პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ვარდოსანიძის იდუმალი ადგილები, მისტიკა და სინანულის ხიბლი
გიორგი ვარდოსანიძის იდუმალი ადგილები, მისტიკა და სინანულის ხიბლი

"სა­კუ­თარ თავს გა­მოც­დას ხში­რად უწყობს. ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლეა, მაგ­რამ შე­უძ­ლია, სას­ტი­კი მტე­რიც იყოს. ხში­რად შუ­რის­ძი­ე­ბა­ზეც მი­დის, მაგ­რამ ამას იმ­დე­ნად ჩუ­მად აკე­თებს, ბევ­რი ვერ ხვდე­ბა", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი დრა­კო­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბულ კირჩხიბს, ეს კი მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია. გი­ორ­გი არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი ას­ტრო-ფსი­ქო­პორ­ტრე­ტის და­ხატ­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რა, არა­მედ პრო­ექ­ტზე - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" და "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ის ახალ ფილ­მებ­ზეც გვე­სა­უბ­რა.

- ამ მეც­ნი­ე­რე­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი არც ერთ ასაკ­ში არ ვყო­ფილ­ვარ. მა­ინ­ტე­რე­სებს, ას­ტრო­ლო­გე­ბი ჩემ­ზე რას ამ­ბო­ბენ?

- "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რეა. გეგ­მე­ბით ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლია, შე­ზღუდ­ვე­ბი - კლავს..."

- თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე ნამ­დვი­ლად ვარ, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ გეგ­მე­ბით ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია; - პი­რი­ქით, როცა ვიღ­ვი­ძებ და არ ვიცი, იმ დღეს რა უნდა გა­ვა­კე­თო, სად უნდა წა­ვი­დე, ეს "მკლავს". ზოგ­ჯერ, როცა ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბი, უსაქ­მოდ ყოფ­ნას ვნატ­რობ, მაგ­რამ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა 1 სა­ათ­ში მბეზ­რდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ზღუდ­ვებს, დოგმებს, ჩარ­ჩო­ებს - ამას ვერ ვე­გუ­ე­ბი. თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასი არა­ფე­რი არ არის.

- როცა ვინ­მე შენს შე­ზღუდ­ვას ცდი­ლობს, ამა­ზე რო­გორ რე­ა­გი­რებ?

- ვუ­ზღუ­დავ ცხოვ­რე­ბას (იცი­ნის)... ამ დროს აგ­რე­სი­უ­ლიც კი ვხდე­ბი. ზოგ­ჯერ ცდი­ლო­ბენ, სა­კუ­თა­რი აზრი თავს მო­მახ­ვი­ონ, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად გა­მოს­დით.

- "დრა­კო­ნი ენერ­გი­უ­ლი და და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლია".

- სრუ­ლი სი­მარ­თლეა.

- თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხარ?

- ზო­მი­ე­რად. ძა­ლი­ან თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი თუ იქ­ნე­ბი, "გა­ი­ყი­ნე­ბი", ვე­ღარ გან­ვი­თარ­დე­ბი.

- "სა­კუ­თარ თავს გა­მოც­დას ხში­რად უწყობს".

- გა­მუდ­მე­ბით სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა­ში ვარ. ვფიქ­რობ, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ერ­თგვა­რი გა­მოც­დაა. მა­ინ­ტე­რე­სებს, პლას­ტი­კა სა­დამ­დე "მე­ყო­ფა". შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! პირ­ვე­ლი­ვე სე­ზონ­ზე მქონ­და და ჩემი სურ­ვი­ლიც იყო, მე­ცეკ­ვა, მაგ­რამ მა­შინ გას­ტროლ­ზე ვი­ყა­ვი და პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. დამ­პირ­დნენ, შემ­დეგ სე­ზონ­ზე ჩაგრთავ­თო და მი­ხა­რია, რომ ახლა პრო­ექ­ტში ვარ. სხვა თუ არა­ფე­რი, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად დავ­დე­ქი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე. ისე, არ და­გი­მა­ლავთ და, ძა­ლი­ან მინ­და, მო­ვი­გო.

- სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას პარტნი­ო­რო­ბა რთუ­ლი არ არის?

- თუ ვინ­მე ისე შე­მომ­ხე­დავს, რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვეს და სა­ლო­მეს­თან გა­მა­ი­გი­ვებს, ეს სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბა. ცხა­დია, სა­ლო­მეს დო­ნემ­დე ვე­რას­დროს მი­ვალ. მას­თან ცეკ­ვა კომ­ფორ­ტია. ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ყო­ვე­ლი შე­ხე­ბით გეხ­მა­რე­ბა, მი­მარ­თუ­ლე­ბას გაძ­ლევს, გან­წყო­ბას გიქ­მნის.

- "ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავს, მაგ­რამ გუ­ლის სიღ­რმე­ში ჩა­კე­ტი­ლია".

- მარ­თლა ბევ­რი ახლო მე­გო­ბა­რი მყავს, მაგ­რამ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მეს­თან "ვიხ­სნე­ბი" ბო­ლომ­დე. ადა­მი­ა­ნებს ძნე­ლად ვი­მე­გობ­რებ. გუ­ლის სიღ­რმე­ში მარ­თლა ჩა­კე­ტი­ლი ვარ.

- "ის ზოგ­ჯერ ფი­ცხი და უტაქ­ტოა".

- კი ბა­ტო­ნო, ასეა. ზრდი­ლო­ბა არ მეშ­ლე­ბა, მაგ­რამ უტაქ­ტო მა­შინ ვხდე­ბი, როცა ნერ­ვებს ვერ ვი­მორ­ჩი­ლებ. თუ ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ მარ­თა­ლი არ ვარ, ბო­დიშს ვიხ­დი.

- "ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბას ხში­რად აღ­წევს".

- შრო­მის­მოყ­ვა­რე და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვარ. თუ რა­მეს მო­ვინ­დო­მებ, მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევ. ისიც უნდა ვთქვა, რომ იღ­ბა­ლიც მწყა­ლობს.

- "ნაკ­ლე­ბად მე­ო­ჯა­ხეა; შინ გა­ჩე­რე­ბას გა­რეთ ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნია".

- არ ვიცი, რო­გორ გი­პა­სუ­ხო, რად­გან ას­ტრო­ლო­გებს თან ვე­თან­ხმე­ბი, თან - არა. ვერ ვი­ტყვი, რომ სახ­ლში ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ სულ გა­რეთ ყოფ­ნაც არ მომ­წონს.

- ბრძა­ნე­ბე­ბის გა­ცე­მა გიყ­ვარს?

- არა. მე ვინ ვარ, რომ ბრძა­ნე­ბე­ბი გავ­ცე? არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის ფე­ნე­ბად და­ყო­ფა. ბრძა­ნე­ბას იძ­ლე­ვი მა­შინ, როცა ადა­მი­ანს ზე­მო­დან უყუ­რებ, მე კი ზე­მო­დან არა­ვის ვუ­ყუ­რებ. არ მომ­წონს, როცა ვი­ღაც ადა­მი­ა­ნის და­ჩაგ­ვრას ცდი­ლობს.

- "უყ­ვარს ფუ­ლის ხარ­ჯვა და არ იცის, რა არის სი­ტყვა - "დაგ­რო­ვე­ბა"...

- ეგ კი, ზუს­ტად ჩემ­ზეა ნათ­ქვა­მი.

- შენი შე­მო­სა­ვა­ლი ვის ხმარ­დე­ბა?

- თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დიდი ნა­წი­ლი მე­გობ­რებს ხმარ­დე­ბა, ნა­წი­ლი - შეყ­ვა­რე­ბულს (გი­ორ­გის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი თამ­თა შა­ლამ­ბე­რი­ძე გახ­ლავთ. - ავტ.).

- "აზარ­ტუ­ლია და ხში­რად იღებს რის­კი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას".

- რის­კზე წას­ვლა მიყ­ვარს. უმე­ტე­სად მი­მარ­თლებს, მაგ­რამ იმედ­გაც­რუ­ე­ბაც მქო­ნია და გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი მი­ნა­ნია კი­დეც, მაგ­რამ სი­ნა­ნულ­საც თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი აქვს.

- "დრა­კონს უყ­ვარს უც­ნა­უ­რო­ბე­ბი, მოს­წონს იდუ­მა­ლი ად­გი­ლე­ბი".

- იდუ­მალ ად­გი­ლებ­ზე ვგიჟ­დე­ბი. ბავ­შვო­ბი­დან მის­ტი­კი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა მაქვს. ალ­ბათ, ბევ­რის­თვის სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ შე­მიძ­ლია, სუ­ლე­ბის სა­ძებ­ნე­ლად სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე დღე და ღამე ვი­ა­რო. იდუ­მალ ად­გი­ლებ­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. იქ ჩემი სამ­ყა­როა.

- "სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რია. უყ­ვარს ბავ­შვო­ბის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა".

- ძა­ლი­ან სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი ვარ. ბოლო დროს ხში­რად ვტი­რი. მოკ­ლედ, "შიშ­ვე­ლი" ნერ­ვე­ბი მაქვს. ზოგ­ჯერ თვალ­ზე ცრემ­ლი ისე­თი უაზ­რო­ბის გამო მო­მად­გე­ბა, რომ მერე სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ცი­ნი.

- შენს ცრემლზე სხვას რომ გა­ე­ცი­ნოს, რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- მეც გა­მე­ცი­ნე­ბა... ბავ­შვო­ბის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლე­ბი ახ­სე­ნე - ამო­ჩე­მე­ბუ­ლი მაქვს ად­გი­ლე­ბი, სა­დაც სი­ა­რუ­ლი მარ­ტოს მირ­ჩევ­ნია.

- ასე­თი ად­გი­ლე­ბი სად არის?

- ბავ­შვო­ბა­ში სო­ფელ ქსან­ში ხში­რად ჩავ­დი­ო­დი. იქ მიყ­რუ­ე­ბულ ად­გი­ლებ­ში ყოფ­ნა დღე­საც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თუმ­ცა, ამ სო­ფელ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თა­დაც ხში­რად ჩავ­დი­ვარ.

- ეგო­ის­ტი­აო, - ამ­ბო­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი...

- (იცი­ნის) დე­დი­სერ­თა ვარ, მაგ­რამ ჩემი ეგო­ის­ტო­ბით არა­ვის ვა­წუ­ხებ.

- თა­ვად წუხ­დე­ბი?

- ხან­და­ხან. რამ­დენ­ჯერ­მე სა­კუ­თა­რი თავი ისეთ რა­მე­ში გა­მო­ვი­ჭი­რე, რაც არ მო­მე­წო­ნა.

- "მარ­ტი­ვად უყ­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძნე­ლია მო­ან­დო­მო ოჯა­ხის შექ­მნა".

- მარ­ტი­ვად არ მიყ­ვარ­დე­ბა, მგო­ნი - პი­რი­ქით უფ­როა. 3 წლის წინ მარ­ტი­ვად ჩემი და თამ­თას შეყ­ვა­რე­ბაც არ მომ­ხდა­რა...

- შენ და თამ­თა და­ო­ჯა­ხე­ბას არ აპი­რებთ?

- ვა­პი­რებთ, მაგ­რამ არა - ახლო მო­მა­ვალ­ში. ოჯა­ხი ჩემ­თვის სიწ­მინ­დეა. არ მომ­წონს, როცა ცოლ-ქმა­რი ერ­თმა­ნეთს შორ­დე­ბა.

- ეჭ­ვი­ა­ნი ხარ?

- კი.

- თამ­თა ამის გამო არ გსაყ­ვე­დუ­რობს?

- ზო­მი­ე­რად, მაგ­რამ მა­ინც, თა­ვა­დაც ეჭ­ვი­ა­ნია. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს.

- "ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე და რთუ­ლი ბუ­ნე­ბის პატ­რო­ნია; ზოგ­ჯერ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, ზოგ­ჯერ კი ბავ­შვი­ვით და­უც­ვე­ლია".

- ალ­ბათ ეგ­რეა. სი­მარ­თლე გი­თხრა, სა­კუ­თარ თავ­ზე ამ­დე­ნი არ მი­ფიქ­რია.

- უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდა რა დროს გაქვს?

- როცა ახ­ლო­ბელს რა­ღაც უჭირს და ვერ ვეხ­მა­რე­ბი, როცა ძალა არ შემ­წევს, რა­ღაც შევ­ცვა­ლო.

- "ხში­რად მე­ლან­ქო­ლი­ის ტყვე­ო­ბა­შია".

- ძა­ლი­ან ხში­რად ვარ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. რთუ­ლია ჩემი უგუ­ნე­ბო­ბის გარ­კვე­ვა. მე­ლან­ქო­ლია ჩემ­გან ისე­ვე და­უ­კი­თხა­ვად მი­დის, რო­გორც მო­დის.

- "ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით უფრო მოქ­მე­დებს, ვიდ­რე - გო­ნე­ბით".

- როცა გო­ნე­ბა ერთს მე­უბ­ნე­ბა და გული სხვას მიგ­რძნობს, ამ დროს ინ­ტუ­ი­ცი­ას ვენ­დო­ბი. ინ­ტუ­ი­ცი­ას ჩემ­თვის თით­ქმის არას­დროს უღა­ლა­ტია.

- "თუ კე­თი­ლად ეპყრო­ბი­ან, მისი მარ­თვა ად­ვი­ლია, თუ რა­მეს აი­ძუ­ლებ, ად­გი­ლი­დან არ და­იძ­ვრე­ბა".

- ტკბი­ლი სი­ტყვით ჩემი და­ყო­ლი­ე­ბა ად­ვი­ლია, მაგ­რამ თუ ვინ­მე ჯი­ქურ წა­მო­ვა, კლდე­სა­ვით დავ­ხვდე­ბი.

- "ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლეა, მაგ­რამ შე­უძ­ლია, სას­ტი­კი მტე­რიც იყოს".

- სას­ტი­კი მტე­რი არა­ვის­თვის ვყო­ფილ­ვარ. სა­ერ­თო­დაც, ვცდი­ლობ, მტრე­ბის გა­რე­შე ვი­ცხოვ­რო, მაგ­რამ გულ­ში ცუ­დად ჩარ­ჩე­ნილ წყე­ნას ად­ვი­ლად ვერ ვი­ვი­წყებ.

- შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე გი­ფიქ­რია?

- არა მარ­ტო მი­ფიქ­რია, არა­მედ შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი და­მიკ­მა­ყო­ფი­ლე­ბია კი­დეც.

- "ხში­რად შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე მი­დის, მაგ­რამ ამას იმ­დე­ნად ჩუ­მად აკე­თებს, ვე­რა­ვინ ხვდე­ბა".

- შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ან­ზე შური მალე ვერ ვი­ძიო, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როს ადრე თუ გვი­ან, მა­ინც გა­და­ვუხ­დი.

- "მისი ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ანს ეს­მის".

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს "ცოტა" არ­სე­ბობს. არა­ერ­თხელ მქო­ნია გან­ცდა, რომ ჩემი არ ეს­მით.

- "კირჩხიბს თუ რამე სურს, მთე­ლი ძა­ლით ჩა­აფ­რინ­დე­ბა და ხე­ლი­დან ვე­რა­ვინ გა­აგ­დე­ბი­ნებს".

- შე­მიძ­ლია, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ბო­ლომ­დე, თავ­გან­წირ­ვით ვიბ­რძო­ლო.

- "ყვე­ლა კირჩხი­ბი უსა­ფუძ­ვლოდ მში­შა­რაა".

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ შიშს ვებ­რძვი და ვცდი­ლობ, და­ვა­მარ­ცხო. ერ­თა­დერ­თი შიში, რო­მელ­საც დღემ­დე ვერ მო­ვე­რიე, დე­ნის ში­შია. მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი რომ მომ­ცე, ნა­თუ­რას ვერ გა­მოვ­ცვლი. ბავ­შვო­ბა­ში დენ­მა და­მარ­ტყა და შიში მას შემ­დეგ დამ­ჩემ­და.

- გი­ორ­გი, ას­ტრო­ლო­გე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა რო­გორ მო­გე­წო­ნა?

- ბევ­რი რამ და­ემ­თხვა. ეს ინ­ტერ­ვიუ ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

- გარ­და იმი­სა, რომ პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ობ, შენ­კენ რა სი­ახ­ლეა?

- თე­ატ­რში უსაქ­მუ­რო­ბის პე­რი­ო­დი მაქვს. ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე კო­მე­დი­ა­ში მი­ღებს, რომ­ლის სცე­ნა­რიც "კა­ცე­ბის შოუს" პრინ­ციპ­ზეა აგე­ბუ­ლი. ფილმში კა­კა­ბა­ძე, ჯა­ნე­ლი­ძე, ლა­ბა­ძე და ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ თავს თა­მა­შო­ბენ, მე კი გეის ვა­სა­ხი­ე­რებ; პა­ტა­რა რო­ლია, მაგ­რამ სა­სა­ცი­ლო. მოქ­მე­დე­ბა ბარ­ში ვი­თარ­დე­ბა.

- ამ როლ­ზე მუ­შა­ო­ბა შენ­თვის რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა?

- სა­ხა­ლი­სოა. გეის რო­ლის მორ­გე­ბა არ მი­ჭირს. მთა­ვა­რია, კაც­თან კოც­ნის სცე­ნე­ბი არ მქონ­დეს და ასე­თი პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბა­ში პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ. ახლო მო­მა­ვალ­ში კი­დევ 2 ფილმში უნდა გა­და­მი­ღონ, მაგ­რამ ამ ფილ­მებ­ზე ჯერ ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

გიორგი ვარდოსანიძის იდუმალი ადგილები, მისტიკა და სინანულის ხიბლი

გიორგი ვარდოსანიძის იდუმალი ადგილები, მისტიკა და სინანულის ხიბლი

"საკუთარ თავს გამოცდას ხშირად უწყობს. ძალიან მოსიყვარულეა, მაგრამ შეუძლია, სასტიკი მტერიც იყოს. ხშირად შურისძიებაზეც მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ბევრი ვერ ხვდება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის ზოდიაქოს ნიშანია. გიორგი არა მარტო საკუთარი ასტრო-ფსიქოპორტრეტის დახატვაში დაგვეხმარა, არამედ პროექტზე - "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ღამის შოუს" სტუდიის ახალ ფილმებზეც გვესაუბრა.

- ამ მეცნიერებით გატაცებული არც ერთ ასაკში არ ვყოფილვარ. მაინტერესებს, ასტროლოგები ჩემზე რას ამბობენ?

- "თავისუფლების მოყვარეა. გეგმებით ცხოვრება არ შეუძლია, შეზღუდვები - კლავს..."

- თავისუფლების მოყვარე ნამდვილად ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გეგმებით ცხოვრება არ შემიძლია; - პირიქით, როცა ვიღვიძებ და არ ვიცი, იმ დღეს რა უნდა გავაკეთო, სად უნდა წავიდე, ეს "მკლავს". ზოგჯერ, როცა ძალიან ვიღლები, უსაქმოდ ყოფნას ვნატრობ, მაგრამ ეს მდგომარეობა 1 საათში მბეზრდება. რაც შეეხება შეზღუდვებს, დოგმებს, ჩარჩოებს - ამას ვერ ვეგუები. თავისუფლების ფასი არაფერი არ არის.

- როცა ვინმე შენს შეზღუდვას ცდილობს, ამაზე როგორ რეაგირებ?

- ვუზღუდავ ცხოვრებას (იცინის)... ამ დროს აგრესიულიც კი ვხდები. ზოგჯერ ცდილობენ, საკუთარი აზრი თავს მომახვიონ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად გამოსდით.

- "დრაკონი ენერგიული და დაუმორჩილებელია".

- სრული სიმართლეა.

- თავდაჯერებული ხარ?

- ზომიერად. ძალიან თავდაჯერებული თუ იქნები, "გაიყინები", ვეღარ განვითარდები.

- "საკუთარ თავს გამოცდას ხშირად უწყობს".

- გამუდმებით საკუთარი თავის ძიებაში ვარ. ვფიქრობ, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა ერთგვარი გამოცდაა. მაინტერესებს, პლასტიკა სადამდე "მეყოფა". შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! პირველივე სეზონზე მქონდა და ჩემი სურვილიც იყო, მეცეკვა, მაგრამ მაშინ გასტროლზე ვიყავი და პროექტში მონაწილეობა ვერ მოვახერხე. დამპირდნენ, შემდეგ სეზონზე ჩაგრთავთო და მიხარია, რომ ახლა პროექტში ვარ. სხვა თუ არაფერი, ცხოვრებაში პირველად დავდექი რუსთაველის თეატრის სცენაზე. ისე, არ დაგიმალავთ და, ძალიან მინდა, მოვიგო.

- სალომე ჭაჭუას პარტნიორობა რთული არ არის?

- თუ ვინმე ისე შემომხედავს, როგორც მოცეკვავეს და სალომესთან გამაიგივებს, ეს სასაცილო იქნება. ცხადია, სალომეს დონემდე ვერასდროს მივალ. მასთან ცეკვა კომფორტია. ის პროფესიონალია, ყოველი შეხებით გეხმარება, მიმართულებას გაძლევს, განწყობას გიქმნის.

- "ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია".

- მართლა ბევრი ახლო მეგობარი მყავს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმესთან "ვიხსნები" ბოლომდე. ადამიანებს ძნელად ვიმეგობრებ. გულის სიღრმეში მართლა ჩაკეტილი ვარ.

- "ის ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა".

- კი ბატონო, ასეა. ზრდილობა არ მეშლება, მაგრამ უტაქტო მაშინ ვხდები, როცა ნერვებს ვერ ვიმორჩილებ. თუ ვაცნობიერებ, რომ მართალი არ ვარ, ბოდიშს ვიხდი.

- "ცხოვრებაში წარმატებას ხშირად აღწევს".

- შრომისმოყვარე და მიზანდასახული ვარ. თუ რამეს მოვინდომებ, მიზანს აუცილებლად მივაღწევ. ისიც უნდა ვთქვა, რომ იღბალიც მწყალობს.

- "ნაკლებად მეოჯახეა; შინ გაჩერებას გარეთ ყოფნა ურჩევნია".

- არ ვიცი, როგორ გიპასუხო, რადგან ასტროლოგებს თან ვეთანხმები, თან - არა. ვერ ვიტყვი, რომ სახლში ჩაკეტილი ადამიანი ვარ, მაგრამ სულ გარეთ ყოფნაც არ მომწონს.

- ბრძანებების გაცემა გიყვარს?

- არა. მე ვინ ვარ, რომ ბრძანებები გავცე? არ მიყვარს ადამიანების ფენებად დაყოფა. ბრძანებას იძლევი მაშინ, როცა ადამიანს ზემოდან უყურებ, მე კი ზემოდან არავის ვუყურებ. არ მომწონს, როცა ვიღაც ადამიანის დაჩაგვრას ცდილობს.

- "უყვარს ფულის ხარჯვა და არ იცის, რა არის სიტყვა - "დაგროვება"...

- ეგ კი, ზუსტად ჩემზეა ნათქვამი.

- შენი შემოსავალი ვის ხმარდება?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ნაწილი მეგობრებს ხმარდება, ნაწილი - შეყვარებულს (გიორგის შეყვარებული მომღერალი თამთა შალამბერიძე გახლავთ. - ავტ.).

- "აზარტულია და ხშირად იღებს რისკიან გადაწყვეტილებას".

- რისკზე წასვლა მიყვარს. უმეტესად მიმართლებს, მაგრამ იმედგაცრუებაც მქონია და გადადგმული ნაბიჯი მინანია კიდეც, მაგრამ სინანულსაც თავისებური ხიბლი აქვს.

- "დრაკონს უყვარს უცნაურობები, მოსწონს იდუმალი ადგილები".

- იდუმალ ადგილებზე ვგიჟდები. ბავშვობიდან მისტიკისადმი მიდრეკილება მაქვს. ალბათ, ბევრისთვის სასაცილოა, მაგრამ შემიძლია, სულების საძებნელად სასაფლაოებზე დღე და ღამე ვიარო. იდუმალ ადგილებში თავს კომფორტულად ვგრძნობ. იქ ჩემი სამყაროა.

- "სენტიმენტალურია. უყვარს ბავშვობის საყვარელი ადგილების მონახულება".

- ძალიან სენტიმენტალური ვარ. ბოლო დროს ხშირად ვტირი. მოკლედ, "შიშველი" ნერვები მაქვს. ზოგჯერ თვალზე ცრემლი ისეთი უაზრობის გამო მომადგება, რომ მერე საკუთარ თავზე ვიცინი.

- შენს ცრემლზე სხვას რომ გაეცინოს, როგორი რეაქცია გექნება?

- მეც გამეცინება... ბავშვობის საყვარელი ადგილები ახსენე - ამოჩემებული მაქვს ადგილები, სადაც სიარული მარტოს მირჩევნია.

- ასეთი ადგილები სად არის?

- ბავშვობაში სოფელ ქსანში ხშირად ჩავდიოდი. იქ მიყრუებულ ადგილებში ყოფნა დღესაც ძალიან მიყვარს. თუმცა, ამ სოფელში მეგობრებთან ერთადაც ხშირად ჩავდივარ.

- ეგოისტიაო, - ამბობენ ასტროლოგები...

- (იცინის) დედისერთა ვარ, მაგრამ ჩემი ეგოისტობით არავის ვაწუხებ.

- თავად წუხდები?

- ხანდახან. რამდენჯერმე საკუთარი თავი ისეთ რამეში გამოვიჭირე, რაც არ მომეწონა.

- "მარტივად უყვარდება, მაგრამ ძალიან ძნელია მოანდომო ოჯახის შექმნა".

- მარტივად არ მიყვარდება, მგონი - პირიქით უფროა. 3 წლის წინ მარტივად ჩემი და თამთას შეყვარებაც არ მომხდარა...

- შენ და თამთა დაოჯახებას არ აპირებთ?

- ვაპირებთ, მაგრამ არა - ახლო მომავალში. ოჯახი ჩემთვის სიწმინდეა. არ მომწონს, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს შორდება.

- ეჭვიანი ხარ?

- კი.

- თამთა ამის გამო არ გსაყვედურობს?

- ზომიერად, მაგრამ მაინც, თავადაც ეჭვიანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთი გვიყვარს.

- "ძალიან მგრძნობიარე და რთული ბუნების პატრონია; ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია".

- ალბათ ეგრეა. სიმართლე გითხრა, საკუთარ თავზე ამდენი არ მიფიქრია.

- უსუსურობის განცდა რა დროს გაქვს?

- როცა ახლობელს რაღაც უჭირს და ვერ ვეხმარები, როცა ძალა არ შემწევს, რაღაც შევცვალო.

- "ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია".

- ძალიან ხშირად ვარ ასეთ სიტუაციაში. რთულია ჩემი უგუნებობის გარკვევა. მელანქოლია ჩემგან ისევე დაუკითხავად მიდის, როგორც მოდის.

- "ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო მოქმედებს, ვიდრე - გონებით".

- როცა გონება ერთს მეუბნება და გული სხვას მიგრძნობს, ამ დროს ინტუიციას ვენდობი. ინტუიციას ჩემთვის თითქმის არასდროს უღალატია.

- "თუ კეთილად ეპყრობიან, მისი მართვა ადვილია, თუ რამეს აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება".

- ტკბილი სიტყვით ჩემი დაყოლიება ადვილია, მაგრამ თუ ვინმე ჯიქურ წამოვა, კლდესავით დავხვდები.

- "ძალიან მოსიყვარულეა, მაგრამ შეუძლია, სასტიკი მტერიც იყოს".

- სასტიკი მტერი არავისთვის ვყოფილვარ. საერთოდაც, ვცდილობ, მტრების გარეშე ვიცხოვრო, მაგრამ გულში ცუდად ჩარჩენილ წყენას ადვილად ვერ ვივიწყებ.

- შურისძიებაზე გიფიქრია?

- არა მარტო მიფიქრია, არამედ შურისძიების სურვილი დამიკმაყოფილებია კიდეც.

- "ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ვერავინ ხვდება".

- შეიძლება, ადამიანზე შური მალე ვერ ვიძიო, მაგრამ სამაგიეროს ადრე თუ გვიან, მაინც გადავუხდი.

- "მისი ძალიან ცოტა ადამიანს ესმის".

- საბედნიეროდ, ეს "ცოტა" არსებობს. არაერთხელ მქონია განცდა, რომ ჩემი არ ესმით.

- "კირჩხიბს თუ რამე სურს, მთელი ძალით ჩააფრინდება და ხელიდან ვერავინ გააგდებინებს".

- შემიძლია, მიზნის მისაღწევად ბოლომდე, თავგანწირვით ვიბრძოლო.

- "ყველა კირჩხიბი უსაფუძვლოდ მშიშარაა".

- მთელი ცხოვრება ამ შიშს ვებრძვი და ვცდილობ, დავამარცხო. ერთადერთი შიში, რომელსაც დღემდე ვერ მოვერიე, დენის შიშია. მილიარდი დოლარი რომ მომცე, ნათურას ვერ გამოვცვლი. ბავშვობაში დენმა დამარტყა და შიში მას შემდეგ დამჩემდა.

- გიორგი, ასტროლოგების დახასიათება როგორ მოგეწონა?

- ბევრი რამ დაემთხვა. ეს ინტერვიუ ჩემთვის საინტერესო იყო.

- გარდა იმისა, რომ პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობ, შენკენ რა სიახლეა?

- თეატრში უსაქმურობის პერიოდი მაქვს. ირაკლი კაკაბაძე კომედიაში მიღებს, რომლის სცენარიც "კაცების შოუს" პრინციპზეა აგებული. ფილმში კაკაბაძე, ჯანელიძე, ლაბაძე და ვახტანგიშვილი საკუთარ თავს თამაშობენ, მე კი გეის ვასახიერებ; პატარა როლია, მაგრამ სასაცილო. მოქმედება ბარში ვითარდება.

- ამ როლზე მუშაობა შენთვის რამდენად საინტერესოა?

- სახალისოა. გეის როლის მორგება არ მიჭირს. მთავარია, კაცთან კოცნის სცენები არ მქონდეს და ასეთი პერსონაჟის განსახიერებაში პრობლემას ვერ ვხედავ. ახლო მომავალში კიდევ 2 ფილმში უნდა გადამიღონ, მაგრამ ამ ფილმებზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება