პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ თქვა დუეტმა "ჯორჯიამ" უარი ხელისუფლების მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობაზე
რატომ თქვა დუეტმა "ჯორჯიამ" უარი ხელისუფლების მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობაზე

არ­ჩევ­ნე­ბის წინ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭერ კონ­ცერ­ტებ­ში ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ზო­გი­ერ­თმა კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. ზოგი კი იმ მო­ტი­ვით, რომ მომ­ღე­რა­ლია და სა­დაც და­უ­ძა­ხე­ბენ, ყველ­გან იმ­ღე­რებს, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­მოს­ვლებს აგ­რძე­ლებ­და. ზოგ­საც მარ­თლა გუ­ლით უყ­ვარ­და და მოს­წონ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ამას არც მა­ლავ­დნენ. მოკ­ლედ, არ­ჩევ­ნე­ბი დამ­თავ­რდა და ბევრ რა­მეს მო­ე­ფი­ნა ნა­თე­ლი.

სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებს რომ კა­ხუ­ჩე­ლა და სტე­ფა­ნე ლო­ბი­რებ­დნენ, სო­ლი­დურ გა­სამ­რჯე­ლო­ებს იღებ­დნენ და სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით არ­ჩევ­დნენ მო­ნა­წი­ლე მომ­ღერ­ლებს, ამა­ზე მა­ნამ­დეც ბევ­რი ლა­პა­რა­კობ­და, თუმ­ცა ბო­ლოს იმა­ზეც ალა­პა­რაკ­და ხალ­ხი, რომ მათ უკან თბი­ლი­სის მე­რის ცოლი ლელა კი­ლა­ძე იდგა, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ერ­თპი­როვ­ნუ­ლად წყვეტ­და ყვე­ლა­ფერს.

მოკ­ლედ, რო­გორც გა­ვი­გე, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მომ­ღერ­ლე­ბი შე­უკ­რე­ბი­ათ და უთ­ქვამთ, რომ ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე ერთ, მაქ­სი­მუმ ორ სიმ­ღე­რას შე­ას­რუ­ლებ­დნენ და ამა­ში 1000 ლარს გა­და­უხ­დიდ­ნენ. გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ ლელა წურ­წუ­მია და მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლან, რომ­ლებ­საც 2500 ლარს შეჰ­პირ­დნენ. ეს ამ­ბა­ვი დუეტ "ჯორ­ჯი­ას" გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია. რად­გან ორნი ვართ, ჩვენ იმ­დე­ნი გა­დაგ­ვი­ხა­დეთ, რომ რამ­დენ­საც და­ნარ­ჩენ მომ­ღერ­ლებს უხ­დით, იმ­დე­ნი შეგ­ვხვდე­სო. მათი პრო­ტეს­ტი არ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ათ და დუეტ "ჯორ­ჯი­ა­საც" გა­და­უ­წყვე­ტია, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ კონ­ცერ­ტებ­ში არ მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჭო­რის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად რატი დურ­გლიშ­ვილს და­ვუ­რე­კე.

- რატი, დუ­ეტ­მა "ჯორ­ჯი­ამ" რა­ტომ თქვა სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი?

- ჩვენ მარ­თლაც არ მიგ­ვი­ღია ამ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მე და მა­კამ ვთქვით, რომ მსმე­ნე­ლი ორი­ვე მხა­რეს გვყავს.

- თუ იყა­ვით იმ შეხ­ვედ­რა­ზე, სა­დაც მომ­ღერ­ლებს კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობა შეს­თა­ვა­ზეს და თქვენ თან­ხის ოდე­ნო­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეთ?

- ეს ძა­ლი­ან პი­რა­დუ­ლი სა­კი­თხია. ზო­გა­დად თან­ხებ­ზე ხმა­მაღ­ლა არ ლა­პა­რა­კო­ბენ. ჩემი აზ­რით, ეს სა­კი­თხი მკი­თხვე­ლის­თვი­საც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი უნდა იყოს.

- თან­ხა­ზე რომ შე­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვით, მი­ი­ღებ­დით კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- თან­ხის გარ­და კი­დევ სხვა სა­კი­თხე­ბი იყო.

- კი­დევ რა მი­ზე­ზით თქვით უარი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე?

- ამ კი­თხვას უპა­სუ­ხოდ დავ­ტო­ვებ. ბევ­რი სხვა მი­ზე­ზი გვქონ­და იმის­თვის, რომ ამ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მიგ­ვე­ღო. უბ­რა­ლოდ, ახლა არ არის სა­ჭი­რო ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კი.

- მა­ინც ჩა­გე­კი­თხე­ბით, თან­ხა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა?

- თა­ვის­თა­ვად იყო თან­ხა­ზეც სა­უბა­რი, თუმ­ცა ეს არ ყო­ფი­ლა მთა­ვა­რი, რის გა­მოც კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვით.

- ანუ, შენი და მა­კას პო­ლი­ტი­კურ­მა შე­ხედ­ულე­ბამ ითა­მა­შა ამა­ში რა­ი­მე როლი?

- არა, სულ სხვა პი­რა­დუ­ლი ამ­ბა­ვი იყო. არ გე­წყი­ნოთ, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით ისეთ კი­თხვას მის­ვამთ, სახ­ლში რომ მივ­დი­ვარ, რას ვჭამ.

- ვერ და­გე­თან­ხმე­ბით. ბევ­რად გან­სხვა­ვე­ბულ კი­თხვებს ვსვამ.

- მთა­ვა­რი ისაა, რომ ჩვენ არ გვინ­დო­და ამ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პა­სუ­ხი ყვე­ლა კი­თხვა­ზე მაქვს... უბ­რა­ლოდ, მე მომ­ღე­რა­ლი ვარ და მსგავ­სი სა­კი­თხე­ბი ჩემ­თვის ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა. მომ­ღე­რა­ლი ვარ, ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ და როცა მთა­ვა­ზო­ბენ რო­მე­ლი­მე კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ან ვთან­ხმდე­ბი, ან - არა.

მოკ­ლედ, ამ შემ­თხვე­ვა­ში რატი გუ­ლახ­დი­ლო­ბით ნამ­დვი­ლად არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა, ვფიქ­რობთ, მკი­თხველს დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა არ გა­უ­ჭირ­დე­ბა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

რატომ თქვა დუეტმა "ჯორჯიამ" უარი ხელისუფლების მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობაზე

რატომ თქვა დუეტმა "ჯორჯიამ" უარი ხელისუფლების მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობაზე

არჩევნების წინ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ კონცერტებში ბევრი მომღერალი მონაწილეობდა. ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ ზოგიერთმა კონცერტებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ზოგი კი იმ მოტივით, რომ მომღერალია და სადაც დაუძახებენ, ყველგან იმღერებს, წინასაარჩევნო გამოსვლებს აგრძელებდა. ზოგსაც მართლა გულით უყვარდა და მოსწონდა ხელისუფლება და ამას არც მალავდნენ. მოკლედ, არჩევნები დამთავრდა და ბევრ რამეს მოეფინა ნათელი.

სამთავრობო კონცერტებს რომ კახუჩელა და სტეფანე ლობირებდნენ, სოლიდურ გასამრჯელოებს იღებდნენ და საკუთარი გემოვნებით არჩევდნენ მონაწილე მომღერლებს, ამაზე მანამდეც ბევრი ლაპარაკობდა, თუმცა ბოლოს იმაზეც ალაპარაკდა ხალხი, რომ მათ უკან თბილისის მერის ცოლი ლელა კილაძე იდგა, რომელიც, როგორც ამბობენ, ერთპიროვნულად წყვეტდა ყველაფერს.

მოკლედ, როგორც გავიგე, არჩევნებამდე მომღერლები შეუკრებიათ და უთქვამთ, რომ ყველა კონცერტზე ერთ, მაქსიმუმ ორ სიმღერას შეასრულებდნენ და ამაში 1000 ლარს გადაუხდიდნენ. გამონაკლისი მხოლოდ ლელა წურწუმია და მერაბ სეფაშვილი ყოფილან, რომლებსაც 2500 ლარს შეჰპირდნენ. ეს ამბავი დუეტ "ჯორჯიას" გაუპროტესტებია. რადგან ორნი ვართ, ჩვენ იმდენი გადაგვიხადეთ, რომ რამდენსაც დანარჩენ მომღერლებს უხდით, იმდენი შეგვხვდესო. მათი პროტესტი არ გაუთვალისწინებიათ და დუეტ "ჯორჯიასაც" გადაუწყვეტია, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხარდამჭერ კონცერტებში არ მიეღო მონაწილეობა. ჭორის გადასამოწმებლად რატი დურგლიშვილს დავურეკე.

-  რატი, დუეტმა "ჯორჯიამ" რატომ თქვა სამთავრობო კონცერტებში მონაწილეობაზე უარი?

-  ჩვენ მართლაც არ მიგვიღია ამ კონცერტებში მონაწილეობა. მე და მაკამ ვთქვით, რომ მსმენელი ორივე მხარეს გვყავს.

-  თუ იყავით იმ შეხვედრაზე, სადაც მომღერლებს კონცერტებში მონაწილე­ობა შესთავაზეს და თქვენ თანხის ოდენობა გააპროტესტეთ?

-  ეს ძალიან პირადული საკითხია. ზოგადად თანხებზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. ჩემი აზრით, ეს საკითხი მკითხველისთვისაც მეორეხარისხოვანი უნდა იყოს.

-  თანხაზე რომ შეთანხმებულიყავით, მიიღებდით კონცერტებში მონაწილეობას?

-  თანხის გარდა კიდევ სხვა საკითხები იყო.

-  კიდევ რა მიზეზით თქვით უარი ხელისუფლების მხარდამჭერ კონცერტში მონაწილეობაზე?

-  ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ. ბევრი სხვა მიზეზი გვქონდა იმისთვის, რომ ამ კონცერტებში მონაწილეობა არ მიგვეღო. უბრალოდ, ახლა არ არის საჭირო ამ ყველაფერზე ლაპარაკი.

-  მაინც ჩაგეკითხებით, თანხაზე საუბარი არ ყოფილა?

-  თავისთავად იყო თანხაზეც სა­უბარი, თუმცა ეს არ ყოფილა მთავარი, რის გამოც კონცერტებში მონაწილეობაზე უარი ვთქვით.

-  ანუ, შენი და მაკას პოლიტიკურმა შეხედ­ულებამ ითამაშა ამაში რაიმე როლი?

-  არა, სულ სხვა პირადული ამბავი იყო. არ გეწყინოთ, მაგრამ დაახლოებით ისეთ კითხვას მისვამთ, სახლში რომ მივდივარ, რას ვჭამ.

-  ვერ დაგეთანხმებით. ბევრად განსხვავებულ კითხვებს ვსვამ.

-  მთავარი ისაა, რომ ჩვენ არ გვინდოდა ამ კონცერტებში მონაწილეობა. პასუხი ყველა კითხვაზე მაქვს... უბრალოდ, მე მომღერალი ვარ და მსგავსი საკითხები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. მომღერალი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და როცა მთავაზობენ რომელიმე კონცერტში მონაწილეობას, ან ვთანხმდები, ან - არა.

მოკლედ, ამ შემთხვევაში რატი გულახდილობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, თუმცა, ვფიქრობთ, მკითხველს დასკვნების გამოტანა არ გაუჭირდება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება