პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნანობს "ახალი ხმის" თანაწამყვანი?
რას ნანობს "ახალი ხმის" თანაწამყვანი?

ანა იმე­დაშ­ვი­ლი ახა­ლი პრო­ექ­ტის - "ახა­ლი ხმის" თა­ნა­წამ­ყვა­ნია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი მე­უღ­ლე და პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი, დათო იმე­დაშ­ვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად კარგ პრო­დუქტს შექ­მნის. ამ­ბობს, რომ მუ­შა­ო­ბი­სას ორ­მაგ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობს - რო­გორც მე­უღ­ლის და რო­გორც პრო­დი­უ­სე­რის წი­ნა­შე.

- და­ახ­ლო­ე­ბით 4 წელი სხვა­დას­ხვა რა­დი­ო­ში, წამ­ყვა­ნად ვმუ­შა­ობ­დი... და­თოს თა­ვი­სი რა­დიო ჰქონ­და და გა­მოც­დი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი სჭირ­დე­ბო­და. ჰოდა, სა­ერ­თო ნაც­ნო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით მას­თან და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ვიდ­რე და­თოს შევ­ხვდე­ბო­დი, ვფიქ­რობ­დი, რომ ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ, მაგ­რამ მისი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მივ­ხვდი, რომ "ის ის იყო". ჰოდა, მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვე­ში სა­ცხოვ­რებ­ლად და­თოს სახ­ლში გა­და­ვე­დი.

- როცა მან ფილმში - "ოც­ნე­ბის ქა­ლა­ქი" გა­და­გი­ღოთ, უკვე ცოლ-ქმა­რი იყა­ვით?

- იმ პე­რი­ოდ­ში ორ­წლი­ა­ნი ცოლ­ქმრუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვა­კავ­ში­რებ­და. სხვა­თა შო­რის, ფილმში ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­გეგ­მი­ლი არ იყო, უფრო მე­ტიც - დათო ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, მაგ­რამ მერე ისე მოხ­და, რომ მეც და­მა­კა­ვეს... ძა­ლი­ან რთუ­ლია ოჯა­ხის წევრთან ერ­თად მუ­შა­ო­ბა. თა­ნაც, მე ხომ პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ ვარ!..

- ფილმში ბევ­რი არამ­სა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს...

- დიახ, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბას კა­მე­რის წინ მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და... რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე საქ­მეს თით­ქოს კარ­გად ვარ­თმევ­დი თავს, მაგ­რამ რო­გორც კი კა­მე­რა ჩა­ირ­თვე­ბო­და, ვხვდე­ბო­დი, რომ მე­ო­თხე­დი ძა­ლით ვმუ­შა­ობ­დი. ჯგუ­ფის წი­ნა­შე გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კი მა­ვალ­დე­ბუ­ლებ­და, რომ ჩემი გა­მო­უც­დე­ლო­ბით სხვე­ბის­თვის ხელი არ უნდა შე­მე­შა­ლა.

- მე­უღ­ლე თქვენ მი­მართ გა­მორ­ჩე­უ­ლად მკაც­რი იყო?

- ორ­მა­გად მკაც­რი იყო და თა­ვა­დაც აღ­ნიშ­ნავ­და ხოლ­მე, ყვე­ლა­ზე მე­ტად ანუშ­კა და­ი­ჩაგ­რაო... მერე და მერე მო­მეხ­სნა და­ძა­ბუ­ლო­ბა. ბო­ლოს გა­და­ღე­ბულ კად­რებს ეტყო­ბა, რომ ბევ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ.

- ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ალ­ბათ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­გეხ­მა­რათ, წამ­ყვა­ნის ამ­პლუა მო­გერ­გოთ...

- სხვა­თა შო­რის, ჩემი წამ­ყვა­ნად შერ­ჩე­ვაც და­უ­გეგ­მა­ვად მოხ­და, დათო ამა­საც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და (იცი­ნის). თა­ვი­დან ე.წ. V-Reporter ვი­ყა­ვი - ეს არის წამ­ყვა­ნი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დის­თვის ამ­ზა­დებს რე­პორ­ტა­ჟებს. მოხ­და ისე, რომ "ბრმა კას­ტინ­გის" დროს დუტა თბი­ლის­ში არ იყო და მის შემ­ცვლელს და­უ­წყეს ძებ­ნა. ჰოდა, ბო­ლოს, ამ საქ­მე­ში დახ­მა­რე­ბა მე მთხო­ვეს.

- დუტა გა­მოც­დი­ლი წამ­ყვა­ნია. მას­თან მუ­შა­ო­ბა კომ­ფორ­ტუ­ლია?

- უკვე 12 წე­ლია, დუტა ამ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ის რჩე­ვებს მაძ­ლევს ხოლ­მე; მის გვერ­დით თავს მშვი­დად და და­ცუ­ლად ვგრძნობ...

- ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბას დიდი ხიბ­ლი აქვს, მაგ­რამ ალ­ბათ, ამ საქ­მეს ბევ­რი სირ­თუ­ლეც ახ­ლავს თან...

- ვფიქ­რობ, მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე მა­ინც, გან­წყო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. ყო­ველ­თვის კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბა ვერ გექ­ნე­ბა, მაგ­რამ უნდა მო­ა­ხერ­ხო და გა­ი­ღი­მო ხოლ­მე. ეს მო­მენ­ტი იმა­ნაც გა­არ­თუ­ლა, რომ ჩვე­ნი ჩა­წე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნებს და­ემ­თხვა. ამ დროს ყვე­ლას­თვის რთუ­ლი იყო ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბა­ზე ყოფ­ნა.

- მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ თქვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თბი­ლი გან­წყო­ბა და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა იგ­რძნო­ბა.

- ყვე­ლა კას­ტინ­გის ჩა­წე­რას ვეს­წრე­ბო­დი, გა­ვი­ცა­ნი ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე და მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც ვი­ცო­დი. ჰოდა, როცა ვხე­დავ­დი, რომ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­სუ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი ნერ­ვი­უ­ლო­ბის გამო სა­თა­ნა­დოდ ვერ მღე­როდ­ნენ, ბუ­ნებ­რი­ვად მიჩ­ნდე­ბო­და სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა.

- თუ იყო შემ­თხვე­ვა, როცა მო­ნა­წი­ლე ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­და და მისი დამ­შვი­დე­ბა მო­გიხ­დათ?

- მო­ნა­წი­ლის - არა, მაგ­რამ იყო შემ­თხვე­ვა, როცა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა წყე­ნა აგ­რე­სი­უ­ლად გა­მო­ხა­ტა. მა­ყუ­რებ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კონ­კურ­სან­ტე­ბი უფრო ახერ­ხე­ბენ ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბას... იყო შემ­თხვე­ვა, როცა თა­ვად მწვრთნე­ლებ­საც დას­წყდათ გული, კონ­კურ­სან­ტი უა­რით რომ გა­ის­ტუმ­რეს. მა­გა­ლი­თად, დათო ფორჩხი­ძემ ერთ-ერთი მათ­გა­ნის გა­მოს­ვლის მერე თქვა: სიშ­ტე­რე იყო, რომ არ მოვ­ბრუნ­დი­თო, მაგ­რამ მწვრთნე­ლებს ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა აქვთ და მა­თაც უნდა გა­ვუ­გოთ.

- და­ბო­ლოს, რო­გორც ვიცი, თქვე­ნი მე­უღ­ლე ფილ­მის გა­და­ღე­ბას აპი­რებს. მის ახალ ფილმშიც ხომ არ გი­ხი­ლავთ?

- არა, ნამ­დვი­ლად ვერ მი­ხი­ლავთ. შე­იძ­ლე­ბა, მაქ­სი­მუმ გამ­ვლე­ლის როლი შე­ვას­რუ­ლო (იცი­ნის).

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რას ნანობს "ახალი ხმის" თანაწამყვანი?

რას ნანობს "ახალი ხმის" თანაწამყვანი?

ანა იმედაშვილი ახალი პროექტის - "ახალი ხმის" თანაწამყვანია. დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე და პროექტის მთავარი პროდიუსერი, დათო იმედაშვილი აუცილებლად კარგ პროდუქტს შექმნის. ამბობს, რომ მუშაობისას ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობს - როგორც მეუღლის და როგორც პროდიუსერის წინაშე.

- დაახლოებით 4 წელი სხვადასხვა რადიოში, წამყვანად ვმუშაობდი... დათოს თავისი რადიო ჰქონდა და გამოცდილი თანამშრომელი სჭირდებოდა. ჰოდა, საერთო ნაცნობის რეკომენდაციით მასთან დავიწყე მუშაობა. ვიდრე დათოს შევხვდებოდი, ვფიქრობდი, რომ ერთი ნახვით შეყვარება შეუძლებელი გახლდათ, მაგრამ მისი დანახვისთანავე მივხვდი, რომ "ის ის იყო". ჰოდა, მუშაობის დაწყებიდან დაახლოებით 2 თვეში საცხოვრებლად დათოს სახლში გადავედი.

- როცა მან ფილმში - "ოცნების ქალაქი" გადაგიღოთ, უკვე ცოლ-ქმარი იყავით?

- იმ პერიოდში ორწლიანი ცოლქმრული ურთიერთობა გვაკავშირებდა. სხვათა შორის, ფილმში ჩემი მონაწილეობა დაგეგმილი არ იყო, უფრო მეტიც - დათო ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ მეც დამაკავეს... ძალიან რთულია ოჯახის წევრთან ერთად მუშაობა. თანაც, მე ხომ პროფესიით მსახიობი არ ვარ!..

- ფილმში ბევრი არამსახიობი მონაწილეობს...

- დიახ, მაგრამ უმეტესობას კამერის წინ მუშაობის გამოცდილება ჰქონდა... რეპეტიციებზე საქმეს თითქოს კარგად ვართმევდი თავს, მაგრამ როგორც კი კამერა ჩაირთვებოდა, ვხვდებოდი, რომ მეოთხედი ძალით ვმუშაობდი. ჯგუფის წინაშე გარკვეული პასუხისმგებლობა კი მავალდებულებდა, რომ ჩემი გამოუცდელობით სხვებისთვის ხელი არ უნდა შემეშალა.

- მეუღლე თქვენ მიმართ გამორჩეულად მკაცრი იყო?

- ორმაგად მკაცრი იყო და თავადაც აღნიშნავდა ხოლმე, ყველაზე მეტად ანუშკა დაიჩაგრაო... მერე და მერე მომეხსნა დაძაბულობა. ბოლოს გადაღებულ კადრებს ეტყობა, რომ ბევრად თავისუფალი ვარ.

- ეს გამოცდილება ალბათ, მნიშვნელოვნად დაგეხმარათ, წამყვანის ამპლუა მოგერგოთ...

- სხვათა შორის, ჩემი წამყვანად შერჩევაც დაუგეგმავად მოხდა, დათო ამასაც ეწინააღმდეგებოდა (იცინის). თავიდან ე.წ. V-Reporter ვიყავი - ეს არის წამყვანი, რომელიც ინტერნეტგვერდისთვის ამზადებს რეპორტაჟებს. მოხდა ისე, რომ "ბრმა კასტინგის" დროს დუტა თბილისში არ იყო და მის შემცვლელს დაუწყეს ძებნა. ჰოდა, ბოლოს, ამ საქმეში დახმარება მე მთხოვეს.

- დუტა გამოცდილი წამყვანია. მასთან მუშაობა კომფორტულია?

- უკვე 12 წელია, დუტა ამ საქმეს ემსახურება. ის რჩევებს მაძლევს ხოლმე; მის გვერდით თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ...

- ტელეწამყვანობას დიდი ხიბლი აქვს, მაგრამ ალბათ, ამ საქმეს ბევრი სირთულეც ახლავს თან...

- ვფიქრობ, მთავარი სირთულე მაინც, განწყობის შენარჩუნებაა. ყოველთვის კარგი განწყობილება ვერ გექნება, მაგრამ უნდა მოახერხო და გაიღიმო ხოლმე. ეს მომენტი იმანაც გაართულა, რომ ჩვენი ჩაწერები საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე არასასიამოვნო მოვლენებს დაემთხვა. ამ დროს ყველასთვის რთული იყო ამაღლებულ განწყობაზე ყოფნა.

- მონაწილეების მიმართ თქვენი განსაკუთრებულად თბილი განწყობა და გულშემატკივრობა იგრძნობა.

- ყველა კასტინგის ჩაწერას ვესწრებოდი, გავიცანი ყველა მონაწილე და მათი შესაძლებლობების შესახებაც ვიცოდი. ჰოდა, როცა ვხედავდი, რომ რეპეტიციებზე არაჩვეულებრივად გამოსული კონკურსანტები ნერვიულობის გამო სათანადოდ ვერ მღეროდნენ, ბუნებრივად მიჩნდებოდა სინანულის გრძნობა.

- თუ იყო შემთხვევა, როცა მონაწილე ძალიან გაღიზიანდა და მისი დამშვიდება მოგიხდათ?

- მონაწილის - არა, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა გულშემატკივარმა წყენა აგრესიულად გამოხატა. მაყურებლისგან განსხვავებით, კონკურსანტები უფრო ახერხებენ ემოციების შეკავებას... იყო შემთხვევა, როცა თავად მწვრთნელებსაც დასწყდათ გული, კონკურსანტი უარით რომ გაისტუმრეს. მაგალითად, დათო ფორჩხიძემ ერთ-ერთი მათგანის გამოსვლის მერე თქვა: სიშტერე იყო, რომ არ მოვბრუნდითო, მაგრამ მწვრთნელებს ბევრი გამოწვევა აქვთ და მათაც უნდა გავუგოთ.

- დაბოლოს, როგორც ვიცი, თქვენი მეუღლე ფილმის გადაღებას აპირებს. მის ახალ ფილმშიც ხომ არ გიხილავთ?

- არა, ნამდვილად ვერ მიხილავთ. შეიძლება, მაქსიმუმ გამვლელის როლი შევასრულო (იცინის).

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"