სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტეილორ სვიფტი და ჯასტინ ბიბერი ევროპული MTV-ის პრემიის ტრიუმფატორები გახდნენ
ტეილორ სვიფტი და ჯასტინ ბიბერი ევროპული MTV-ის პრემიის ტრიუმფატორები გახდნენ

ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი ტე­ი­ლორ სვიფ­ტი და თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის კერ­პი ჯას­ტინ ბი­ბე­რი ევ­რო­პუ­ლი პრე­მია MTV Europe Music Awards-ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გახ­დნენ.

სულ პრე­მი­ა­ში 16 ნო­მი­ნა­ცი­აა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს კი მა­ყუ­რებ­ლე­ბი ხმის მი­ცე­მით ირ­ჩე­ვენ. სვიფტ­მა შემ­დეგ ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­ი­მარ­ჯვა: "წლის ქალი მომ­ღე­რა­ლი", "სა­უ­კე­თე­სო ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბა" და "სა­უ­კე­თე­სო გა­რეგ­ნო­ბა". ბი­ბე­რი კი მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად შემ­დეგ ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში და­ა­სა­ხე­ლა: "წლის მა­მა­კა­ცი მომ­ღე­რა­ლი", "სა­უ­კე­თე­სო პოპ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი", "სა­უ­კე­თე­სო ცო­ცხა­ლი გა­მოს­ვლა" და "სა­უ­კე­თე­სო მსოფ­ლიო შეს­რუ­ლე­ბა".

ჯას­ტინ ბი­ბერ­მა სა­უ­კე­თე­სოს ტი­ტუ­ლი ზე­დი­ზედ მე­სა­მედ მო­ი­პო­ვა. მაგ­რამ მან ცე­რე­მო­ნი­ა­ზე დას­წრე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. მომ­ღე­რალ­მა მა­ყუ­რე­ბელს მად­ლო­ბა ვი­დე­ო­ხი­დის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­უ­ხა­და.

ჯგუფ­მა - One Direction და 26 წლის მომ­ღე­რალ­მა კარ­ლი რეი ჯეპ­სენ­მა ორ-ორი ჯილ­დო მო­ი­პო­ვეს, მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ტი­ვი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბის­თვის და ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - "სა­უ­კე­თე­სო სი­ახ­ლე" გა­მარ­ჯვე­ბის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვეს. ჯეპ­სე­ნი "წლის გარ­ღვე­ვა" გახ­და, ხოლო მისი კომ­პო­ზი­ცია Call Me Maybe - "წლის სიმ­ღე­რა".

MTV-ის ვერ­სი­ით, სა­უ­კე­თე­სო ჰიპ-ჰოპ შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მომ­ღე­რა­ლი ნიკი მი­ნა­ჟია, ხოლო ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის სა­უ­კე­თე­სო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - დე­ვიდ გუ­ე­ტა. ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო ალ­ტერ­ნა­ტი­ვა" ლანა დელ რეიმ გა­ი­მარ­ჯვა, ხოლო ნო­მი­ნა­ცი­ის - "სა­უ­კე­თე­სო როკ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი" ლა­უ­რე­ა­ტი ჯგუ­ფი Linkin Park-ია.

ჯილ­დო­ე­ბი ორ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში აზი­ელ შემ­სრუ­ლებ­ლებს ერ­გოთ. სამ­ხრეთ­კო­რე­ე­ლი რე­პე­რი PSY სიმ­ღე­რა Gangnam style-ის "სა­უ­კე­თე­სო ვი­დე­ოს" ავ­ტო­რი გახ­და, ხოლო სა­უ­კე­თე­სო მსოფ­ლიო შემ­სრუ­ლებ­ლად ჩი­ნე­ლი მუ­სი­კო­სი ჰანა გენ­გა და­ა­სა­ხე­ლეს.

სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­მა კი­დევ ერთი პრე­მია უიტ­ნი ჰი­უს­ტონს პოპ მუ­სი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის მი­ა­კუთ­ვნა. ნო­მი­ნა­ცია "გლო­ბა­ლუ­რი ხა­ტე­ბი" 2011 წლი­დან არ­სე­ბობს, მისი ლა­უ­რე­ა­ტე­ბი ჯგუ­ფი Queen-ი და მომ­ღე­რა­ლი ბონ ჯოვი უკვე გახ­დნენ. ჰი­უს­ტო­ნი წელს, თე­ბერ­ვალ­ში 48 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გერ­მა­ნელ ფო­ტო­მო­დელ ჰა­ი­დი კლუმს მიჰ­ყავ­და.

ევ­რო­პუ­ლი MTV-ის ჯილ­დო­ე­ბი (European Music Awards, EMA) წელს მე­ცხრა­მე­ტედ გა­ი­ცე­მა. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ყო­ველ წელს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი მას­პინ­ძლობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mtv.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ტეილორ სვიფტი და ჯასტინ ბიბერი ევროპული MTV-ის პრემიის ტრიუმფატორები გახდნენ

ტეილორ სვიფტი და ჯასტინ ბიბერი ევროპული MTV-ის პრემიის ტრიუმფატორები გახდნენ

ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი და თინეიჯერების კერპი ჯასტინ ბიბერი ევროპული პრემია MTV Europe Music Awards-ის ლაურეატები რამდენიმე ნომინაციაში გახდნენ.

სულ პრემიაში 16 ნომინაციაა. გამარჯვებულებს კი მაყურებლები ხმის მიცემით ირჩევენ. სვიფტმა შემდეგ ნომინაციებში გაიმარჯვა: "წლის ქალი მომღერალი", "საუკეთესო ცოცხალი შესრულება" და "საუკეთესო გარეგნობა". ბიბერი კი მაყურებელმა გამარჯვებულად შემდეგ ნომინაციებში დაასახელა: "წლის მამაკაცი მომღერალი", "საუკეთესო პოპ-შემსრულებელი", "საუკეთესო ცოცხალი გამოსვლა" და "საუკეთესო მსოფლიო შესრულება".

ჯასტინ ბიბერმა საუკეთესოს ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. მაგრამ მან ცერემონიაზე დასწრება ვერ მოახერხა. მომღერალმა მაყურებელს მადლობა ვიდეოხიდის საშუალებით გადაუხადა.

ჯგუფმა - One Direction და 26 წლის მომღერალმა კარლი რეი ჯეპსენმა ორ-ორი ჯილდო მოიპოვეს, მუსიკალური კოლექტივი თაყვანისმცემლების ყველაზე დიდი რაოდენობისთვის და ნომინაციაში - "საუკეთესო სიახლე" გამარჯვებისთვის დააჯილდოვეს. ჯეპსენი "წლის გარღვევა" გახდა, ხოლო მისი კომპოზიცია Call Me Maybe - "წლის სიმღერა".

MTV-ის ვერსიით, საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი მომღერალი ნიკი მინაჟია, ხოლო ელექტრონული მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი - დევიდ გუეტა. ნომინაციაში "საუკეთესო ალტერნატივა" ლანა დელ რეიმ გაიმარჯვა, ხოლო ნომინაციის - "საუკეთესო როკ-შემსრულებელი" ლაურეატი ჯგუფი Linkin Park-ია.

ჯილდოები ორ ნომინაციაში აზიელ შემსრულებლებს ერგოთ. სამხრეთკორეელი რეპერი PSY სიმღერა Gangnam style-ის "საუკეთესო ვიდეოს" ავტორი გახდა, ხოლო საუკეთესო მსოფლიო შემსრულებლად ჩინელი მუსიკოსი ჰანა გენგა დაასახელეს.

საორგანიზაციო კომიტეტმა კიდევ ერთი პრემია  უიტნი ჰიუსტონს პოპ მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიაკუთვნა. ნომინაცია "გლობალური ხატები" 2011 წლიდან არსებობს, მისი ლაურეატები ჯგუფი Queen-ი და მომღერალი ბონ ჯოვი უკვე გახდნენ. ჰიუსტონი წელს, თებერვალში 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაჯილდოების ცერემონია გერმანელ ფოტომოდელ ჰაიდი კლუმს მიჰყავდა.

ევროპული MTV-ის ჯილდოები (European Music Awards, EMA) წელს მეცხრამეტედ გაიცემა. დაჯილდოების ცერემონიას ყოველ წელს სხვადასხვა ქალაქი მასპინძლობს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია mtv.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება