მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაბა ჯიშკარიანი: "ძალიან სამარცხვინოები არიან ის ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები იყვნენ"
ჯაბა ჯიშკარიანი: "ძალიან სამარცხვინოები არიან ის ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები იყვნენ"

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცველს, იუ­რისტ ჯაბა ჯიშ­კა­რი­ანს 29 სექ­ტემ­ბერს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ცი­ა­ზე შევ­ხვდით და რუბ­რი­კა "ფსი­ქოს­თვის" ინ­ტერ­ვი­უც იქვე ჩა­ვი­წე­რეთ:

- სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბას კი­დევ ერთხელ ჩა­ვა­ბა­რეთ ტეს­ტი, რომ ჩვენ არ ვართ პა­პუ­ა­სე­ბი, ვართ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და გვსურს ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი. ჩვენ გვჭირ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა გა­რან­ტი და დამ­ცვე­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა, და არა იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც პა­ტივს ხდის და ლა­ხავს ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას.

- დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებს გახ­სე­ნებს?

- ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ლექსს:

"ეს სა­ქარ­თვე­ლო დი­დ­ჭირ­ნა­ხუ­ლი, გა­მო­ფხიზ­ლდე­ბა ყვე­ლა იო­გით,

ჩვენ ღვთის­მშო­ბე­ლი გვფა­რავს ხა­ხუ­ლის და გვფა­რავს მუ­დამ თეთ­რი გი­ორ­გი".

- სა­ა­კაშ­ვი­ლი რო­მელ პერ­სო­ნაჟს ჰგავს?

- გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში არც ერთ მწე­რალს, ალ­ბათ, ფან­ტა­ზია არ ეყო, სა­ა­კაშ­ვი­ლის მსგავ­სი პერ­სო­ნა­ჟი რომ შე­ექ­მნა. ყვარ­ყვა­რე და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის დამ­პა­ტი­ჟე მას­თან მო­ნა­გო­ნია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლო­ბა შექ­მნის სა­ა­კაშ­ვი­ლის ფარდ "გმირს" და ის­ტო­რი­ა­ში ასე­თად დარ­ჩე­ბა.

- სე­რე­ნა­და თუ გიმ­ღე­რია რო­დის­მე?

- ალ­მო­დე­ბუ­ლი ფი­ა­ლე­ბით ხელ­ში "შენ და­გე­ძებ დი­ლაა თუ ბინ­დია" არას­დროს მიმ­ღე­რია, მაგ­რამ ნას­ვამს საყ­ვა­რელ ქალ­თან პი­რის­პირ ყოფ­ნი­სას კი წა­მი­ღი­ღი­ნე­ბია (იცი­ნის).

- წარ­მო­იდ­გი­ნე, შენს საყ­ვა­რელ ქალს სე­რე­ნა­დას უმ­ღე­რის გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრი გოგა ხა­ჩი­ძე, რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- მერ­წმუ­ნეთ, ასეთ რა­მეს გოგა ხა­ჩი­ძე ვე­რას­დროს გა­ბე­დავს. თუ გა­ბე­დავს და, რაც მო­უ­ვა, თა­ვის­თავს და­აბ­რა­ლოს...

- მა­ინც რას უზამ?

- გა­აჩ­ნია, რას უმ­ღე­რებს, თუ "მიშა მა­გა­რია" უმ­ღე­რა, "გა­ვუ­ტა­რებ" (იცი­ნის).

- რომ არა იუ­რის­ტი, ვინ იქ­ნე­ბო­და პრო­ფე­სი­ით ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი?

- სხვა სფე­რო­ში ჩემი თავი ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვაა, ანუ ის, რა­საც დღეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი. რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, ყო­ველ­თვის და­ვი­ცავ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს და ყო­ველ­თვის სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ვი­ტან ისეთ სი­ბინ­ძუ­რეს, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­და.

- სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბა შენ­თვის რომ შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ, რას გა­ა­კე­თებ­დი?

- გა­ვა­ღებ­დი ცი­ხე­ე­ბის კა­რებს და ყვე­ლა უკა­ნო­ნო პა­ტი­მარს გა­რეთ გა­მო­ვუშ­ვებ­დი. შევ­ქმნი­დი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კო­მი­სი­ას და იმ პა­ტიმ­რებს, რომ­ლებ­საც ნარ­კო­ტი­კი ჩა­უ­დეს ან სი­მარ­თლის თქმის­თვის და­ი­ჭი­რეს, გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებ­დი. ცი­ხე­ში დავ­ტო­ვებ­დი მკვლე­ლო­ბის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის, ყა­ჩა­ღო­ბის და ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის მუხ­ლით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლებს. ისე, სი­მარ­თლე გი­თხრათ, გი­ორ­გი ტუ­ღუ­შის ად­გილ­ზე ამ პოსტს არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი და სა­ა­კაშ­ვი­ლის სის­ტე­მის ნა­წი­ლი არ გავ­ხდე­ბო­დი.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, აქ­ცი­ა­ზე ჩა­მო­ი­ა­რა უმ­შვე­ნი­ე­რეს­მა მსა­ხი­ობ­მა მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩიმ, გა­მომ­წვე­ვად გა­გი­ღი­მა და გვერ­დით და­გიდ­გა, რო­გორ რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- (იცი­ნის) აუჰ... მა­გა­რი ქა­ლია მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი!

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო შენი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, რას ეტყო­დი?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ა­კაშ­ვილს არ ჰყავს ისე­თი ძმა­კა­ცე­ბი, მის გამო რომ თავს გა­და­დე­ბენ. მიკ­ვირს სა­ა­კაშ­ვი­ლის იმ მე­გობ­რე­ბის, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი­დან მოჰ­ყვე­ბი­ან. მათ ად­გილ­ზე სა­ა­კაშ­ვილს ვე­ტყო­დი, რომ მცდარ პო­ზი­ცი­ა­ზე დგას, ბო­კე­რი­ა­სა­ვით გვერ­დით კი არ და­ვუდ­გე­ბო­დი. ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გუნ­დის წევ­რე­ბი იყ­ვნენ და დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან: მიშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, გია ბა­რა­მი­ძე, ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი და ა.შ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჟვა­ნი­ას სიყრმის მე­გობ­რე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ერ­თად მო­ვიდ­ნენ. ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის შე­დეგ კი სა­ა­კაშ­ვი­ლის ყურ­მოჭ­რი­ლი მო­ნე­ბი გახ­დნენ. მათ ნაც­ვლად მარ­თლა მრცხვე­ნია, რად­გან ისი­ნი ჟვა­ნი­ამ მო­იყ­ვა­ნა პო­ლი­ტი­კა­ში, მათ კი მის ყვე­ლა პრინ­ციპს უღა­ლა­ტეს, მის მკვლე­ლო­ბა­ზე თვა­ლი და­ხუ­ჭეს და სა­ა­კაშ­ვილს მწვა­ნე შუქი აუნ­თეს. მათ ნა­მუ­სის ნა­ტა­მა­ლი არ გა­აჩ­ნი­ათ. სა­ერ­თოდ, ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში არ მე­გუ­ლე­ბა ვინ­მე, ადა­მი­ა­ნო­ბის მსგავ­სი რომ ჰქონ­დეს შერ­ჩე­ნი­ლი. არა­ვის ეგო­ნოს, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ბრძო­ლას და­ვას­რუ­ლებთ. მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი, დაჩი ცა­გუ­რი­ა­დან და­წყე­ბუ­ლი, პო­ლიტ­პა­ტი­მარ მე­ლორ ვაჩ­ნა­ძით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ჩვენს პრინ­ცი­პებს არ ვუ­ღა­ლა­ტებთ. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა კვლავ იქ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე გა­სა­მარ­თლდეს. სა­სა­მარ­თლო­ზე უნდა წარ­დგნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც დღეს მის ოპო­ზი­ცი­ა­ში არი­ან. არა­ერთ მათ­გან­თან ვმე­გობ­რობ, მაგ­რამ თუ ქვეყ­ნის წი­ნა­შე და­ნა­შა­უ­ლი აქვთ ჩა­დე­ნი­ლი, უნდა გა­სა­მარ­თლდნენ და სა­თა­ნა­დოდ და­ი­სა­ჯონ. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა შე­იქ­მნას სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ცე­დენ­ტი, რომ დამ­ნა­შა­ვე და­ი­სა­ჯოს. შე­იძ­ლე­ბა აქე­თა მხარს ბო­კე­რია და მე­რა­ბიშ­ვი­ლიც გად­მოხ­ტნენ და რა, ტაში და­ვუკ­რათ?

- რას აჩუ­ქებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს?

- ბორ­კილს, რომ თვი­თონ­ვე და­ი­დოს ხელ­ზე და თა­ვი­სი­ვე ნე­ბით ჩა­ბარ­დეს ქარ­თველ ხალ­ხს. ამას­ვე ვუ­სახ­სოვ­რებ­დი არა მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვილს, არა­მედ მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­ვად­გენ­დი.

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

მა­რი­ამ ღონ­ღა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: - საკ­მა­ოდ პირ­და­პი­რი და ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია. ყო­ველ­თვის იცის, რა სურს და მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად უკან არას­დროს იხევს.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

ჯაბა ჯიშკარიანი: "ძალიან სამარცხვინოები არიან ის ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები იყვნენ"

ჯაბა ჯიშკარიანი: "ძალიან სამარცხვინოები არიან ის ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები იყვნენ"

ადამიანის უფლებათა დამცველს, იურისტ ჯაბა ჯიშკარიანს 29 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე "ქართული ოცნების" აქციაზე შევხვდით და რუბრიკა "ფსიქოსთვის" ინტერვიუც იქვე ჩავიწერეთ:

- საერთაშორისო საზოგადოებრიობას კიდევ ერთხელ ჩავაბარეთ ტესტი, რომ ჩვენ არ ვართ პაპუასები, ვართ ჩამოყალიბებული საზოგადოება და გვსურს ნათელი მომავალი. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც იქნება გარანტი და დამცველი ადამიანის უფლებებისა, და არა იმ ხელისუფლების შენარჩუნება, რომელიც პატივს ხდის და ლახავს ადამიანის ღირსებას.

- დღევანდელი საქართველო რომელ ლიტერატურულ ნაწარმოებს გახსენებს?

- ზვიად გამსახურდიას ლექსს:

"ეს საქართველო დიდჭირნახული, გამოფხიზლდება ყველა იოგით,

ჩვენ ღვთისმშობელი გვფარავს ხახულის და გვფარავს მუდამ თეთრი გიორგი".

- სააკაშვილი რომელ პერსონაჟს ჰგავს?

- გასულ საუკუნეებში არც ერთ მწერალს, ალბათ, ფანტაზია არ ეყო, სააკაშვილის მსგავსი პერსონაჟი რომ შეექმნა. ყვარყვარე და ჯავახიშვილის დამპატიჟე მასთან მონაგონია. დარწმუნებული ვარ, თანამედროვე მწერლობა შექმნის სააკაშვილის ფარდ "გმირს" და ისტორიაში ასეთად დარჩება.

- სერენადა თუ გიმღერია როდისმე?

- ალმოდებული ფიალებით ხელში "შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია" არასდროს მიმღერია, მაგრამ ნასვამს საყვარელ ქალთან პირისპირ ყოფნისას კი წამიღიღინებია (იცინის).

- წარმოიდგინე, შენს საყვარელ ქალს სერენადას უმღერის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, როგორი რეაქცია გექნება?

- მერწმუნეთ, ასეთ რამეს გოგა ხაჩიძე ვერასდროს გაბედავს. თუ გაბედავს და, რაც მოუვა, თავისთავს დააბრალოს...

- მაინც რას უზამ?

- გააჩნია, რას უმღერებს, თუ "მიშა მაგარია" უმღერა, "გავუტარებ" (იცინის).

- რომ არა იურისტი, ვინ იქნებოდა პროფესიით ჯაბა ჯიშკარიანი?

- სხვა სფეროში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ჩემი საყვარელი საქმე ადამიანის უფლებათა დაცვაა, ანუ ის, რასაც დღეს ვემსახურები. როგორც რიგითი მოქალაქე, ყოველთვის დავიცავ ქართველი ხალხის ინტერესებს და ყოველთვის სააშკარაოზე გამოვიტან ისეთ სიბინძურეს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა.

- სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრობა შენთვის რომ შემოეთავაზებინათ, რას გააკეთებდი?

- გავაღებდი ციხეების კარებს და ყველა უკანონო პატიმარს გარეთ გამოვუშვებდი. შევქმნიდი საზოგადოებრივ კომისიას და იმ პატიმრებს, რომლებსაც ნარკოტიკი ჩაუდეს ან სიმართლის თქმისთვის დაიჭირეს, გავათავისუფლებდი. ციხეში დავტოვებდი მკვლელობის, გაუპატიურების, ყაჩაღობის და ნარკოტიკების რეალიზების მუხლით გასამართლებულებს. ისე, სიმართლე გითხრათ, გიორგი ტუღუშის ადგილზე ამ პოსტს არ დავთანხმდებოდი და სააკაშვილის სისტემის ნაწილი არ გავხდებოდი.

- წარმოიდგინე, აქციაზე ჩამოიარა უმშვენიერესმა მსახიობმა მონიკა ბელუჩიმ, გამომწვევად გაგიღიმა და გვერდით დაგიდგა, როგორ რეაქცია გექნება?

- (იცინის) აუჰ... მაგარი ქალია მონიკა ბელუჩი!

- მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო შენი ბავშვობის მეგობარი, რას ეტყოდი?

- დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არ ჰყავს ისეთი ძმაკაცები, მის გამო რომ თავს გადადებენ. მიკვირს სააკაშვილის იმ მეგობრების, რომლებიც თავისუფლების ინსტიტუტიდან მოჰყვებიან. მათ ადგილზე სააკაშვილს ვეტყოდი, რომ მცდარ პოზიციაზე დგას, ბოკერიასავით გვერდით კი არ დავუდგებოდი. ძალიან სამარცხვინოები არიან ის ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები იყვნენ და დღეს ხელისუფლებაში არიან: მიშა მაჭავარიანი, გია ბარამიძე, ხათუნა გოგორიშვილი და ა.შ. ეს ადამიანები არიან ჟვანიას სიყრმის მეგობრები და ხელისუფლებაში ერთად მოვიდნენ. ჟვანიას მკვლელობის შედეგ კი სააკაშვილის ყურმოჭრილი მონები გახდნენ. მათ ნაცვლად მართლა მრცხვენია, რადგან ისინი ჟვანიამ მოიყვანა პოლიტიკაში, მათ კი მის ყველა პრინციპს უღალატეს, მის მკვლელობაზე თვალი დახუჭეს და სააკაშვილს მწვანე შუქი აუნთეს. მათ ნამუსის ნატამალი არ გააჩნიათ. საერთოდ, ნაცმოძრაობაში არ მეგულება ვინმე, ადამიანობის მსგავსი რომ ჰქონდეს შერჩენილი. არავის ეგონოს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ბრძოლას დავასრულებთ. მე და ჩემი მეგობრები, დაჩი ცაგურიადან დაწყებული, პოლიტპატიმარ მელორ ვაჩნაძით დასრულებული, ჩვენს პრინციპებს არ ვუღალატებთ. ჩვენი მოთხოვნა კვლავ იქნება, რომ ყველა დამნაშავე გასამართლდეს. სასამართლოზე უნდა წარდგნენ სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრებიც, რომლებიც დღეს მის ოპოზიციაში არიან. არაერთ მათგანთან ვმეგობრობ, მაგრამ თუ ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი, უნდა გასამართლდნენ და სათანადოდ დაისაჯონ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას საქართველოში პრეცედენტი, რომ დამნაშავე დაისაჯოს. შეიძლება აქეთა მხარს ბოკერია და მერაბიშვილიც გადმოხტნენ და რა, ტაში დავუკრათ?

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- ბორკილს, რომ თვითონვე დაიდოს ხელზე და თავისივე ნებით ჩაბარდეს ქართველ ხალხს. ამასვე ვუსახსოვრებდი არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ მთელ ხელისუფლებას და თავისუფალი სასამართლოს წინაშე წარვადგენდი.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - საკმაოდ პირდაპირი და ემოციური ადამიანია. ყოველთვის იცის, რა სურს და მიზნის მისაღწევად უკან არასდროს იხევს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა