თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის წარმატებით დასრულება შესაძლებელია

თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის წარმატებით დასრულება შესაძლებელია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თვმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწელილი და რთულია.

"ეს არის სამსაფეხურიანი ეტაპი. პირველი - ინიცირებისთვის საჭიროა პარლამენტართა ხმების 1/3. შემდეგ უნდა მომზადდეს დასკვნა - თუ სისხლის სამართლის დანაშაულზეა საუბარი - უზენაესი სასამართლოს მხრიდან, ხოლო თუ კონსტიტუციის დარღვევაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან. შემდეგი ეტაპი კი, უშუალოდ იმპიჩმენტის ეტაპია, რომელიც ხმების ძალიან მაღალ კვოტას - 2/3-ს საჭიროებს. აქედან გამომდინარე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ გართულებულია და ამავე დროს დროშია გაწელილი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე განმარტებით, ამის მიუხედავად, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის წარმატებით დასრულება შესაძლებელია.

"თუ პარლამენტის მინიმუმ 100 დეპუტატი იმპიჩმენტის აუცილებლობას გაიზიარებს, რთული პროცედურების მიუხედავად, ეს შესაძლებელია", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა