თვის კითხვადი სტატიები

შეყვარებული თვითმკვლელი

შეყვარებული თვითმკვლელი

ჩემი ამბავი ასე დაიწყო: უსიყვარულოდ გავთხოვდი. 5 წლის, არაჩვეულებრივი ქალიშვილი მყავს, რის გამოც ვცდილობ, წარსული დავივიწყო. ოჯახში დაძაბულმა ურთიერთობამ თვითმკვლელობამდე მიმიყვანა. 2 ფირფიტა ნიტროგლიცერინი ვიყიდე და სიტუაციას დაველოდე. დღეს რომ მკითხოთ, ამის გაკეთება რამ გამაბედვინა, ვერ გიპასუხებთ. ძალზე კარგად მესმის, რომ ეს უმძიმესი ცოდვაა და დღეს ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ. პირჯვარი გადავიწერე (ალბათ ჯერ არჩადენილი ცოდვის შესამსუბუქებლად)...

შიში თავისას შვრებოდა, მაგრამ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ წამლები უნდა დამელია. ზუსტად მაშინ, როცა მიზანთან ახლოს ვიყავი, ჩემმა მობილურმა დარეკა. ნომერი შეეშალათ. მალე მეორედ დარეკა. იმავე ნომრიდან ახლა სხვა სახელი იკითხეს. ხმას ავუწიე და გამოვლანძღე შემწუხებელი, რადგან მეგონა, ვიღაც მაშაყირებდა, მე კი სულ არ ვიყავი ხუმრობის ხასიათზე. ის ჩუმად მისმენდა. მას შემდეგ, რაც ლანძღვა დავამთავრე, ტელეფონი გავთიშე და ჩემს საქმეს მივუბრუნდი. აბები პირში უნდა ჩამეყარა, რომ მესიჯი მოვიდა. ვიღაც გიო პატიებას მთხოვდა და ჩემი გაცნობის სურვილს გამოთქვამდა. რა თქმა უნდა, პასუხი არ დავუბრუნე. მესიჯები ნახევარი საათის განმავლობაში შეუჩერებლივ მოდიოდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ გადავწყვიტე, მეპასუხა. ამის მერე ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. ფაქტობრივად, გიომ სიკვდილს გადამარჩინა. მას თავიდანვე ვუამბე ყველაფერი.

ბევრს აღარ გავაგრძელებ და გეტყვით, რომ მე და გიოს ერთმანეთი შეგვიყვარდა. ის ჯერ არ მინახავს. ერთმანეთის აღწერილობა იმდენად კარგად ვიცით, ქუჩაში რომ შემხვდეს, ვიცნობ. თუმცა, გარეგნობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგან როგორც ნოდარ დუმბაძეს აქვს ნათქვამი, ადამიანი ფრესკა არ არის, რომ სიბრტყეში უმზირო. მას ქანდაკებასავით უნდა შემოუარო და კარგი კუთხიდან შეხედოო. მეც გიო ყველაზე კარგი კუთხით დავინახე და მინდა გითხრათ, რომ ასე შეყვარებული ჯერ არ ვყოფილვარ. დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს, ამ მესიჯით.

ანი.

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება