მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია ანთაძე: "პირველი არხი" ძირფესვიანად შესაცვლელია"
ია ანთაძე: "პირველი არხი" ძირფესვიანად შესაცვლელია"

27 სექ­ტემ­ბერს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გენ­დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია ძალ­ზე გა­ა­ღი­ზი­ა­ნა "I არ­ხის" მი­მართ გა­მოთ­ქმულ­მა შე­ნიშ­ვნებ­მა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა არ იცის, რო­გორ ფი­ნანსდე­ბა მა­უ­წყე­ბე­ლი, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბას, თურ­მე, ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იღე­ბენ და ა.შ. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ "მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" და­ფი­ნან­სე­ბის ოდე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა წინა წლის ქვეყ­ნის მთლი­ა­ნი შიგა პრო­დუქ­ტის არა­ნაკ­ლებ 0,12 პრო­ცენ­ტით. 2012 წელს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ბი­უ­ჯე­ტი 55 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. აქე­დან 49 მი­ლი­ო­ნი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან უნდა გა­და­ი­რი­ცხოს, და­ნარ­ჩენ თან­ხას კი სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან მი­ი­ღებს (რეკ­ლა­მა, ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და ფარ­თო­ბე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა და ა. შ.). გია ჭან­ტუ­რი­ას ხელ­ფა­სი თვე­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით 6 300 ლა­რია, მა­უ­წყებ­ლის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის ლე­ვან გა­ხე­ლა­ძი­სა კი - 2.500 ლარი, ამას, რა თქმა უნდა, სო­ლი­დუ­რი პრე­მი­ე­ბი ემა­ტე­ბა. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" მუ­შა­ო­ბის შე­ფა­სე­ბა მე­დი­ა­ექ­სპერტ ია ან­თა­ძეს ვთხო­ვეთ:

- წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე ჯგუფ­მა ჩა­ა­ტა­რა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის, მათი სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი. "პირ­ვე­ლი არხი" წარ­მოჩ­ნდა, რო­გორც ყვე­ლა­ზე და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო პრობ­ლე­მებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ისიც უნდა ით­ქვას, რომ გა­შუ­ქე­ბის მი­ხედ­ვით პირ­ველ ად­გილ­ზე იყო პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი, და­დე­ბი­თი ტო­ნით გა­შუქ­და "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­აც. მა­ი­სის ბო­ლო­დან "პირ­ვე­ლი არხი", ძი­რი­თა­დად, სა­არ­ჩევ­ნო თე­მა­ტი­კა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბას აც­ნობ­და სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მებს, დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტებს (რაც ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, "სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის თა­ნახ­მად, მო­სახ­ლე­ო­ბას აინ­ტე­რე­სებ­და), მაგ­რამ დგე­ბა კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში (წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში კი ასე­თი მო­მენ­ტი არა­ერ­თია), როცა კარ­გად ჩანს, არის თუ არა ტე­ლე­ვი­ზია მზად, ბო­ლომ­დე თქვას სი­მარ­თლე, არ და­არ­ღვი­ოს პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის ჩარ­ჩო და სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნი­ტო­რინ­გის გამო კი არ შეც­ვა­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კა, არა­მედ რე­ა­ლუ­რად ცდი­ლობ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბას. "I არ­ხმა", სამ­წუ­ხა­როდ, ეს გა­მოც­და ვერ ჩა­ა­ბა­რა. რო­დე­საც ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბის სას­ტი­კი წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­მოჩ­ნდა, მი­უ­ხე­და­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბის მძაფ­რი რე­აქ­ცი­ი­სა, ამ ტე­ლე­ვი­ზი­ამ ეს თემა ძალ­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბით და არა­სა­თა­ნა­დოდ გა­ა­შუ­ქა. ამან გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" პრობ­ლე­მე­ბი - მძაფ­რი, მტკივ­ნე­უ­ლი თე­მე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას ის მე­დი­ის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის ჩარ­ჩო­ში ვერ ჯდე­ბა, რად­გან ტე­ლე­ვი­ზი­ამ არა­სო­დეს უნდა გა­მო­ტო­ვოს ფაქ­ტი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს.

- აკ­მა­ყო­ფი­ლებს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" იმ კრი­ტე­რი­უმს, რაც მას მო­ე­თხო­ვე­ბა? სხვა­დას­ხვა გა­მო­კი­თხვე­ბით, არ­ხის რე­ი­ტინ­გი ძალ­ზე და­ბა­ლია. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გენ­დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია კი ამ­ბობს, ტე­ლე­ვი­ზი­ას "ყუ­რე­ბადს" ლა­თი­ნუ­რი სე­რი­ა­ლე­ბის ხარ­ჯზე ვერ გავ­ხდიო...

- ტე­ლე­სე­რი­ა­ლებს არც ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო" უჩ­ვე­ნებს, მისი სა­ღა­მოს ეთე­რი მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ გა­და­ცე­მებს აქვს დათ­მო­ბი­ლი, მაგ­რამ "მა­ესტროს" უამ­რა­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს. ტე­ლე­ვი­ზი­ას რე­ი­ტინ­გი მა­შინ აქვს, როცა ცდი­ლობს, ობი­ექ­ტუ­რად ასა­ხოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი. "I არხს" ჰქონ­და უნი­კა­ლუ­რი შან­სი, სან­დო ყო­ფი­ლი­ყო პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბის­თვის, სრუ­ლი­ად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, მაგ­რამ ასე არ მოხ­და, ამი­ტომ მისი რე­ი­ტინ­გი და­ბა­ლია. მთლი­ა­ნო­ბა­ში "პირ­ვე­ლი არხი" ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შე­საც­ვლე­ლია. თუ სა­ე­თე­რო წუ­თე­ბი და წა­მე­ბი თა­ნაბ­რად არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ აინ­ტე­რე­სებს ის, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში გა­დის, ეს ნიშ­ნავს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია თა­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას არ ას­რუ­ლებს. "I არხი" სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და რაც მთა­ვა­რია, სან­დო უნდა იყოს.

- "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის" ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი­დან 49 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი, პირ­ვე­ლი და მე­ო­რე არ­ხე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა ხელ­ფა­სე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 13 მი­ლი­ო­ნია, რო­გორ ფიქ­რობთ, ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში 49 მი­ლი­ო­ნი ლარი საკ­მა­რი­სია რე­ი­ტინ­გუ­ლი, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი არ­ხის შე­საქ­მნე­ლად?

- ხალ­ხის მიერ შევ­სე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფილ თან­ხა­სა და ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის ტექ­ნი­კურ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ზე მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია კი­თხვა: რას ნიშ­ნავს, როცა ქვე­ყა­ნა იქ­ცე­ვა და შენ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფერს ამ­ბობ? ამის შემ­დეგ რო­გორ უნდა გენ­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა?! დიდი სირ­ცხვი­ლი იყო, როცა "პირ­ვე­ლი არ­ხის" მა­ყუ­რე­ბელს უთხრეს, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­ვი­და, მაგ­რამ რა­ტომ წა­ვი­და, ვე­რა­ვინ გა­ი­გო, რად­გან მთე­ლი წინა ის­ტო­რია გა­მო­ტო­ვეს. განა ამ ფაქ­ტის გა­შუ­ქე­ბას თან­ხა სჭირ­დე­ბო­და? როცა ძა­ლა­დო­ბის ფაქტს არ აშუ­ქებ, ეს ფუ­ლის კი არა, პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის უქონ­ლო­ბაა.

- "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ე.წ. ცნო­ბად სა­ხე­ებს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა აქვთ, მა­გა­ლი­თად, ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლისტ ეკა მიშ­ვე­ლა­ძის ხელ­ფა­სი 3.750 ლა­რია, ეკა ხო­ფე­რი­ა­სი - 4.125 ლარი. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ასე­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის რე­ი­ტინ­გის შე­სა­ბა­მი­სია?

- ვი­ნა­ი­დან ეს არის ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი უნდა იყოს მისი საქ­მი­ა­ნო­ბის ფი­ნან­სუ­რი მხა­რე, მათ შო­რის - ჰო­ნო­რა­რე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, ვის ინ­ტე­რე­სებ­ზეა აწყო­ბი­ლი ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც, უპირ­ვე­ლე­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რესს უნდა გა­მო­ხა­ტავ­დეს... და როცა "პირ­ვე­ლი არხი" სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქტს არ აშუ­ქებს, მა­ყუ­რე­ბელს უჩ­ნდე­ბა ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვა: რის­თვის იხარ­ჯე­ბა ჩემი ფული? მა­ყუ­რებ­ლის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი და­ფი­ნან­სე­ბი­თა და მცი­რე ჰო­ნო­რა­რი­თაც, გენ­დი­რექ­ტო­რის იქ­ნე­ბა თუ სხვა თა­ნამ­შრომ­ლის. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ გა­დახ­დილ თან­ხა­სა და "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­სად­მი" მის ნდო­ბას შო­რის პირ­და­პი­რი კავ­ში­რი უნდა იყოს, თუმ­ცა, ამ­ჟა­მად ეს ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი, ისე რო­გორც სხვა არა­ერთ სფე­რო­ში, დარ­ღვე­უ­ლია.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ია ანთაძე: "პირველი არხი" ძირფესვიანად შესაცვლელია"

ია ანთაძე: "პირველი არხი" ძირფესვიანად შესაცვლელია"

27 სექტემბერს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლების შეხვედრაზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენდირექტორი გიორგი ჭანტურია ძალზე გააღიზიანა "I არხის" მიმართ გამოთქმულმა შენიშვნებმა და განაცხადა, რომ საზოგადოების ნაწილმა არ იცის, როგორ ფინანსდება მაუწყებელი, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლები გამოცდილებას, თურმე, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იღებენ და ა.შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "მაუწყებლის შესახებ" კანონის თანახმად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება წინა წლის ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის არანაკლებ 0,12 პროცენტით. 2012 წელს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბიუჯეტი 55 მილიონი ლარია. აქედან 49 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გადაირიცხოს, დანარჩენ თანხას კი საკუთარი შემოსავლებიდან მიიღებს (რეკლამა, ტექნიკური აღჭურვილობისა და ფართობების გაქირავება და ა. შ.). გია ჭანტურიას ხელფასი თვეზე გაანგარიშებით 6 300 ლარია, მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან გახელაძისა კი - 2.500 ლარი, ამას, რა თქმა უნდა, სოლიდური პრემიები ემატება. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მუშაობის შეფასება მედიაექსპერტ ია ანთაძეს ვთხოვეთ:

- წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე ჯგუფმა ჩაატარა ტელეკომპანიების, მათი საინფორმაციო პროგრამების მონიტორინგი. "პირველი არხი" წარმოჩნდა, როგორც ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია, რომელიც საარჩევნო პრობლემებზეა ორიენტირებული. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გაშუქების მიხედვით პირველ ადგილზე იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, დადებითი ტონით გაშუქდა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაც. მაისის ბოლოდან "პირველი არხი", ძირითადად, საარჩევნო თემატიკაზეა ორიენტირებული, მოსახლეობას აცნობდა საარჩევნო პროგრამებს, დეპუტატობის კანდიდატებს (რაც ჩვენი ორგანიზაციის, "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული მონიტორინგის თანახმად, მოსახლეობას აინტერესებდა), მაგრამ დგება კრიტიკული მომენტი ქვეყნის ცხოვრებაში (წინასაარჩევნო პერიოდში კი ასეთი მომენტი არაერთია), როცა კარგად ჩანს, არის თუ არა ტელევიზია მზად, ბოლომდე თქვას სიმართლე, არ დაარღვიოს პროფესიული სტანდარტის ჩარჩო და საერთაშორისო მონიტორინგის გამო კი არ შეცვალოს საინფორმაციო პოლიტიკა, არამედ რეალურად ცდილობდეს საზოგადოების ნდობის მოპოვებას. "I არხმა", სამწუხაროდ, ეს გამოცდა ვერ ჩააბარა. როდესაც ციხეში პატიმრების სასტიკი წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოჩნდა, მიუხედავად საზოგადოების მძაფრი რეაქციისა, ამ ტელევიზიამ ეს თემა ძალზე დაგვიანებით და არასათანადოდ გააშუქა. ამან გამოააშკარავა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პრობლემები - მძაფრი, მტკივნეული თემების გაშუქებისას ის მედიის პროფესიული სტანდარტის ჩარჩოში ვერ ჯდება, რადგან ტელევიზიამ არასოდეს უნდა გამოტოვოს ფაქტი, რომელიც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.

- აკმაყოფილებს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" იმ კრიტერიუმს, რაც მას მოეთხოვება? სხვადასხვა გამოკითხვებით, არხის რეიტინგი ძალზე დაბალია. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენდირექტორი გიორგი ჭანტურია კი ამბობს, ტელევიზიას "ყურებადს" ლათინური სერიალების ხარჯზე ვერ გავხდიო...

- ტელესერიალებს არც ტელეკომპანია "მაესტრო" უჩვენებს, მისი საღამოს ეთერი მთლიანად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს აქვს დათმობილი, მაგრამ "მაესტროს" უამრავი მაყურებელი ჰყავს. ტელევიზიას რეიტინგი მაშინ აქვს, როცა ცდილობს, ობიექტურად ასახოს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები. "I არხს" ჰქონდა უნიკალური შანსი, სანდო ყოფილიყო პოლიტიკური სუბიექტებისთვის, სრულიად საზოგადოებისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა, ამიტომ მისი რეიტინგი დაბალია. მთლიანობაში "პირველი არხი" ძირფესვიანად შესაცვლელია. თუ საეთერო წუთები და წამები თანაბრად არის გადანაწილებული, მაგრამ საზოგადოებას არ აინტერესებს ის, რაც ტელეკომპანიის ეთერში გადის, ეს ნიშნავს, რომ ტელეკომპანია თავის დანიშნულებას არ ასრულებს. "I არხი" საზოგადოებისთვის საინტერესო და რაც მთავარია, სანდო უნდა იყოს.

- "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" ქვეყნის ბიუჯეტიდან 49 მილიონი ლარია გამოყოფილი, პირველი და მეორე არხების თანამშრომელთა ხელფასები დაახლოებით 13 მილიონია, როგორ ფიქრობთ, ჩვენს სინამდვილეში 49 მილიონი ლარი საკმარისია რეიტინგული, კონკურენტუნარიანი არხის შესაქმნელად?

- ხალხის მიერ შევსებული ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხასა და ამ ტელევიზიის ტექნიკურ აღჭურვილობაზე მეტად აქტუალურია კითხვა: რას ნიშნავს, როცა ქვეყანა იქცევა და შენ ორი დღის განმავლობაში არაფერს ამბობ? ამის შემდეგ როგორ უნდა გენდოს საზოგადოება?! დიდი სირცხვილი იყო, როცა "პირველი არხის" მაყურებელს უთხრეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან წავიდა, მაგრამ რატომ წავიდა, ვერავინ გაიგო, რადგან მთელი წინა ისტორია გამოტოვეს. განა ამ ფაქტის გაშუქებას თანხა სჭირდებოდა? როცა ძალადობის ფაქტს არ აშუქებ, ეს ფულის კი არა, პოლიტიკური ნების უქონლობაა.

- "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ე.წ. ცნობად სახეებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ, მაგალითად, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჟურნალისტ ეკა მიშველაძის ხელფასი 3.750 ლარია, ეკა ხოფერიასი - 4.125 ლარი. ჟურნალისტების ასეთი ანაზღაურება ამ ტელევიზიის რეიტინგის შესაბამისია?

- ვინაიდან ეს არის ტელევიზია, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს მისი საქმიანობის ფინანსური მხარე, მათ შორის - ჰონორარები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის ინტერესებზეა აწყობილი ტელევიზია, რომელიც, უპირველესად, საზოგადოების ინტერესს უნდა გამოხატავდეს... და როცა "პირველი არხი" საზოგადოებისთვის, მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფაქტს არ აშუქებს, მაყურებელს უჩნდება ლეგიტიმური კითხვა: რისთვის იხარჯება ჩემი ფული? მაყურებლის ნდობის მოპოვება შეიძლება გაცილებით ნაკლები დაფინანსებითა და მცირე ჰონორარითაც, გენდირექტორის იქნება თუ სხვა თანამშრომლის. საზოგადოების მიერ გადახდილ თანხასა და "საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი" მის ნდობას შორის პირდაპირი კავშირი უნდა იყოს, თუმცა, ამჟამად ეს ურთიერთკავშირი, ისე როგორც სხვა არაერთ სფეროში, დარღვეულია.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები