­დე­ბო­და, ახლა უკვე მი­ეჩ­ვია, თან ისე გა­ი­ზარ­და, ხელ­ში ვე­ღარ ამ­ყავს, გიო კი ცოტა ხან­ში სი­მაღ­ლე­ში გა­მას­წრებს და რო­გორ უნდა ვი­თა­მა­შოთ დედა-შვი­ლი, არ ვიცი (იღი­მე­ბა). პირ­ვე­ლი სირ­თუ­ლე გა­და­ღე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­შინ წარ­მო­იქ­მნა, როცა სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით ბავ­შვებ­მა ლეკ­ვი მო­იყ­ვა­ნეს, ისე გაგ­ვი­ჭირ­და გა­და­ღე­ბა, თავი შე­ვი­კა­ვე, რომ არ მე­ტი­რა. ხში­რად ქალ­ბა­ტონ მე­დი­კოს ავი­წყდე­ბა ბა­ტო­ნი ლეო ან­თა­ძის გმი­რის სა­ხე­ლი და ჯე­მა­ლის მა­გივ­რად ლეოს ეძა­ხის. ერთ დღეს ქეთა ბავ­შვთა და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრში იყო და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი, ეჩ­ქა­რე­ბო­და, გა­და­ღე­ბე­ბი უკვე სრულ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან დაღ­ლილ ქალ­ბა­ტონ მე­დი­კოს ლეო ან­თა­ძეს­თან ჰქონ­და სცე­ნა, სა­დაც, რო­გორც მის გმირს სჩ­ვე­ვია, აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კობ­და, ამ ლა­პა­რაკ­ში კი სა­ხე­ლი ავი­წყდე­ბო­და და ჯე­მა­ლის მა­გივ­რად ლეოს ეძახ­და, რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და ასე, ქეთა შე­წუ­ხე­ბუ­ლი იდგა და ელო­და, რო­დის დას­რულ­დე­ბო­და გა­და­ღე­ბე­ბი, რომ წა­სუ­ლი­ყო. ბო­ლოს ვერ მო­ით­მინ­და, მი­უბ­რუნ­და ქალ­ბა­ტონ მე­დი­კოს და ეუბ­ნე­ბა, ლეო კი არა ჯე­მა­ლი, ჯე­მა­ლი, რით ვერ და­ი­მახ­სოვ­რე ჯ-ო-ვ-ი, ანუ ჯე­მა­ლიო, გა­და­წყვი­ტა და­მარ­ცვლით ეთ­ქვა და ჯე­მა­ლი ასე და­მარ­ცვლა - ჯ-ო-ვ-ი, წელს შე­ვი­და სკო­ლა­ში და რა ქნას?! (იცი­ნის)

ვის დაჰ­ყავს სამ­სა­ხურ­ში

- რო­გორც იქნა ავი­ღე მარ­თვის მოწ­მო­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მან­ქა­ნის ყიდ­ვა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. დღემ­დე მა­მას დავ­ყა­ვარ გა­და­ღე­ბებ­ზე, თუ ვაგ­ვი­ა­ნებ, მას ვაბ­რა­ლებ ხოლ­მე, თვი­თო­ნაც "რუს­თა­ვი 2"-თან ახ­ლოს მუ­შა­ობს, ამი­ტომ ერ­თად მივ­დი-მოვ­დი­ვართ.

უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბა და სამ­სა­ხუ­რი

- სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მი­ტა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს სე­რი­ალ­ზე, ყვე­ლამ რომ თითო სი­ტყვით ჩა­მოვ­თვა­ლოთ ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი, რა მოხ­დე­ბა?! როცა მო­წყე­ნი­ლი ხარ, მე­გობ­რებს, მუ­სი­კას, პო­ე­ზი­ას უნდა მი­მარ­თო. თუ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხარ, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად გა­და­სა­რე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა სირ­ბი­ლი, ვარ­ჯი­ში. მო­წყე­ნას უფრო სე­ირ­ნო­ბა შვე­ლის, ხში­რად ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ცუდ ხა­სი­ათ­ზე მყო­ფი გავ­სულ­ვარ გა­რეთ და სახ­ლში სულ სხვა გან­წყო­ბით დავ­ბრუ­ნე­ბულ­ვარ.

ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ებს აღუძ­რავს

- ჩემ­მა და­ქა­ლებ­მა თა­მუ­ნამ და ნი­ნიმ მა­ჩუ­ქეს ფუმ­ფუ­ლა ჩან­თა-თო­ჯი­ნა, რო­მელ­შიც ვი­ნა­ხავ უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის, მე­გობ­რე­ბის მიერ მო­წე­რილ წე­რი­ლებს, მათ ძი­რი­თა­დად მა­შინ ვკი­თხუ­ლობ, როცა ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ. ასე­ვე მაქვს ყუთი, სა­დაც თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასა­კი­დან ვი­ნა­ხავ ნივ­თებს, კა­სე­ტებს, დღი­უ­რის მსგავს ჩა­ნა­წე­რებს, სა­ფუ­ლეს, რო­მე­ლიც და­ქალ­მა მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­მი­ტა­ნა. ამ ყვე­ლაფ­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ისეთ და­დე­ბით ემო­ცი­ებს აღ­მიძ­რავს, რომ ყვე­ლა­ფერ ცუდს მა­ვი­წყებს.

მე­გობ­რე­ბი და გარ­თო­ბა

- უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ძი­რი­თა­დად ახლო-ახ­ლოს ვცხოვ­რობთ, ამი­ტომ ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვა დღის ან ღა­მის რო­მე­ლი­მე მო­ნაკ­ვეთ­ში ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, სე­რი­ალს არა აქვს ისე­თი გი­ჟუ­რი გრა­ფი­კი, რომ ვერ შეძ­ლო ადა­მი­ა­ნის თვე­ო­ბით ნახ­ვა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­სარ­თო­ბა­დაც იმის მი­ხედ­ვით მივ­დი­ვართ, რამ­დე­ნი დრო გვაქვს და რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ვართ.

სი­ახ­ლე­ე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია ეს ურ­თი­ერ­თო­ბა. ერ­თმა­ნეთს დიდი ხა­ნია ვიც­ნობთ, მე­გობ­რე­ბის წრე­ში ვხვდე­ბო­დით, ნელ-ნელა ერ­თმა­ნეთ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ისე­თი თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც მოგ­ვხიბ­ლა და მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­და. არ ვცდი­ლობთ ერ­თმა­ნე­თი შევ­ცვა­ლოთ, ისე­თი მიყ­ვარს რო­გო­რი­ცაა და მა­საც ანა­ლო­გი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ჩემ მი­მართ. სა­ოც­რად კომ­ფორ­ტუ­ლი, თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, უყ­ვარს თა­ვი­სი პრო­ფე­სია, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია. იმა­საც გა­გიმ­ხელთ, რომ ხე­ლო­ვა­ნია.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უყუ­რებს სე­რი­ალს და ჩემს ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ხა­ლი­სობს, მე­უბ­ნე­ბა, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი­ვით გაც­ვი­აო. მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ მტკივ­ნე­უ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი მივ­ცეთ ერ­თმა­ნეთს. როცა ადა­მი­ანს კარ­გად იც­ნობ, ისიც იცი, რისი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია, სად და­აკ­ლო ძალა და ემო­ცია, სად მო­უ­ვი­და ზედ­მე­ტი. ამი­ტო­მაც არის ში­ნა­უ­რე­ბის შე­ნიშ­ვნე­ბი უფრო სა­მარ­თლი­ა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა რო­მან­ტი­კას ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, დღეს რო­მან­ტი­კა­მაც იც­ვა­ლა ფერი, ჩვენ რე­ა­ლის­ტი რო­მან­ტი­კო­სე­ბი ვართ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსა­ხი­ო­ბი გახ­ლა­ვართ, ალ­ბათ ამა­ზე ბევ­რს გა­ე­ცი­ნე­ბა, ძა­ლი­ან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, არ მი­ზი­დავს ოფი­ცი­ა­ლუ­რო­ბა, მიყ­ვარს, როცა სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ ვუ­კე­თებ ახ­ლობ­ლებს სა­ჩუ­ქარს. ახლა ერთ-ერთ მცი­რე ეპი­ზოდს გა­ვიხ­სე­ნებ, რა­მაც ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. მა­ი­სურ­ზე სხვა­დას­ხვა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის და­ხატ­ვა­ზე ვსა­უბ­რობ­დით, ვარ­ჩევ­დი, რა შე­იძ­ლე­ბო­და და­მე­ხა­ტა და გა­მე­ხუმ­რა, ამ­ხე­ლა ვარ­სკვლა­ვი მყავ­ხარ და რაღა სხვა უნდა გა­მო­ვი­სა­ხო მა­ი­სურ­ზეო. მოკ­ლედ, ჩა­ი­ა­რა ამ ამ­ბავ­მა, ცოტა ხნის წინ ძა­ლი­ან ცი­ო­და, როცა ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით, შე­ვამ­ჩნიე, ძა­ლი­ან თხლად ეცვა და ვკი­თხე, რა­ტომ ხარ ასე, ამ "მა­ი­კა­ზე" რა გა­ხა­ტია, გო­გო­ნე­ბი-მეთ­ქი, გო­გო­ნე­ბი არა, მხო­ლოდ ერ­თიო, მი­თხრა, ქურ­თუ­კი გა­იხ­სნა და ეცვა მა­ი­სუ­რი ჩემი ფო­ტო­თი, ვერ აგიხ­სნით, რო­გორ გა­მი­ხარ­და, ჩემ­თვის ასე­თი წვრილ­მა­ნე­ბი და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოა, ვიდ­რე და­ბა­დე­ბის დღე­ზე ან ახალ წელს მო­ძღვნი­ლი და­გეგ­მი­ლი სა­ჩუ­ქა­რი.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ანი ტყებუჩავა შეყვარებულია

ანი ტყებუჩავა შეყვარებულია

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გათხოვილი და ორშვილიანი ნინა, ანუ მსახიობი ანი ტყებუჩავა შეყვარებულია. როგორც თავად ამბობს, ეს ურთიერთობა ახალი დაწყებულია, ამიტომ რჩეულის ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, თუმცა სხვა პირადი დეტალები არ დაუმალავს.

დილა

- თუ საჭიროა დილით ადრე ადგომა, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ხან ისე ხდება, რომ მაღვიძარას დარეკვამდე ერთი წუთით ადრე ვიღვიძებ, თუ ძილი დამაკლდა, ადვილად მიფუჭდება ხასიათი, უარყოფითი აზრები მომდის თავში, მარტივად მეღლება გონება და ალოგიკურ ქმედებებს ჩავდივარ (იცინის). საერთოდ, ღამის ადამიანი ვარ, ამ დროს უფრო კარგად ვგრძნობ თავს და ბევრის გაკეთება შემიძლია. დილას აუცილებლად ვიწყებ ყავით, საუზმე დიდად არ მიყვარს და იშვიათად მივირთმევ, თან ბოლო დროს მივხვდი, რომ სწრაფი კვება საზიანოა და აღარ მინდა ასე ვიკვებო, თუმცა რეჟიმის გამო ეს საკმაოდ რთულია.

განწყობა ამინდის მიხედვით

- როცა თავს კარგად ვერ ვგრძნობ, ან სულ მეძინება, ამინდს ვაბრალებ ჩემს ასეთ მდგომარეობას. რასაკვირველია, მზიანი ამინდი კარგად მოქმედებს განწყობაზე, ამ დროს თითქოს სულ გაღიმებული ხარ, მაგრამ მე წვიმაც მიყვარს, თან იცით, როგორი წვიმა?! თავსხმა, ყველაფერს რომ ანგრევს, შენ კი ამ დროს ან უნდა იძინო, ან იკითხო და ან კიდევ წვიმის ცქერით დატკბე. თუ არსად გეჩქარება და დრო გაქვს, წვიმაში სეირნობაც არაჩვეულებრივია, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს კიდევ რამდენიმე სირთულე იჩენს. ერთი ის, რომ ქოლგას არასდროს ვატარებ და მეორე - ვარცხნილობა. მართალია, სწორი თმა მაქვს, მაგრამ მცირე წვიმაც კი საშინელ დღეში აგდებს ჩემს ვარცხნილობას, რის გამოც თავს ვიკავებ წვიმაში გარეთ გასვლისგან.

სარკესთან...

- ძალიან მოკლე დროში შემიძლია თავის მოწესრიგება. მკვეთრ მაკიაჟს არ ვიკეთებ, თუ გადაღებაზე მივდივარ, საერთოდ არაფერს ვისვამ, გარდა მკვებავი საცხისა. რაც შეეხება ჩაცმას, მაქსიმალურად კომფორტულ სამოსს ვანიჭებ უპირატესობას. ყოველდღიურად ნინასგან სრულიად განსხვავებულად ვიმოსები, დიდი ხანია კლასიკურად არ მცმია, ამის სურვილს ძირითადად გადაღებებზე ვიკმაყოფილებ, რადგან სულ კაბები და მაღალქუსლიანები მაცვია. სერიალის გმირების ჩაცმულობაზე თავიდან ბოლომდე მხატვარი თამუნა ხიზანიშვილი ზრუნავს, ყველაფერი მისი შერჩეული გვაცვია და გვიკეთია, ვარცხნილობასაც კი ის გვირჩევს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ეკა დოლიძე, რომელიც საოცარ შარფებს ამზადებს, შევედი "ფეისბუქზე" მის გვერდზე და მომეწონა რაღაცები, მან კი დაბადების დღეზე ულამაზესი შარფი მაჩუქა, ძალიან მომერიდა, მაგრამ მითხრა, დიდი სურვილი მაქვს ეს საჩუქარი გაგიკეთოო. მართლა ულამაზესია, ერთ-ერთი გამორჩეული საჩუქარია, თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი საჩუქრისთვის. ჩემს დაბადების დღეზე ყოველთვის საოცრებები ხდება და ამას უკვე მიჩვეული ვარ, 30 სექტემბერს ვარ დაბადებული, წელს ეს თარიღი როგორ ვნებათაღელვას უკავშირდებოდა, თქვენც კარგად იცით, არჩევნების წინა დღე იყო, არავის ეცალა, ამიტომ ქალაქგარეთ წავედით უახლოესი მეგობრები და იქ აღვნიშნეთ.

თეატრი

- სამწუხაროდ, ამჟამად არც ერთ თეატრში არ ვარ დაკავებული. ბოლო სპექტაკლი ორი წლის წინ "ათონელის თეატრში" ვითამაშე და ხანდახან ნოსტალგია მიჩნდება. შარშან მეშინოდა, თეატრიდან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მქონოდა, რადგან ცდუნებას ვერ გავუძლებდი, არადა, იმ პერიოდში სერიალში თამაში ახალი დაწყებული მქონდა და ბევრი უნდა მესწავლა, თუნდაც კამერასთან მუშაობა. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ამ პერიოდმა მშვიდად გადაირა, უარი არაფერზე მითქვამს. ახლა კი იგეგმება ახალ სპექტაკლზე მუშაობა, მაგრამ ჯერ კონკრეტულ თარიღზე საუბარი ძნელია, ისიც კი არ ვიცი, რომელ თეატრში გადაწყვეტს რეჟისორი ამ სპექტაკლის დადგმას.

თეატრში შესრულებული რო­ლებიდან ჩემთვის ყველაზე გამორ­ჩე­უ­ლია ნინა ზარეჩნაია ჩეხოვის "თო­ლიას" მიხედვით დადგმულ სპ­ექტაკლში, დიდი შრომა ჩავდე ამ როლში, ამ გადმოსახედიდან შეიძლება გადასარევი არ ჩანდეს, მაგრამ იმ პერიოდში ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. რაც შეეხება რაიმე ჩვევას გადაღების ან სცენაზე გასვლის წინ, განსაკუთრებული არაფერი მახასიათებს, თუმცა მსახიობები ცრუმორწმუნეობით გამოირჩევიან. ნათქვამია, რეჟისორსა და სცენას შორის გავლა არ ვარგაო, სცენარი თუ დაგივარდა, სანამ აიღებ, აუცილებლად უნდა დააჯდე, რომ წარატებული იყოსო და ა.შ. ნინო გაჩეჩილაძე ამ ყველაფერს პირნათლად ასრულებს, რაზეც ბევრს ვიცინით, გიორგი ლიფონავა კი ამბობს, თქვენც ასე იქცევით, უბრალოდ, ჩუმად აკეთებთ ამას, ნინო კი არ მალავსო (იცინის).

გადაღებები

- ჩვენი პავილიონი დაყოფილია სხვადასხვა გმირის "სახლებად", სცენარის მიხედვით ვიწყებთ ამა თუ იმ ოჯახის ამბების გადაღებას. მე და ყოჩი, იგივე ლევან ყოჩიაშვილი, უკვე კარგად ვართ აწყობილები, რაც იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა, ეს კი სასიამოვნოსა და სახალისოს ხდის მუშაობას. უკვე ბავშვებიც "მოვირგეთ", ადრე ქეთას რაღაცების შეხსენება სჭირდებოდა, ახლა უკვე მიეჩვია, თან ისე გაიზარდა, ხელში ვეღარ ამყავს, გიო კი ცოტა ხანში სიმაღლეში გამასწრებს და როგორ უნდა ვითამაშოთ დედა-შვილი, არ ვიცი (იღიმება). პირველი სირთულე გადაღებებთან დაკავშირებით მაშინ წარმოიქმნა, როცა სცენარის მიხედვით ბავშვებმა ლეკვი მოიყვანეს, ისე გაგვიჭირდა გადაღება, თავი შევიკავე, რომ არ მეტირა. ხშირად ქალბატონ მედიკოს ავიწყდება ბატონი ლეო ანთაძის გმირის სახელი და ჯემალის მაგივრად ლეოს ეძახის. ერთ დღეს ქეთა ბავშვთა დაბადების დღის ცენტრში იყო დაპატიჟებული, ეჩქარებოდა, გადაღებები უკვე სრულდებოდა, ძალიან დაღლილ ქალბატონ მედიკოს ლეო ანთაძესთან ჰქონდა სცენა, სადაც, როგორც მის გმირს სჩვევია, აქტიურად ლაპარაკობდა, ამ ლაპარაკში კი სახელი ავიწყდებოდა და ჯემალის მაგივრად ლეოს ეძახდა, რამდენჯერმე მოხდა ასე, ქეთა შეწუხებული იდგა და ელოდა, როდის დასრულდებოდა გადაღებები, რომ წასულიყო. ბოლოს ვერ მოითმინდა, მიუბრუნდა ქალბატონ მედიკოს და ეუბნება, ლეო კი არა ჯემალი, ჯემალი, რით ვერ დაიმახსოვრე ჯ-ო-ვ-ი, ანუ ჯემალიო, გადაწყვიტა დამარცვლით ეთქვა და ჯემალი ასე დამარცვლა - ჯ-ო-ვ-ი, წელს შევიდა სკოლაში და რა ქნას?! (იცინის)

ვის დაჰყავს სამსახურში

- როგორც იქნა ავიღე მართვის მოწმობა, მაგრამ ჯერჯერობით მანქანის ყიდვა ვერ მოვახერხე. დღემდე მამას დავყავარ გადაღებებზე, თუ ვაგვიანებ, მას ვაბრალებ ხოლმე, თვითონაც "რუსთავი 2"-თან ახლოს მუშაობს, ამიტომ ერთად მივდი-მოვდივართ.

უარყოფითი განწყობა და სამსახური

- საკუთარი პრობლემების გადასაღებ მოედანზე მიტანა არ შეიძლება. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი მუშაობს სერიალზე, ყველამ რომ თითო სიტყვით ჩამოვთვალოთ ჩვენი პრობლემები, რა მოხდება?! როცა მოწყენილი ხარ, მეგობრებს, მუსიკას, პოეზიას უნდა მიმართო. თუ გაბრაზებული ხარ, მდგომარეობიდან გამოსასვლელად გადასარევი საშუალებაა სირბილი, ვარჯიში. მოწყენას უფრო სეირნობა შველის, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ცუდ ხასიათზე მყოფი გავსულვარ გარეთ და სახლში სულ სხვა განწყობით დავბრუნებულვარ.

ნივთები, რომლებიც სასიამოვნო ემოციებს აღუძრავს

- ჩემმა დაქალებმა თამუნამ და ნინიმ მაჩუქეს ფუმფულა ჩანთა-თოჯინა, რომელშიც ვინახავ უახლოესი ადამიანების, მეგობრების მიერ მოწერილ წერილებს, მათ ძირითადად მაშინ ვკითხულობ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ. ასევე მაქვს ყუთი, სადაც თინეიჯერობის ასაკიდან ვინახავ ნივთებს, კასეტებს, დღიურის მსგავს ჩანაწერებს, საფულეს, რომელიც დაქალმა მოსკოვიდან ჩამომიტანა. ამ ყველაფრის დათვალიერება ისეთ დადებით ემოციებს აღმიძრავს, რომ ყველაფერ ცუდს მავიწყებს.

მეგობრები და გართობა

- უახლოესი მეგობრები ძირითადად ახლო-ახლოს ვცხოვრობთ, ამიტომ ერთმანეთის ნახვა დღის ან ღამის რომელიმე მონაკვეთში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, სერიალს არა აქვს ისეთი გიჟური გრაფიკი, რომ ვერ შეძლო ადამიანის თვეობით ნახვა, აქედან გამომდინარე, გასართობადაც იმის მიხედვით მივდივართ, რამდენი დრო გვაქვს და როგორ ხასიათზე ვართ.

სიახლეები პირად ცხოვრებაში

- შეყვარებული ვარ, ახალი დაწყებულია ეს ურთიერთობა. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, მეგობრების წრეში ვხვდებოდით, ნელ-ნელა ერთმანეთში აღმოვაჩინეთ ისეთი თვისებები, რომლებმაც მოგვხიბლა და მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. არ ვცდილობთ ერთმანეთი შევცვალოთ, ისეთი მიყვარს როგორიცაა და მასაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ. საოცრად კომფორტული, თბილი და ყურადღებიანი ადამიანია, უყვარს თავისი პროფესია, რაც ძალიან მიხარია. იმასაც გაგიმხელთ, რომ ხელოვანია.

რასაკვირველია, უყურებს სერიალს და ჩემს ჩაცმულობაზე ხალისობს, მეუბნება, ბელა მირიანაშვილივით გაცვიაო. მოლაპარაკებულები ვართ, რომ მტკივნეული შენიშვნები მივცეთ ერთმანეთს. როცა ადამიანს კარგად იცნობ, ისიც იცი, რისი გაკეთება შეუძლია, სად დააკლო ძალა და ემოცია, სად მოუვიდა ზედმეტი. ამიტომაც არის შინაურების შენიშვნები უფრო სამართლიანი.

რაც შეეხება რომანტიკას ჩვენს ურთიერთობაში, დღეს რომანტიკამაც იცვალა ფერი, ჩვენ რეალისტი რომანტიკოსები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი გახლავართ, ალბათ ამაზე ბევრს გაეცინება, ძალიან თავშეკავებული და მორიდებული ადამიანი ვარ, არ მიზიდავს ოფიციალურობა, მიყვარს, როცა სრულიად უმიზეზოდ ვუკეთებ ახლობლებს საჩუქარს. ახლა ერთ-ერთ მცირე ეპიზოდს გავიხსენებ, რამაც ძალიან გამახარა. მაისურზე სხვადასხვა გამოსახულების დახატვაზე ვსაუბრობდით, ვარჩევდი, რა შეიძლებოდა დამეხატა და გამეხუმრა, ამხელა ვარსკვლავი მყავხარ და რაღა სხვა უნდა გამოვისახო მაისურზეო. მოკლედ, ჩაიარა ამ ამბავმა, ცოტა ხნის წინ ძალიან ციოდა, როცა ერთმანეთს შევხვდით, შევამჩნიე, ძალიან თხლად ეცვა და ვკითხე, რატომ ხარ ასე, ამ "მაიკაზე" რა გახატია, გოგონები-მეთქი, გოგონები არა, მხოლოდ ერთიო, მითხრა, ქურთუკი გაიხსნა და ეცვა მაისური ჩემი ფოტოთი, ვერ აგიხსნით, როგორ გამიხარდა, ჩემთვის ასეთი წვრილმანები და მოულოდნელობები უფრო სასიამოვნოა, ვიდრე დაბადების დღეზე ან ახალ წელს მოძღვნილი დაგეგმილი საჩუქარი.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება