პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
 ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კო­ა­ლი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­თან არი­ან შეკ­რე­ბილ­ნი, აქ­ცი­ე­ბის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ქა­ლაქ­ში არ წყდე­ბა ყო­ფი­ლი ოპო­ზი­ცი­ის და ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის გა­მოს­ვლე­ბი. დღეს ჩვენ ოპო­ზი­ცი­ა­ში აღარ ვართ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წარ­მო­ვად­გენთ და, რო­გორც წესი, ოპო­ზი­ცია გა­მო­დის ქუ­ჩებ­ში აქ­ცი­ით. ჩემი თხოვ­ნა და მო­წო­დე­ბაა, ყო­ველ­გვა­რი აქ­ცი­ე­ბი შევ­წყვი­ტოთ, გა­და­ვი­ნაც­ვლოთ შე­ნო­ბებ­ში, სა­სა­მარ­თლო­ში, პარ­ლა­მენ­ტში და ყვე­ლა გა­უ­გებ­რო­ბა იქ გა­დავ­წყვი­ტოთ", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა იმ გმი­რო­ბი­სა და ვაჟ­კა­ცო­ბის შემ­დეგ, რაც არ­ჩევ­ნებ­ზე აჩ­ვე­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ლა­მა­ზად გა­დას­ვლა უნდა მო­ა­ხერ­ხოს".

"ღე­ლავს ევ­რო­პა, ღე­ლავს ამე­რი­კა. ამი­ტო­მაც ჩვენ აღარ გვე­კად­რე­ბა ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი იმ გმი­რო­ბის შემ­დეგ, რაც ჩვენ ჩა­ვი­დი­ნეთ. ჩვენ უკვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვართ და მაქ­სი­მუმ თვის ბო­ლომ­დე სჭირ­დე­ბა დრო, რომ ტექ­ნი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი დას­რულ­დეს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­და­ვი­ფორ­მოთ. ამის შემ­დეგ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებთ ახალ მთავ­რო­ბას", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

 ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის მხარდამჭერებს, რომლებიც სხვადასხვა საოლქო-საარჩევნო კომისიებთან არიან შეკრებილნი, აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"ქალაქში არ წყდება ყოფილი ოპოზიციის და ჩვენი მხარდამჭერების გამოსვლები. დღეს ჩვენ ოპოზიციაში აღარ ვართ, ხელისუფლებას წარმოვადგენთ და, როგორც წესი, ოპოზიცია გამოდის ქუჩებში აქციით. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, ყოველგვარი აქციები შევწყვიტოთ, გადავინაცვლოთ შენობებში, სასამართლოში, პარლამენტში და ყველა გაუგებრობა იქ გადავწყვიტოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა იმ გმირობისა და ვაჟკაცობის შემდეგ, რაც არჩევნებზე აჩვენა, ხელისუფლებაში "ლამაზად გადასვლა უნდა მოახერხოს".

"ღელავს ევროპა, ღელავს ამერიკა. ამიტომაც ჩვენ აღარ გვეკადრება ქუჩის აქციები იმ გმირობის შემდეგ, რაც ჩვენ ჩავიდინეთ. ჩვენ უკვე ხელისუფლებაში ვართ და მაქსიმუმ თვის ბოლომდე სჭირდება დრო, რომ ტექნიკური პროცედურები დასრულდეს და ხელისუფლება ოფიციალურად გადავიფორმოთ. ამის შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ახალ მთავრობას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა