პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ერთფეროვანი ანგელა მერკელი
ერთფეროვანი ანგელა მერკელი

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ან­გე­ლა მერ­კელ­ზე ხში­რად ამ­ბო­ბენ - ან­გე­ლამ იცის რა მოს­წონს და მოს­წონს, რაც აც­ვია. ზო­გა­დად, ან­გე­ლა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის რჩე­ვებს ყუ­რა­დღე­ბას არას­დროს აქ­ცევს და მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რებ­ზეც კი სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით იმო­სე­ბა.

კან­ცლერს მუ­დამ ერთი სტი­ლის პი­ჯა­კი აც­ვია - პი­ჯაკს ყო­ველ­თვის სამი ღილი (იშ­ვი­ა­თად ოთხი) და გვერ­დებ­ზე 2 ჯიბე (ერთი მკერ­დზე) აქვს. მერ­კე­ლის სა­მოს­ზე გერ­მა­ნე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ბე­ტი­ნა შო­ენ­ბა­სი ზრუ­ნავს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ Chanel-ის მო­დის სახ­ლის მთა­ვარ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა, კარლ ლა­გერ­ფილდმა გერ­მა­ნი­ის კან­ცლერს გა­რეგ­ნუ­ლი იერი შე­უ­ქო და რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტუ­ლი რჩე­ვაც მის­ცა.

"მთლი­ა­ნო­ბა­ში ის სწო­რად იმო­სე­ბა, თუმ­ცა, თარ­გი უმ­ჯო­ბე­სია, უფრო "აკუ­რა­ტუ­ლი" იყოს, ბლუ­ზა­ზე მოც­მუ­ლი პი­ჯა­კე­ბი კი არ შე­იკ­რას. შარ­ვა­ლიც უკეთ უნდა იყოს აჭ­რი­ლი. თმის ფერი და ვარ­ცხნი­ლო­ბა ყო­ველ­თვის უხ­დე­ბა მის საყ­ვა­რელ ცის­ფერ თვა­ლებს და წაწ­ვე­ტე­ბულ ცხვირს", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ლა­გერ­ფილდმა.

მერ­კელს თით­ქმის არას­დროს აც­ვია კა­ბე­ბი, მის გარ­დე­რობ­ში მხო­ლოდ შარ­ვალ-კოს­ტუ­მე­ბია. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მას ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ საკ­მა­ოდ ერ­თფე­რო­ვა­ნი და მკაც­რი სტი­ლის გამო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

ერთფეროვანი ანგელა მერკელი

ერთფეროვანი ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელზე ხშირად ამბობენ - ანგელამ იცის რა მოსწონს და მოსწონს, რაც აცვია. ზოგადად, ანგელა დიზაინერების რჩევებს ყურადღებას არასდროს აქცევს და მნიშვნელოვან შეხვედრებზეც კი საკუთარი გემოვნებით იმოსება.

კანცლერს მუდამ ერთი სტილის პიჯაკი აცვია - პიჯაკს ყოველთვის სამი ღილი (იშვიათად ოთხი) და გვერდებზე 2 ჯიბე (ერთი მკერდზე) აქვს. მერკელის სამოსზე გერმანელი დიზაინერი ბეტინა შოენბასი ზრუნავს.

რამდენიმე თვის წინ Chanel-ის მოდის სახლის მთავარმა დიზაინერმა, კარლ ლაგერფილდმა გერმანიის კანცლერს გარეგნული იერი შეუქო და რამდენიმე კონკრეტული რჩევაც მისცა.

"მთლიანობაში ის სწორად იმოსება, თუმცა, თარგი უმჯობესია, უფრო ”აკურატული” იყოს, ბლუზაზე მოცმული პიჯაკები კი არ შეიკრას. შარვალიც უკეთ უნდა იყოს აჭრილი. თმის ფერი და ვარცხნილობა ყოველთვის უხდება მის საყვარელ ცისფერ თვალებს და წაწვეტებულ ცხვირს", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ლაგერფილდმა.

მერკელს თითქმის არასდროს აცვია კაბები, მის გარდერობში მხოლოდ შარვალ-კოსტუმებია. ჟურნალისტები მას ხშირად აკრიტიკებენ საკმაოდ ერთფეროვანი და მკაცრი სტილის გამო.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს