პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის პარლამენტი ინგრევა
ქუთაისის პარლამენტი ინგრევა

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უკვე პირ­ვე­ლი სხდო­მის გა­მარ­თვის გეგ­მებს აწყობს და ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით პირ­ვე­ლი სხდო­მა 21 ოქ­ტომ­ბერ­ზე გვი­ან ვერ გა­ი­მარ­თე­ბა. ზუს­ტი თა­რი­ღი კი ცეს­კოს მიერ სა­ბო­ლოო მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მაგ­რამ პრობ­ლე­მა ის არის, რომ ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტი ისე ინ­გრე­ვა, რომ მშე­ნებ­ლო­ბა არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა.

გუ­შინ ივა­ნიშ­ვი­ლის ბიზ­ნეს­ცენ­ტრში გა­მარ­თუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­დატ­მა, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცე­დუ­რებს შე­ე­ხო".

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სი­ახ­ლეა იმ კუ­თხი­თაც, რომ გუ­შინ მთავ­რო­ბა გა­დად­გა, რაც პრო­ცე­დუ­რებ­ში ცვლი­ლე­ბებს გუ­ლის­ხმობს და მსჯე­ლო­ბა ამ პრო­ცე­დუ­რულ ცვლი­ლე­ბებ­საც შე­ე­ხო. გარ­და ამი­სა, რო­გორც და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის­გან ცდი­ლო­ბენ მო­ი­პო­ვონ ინ­ფორ­მა­ცია, რო­დის იქ­ნე­ბა მზად არ­ჩევ­ნე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი, რათა პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მის მოწ­ვე­ვა მო­ხერ­ხდეს.

"პირ­ვე­ლი სხდო­მის მოწ­ვე­ვა პრე­ზი­დენ­ტის პრე­რო­გა­ტი­ვაა და ამ სა­კი­თხზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­მუ­შაო ჯგუფ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გვექ­ნე­ბა. ასე­ვე, ვი­სა­უბ­რებთ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის მზად არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცე­დუ­რებს, ჩვენ მუდ­მი­ვი კავ­ში­რი გვაქვს პარ­ლა­მენ­ტის მოქ­მედ თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ბაქ­რა­ძეს­თან და პარ­ლა­მენ­ტის მოქ­მედ აპა­რატ­თან", - აღ­ნიშ­ნა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ამ დროს კი ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტში მყო­ფი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პა­ნი­კა­ში იყ­ვნენ, რად­გან, რო­გორც მათ "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას თქვეს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­იბ­ზა­რა სამ­მეტ­რი­ა­ნი მინა და მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ შე­ნო­ბა იმ­დე­ნად ავა­რი­უ­ლია, რომ შეს­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა. მათ ეჭვი აქვთ, რომ შე­ნო­ბა დაბ­ლა იწევს და სწო­რედ ამის გამო გა­იბ­ზა­რა ფან­ჯა­რა. გარ­და ამი­სა, ისი­ნი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ შე­ნო­ბა მთლი­ა­ნად დაბ­ზა­რუ­ლია და ეს ბზა­რე­ბი იმ­ხე­ლაა, რომ ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნე­ბის­მი­ერ წუთს კე­დე­ლი ჩა­მო­ი­შა­ლოს ან მი­ნე­ბი და­იმ­სხვრეს.

პარ­ლა­მენ­ტის მოქ­მე­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან ამ თე­მა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს. თუმ­ცა ისიც უნდა ით­ქვას, რომ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის უხა­რის­ხო­ბა­ზე ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუდ­მი­ვად ჭორს უწო­დებ­და. მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ პარ­ლა­მენ­ტი, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა ჯერ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ინ­გრე­ვა და ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, აქ რამ­დე­ნი­მე დღე­ში სხდო­მა რო­გორ უნდა ჩა­ტარ­დეს, მი­თუ­მე­ტეს, თუ, მი­ნი­მუმ, 150 ადა­მი­ა­ნი ერ­თდრო­უ­ლად შევა. თბი­ლის­ში პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა კი მთლი­ა­ნად დან­გრე­უ­ლია.

რუ­სი­კო მა­ჩა­ი­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ქუთაისის პარლამენტი ინგრევა

ქუთაისის პარლამენტი ინგრევა

"ქართული ოცნება" უკვე პირველი სხდომის გამართვის გეგმებს აწყობს და ეს არც არის გასაკვირი, რადგან მოქმედი კანონმდებლობით პირველი სხდომა 21 ოქტომბერზე გვიან ვერ გაიმართება. ზუსტი თარიღი კი ცესკოს მიერ საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებაზეა დამოკიდებული. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქუთაისის პარლამენტი ისე ინგრევა, რომ მშენებლობა არ დამთავრებულა.

გუშინ ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართული კონსულტაციების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბარი პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებულ პროცედურებს შეეხო".

მისივე განმარტებით, სიახლეა იმ კუთხითაც, რომ გუშინ მთავრობა გადადგა, რაც პროცედურებში ცვლილებებს გულისხმობს და მსჯელობა ამ პროცედურულ ცვლილებებსაც შეეხო. გარდა ამისა, როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ცდილობენ მოიპოვონ ინფორმაცია, როდის იქნება მზად არჩევნების შემაჯამებელი ოქმი, რათა პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევა მოხერხდეს.

"პირველი სხდომის მოწვევა პრეზიდენტის პრეროგატივაა და ამ საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ჯგუფთან კონსულტაციები გვექნება. ასევე, ვისაუბრებთ პარლამენტის შენობის საკითხზე, რომელიც ნორმალური ფუნქციონირებისთვის მზად არ არის. რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და პარლამენტის მოქმედ აპარატთან", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ამ დროს კი ქუთაისის პარლამენტში მყოფი თანამშრომლები პანიკაში იყვნენ, რადგან, როგორც მათ "რეზონანსთან" საუბრისას თქვეს, მოულოდნელად გაიბზარა სამმეტრიანი მინა და მათ მიაჩნიათ, რომ შენობა იმდენად ავარიულია, რომ შესვლა არ შეიძლება. მათ ეჭვი აქვთ, რომ შენობა დაბლა იწევს და სწორედ ამის გამო გაიბზარა ფანჯარა. გარდა ამისა, ისინი იმასაც ამბობენ, რომ შენობა მთლიანად დაბზარულია და ეს ბზარები იმხელაა, რომ ადვილი შესაძლებელია, ნებისმიერ წუთს კედელი ჩამოიშალოს ან მინები დაიმსხვრეს.

პარლამენტის მოქმედი ადმინისტრაციიდან ამ თემაზე არავინ საუბრობს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პარლამენტის შენობის უხარისხობაზე ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა, რასაც ხელისუფლება მუდმივად ჭორს უწოდებდა. მაგრამ ფაქტია, რომ პარლამენტი, რომლის მშენებლობა ჯერ არ დამთავრებულა, ინგრევა და ძნელი სათქმელია, აქ რამდენიმე დღეში სხდომა როგორ უნდა ჩატარდეს, მითუმეტეს, თუ, მინიმუმ, 150 ადამიანი ერთდროულად შევა. თბილისში პარლამენტის შენობა კი მთლიანად დანგრეულია.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა