პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
"მაესტრო" მედიაჰოლდინგს ქმნის
"მაესტრო" მედიაჰოლდინგს ქმნის

"მა­ესტრო" ორი სა­ტე­ლე­ვი­ზო არ­ხი­სა და ორი რა­დი­ოს­გან მე­დი­აჰოლ­დინგს ქმნის.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და ეთერ­ში გას­ვლის ვა­დე­ბის შე­სა­ხებ დღეს "მა­ესტროს" დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა, მა­მუ­კა ღლონტმა და მაკა ასა­თი­ან­მა ისა­უბ­რეს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" არ­სე­ბულ არხზე სა­ინ­ფორ­მა­ციო ფორ­მა­ტი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და გა­მოშ­ვე­ბე­ბი რო­გორც ამ­ჟა­მად, მო­მა­ვალ­შიც სა­ათ­ში ერთხელ გავა.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ არხს, მას სა­ერ­თო მა­უ­წყებ­ლო­ბის ფორ­მა­ტი ექ­ნე­ბა. გა­და­ი­ცე­მა თოქ-შო­უ­ე­ბი, სე­რი­ა­ლე­ბი, გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მე­ბი და ა.შ. ამას­თან, არხზე ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი თოქ-შოუ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხის სა­ხელ­წო­დე­ბა იქ­ნე­ბა - "მა­ესტრო ახა­ლი ამ­ბე­ბი", ხოლო სა­ერ­თო მა­უ­წყებ­ლო­ბის არ­ხის და­სა­ხე­ლე­ბად "მა­ესტრო" დარ­ჩე­ბა.

და­ახ­ლო­ე­ბით ანა­ლო­გი­უ­რი და­ყო­ფა იქ­ნე­ბა რა­დი­ო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. უკვე არ­სე­ბუ­ლი "რა­დიო მა­ესტრო" ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, სა­ინ­ფორ­მა­ციო ფორ­მა­ტით გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას, ხოლო ახა­ლი რა­დიო "ვი­ნი­ლი" გა­სარ­თო­ბი ხა­სი­ა­თის იქ­ნე­ბა.

რო­გორც მა­მუ­კა ღლონ­ტი აცხა­დებს, რა­დიო "ვი­ნი­ლის" მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა იქ­ნე­ბა და ამ მიზ­ნით, არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა, მათ შო­რის იქ­ნე­ბა ფეს­ტი­ვა­ლი-ოქ­როს "ვი­ნი­ლი". აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი იგეგ­მე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" შემ­თხვე­ვა­შიც.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე მა­მუ­კა ღლონტმა და მაკა ასა­თი­ან­მა ჰოლ­დინ­გის და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ებ­ზეც ისა­უბ­რეს. "ჩვე­ნი ფი­ნან­სუ­რი წყა­რო მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლე­ბი იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ მე­დია იყოს ბიზ­ნე­სი. სხვა­ნა­ი­რად ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში არც შე­იძ­ლე­ბა. თუ არ­სე­ბობს სხვა წყა­რო, ეს მე­დი­ის პო­ლი­ტი­კურ მიდ­რე­კი­ლე­ბებ­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია", - აცხა­დებს მა­მუ­კა ღლონ­ტი.

"მა­ესტროს" ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვა­ლი რა­დიო "ვი­ნი­ლი" მა­უ­წყებ­ლო­ბას სა­ვა­რა­უ­დოდ 2013 წლის იან­ვარ­ში და­ი­წყებს, რაც შე­ე­ხე­ბა ახალ ტე­ლე­არხს, არ­სე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, ის ეთერ­ში თე­ბერ­ვლის თვე­ში გავა და სა­კა­ბე­ლო და სა­ტე­ლი­ტუ­რი მა­უ­წყებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა.

ბექა პა­ტუ­რაშ­ვი­ლი

"მაესტრო" მედიაჰოლდინგს ქმნის

"მაესტრო" მედიაჰოლდინგს ქმნის

"მაესტრო" ორი სატელევიზო არხისა და ორი რადიოსგან მედიაჰოლდინგს ქმნის.

სამომავლო გეგმებისა და ეთერში გასვლის ვადების შესახებ დღეს "მაესტროს" დამფუძნებლებმა, მამუკა ღლონტმა და მაკა ასათიანმა ისაუბრეს.

როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, ტელეკომპანია "მაესტროს" არსებულ არხზე საინფორმაციო ფორმატი შენარჩუნდება და გამოშვებები როგორც ამჟამად, მომავალშიც საათში ერთხელ გავა.

რაც შეეხება ახალ არხს, მას საერთო მაუწყებლობის ფორმატი ექნება. გადაიცემა თოქ-შოუები, სერიალები, გასართობი პროგრამები და ა.შ. ამასთან, არხზე ყველა არსებული თოქ-შოუ შენარჩუნდება.

საინფორმაციო არხის სახელწოდება იქნება - "მაესტრო ახალი ამბები", ხოლო საერთო მაუწყებლობის არხის დასახელებად "მაესტრო" დარჩება.

დაახლოებით ანალოგიური დაყოფა იქნება რადიოების შემთხვევაშიც. უკვე არსებული "რადიო მაესტრო" ჩვეულ რეჟიმში, საინფორმაციო ფორმატით განაგრძობს მუშაობას, ხოლო ახალი რადიო "ვინილი" გასართობი ხასიათის იქნება.

როგორც მამუკა ღლონტი აცხადებს, რადიო "ვინილის" მთავარი ამოცანა ქართული შოუბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნება და ამ მიზნით, არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის იქნება ფესტივალი-ოქროს "ვინილი". აღსანიშნავია, რომ კულტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი აქტივობები იგეგმება ტელეკომპანია "მაესტროს" შემთხვევაშიც.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მამუკა ღლონტმა და მაკა ასათიანმა ჰოლდინგის დაფინანსების წყაროებზეც ისაუბრეს. "ჩვენი ფინანსური წყარო მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შემოსავლები იქნება. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მედია იყოს ბიზნესი. სხვანაირად ნორმალურ ქვეყანაში არც შეიძლება. თუ არსებობს სხვა წყარო, ეს მედიის პოლიტიკურ მიდრეკილებებზე მიანიშნებს, რაც დაუშვებელია", - აცხადებს მამუკა ღლონტი.

"მაესტროს" ჰოლდინგში შემავალი რადიო "ვინილი" მაუწყებლობას სავარაუდოდ 2013 წლის იანვარში დაიწყებს, რაც შეეხება ახალ ტელეარხს, არსებული გეგმის მიხედვით, ის ეთერში თებერვლის თვეში გავა და საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობა ექნება.

ბექა პატურაშვილი

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები