პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ცხოვრობს და რა ქონებას ფლობს გია ბარამიძე?!
სად ცხოვრობს და რა ქონებას ფლობს გია ბარამიძე?!

გა­ზე­თი "ალია" გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს. გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ას.

გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი თბი­ლის­ში 1968 წლის 5 იან­ვარს. გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის მე­უღ­ლე ეკა ჯა­ფა­რი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი თბი­ლის­ში 1963 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს. შვი­ლი ანა ბა­რა­მი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი ვა­შინგტონ­ში 1999 წლის 22 ივ­ლისს.

გია ბა­რა­მი­ძის სა­ხელ­ზე ირი­ცხე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი მდე­ბა­რე თბი­ლის­ში ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე №6, ფარ­თო­ბი 453,0. კვ.მ.

გია ბა­რა­მი­ძე - თბი­ლის­ში, 25% ბინა უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ძე №6. ფარ­თო­ბი 200,0. კვ.მ.

ეკა ჯა­ფა­რი­ძე - სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი თბი­ლის­ში, გორ­გას­ლის 1-ლი შე­სახ­ვე­ვი №8, 120 კვ.მ. და მი­სი­ვე სა­კუთ­რე­ბა­შია აქვე მი­წის ნაკ­ვე­თი, ფარ­თო­ბი - 120,0. კვ.მ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­რა­მი­ძის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ძვირ­ფას ნივ­თებს, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბაც აღე­მა­ტე­ბა 10 000 ლარს, დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ასე­თად სა­ხელ­დე­ბა მი­ნის­ტრის კედ­ლის სა­ა­თი.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­რა­მი­ძის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" სა­ხელ­დე­ბა მისი მიმ­დი­ნა­რე ანა­ბა­რი - 215151,0 ევრო, ხოლო მის მე­უღ­ლეს 1035,0 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი აქვს.

ბა­რა­მი­ძის სახ­ლს უკვე ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე ძალ­ზე იო­ლად ვპო­უ­ლობ, იქვე გზა ადის რე­ზი­დენ­ცი­ის­კენ და "პრა­ეზ­დის" ბიჭი უპ­რობ­ლე­მოდ მი­თი­თებს ლა­მა­ზი აგუ­რის სახლზე, მაგ­რამ მაფრ­თხი­ლებს, - ბა­რა­მი­ძე აქ არ ცხოვ­რობ­სო, გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი აქ­ვსო. ჩემი დე­ვი­ზი გახ­და "და­ვე­რი­აი, ნო პრა­ვე­რი­აი", ამი­ტომ მა­ინც მივ­დი­ვარ შე­ნო­ბი­სა­კენ. მი­ნის­ტრის სახ­ლის უკან ლა­მა­ზი ეკ­ლე­სი­აა, ეგე­ბა აქ ინა­ნი­ებს ცოდ­ვებს ჯერ კი­დევ მი­ნის­ტრი ბა­რა­მი­ძე? მაგ­რამ, ნუ­რას უკაც­რა­ვად! აქ მისი ფეხი არ დად­გმუ­ლაო, - კოვ­ზს ნა­ცარ­ში მიგ­დე­ბენ აქა­უ­რი მა­თხოვ­რე­ბი.

მრევ­ლი მი­დას­ტუ­რებს, რომ ბა­რა­მი­ძის კი არის სახ­ლი, მაგ­რამ დიდი ხა­ნია, უკვე ვი­ღა­ცე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ეგ აქ არ მო­დი­სო. გიას შემ­დე­გი სახ­ლი კა­მო­ზეა. კა­მოს, იგი­ვე უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე ყვე­ლამ იცის, ვინ არის გია ბა­რა­მი­ძე. რას ერ­ჩით, "სტრა­ნა ზნა­ეტ სვა­იხ გე­რო­ევ!" კაცს ვა­ჩე­რებ და ბა­რა­მი­ძის ზუსტ მი­სა­მართს უხა­ლი­სოდ მიხ­სნის. სკო­ლე­ლი აღ­მოჩ­ნდა. გი­ა­ზე ამ­ბობს, - მა­გას ჩვენ სულ კა­რებ­ში ვა­ყე­ნებ­დით, სხვა არა­ფე­რი იცო­დაო (ისე, უტ­რი­რე­ბა რომ მო­ვახ­დი­ნო იმ კა­ცის ნათ­ქვა­მის, ბა­რა­მი­ძე ახ­ლაც, პრინ­ციპ­ში, კა­რებ­ში დგას, ოღონდ გა­საქ­ცე­ვად გამ­ზა­დე­ბუ­ლი!).

გზა­ში ხნი­ე­რი ცოლ-ქმა­რი მხვდე­ბა.

- ბა­რა­მი­ძე აქ დიდი ხა­ნია, თვა­ლით არ გვი­ნა­ხავს! აქ ეგ რო­გორ იცხოვ­რებს? იკად­რებს? რა­საც ხე­დავთ ტე­ლე­ვი­ზორ­ში, აი, ისაა! რო­გორ იქ­ნე­ბა კარ­გი? რა­საც ვუ­ყუ­რეთ, რაც იბ­რი­ქა ზუგ­დიდ­ში, ეს კარ­გია? ეგ აქ ნამ­დვი­ლად არ ცხოვ­რობს. კი­დევ აქვს ბინა.

მოკ­ლედ, არ ცხოვ­რობს ბა­რა­მი­ძე და­სა­ხე­ლე­ბულ სახ­ლებ­ში. რჩე­ბა მე­უღ­ლის სახ­ლი, თუმ­ცა "მშე­ნე­ბა­რეო", - აღ­ნიშ­ნუ­ლია დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.

ამის შემ­დეგ ორ­თა­ჭა­ლა მო­დის. სა­ნამ უგუ­ლა­ვა უგუ­ლა­ვობს, მინ­და ვუ­თხრა, რომ მთე­ლი ორ­თა­ჭა­ლა ხე­ლახ­ლაა და­სა­ნომ­რი, აქ კაცი ვერ გა­ი­გებს, რო­მე­ლი ჩიხი რო­მელ შე­სახ­ვევ­შია. ამა­სო­ბა­ში ძლივს ვაგ­ნებ ეკა ჯა­ფა­რი­ძის მშე­ნე­ბა­რე სახ­ლს. თა­ვად ეკა­ზე კი აი, რას მე­უბ­ნე­ბი­ან მე­ზობ­ლე­ბი:

- ბა­რა­მი­ძის ცოლი აქ ქალ­ბა­ტო­ნი­ვით მო­დის, ზე­ვი­დან გვი­ყუ­რებს. ეგ აშე­ნებს ამ სახ­ლს. აქა­უ­რი კა­ცის­გან იყი­და ეს სახ­ლი წინა ომის დროს, 20 წლის წინ ძა­ლი­ან ია­ფად, სულ მუქ­თად. ძვე­ლი სახ­ლი იყო და და­ა­ზღვია ეს სახ­ლი, მერე ერთხე­ლაც მი­ა­ყე­ნა მან­ქა­ნა და და­ან­გრე­ვი­ნა. იმ მო­ხუ­ცებ­საც ბო­ლომ­დე არ მის­ცა ფული, ეგრე გა­მო­ვი­და ხმა. ძვე­ლი სახ­ლი და­ან­გრე­ვი­ნა და ად­გი­ლი დარ­ჩა და აქ აშე­ნებს ახლა დიდ სახ­ლს. გია მო­დის ხოლ­მე და ნა­ხუ­ლობს მშე­ნებ­ლო­ბას, თუ და­უც­დი, გა­მოჩ­ნდე­ბა. კვი­რა­ში ერთხელ მო­დის.

მოკ­ლედ, ეს იყო, რაც იმ დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით გა­ვარ­კვი­ეთ, რე­ა­ლუ­რი დას­კვნა თქვენ გა­მო­ი­ტა­ნეთ.

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

სად ცხოვრობს და რა ქონებას ფლობს გია ბარამიძე?!

სად ცხოვრობს და რა ქონებას ფლობს გია ბარამიძე?!

გაზეთი "ალია" გიორგი ბარამიძის უძრავი ქონების შესახებ სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას.

გიორგი ბარამიძე, დაბადებული თბილისში 1968 წლის 5 იანვარს. გიორგი ბარამიძის მეუღლე ეკა ჯაფარიძე, დაბადებული თბილისში 1963 წლის 21 ოქტომბერს. შვილი ანა ბარამიძე, დაბადებული ვაშინგტონში 1999 წლის 22 ივლისს.

გია ბარამიძის სახელზე ირიცხება საცხოვრებელი სახლი მდებარე თბილისში ელენე ახვლედიანის ქუჩაზე №6, ფართობი 453,0. კვ.მ.

გია ბარამიძე - თბილისში, 25% ბინა უზნაძის ქუჩაძე №6. ფართობი 200,0. კვ.მ.

ეკა ჯაფარიძე - საცხოვრებელი სახლი თბილისში, გორგასლის 1-ლი შესახვევი №8, 120 კვ.მ. და მისივე საკუთრებაშია აქვე მიწის ნაკვეთი, ფართობი - 120,0. კვ.მ.

რაც შეეხება ბარამიძის საკუთრებაში არსებულ ძვირფას ნივთებს, რომელთა ღირებულებაც აღემატება 10 000 ლარს, დეკლარაციის მიხედვით, ასეთად სახელდება მინისტრის კედლის საათი.

რაც შეეხება ბარამიძის საბანკო ანგარიშებს, "საქართველოს ბანკში" სახელდება მისი მიმდინარე ანაბარი - 215151,0 ევრო, ხოლო მის მეუღლეს 1035,0 ამერიკული დოლარი აქვს.

ბარამიძის სახლს უკვე ელენე ახვლედიანის ქუჩაზე ძალზე იოლად ვპოულობ, იქვე გზა ადის რეზიდენციისკენ და "პრაეზდის" ბიჭი უპრობლემოდ მითითებს ლამაზი აგურის სახლზე, მაგრამ მაფრთხილებს, - ბარამიძე აქ არ ცხოვრობსო, გაქირავებული აქვსო. ჩემი დევიზი გახდა "დავერიაი, ნო პრავერიაი", ამიტომ მაინც მივდივარ შენობისაკენ. მინისტრის სახლის უკან ლამაზი ეკლესიაა, ეგება აქ ინანიებს ცოდვებს ჯერ კიდევ მინისტრი ბარამიძე? მაგრამ, ნურას უკაცრავად! აქ მისი ფეხი არ დადგმულაო, - კოვზს ნაცარში მიგდებენ აქაური მათხოვრები.

მრევლი მიდასტურებს, რომ ბარამიძის კი არის სახლი, მაგრამ დიდი ხანია, უკვე ვიღაცეები ცხოვრობენ. ეგ აქ არ მოდისო. გიას შემდეგი სახლი კამოზეა. კამოს, იგივე უზნაძის ქუჩაზე ყველამ იცის, ვინ არის გია ბარამიძე. რას ერჩით, "სტრანა ზნაეტ სვაიხ გეროევ!" კაცს ვაჩერებ და ბარამიძის ზუსტ მისამართს უხალისოდ მიხსნის. სკოლელი აღმოჩნდა. გიაზე ამბობს, - მაგას ჩვენ სულ კარებში ვაყენებდით, სხვა არაფერი იცოდაო (ისე, უტრირება რომ მოვახდინო იმ კაცის ნათქვამის, ბარამიძე ახლაც, პრინციპში, კარებში დგას, ოღონდ გასაქცევად გამზადებული!).

გზაში ხნიერი ცოლ-ქმარი მხვდება.

- ბარამიძე აქ დიდი ხანია, თვალით არ გვინახავს! აქ ეგ როგორ იცხოვრებს? იკადრებს? რასაც ხედავთ ტელევიზორში, აი, ისაა! როგორ იქნება კარგი? რასაც ვუყურეთ, რაც იბრიქა ზუგდიდში, ეს კარგია? ეგ აქ ნამდვილად არ ცხოვრობს. კიდევ აქვს ბინა.

მოკლედ, არ ცხოვრობს ბარამიძე დასახელებულ სახლებში. რჩება მეუღლის სახლი, თუმცა "მშენებარეო", - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ამის შემდეგ ორთაჭალა მოდის. სანამ უგულავა უგულავობს, მინდა ვუთხრა, რომ მთელი ორთაჭალა ხელახლაა დასანომრი, აქ კაცი ვერ გაიგებს, რომელი ჩიხი რომელ შესახვევშია. ამასობაში ძლივს ვაგნებ ეკა ჯაფარიძის მშენებარე სახლს. თავად ეკაზე კი აი, რას მეუბნებიან მეზობლები:

- ბარამიძის ცოლი აქ ქალბატონივით მოდის, ზევიდან გვიყურებს. ეგ აშენებს ამ სახლს. აქაური კაცისგან იყიდა ეს სახლი წინა ომის დროს, 20 წლის წინ ძალიან იაფად, სულ მუქთად. ძველი სახლი იყო და დააზღვია ეს სახლი, მერე ერთხელაც მიაყენა მანქანა და დაანგრევინა. იმ მოხუცებსაც ბოლომდე არ მისცა ფული, ეგრე გამოვიდა ხმა. ძველი სახლი დაანგრევინა და ადგილი დარჩა და აქ აშენებს ახლა დიდ სახლს. გია მოდის ხოლმე და ნახულობს მშენებლობას, თუ დაუცდი, გამოჩნდება. კვირაში ერთხელ მოდის.

მოკლედ, ეს იყო, რაც იმ დეკლარაციის მიხედვით გავარკვიეთ, რეალური დასკვნა თქვენ გამოიტანეთ.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა