მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა "ნაციონალებიდან" წასულ საკრებულოს წევრებს კინოფილმ "გარაჟის" პერსონაჟს ადარებს
გიგი უგულავა "ნაციონალებიდან" წასულ საკრებულოს წევრებს კინოფილმ "გარაჟის" პერსონაჟს ადარებს

თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" წა­სულ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებს კი­ნო­ფილმ "გა­რა­ჟის" იმ პერ­სო­ნაჟს ადა­რებს, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ყოფ­ნა სურს.

"ამ ხალ­ხის­გან მსგავ­სი რამ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მსმე­ნია, სა­მა­გი­ე­როდ, მსმე­ნია ბევ­რი სა­დღეგ­რძე­ლო ერ­თგუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა კი­ნო­ფილ­მი "გა­რა­ჟი" გა­მახ­სე­ნეს - მას­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟია, თუმ­ცა არის რამ­დე­ნი­მე გმი­რი, რო­მე­ლიც დღე­საა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ერთ-ერთი მათ­გა­ნია პირი, რო­მე­ლიც მა­კა­კებ­ზე აკე­თებს ექ­სპე­რი­მენ­ტებს - იქა­ცაა ჭი­დი­ლი, ვინ მო­აგ­რო­ვებს უმ­რავ­ლე­სო­ბას და ეს კაცი მუდ­მი­ვად ირ­ყე­ვა აქეთ-იქეთ, ხან ერთ უმ­რავ­ლე­სო­ბა­შია, ხან მე­ო­რე­ში. ბო­ლოს გა­მო­ა­ცხა­დებს თა­ვის კრე­დოს, რომ არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად უნდა იყოს უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, სხვაგ­ვა­რად თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­აჩ­ნია", - გა­ნუ­ცხა­და უგუ­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" სა­სარ­გებ­ლოა, რად­გან ამით ის კრის­ტა­ლი­ზა­ცი­ას გა­ნიც­დის.

"მე პა­ტივს ვცემ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, 10-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ პარ­ტი­ა­ში, რო­გორც წესი, ბევ­რი ხავ­სი შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს და ეს პრო­ცე­სი ნორ­მა­ლუ­რია. პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს, ძა­ლი­ან ჯან­სა­ღია, გან­სა­კუთ­რე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის". ესაა კრის­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, ესაა მუდ­მი­ვად უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მყო­ფი ხალ­ხის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცე­სი და პრო­ცე­სი იმი­სა, რომ უნდა დარ­ჩნენ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით და იდე­ე­ბით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თად და არა ისე­თი ხალ­ხი, რომ­ლებ­საც მარ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ყოფ­ნა უნ­დათ. მენ­დეთ, ეს ყვე­ლა­ზე კარ­გია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" წა­მო­სულ­მა წევ­რებ­მა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში ახა­ლი ფრაქ­ცია შექ­მნეს.

ფრაქ­ცია, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა "თა­ვი­სუფ­ლე­ბა" 5 წევ­რი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან: ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი, მე­რაბ რა­ფა­ვა, გი­ორ­გი ნემ­სა­ძე, მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძე და ზაზა დი­ლი­ძე, რო­მელ­მაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" წა­მოს­ვლი­სა და ახალ ფრაქ­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ნარ­ჩე­ნი 4 წევ­რის მიერ საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­მარ­თუ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­მენ­ტში მი­ი­ღო.

"ვე­მიჯ­ნე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რო­მე­ლიც მის­მა მმარ­თვე­ლებ­მა დის­კრე­დი­ტი­რე­ბულ და ამო­რა­ლურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად გა­და­აქ­ცი­ეს. თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა ჩვენ მო­ღა­ლა­ტე­ებს გვი­წო­დებს, მაგ­რამ გვინ­და მას ვუ­თხრათ - როცა პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია უპი­რის­პირ­დე­ბა სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას და ცდი­ლობს ჩა­ახ­შოს თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება, როცა არ­ჩე­ვანს აყე­ნებს სა­კუ­თარ პარ­ტი­ა­სა და ქარ­თველ ხალ­ხს შო­რის, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი ყო­ველ­თვის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხა­რეს იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ში­ხი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" შე­უქ­ცე­ვა­დი რღვე­ვის პრო­ცე­სია და­წყე­ბუ­ლი და ახა­ლი ფრაქ­ცია მათ მი­სა­ღე­ბად მზა­დაა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

გიგი უგულავა "ნაციონალებიდან" წასულ საკრებულოს წევრებს კინოფილმ "გარაჟის" პერსონაჟს ადარებს

გიგი უგულავა "ნაციონალებიდან" წასულ საკრებულოს წევრებს კინოფილმ "გარაჟის" პერსონაჟს ადარებს

თბილისის მერი გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულ საკრებულოს წევრებს კინოფილმ "გარაჟის" იმ პერსონაჟს ადარებს, რომელსაც მუდმივად უმრავლესობაში ყოფნა სურს.

"ამ ხალხისგან მსგავსი რამ ამ წლების განმავლობაში არ მსმენია, სამაგიეროდ, მსმენია ბევრი სადღეგრძელო ერთგულებასთან დაკავშირებით. ამ ადამიანებმა კინოფილმი "გარაჟი" გამახსენეს - მასში ბევრი საინტერესო პერსონაჟია, თუმცა არის რამდენიმე გმირი, რომელიც დღესაა ძალიან აქტუალური. ერთ-ერთი მათგანია პირი, რომელიც მაკაკებზე აკეთებს ექსპერიმენტებს - იქაცაა ჭიდილი, ვინ მოაგროვებს უმრავლესობას და ეს კაცი მუდმივად ირყევა აქეთ-იქეთ, ხან ერთ უმრავლესობაშია, ხან მეორეში. ბოლოს გამოაცხადებს თავის კრედოს, რომ არის ადამიანი, რომელსაც მუდმივად უნდა იყოს უმრავლესობაში, სხვაგვარად თავისი არსებობა წარმოუდგენლად მიაჩნია", - განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს "ნაციონალური მოძრაობისთვის" სასარგებლოა, რადგან ამით ის კრისტალიზაციას განიცდის.

"მე პატივს ვცემ ნებისმიერი ადამიანის გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, 10-წლიანი მმართველობის შემდეგ პარტიაში, როგორც წესი, ბევრი ხავსი შეიძლება გაჩნდეს და ეს პროცესი ნორმალურია. პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ძალიან ჯანსაღია, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობისთვის". ესაა კრისტალიზაციის პროცესი, ესაა მუდმივად უმრავლესობაში მყოფი ხალხისგან გათავისუფლების პროცესი და პროცესი იმისა, რომ უნდა დარჩნენ ღირებულებებით და იდეებით დაკავშირებული ადამიანები ერთად და არა ისეთი ხალხი, რომლებსაც მარტო ხელისუფლებაში და უმრავლესობაში ყოფნა უნდათ. მენდეთ, ეს ყველაზე კარგია "ნაციონალური მოძრაობისთვის", - აღნიშნა უგულავამ.

"ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსულმა წევრებმა თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია შექმნეს.

ფრაქცია, რომლის სახელწოდებაა "თავისუფლება" 5 წევრითაა წარმოდგენილი. მის შემადგენლობაში შედიან: ირაკლი შიხიაშვილი, მერაბ რაფავა, გიორგი ნემსაძე, მიხეილ ქავთარაძე და ზაზა დილიძე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლისა და ახალ ფრაქციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება დანარჩენი 4 წევრის მიერ საკრებულოში გამართული პრესკონფერენციის მომენტში მიიღო.

"ვემიჯნებით "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც მისმა მმართველებმა დისკრედიტირებულ და ამორალურ ორგანიზაციად გადააქციეს. თბილისის მერი გიგი უგულავა ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებს, მაგრამ გვინდა მას ვუთხრათ - როცა პოლიტიკური ორგანიზაცია უპირისპირდება საკუთარ მოსახლეობას და ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი ნება, როცა არჩევანს აყენებს საკუთარ პარტიასა და ქართველ ხალხს შორის, რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანი ყოველთვის ქართველი ხალხის მხარეს იქნება", - განაცხადა შიხიაშვილმა.

მისივე განმარტებით, თბილისის საკრებულოში "ნაცმოძრაობის" შეუქცევადი რღვევის პროცესია დაწყებული და ახალი ფრაქცია მათ მისაღებად მზადაა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა