პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"New York Times" - ივანიშვილი - ქართული ენიგმა
 "New York Times" - ივანიშვილი - ქართული ენიგმა

"საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლი­დან 20 წელ­ზე მეტი გა­ვი­და და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­სავ­ლეთს ად­გი­ლობ­რი­ვი ლი­დე­რე­ბის ფარ­თო წრის გაც­ნო­ბა მო­უ­წია - იქ­ნე­ბოდ­ნენ ეს კრემ­ლის მო­ხე­ლე­ე­ბი, მგზნე­ბა­რე ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი თუ უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გაწ­ვრთნი­ლი ძა­ლო­ვა­ნე­ბი, მაგ­რამ პრე­მი­ე­რად ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არც ერთ მათ­განს არ ჰგავს, ოდ­ნა­ვა­დაც კი", - წერს პუ­ლი­ცე­რის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ელენ ბარი "ნიუ იორკ თა­იმსში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, რომ­ლის სა­თა­უ­რია "ენიგ­მა­ტუ­რი ქარ­თვე­ლი ლი­დე­რი" (Georgian leader emerged as an Enigma).

ბა­რის აზ­რით, ივა­ნიშ­ვილს, ქვეყ­ნის უმ­დიდ­რეს ადა­მი­ანს, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის და­წყე­ბამ­დე გა­რეგ­ნუ­ლად თით­ქმის არა­ვინ იც­ნობ­და, და­სავ­ლელ­მა ლი­დე­რებ­მა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თვა­ლი მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­აჩ­ვი­ეს, მაგ­რამ ეროვ­ნუ­ლი ლი­დე­რის რან­გში მის­მა პირ­ველ­მა გა­მოს­ვლამ ბევ­რი შე­აშ­ფო­თა. "პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, ივა­ნიშ­ვილ­მა მყი­სი­ე­რად მო­იწ­ვია პრეს­კონ­ფე­რენ­ცია და გა­ცხა­რე­ბულ გულ­ზე პრე­ზი­დენტს ვა­დამ­დე გა­დად­გო­მა ურ­ჩია. ერთი დღის შემ­დგომ კი თა­ვად­ვე უარ­ყო სა­კუ­თა­რი კო­მენ­ტა­რი და აღ­ნიშ­ნა, რომ არ ელო­და, თუ მისი გან­ცხა­დე­ბა და­სავ­ლეთ­ში ამ­გვარ პა­ნი­კას გა­მო­იწ­ვევ­და", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ბარი ყუ­რა­დღე­ბას ივა­ნიშ­ვი­ლის მწირ პო­ლი­ტი­კურ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზეც ამახ­ვი­ლებს. "ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ტრან­ზი­ცია უბ­რა­ლო მოვ­ლე­ნა არ არის. შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა უამ­რა­ვი რე­სურ­სი ჩადო ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მი­სად­გო­მებ­თან პრო­და­სავ­ლუ­რი ბას­ტი­ო­ნი­სა და სამ­ხედ­რო და ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის სატ­რან­ზი­ტო პუნ­ქტის როლს ითავ­სებ­და. ივა­ნიშ­ვილს კი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში იმ­დე­ნად მწი­რე გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, რომ ძნე­ლია თქმა, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს იგი უახ­ლო­ე­სი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­შინ რო­დე­საც, ერ­თის მხრივ, რუ­სე­თი ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლო უკან მი­ი­ზი­დოს, მე­ო­რეს მხრივ კი, ივა­ნიშ­ვი­ლის მიმ­დევ­რე­ბი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის დას­ჯას ითხო­ვენ. ძი­რი­თა­დად მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ იგი, პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ჯერ კი­დევ სუფ­თა ფურ­ცე­ლია. ამ ფურ­ცელ­ზე ბევ­რი ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლია, რო­მელ­ზე სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კის ჩა­წე­რის ძა­ლი­ან ბევ­რი მო­სურ­ნე არ­სე­ბობს. ამე­რი­კის შემ­თხვე­ვა­ში ეს და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი გა­მარ­თლე­ბაა", - იმოწ­მებს კარ­ნე­გის ფონ­დის ექ­სპერ­ტის, თო­მას დე ვა­ა­ლის ნათ­ქვამს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

ელენ ბა­რის აზ­რით, იმ ფაქ­ტმა რომ ივა­ნიშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა რუ­სეთ­ში და­აგ­რო­ვა, წარ­მოშ­ვა ჭო­რე­ბი, რომ მის კან­დი­და­ტუ­რას კრემ­ლი უჭერ­და მხარს. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა კი ივა­ნიშ­ვი­ლი უფრო მისი უხვი, ანო­ნი­მუ­რი სა­ჩუქ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნო (იქ­ნე­ბო­და ეს თბი­ლი­სის ოქ­როს­გუმ­ბა­თო­ვა­ნი ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა, არ­მი­ის ჩექ­მე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა თუ უფა­სო შე­ღა­ვა­თე­ბი მისი სა­კუ­თა­რი სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის).

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფული უკომ­პრო­მი­სო და უპ­რინ­ცი­პო გა­რე­მო­ში იშო­ვა, ივა­ნიშ­ვი­ლი ერ­თობ რბი­ლად მო­სა­უბ­რე და ზო­გა­დად, სადა პი­როვ­ნე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. და­სავ­ლელ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მის პირ­ველ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ძნე­ლი იყო აზ­რის გა­მო­ტა­ნა, რო­გორ აპი­რებ­და იგი ქვეყ­ნის მარ­თვას - გარ­და იმი­სა, რომ სა­ა­კაშ­ვილს გა­და­ა­ყე­ნებ­და. ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზით გა­ტა­ცე­ბუ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ცნო­ბი­ერ­სა და ქვეც­ნო­ბი­ერ­ზე მსჯე­ლობ­და, ან აცხა­დებ­და, რომ "სა­ა­კაშ­ვილს სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­თვა არ შე­უძ­ლია" და რომ "მან არ იცის, რა არის სიყ­ვა­რუ­ლი".

წამ­ყვა­ნი ვა­შინგტო­ნე­ლი ლო­ბის­ტე­ბის ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, მისი პირ­ვე­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი სამ­ყა­როს უმაღ­ლე­სი რან­გის პი­რებ­თან მა­ინც და მა­ინც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ აღ­მოჩ­ნდა", - წერს ბარი და მა­გა­ლი­თად ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის ვი­ზი­ტი მოჰ­ყავს, რო­დე­საც მან ივა­ნიშ­ვილ­თან ცალ­კე შეხ­ვედ­რა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. ეს კი, ავ­ტო­რის აზ­რით, ივა­ნიშ­ვი­ლის მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სის იმი­ჯის დამ­კვიდ­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და.

ჟურ­ნა­ლის­ტი და­სავ­ლე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ ივა­ნიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მცდარ შე­ფა­სე­ბა­ზეც სა­უბ­რობს. "რო­დე­საც თედო ჯა­ფა­რი­ძე, ვე­ტე­რა­ნი დიპ­ლო­მა­ტი და ივა­ნიშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი, ვა­შინგტო­ნის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს ეს­ტუმ­რა, ამე­რი­კუ­ლი ოფი­ცი­ო­ზი ცდი­ლობ­და, თავი აე­რი­დე­ბი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ტი­ის შე­საძ­ლო პრო­ტეს­ტე­ბის­თვის არ­ჩევ­ნებ­ში წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ყო­ვე­ლი­ვე ამის ფონ­ზე, ივა­ნიშ­ვი­ლი მძაფრ კონ­ტრასტს ქმნის სა­ა­კაშ­ვილ­თან - მომ­ხიბ­ვლელ კოს­მო­პო­ლიტ­თან, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს ინ­გლი­სუ­რად და ინ­ტუ­ი­ცი­ით ხვდე­ბა, რას ელო­დე­ბა მის­გან და­სავ­ლე­თი. ივა­ნიშ­ვი­ლი კი, იმა­ვე თედო ჯა­ფა­რი­ძემ ასე და­ა­ხა­სი­ა­თა - "ერ­თობ პრაგ­მა­ტუ­ლი რე­ა­ლის­ტი, აღ­ჭურ­ვი­ლი ქარ­თვე­ლის ძი­რი­თა­დი ინ­სტინ­ქტით". მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­სავ­ლე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი თან­და­თან შე­იც­ვა­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის ელ­ჩად რი­ჩარდ ნორ­ლან­დი და­ი­ნიშ­ნა, რო­მელ­საც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ივა­ნიშ­ვი­ლი ზოგ­ჯერ დღე­ში ორ­ჯერ ხვდე­ბა", - წერს ავ­ტო­რი.

ელენ ბა­რის აზ­რით, კრი­ტი­კის მოს­მე­ნა ივა­ნიშ­ვილს და მის ნაკ­ლე­ბად გა­მოც­დილ გუნდს ალ­ბათ კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე მო­უ­წევს. სტა­ტი­ის და­სას­რულს კი იგი ივა­ნიშ­ვი­ლის კი­დევ ერთ გან­ცხა­დე­ბას იმოწ­მებს, რო­მელ­შიც მან იკი­თხა, რა­ტომ ცხოვ­რო­ბენ სომ­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­დე­საც გვერ­დით სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლო გა­აჩ­ნდათ". "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ნათ­ქვა­მი კონ­ტექ­სტი­დან არას­წო­რად ამო­ი­ღეს, მის ექ­სცენ­ტრუ­ლო­ბას ამით კი­დევ ერთხელ გა­ეს­ვა ხაზი. აი, ასე ხმა­უ­რი­ა­ნად დამ­თავ­რდა მისი მმარ­თვე­ლო­ბის პირ­ვე­ლი კვი­რა", - წერს ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"New York Times" - ივანიშვილი - ქართული ენიგმა

 "New York Times" - ივანიშვილი - ქართული ენიგმა

"საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წელზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში დასავლეთს ადგილობრივი ლიდერების ფართო წრის გაცნობა მოუწია - იქნებოდნენ ეს კრემლის მოხელეები, მგზნებარე ნაციონალისტები თუ უშიშროების სამსახურის მიერ გაწვრთნილი ძალოვანები, მაგრამ პრემიერად ნომინირებული ბიძინა ივანიშვილი არც ერთ მათგანს არ ჰგავს, ოდნავადაც კი", - წერს პულიცერის პრემიის მფლობელი ჟურნალისტი ელენ ბარი "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია "ენიგმატური ქართველი ლიდერი" (Georgian leader emerged as an Enigma).

ბარის აზრით, ივანიშვილს, ქვეყნის უმდიდრეს ადამიანს, რომელსაც პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე გარეგნულად თითქმის არავინ იცნობდა, დასავლელმა ლიდერებმა ერთი წლის განმავლობაში თვალი მეტ-ნაკლებად შეაჩვიეს, მაგრამ ეროვნული ლიდერის რანგში მისმა პირველმა გამოსვლამ ბევრი შეაშფოთა. "პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ არჩევნებში დამარცხების აღიარების შემდეგ, ივანიშვილმა მყისიერად მოიწვია პრესკონფერენცია და გაცხარებულ გულზე პრეზიდენტს ვადამდე გადადგომა ურჩია. ერთი დღის შემდგომ კი თავადვე უარყო საკუთარი კომენტარი და აღნიშნა, რომ არ ელოდა, თუ მისი განცხადება დასავლეთში ამგვარ პანიკას გამოიწვევდა", - ნათქვამია სტატიაში.

ბარი ყურადღებას ივანიშვილის მწირ პოლიტიკურ გამოცდილებაზეც ამახვილებს. "ეს პოლიტიკური ტრანზიცია უბრალო მოვლენა არ არის. შეერთებულმა შტატებმა უამრავი რესურსი ჩადო ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც რუსეთის მისადგომებთან პროდასავლური ბასტიონისა და სამხედრო და ენერგორესურსების სატრანზიტო პუნქტის როლს ითავსებდა. ივანიშვილს კი საზოგადოებრივ ცხოვრებაში იმდენად მწირე გამოცდილება აქვს, რომ ძნელია თქმა, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს იგი უახლოესი თვეების განმავლობაში, მაშინ როდესაც, ერთის მხრივ, რუსეთი ცდილობს, საქართველო უკან მიიზიდოს, მეორეს მხრივ კი, ივანიშვილის მიმდევრები ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვენ. ძირითადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ იგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, ჯერ კიდევ სუფთა ფურცელია. ამ ფურცელზე ბევრი ცარიელი ადგილია, რომელზე საკუთარი პოლიტიკის ჩაწერის ძალიან ბევრი მოსურნე არსებობს. ამერიკის შემთხვევაში ეს დაუმსახურებელი გამართლებაა", - იმოწმებს კარნეგის ფონდის ექსპერტის, თომას დე ვაალის ნათქვამს სტატიის ავტორი.

ელენ ბარის აზრით, იმ ფაქტმა რომ ივანიშვილმა საკუთარი ქონება რუსეთში დააგროვა, წარმოშვა ჭორები, რომ მის კანდიდატურას კრემლი უჭერდა მხარს. ქართველმა ხალხმა კი ივანიშვილი უფრო მისი უხვი, ანონიმური საჩუქრების მეშვეობით გაიცნო (იქნებოდა ეს თბილისის ოქროსგუმბათოვანი ტაძრის მშენებლობა, არმიის ჩექმებით უზრუნველყოფა თუ უფასო შეღავათები მისი საკუთარი სოფლის მცხოვრებლებისთვის).

"მიუხედავად იმისა, რომ ფული უკომპრომისო და უპრინციპო გარემოში იშოვა, ივანიშვილი ერთობ რბილად მოსაუბრე და ზოგადად, სადა პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს. დასავლელ ჟურნალისტებთან მის პირველ ინტერვიუებში ძნელი იყო აზრის გამოტანა, როგორ აპირებდა იგი ქვეყნის მართვას - გარდა იმისა, რომ სააკაშვილს გადააყენებდა. ფსიქოანალიზით გატაცებული ივანიშვილი სააკაშვილის ცნობიერსა და ქვეცნობიერზე მსჯელობდა, ან აცხადებდა, რომ "სააკაშვილს საკუთარი თავის მართვა არ შეუძლია" და რომ "მან არ იცის, რა არის სიყვარული".

წამყვანი ვაშინგტონელი ლობისტების ძალისხმევის მიუხედავად, მისი პირველი კონტაქტები პოლიტიკური სამყაროს უმაღლესი რანგის პირებთან მაინც და მაინც წარმატებული ვერ აღმოჩნდა", - წერს ბარი და მაგალითად ჰილარი კლინტონის ვიზიტი მოჰყავს, როდესაც მან ივანიშვილთან ცალკე შეხვედრაზე უარი განაცხადა. ეს კი, ავტორის აზრით, ივანიშვილის მაღალი რანგის პოლიტიკოსის იმიჯის დამკვიდრებაში დაეხმარებოდა.

ჟურნალისტი დასავლელი დამკვირვებლების მიერ ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის მცდარ შეფასებაზეც საუბრობს. "როდესაც თედო ჯაფარიძე, ვეტერანი დიპლომატი და ივანიშვილის მრჩეველი, ვაშინგტონის სახელმწიფო დეპარტამენტს ესტუმრა, ამერიკული ოფიციოზი ცდილობდა, თავი აერიდებინა ივანიშვილის პარტიის შესაძლო პროტესტებისთვის არჩევნებში წაგების შემთხვევაში. ყოველივე ამის ფონზე, ივანიშვილი მძაფრ კონტრასტს ქმნის სააკაშვილთან - მომხიბვლელ კოსმოპოლიტთან, რომელიც თავისუფლად საუბრობს ინგლისურად და ინტუიციით ხვდება, რას ელოდება მისგან დასავლეთი. ივანიშვილი კი, იმავე თედო ჯაფარიძემ ასე დაახასიათა - "ერთობ პრაგმატული რეალისტი, აღჭურვილი ქართველის ძირითადი ინსტინქტით". მიუხედავად ამისა, დასავლეთის დამოკიდებულება ივანიშვილისადმი თანდათან შეიცვალა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოში ამერიკის ელჩად რიჩარდ ნორლანდი დაინიშნა, რომელსაც, როგორც ამბობენ, ივანიშვილი ზოგჯერ დღეში ორჯერ ხვდება", - წერს ავტორი.

ელენ ბარის აზრით, კრიტიკის მოსმენა ივანიშვილს და მის ნაკლებად გამოცდილ გუნდს ალბათ კიდევ რამდენჯერმე მოუწევს. სტატიის დასასრულს კი იგი ივანიშვილის კიდევ ერთ განცხადებას იმოწმებს, რომელშიც მან იკითხა, რატომ ცხოვრობენ სომხები საქართველოში, როდესაც გვერდით საკუთარი სამშობლო გააჩნდათ". "მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მისი ნათქვამი კონტექსტიდან არასწორად ამოიღეს, მის ექსცენტრულობას ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. აი, ასე ხმაურიანად დამთავრდა მისი მმართველობის პირველი კვირა", - წერს ამერიკელი ჟურნალისტი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა