პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
"თიბისი ბანკის" განცხადება!
"თიბისი ბანკის" განცხადება!

"თი­ბი­სი ბან­კმა" გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა კომ­პა­ნია "ელიტ ელექტრო­ნიქ­სის" ყო­ფილ მფლო­ბელს, ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძეს. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძე ცდი­ლობს ბან­კი და­ა­შან­ტა­ჟოს - კერ­ძოდ, ითხოვს ბან­კის­გან "ელიტ ელექტრო­ნიქ­სის" აქ­ცი­ე­ბის 100%-ს ისე, რომ უარს ამ­ბობს ბან­კის­გან აღე­ბუ­ლი სეს­ხის, 11 მი­ლი­ო­ნის გა­დახ­და­ზე. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ემუქ­რე­ბა "თი­ბი­სი ბანკს" მისი რე­პუ­ტა­ცი­ი­სა და სა­ხე­ლის შე­ლახ­ვით.

"თი­ბი­სი ბან­კი" მი­იჩ­ნევს, რომ ქო­ქო­ლა­ძე უბ­რა­ლოდ ცდი­ლობს ისარ­გებ­ლოს ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, მო­ის­ხას "ჩაგ­რუ­ლის" მან­ტია, გა­მო­ი­ყე­ნოს მა­ს­მე­დია ია­რა­ღად "თი­ბი­სი ბან­კის" და­შან­ტა­ჟე­ბა­ში და შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

"თი­ბი­სი ბან­კის" მე­ნე­ჯმენ­ტი კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს, რომ "ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძე არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც აიღო "თი­ბი­სი"-სგან და 3 სხვა ბან­კის­გან 26 მი­ლი­ო­ნი ლა­რის სეს­ხე­ბი, თა­ვი­სი არას­წო­რი მარ­თვით მი­იყ­ვა­ნა კომ­პა­ნია იქამ­დე, რომ სეს­ხე­ბი ვერ დაბ­რუნ­და და კომ­პა­ნია აღ­მოჩ­ნდა ფი­ნან­სურ კრი­ზის­ში". ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, "თი­ბი­სი ბან­კი" იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სეს­ხის სა­ნაც­ვლოდ გი­რა­ო­ში ჩა­დე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი სა­სა­მარ­თლო წე­სით სა­კუთ­რე­ბა­ში მი­ე­ღო და გა­ეს­ხვი­სე­ბი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტორ­ზე, რათა რო­გორ­მე სეს­ხი და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. შე­დე­გად, კომ­პა­ნი­ამ გა­ნაგ­რძო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, ბან­კმა სეს­ხის მხო­ლოდ ნა­წი­ლი და­იბ­რუ­ნა და რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ზა­რა­ლი მი­ი­ღო".

"თი­ბი­სი ბან­კის" გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ბან­კი არ აპი­რებს და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ქო­ქო­ლა­ძის შან­ტაჟს და არ მის­ცემს მას მე­დი­ით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას: "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ სა­მარ­თლებ­რი­ვად და მო­რა­ლუ­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თლე­ბი ვართ, გვსურს არა­ვის და, მათ შო­რის, არც ბა­ტონ ან­ზორს არ დარ­ჩეს რა­ი­მე კი­თხვე­ბი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ მას, შან­ტა­ჟის ნაც­ვლად აგ­ვერ­ჩია ისე­თი გამჭვირ­ვა­ლე და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზე­ბი, რო­გო­რი­ცაა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და კერ­ძო არ­ბიტ­რა­ჟი. სამ­წუ­ხა­როდ, ქო­ქო­ლა­ძემ ორი­ვე შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი თქვა, რაც გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ მისი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ნამ­დვი­ლად არ არის", - ნათ­ქვა­მია "თი­ბი­სი ბან­კის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

R

"თიბისი ბანკის" განცხადება!

"თიბისი ბანკის" განცხადება!

"თიბისი ბანკმა" გაავრცელა განცხადება, რომელიც უკავშირდება კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილ მფლობელს, ანზორ ქოქოლაძეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ანზორ ქოქოლაძე ცდილობს ბანკი დააშანტაჟოს - კერძოდ, ითხოვს ბანკისგან "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების 100%-ს ისე, რომ უარს ამბობს ბანკისგან აღებული სესხის, 11 მილიონის გადახდაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება "თიბისი ბანკს" მისი რეპუტაციისა და სახელის შელახვით.

"თიბისი ბანკი" მიიჩნევს, რომ ქოქოლაძე უბრალოდ ცდილობს ისარგებლოს ბოლო დროს განვითარებული ცვლილებებით, მოისხას "ჩაგრულის" მანტია, გამოიყენოს მასმედია იარაღად "თიბისი ბანკის" დაშანტაჟებაში და შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

"თიბისი ბანკის" მენეჯმენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ "ანზორ ქოქოლაძე არის ადამიანი, რომელმაც აიღო "თიბისი"-სგან და 3 სხვა ბანკისგან 26 მილიონი ლარის სესხები, თავისი არასწორი მართვით მიიყვანა კომპანია იქამდე, რომ სესხები ვერ დაბრუნდა და კომპანია აღმოჩნდა ფინანსურ კრიზისში". ბანკის წარმომადგენელთა თქმით, "თიბისი ბანკი" იძულებული გახდა, სესხის სანაცვლოდ გირაოში ჩადებული აქტივები სასამართლო წესით საკუთრებაში მიეღო და გაესხვისებინა საერთაშორისო ინვესტორზე, რათა როგორმე სესხი დაებრუნებინა. შედეგად, კომპანიამ განაგრძო ფუნქციონირება, ბანკმა სესხის მხოლოდ ნაწილი დაიბრუნა და რამდენიმე მილიონი ზარალი მიიღო".

"თიბისი ბანკის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი არ აპირებს დაექვემდებაროს ქოქოლაძის შანტაჟს და არ მისცემს მას მედიით მანიპულირების შესაძლებლობას: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამართლებრივად და მორალურად აბსოლუტურად მართლები ვართ, გვსურს არავის და, მათ შორის, არც ბატონ ანზორს არ დარჩეს რაიმე კითხვები ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ მას, შანტაჟის ნაცვლად აგვერჩია ისეთი გამჭვირვალე და დემოკრატიული გზები, როგორიცაა დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება და კერძო არბიტრაჟი. სამწუხაროდ, ქოქოლაძემ ორივე შეთავაზებაზე უარი თქვა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მთავარი მოტივაცია სამართლიანობის აღდგენა ნამდვილად არ არის", - ნათქვამია "თიბისი ბანკის" განცხადებაში.

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო