პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დუმს პანკისის ამბებთან დაკავშირებით მექა ხანგოშვილი
რატომ დუმს პანკისის ამბებთან დაკავშირებით მექა ხანგოშვილი

"ჩეჩ­ნე­თის ომის მერე, ინ­გუ­შეთ­ში ორი პა­ტა­რა გო­გო­ნას დამ­წვა­რი გვა­მი ვნა­ხე და მის მერე ამ­გვა­რი კად­რე­ბის ყუ­რე­ბი­სას ცუ­დად ვხდე­ბი. ის, რაც გუ­შინ ვნა­ხე, შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი იყო ჩემ­თვის. ბო­ლომ­დეც ვერ ვუ­ყუ­რე. ამი­ტომ ვფიქ­რობ­დი, შევ­ძლებ­დი კი თქვენ­თან სხვა თე­მა­ზე სა­უ­ბარს. ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, ძლი­ე­რი ქა­ლი­აო, მაგ­რამ გული სუს­ტი მაქვს. სი­ტყვებ­საც ვერ ვპო­უ­ლობ, რო­გორ უნდა შე­ვა­ფა­სო ეს ყვე­ლა­ფე­რი", - მი­თხრა ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა მრჩე­ველ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა მექა ხან­გოშ­ვილ­მა.

სათ­ნო­ე­ბით დე­დას ჰგავს, პრინ­ცი­პუ­ლო­ბი­თა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბით - მა­მას. ძლი­ე­რია მა­შინ, როცა საქ­მე მის ხალ­ხს ეხე­ბა. არც ია­რა­ღის ეში­ნია და არც სის­ხლის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას უყ­ვარს.

დღეს ამ სა­სი­ა­მოვ­ნო ქისტ ქალ­ბა­ტონს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. იმ პე­რი­ოდ­ში რთუ­ლი ბავ­შვო­ბა არა­ვის ჰქონ­და. მახ­სოვს, გვი­ა­ნო­ბამ­დე არ ვი­ძი­ნებ­დი. ბუ­ნე­ბით ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და არ ვწვე­ბო­დი და­სა­ძი­ნებ­ლად, სა­ნამ დედა არ და­ი­ძი­ნებ­და. მამა გვი­ან რომ ბრუნ­დე­ბო­და, დე­დას ეჩხუ­ბე­ბო­და, ამ დრომ­დე რა­ტომ არ სძი­ნავს ბავ­შვსო. სტუმ­რი­ა­ნი ოჯა­ხი გვქონ­და. მა­მა­ჩე­მი, ხასო ხან­გოშ­ვი­ლი, მო­ქე­ი­ფე კაცი იყო, ბევ­რი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და. ჩვენს ოჯახ­ში სუფ­რა ხში­რად იშ­ლე­ბო­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, შვი­ლე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად არ უნდა დამ­სხდა­რიყ­ვნენ სუფ­რას­თან. ჩემს პა­ტა­რა ძმას ბევ­რჯერ ჩა­მოს­ძი­ნე­ბია ფეხ­ზე. ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხი გვქონ­და. მკაც­რად გვზრდიდ­ნენ მშობ­ლე­ბი. მა­მა­ჩე­მის მო­ფე­რე­ბა დღემ­დე არ მახ­სოვს. დღე­საც თუ რა­მეს იტყვის ჩვენ­ზე და­დე­ბითს, მიკ­ვირს.

- ტრა­დი­ცი­ე­ბი ახ­სე­ნეთ, კი­დევ რა ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი გაქვთ ქის­ტებს?

- დღე­საც მა­მა­ჩე­მი რომ გვე­ტყვის, მო­დით დას­ხე­დით სუფ­რას­თა­ნო, იმ­დე­ნად გვაქვს გამ­ჯდა­რი ბავ­შვო­ბი­დან ეს ტრა­დი­ცია, ვერ ვსხდე­ბით. მა­მას­თან ერ­თად გემ­რი­ე­ლად ვერ ვჭამ. ბავ­შვო­ბი­დან გვი­ნერ­გავ­დნენ მშობ­ლე­ბი, რომ არ შევ­ხე­ბო­დით არამს, ანუ იმას, რაც ჩვენ არ გვე­კუთ­ვნო­და. ჩემი მშობ­ლე­ბი 30 წელი აშე­ნებ­დნენ დიდ სახ­ლს დუ­ის­ში, სა­დაც ჩვენ გა­ვი­ზარ­დეთ და დღემ­დე არ არის ბო­ლომ­დე დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მამა თითს გა­იშ­ვერ­და სახ­ლის­კენ და გვე­უბ­ნე­ბო­და, ამ სახ­ლის თითო აგუ­რი ჩვე­ნი ოფ­ლით არის მო­პო­ვე­ბუ­ლი. სხვი­სი არა­ფე­რი გინ­დო­დეთ, თქვე­ნი შრო­მით მო­ი­პო­ვეთ ის, რაც გჭირ­დე­ბა­თო. პე­და­გო­გე­ბის ხელ­ფას­ზე ვცხოვ­რობ­დით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ყო­ველ­თვის გვი­ჭირ­და. დე­და­ჩე­მი მა­ღალ კლა­სებს ას­წავ­ლი­და. მახ­სოვს, ერთხელ ერთი ქალი მო­ვი­და ჩვენ­თან. ტო­მა­რა ჰქონ­და ზურ­გზე მოგ­დე­ბუ­ლი. სა­უბ­რი­დან გა­ვარ­კვიე, რომ მის შვილს დედა ას­წავ­ლი­და. არ ვიცი, ნიშ­ნის მო­მა­ტე­ბა უნ­დო­და ამ ქალს თუ სხვა მსგავ­სი რამ, მაგ­რამ იმ ტო­მა­რა­ში რომ წაბ­ლი იყო, ეს ნამ­დვი­ლად ვიცი. დუ­ი­სი, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობ­დით, მო­შო­რე­ბი­თაა ტყი­დან, ამი­ტომ წაბ­ლი ყო­ველ­თვის გვე­ნატ­რე­ბო­და. ეს ქალი ბირ­კი­ა­ნი­დან ჩა­მო­ვი­და, სა­დაც უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო წაბ­ლის მოგ­რო­ვე­ბა. ერთი სული მქონ­და, დე­და­ჩემს წაბ­ლი გა­მო­ერ­თმია იმ ქა­ლის­თვის. მეს­მო­და, რო­გორ ეხ­ვე­წე­ბო­და ის ქალი, ამ­ხე­ლა ტო­მა­რას ნუ გა­მა­ტან უკა­ნო, მაგ­რამ... რაც შენს შვილს ეკუთ­ვნის, არას­დროს და­ე­კარ­გე­ბაო, ეს სი­ტყვე­ბი და­ა­დევ­ნა უკან. სარ­ვა­მარ­ტო სა­ჩუქ­რებ­საც კი არ იღებ­და დედა არა­ვის­გან, მხო­ლოდ მი­სა­ლოც ბა­რა­თებს იღებ­და ბავ­შვე­ბის­გან.

- ცოლ-ქმარს შო­რის რა ტრა­დი­ცი­ე­ბი იყო?

- მე არ მი­ნა­ხავს, დე­და­ჩემ­სა და მა­მა­ჩემს ერთ ოთახ­ში და­ე­ძი­ნათ. დე­დას ყო­ველ­თვის ჩვენ­თან, შვი­ლებ­თან ეძი­ნა. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ უკვე დი­დე­ბი ვი­ყა­ვით... დედა გვას­წავ­ლი­და, რომ მამა ოჯა­ხის უფ­რო­სია და მისი სი­ტყვა ყო­ველ­თვის კა­ნო­ნია. ალ­ბათ დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი და­ვუთ­მე ჩემს მე­უღ­ლეს. დე­და­ჩე­მი ყო­ველ­თვის თმობ­და, თუმ­ცა პრინ­ცი­პუ­ლიც იყო. ერთხელ მა­მა­ჩემ­მა ასე­თი რამ თქვა, - ქალს აქვს უნა­რი, კარ­გი ქმა­რი ცუდ ადა­მი­ა­ნად აქ­ცი­ოს და ცუდი ადა­მი­ა­ნი გა­ა­კე­თილ­შო­ბი­ლო­სო. მამა აღი­ა­რებ­და, რომ დე­და­ჩე­მის როლი მის პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი იყო. მამა ძა­ლი­ან მკაც­რი კაცი იყო. გვიკ­რძა­ლავ­და მოკ­ლე კა­ბის ჩაც­მას, მა­ნი­კი­უ­რის გა­კე­თე­ბას, მა­კი­აჟ­ზე ხომ ზედ­მე­ტი იყო ლა­პა­რა­კი. ის კი არა, "ჩოლ­კის" შეჭ­რაც გვეკ­რძა­ლე­ბო­და. ერთხელ ჩემ­მა უფ­როს­მა დამ შე­იჭ­რა "ჩოლ­კა" და თმის სა­მაგ­რე­ბით მა­ლავ­და. მერე მისი მოჭ­რი­ლი თმა უნა­ხავს დე­და­ჩემს და დიდი ამ­ბა­ვი მოჰ­ყვა ამას. ერთი სი­ტყვით, ისე გაგვზარ­დეს მშობ­ლებ­მა, არაფ­რის შიში აღარ ჰქონ­დათ. იმ­დე­ნად გვენ­დო­ბოდ­ნენ, სტუდ­ქა­ლაქ­ში მარ­ტო­ნი გა­მოგ­ვიშ­ვეს და მერე უცხო­ეთ­შიც კი გაგ­ვიშ­ვეს მა­შინ, როცა არ იყო მი­ღე­ბუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის მარ­ტო გაშ­ვე­ბა. მახ­სოვს, ერთხელ გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი შემ­ხვდა სტუდ­ქა­ლაქთან. ჩვე­ნე­ბუ­რი ქის­ტი, მათე ცი­ხე­საშ­ვი­ლი ახ­ლდა. ამ დროს თურ­მე გო­დერ­ძი ფილ­მს იღებ­და ქის­ტე­ბი­სა და ხევ­სუ­რე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. რომ მნა­ხა, მა­თეს­თვის უთ­ქვამს, ეს ის ქა­ლია, ვი­საც ამ­დე­ნი ხანი ვე­ძებ­დი, ქის­ტი ქა­ლის სახე მჭირ­დე­ბა ფილ­მის­თვი­სო. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ან თვი­თონ მო­დი­ო­და, ან სხვას აგ­ზავ­ნი­და გო­დერ­ძი, რომ ამ როლ­ზე და­ვე­თან­ხმე­ბი­ნე. დიდი არა­ფე­რი, თუნ­გით მხარ­ზე წყა­რო­დან უნდა ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, თან მა­შინ 50 კგ-ით ნაკ­ლე­ბი ვი­ყა­ვი (იღი­მე­ბა), ხევ­სურ კაცს უნდა და­ვე­ნა­ხე, რო­მე­ლიც სის­ხლის ასა­ღე­ბად მო­დი­ო­და და ისე შევ­ყვა­რე­ბო­დი, რომ სის­ხლის აღე­ბა გა­და­ე­ფიქ­რე­ბი­ნა. იმა­საც კი მე­უბ­ნე­ბო­და, მა­მა­შენს ვკი­თხავთ და მერე ხომ უარს აღარ იტყვიო. მა­მამ­დე არც მი­მი­ტა­ნია ეს ამ­ბა­ვი, ისე ვთქვი უარი. წლე­ბის მერე შემ­ხვდა გო­დერ­ძი და მკი­თხა, არ ნა­ნობ­თო. არა-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე. მგო­ნი, რომ უნდა ინა­ნოთ, იმის ას­ლიც არ ხართ დღეს, რაც მა­შინ იყა­ვით და ეს კად­რე­ბი ის­ტო­რი­ას დარ­ჩე­ბო­დაო.

- პრო­ფე­სია რო­გორ აირ­ჩი­ეთ?

- მამა ფი­ლო­ლო­გი იყო. დედა - მა­თე­მა­ტი­კო­სი. პო­ე­ზია და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, მაგ­რამ სკო­ლა­ში­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი მქონ­და ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბის მი­მართ. ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, პირ­ვე­ლი ქის­ტი ვი­ყა­ვი, რო­მელ­მაც ამ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი 1992 წელს და­ვამ­თავ­რე. მძი­მე წლე­ბი იდგა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩემი და, მე­დი­ნა, გროზ­ნო­ში მუ­შობ­და. მა­შინ აფხა­ზე­თის ომი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე გვაყ­ვედ­რიდ­ნენ ამ ომში ჩეჩ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გა­რი­დე­ბა იყო სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი და გა­დავ­წყვი­ტე ჩეჩ­ნეთ­ში მე­ძია ბედი. იქ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ბი­ო­ფი­ზი­კის კა­თედ­რა­ზე ვი­მუ­შა­ვე ასის­ტენ­ტად. პირ­ვე­ლი ომი რომ და­ი­წყო, უკან დავ­ბრუნ­დი. ჩემი და იქ დარ­ჩა, მე ჩემი დის­შვი­ლი წა­მო­ვიყ­ვა­ნე და წა­მო­ვე­დი, ყვე­ლა­ფე­რი იქ დავ­ტო­ვე და დავ­კარ­გე. რთუ­ლი პე­რი­ო­დი და­ი­წყო ჩვენს ოჯახ­ში. ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი დაგ­ვე­ღუ­პა. ორი წლის შემ­დეგ, აფხა­ზე­თის ომის ფონ­ზე, ან­ტი­ქის­ტუ­რი ის­ტე­რია და­ი­წყო. 1996-1997 წლებ­ში რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მან­ქა­ნა აქ­ტი­უ­რად ამუ­შავ­და, რომ ერე­ბის გა­თიშ­ვის პო­ლი­ტი­კა ეწარ­მო­ე­ბი­ნა. მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ფი­ზი­კო­სი ბევ­რი ჰყავს ამ ქვე­ყა­ნას და მე ამ ორ ერს შო­რის მე­დი­ა­ტო­რის როლი უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. და­ვი­წყე კო­რეს­პონ­დენ­ტად მუ­შა­ო­ბა "დი­ლის გა­ზეთ­ში", "ახალ 7 დღე­ში". ვწერ­დი ჩვენს მრა­ვალ­წლი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ის­ტო­რი­ულ ძმო­ბა­ზე. 1998 წლი­დან 10 წელი ვი­მუ­შა­ვე "კავ­კა­სი­ურ სახ­ლში". ეს იყო ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი, ჩეჩ­ნეთ­ში მე­ო­რე ომი და­ი­წყო. ბევ­რი რამ გა­და­ვი­ტა­ნე. სახ­ლში ავ­ტო­მა­ტე­ბით მი­ვარ­დე­ბოდ­ნენ, მა­ში­ნებ­დნენ. ასეთ დროს, როცა საქ­მე ჩემს ხალ­ხს, ჩემს ერს ეხე­ბა, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ვარ. ამ დროს არც ავ­ტო­მა­ტი მა­ში­ნებს და არც სის­ხლი. მახ­სოვს, ერთხელ, ჩეჩ­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის 14 დე­პუ­ტა­ტი მყავ­და შე­ფა­რე­ბუ­ლი. მა­შინ "კავ­კა­სი­ურ სახ­ლში" რე­მონ­ტი იყო. ვარ­კე­თილ­ში ხევ­სუ­რი ახ­ლობ­ლის ოთახ­ნა­ხევ­რი­ან ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ 20 ადა­მი­ან­საც სძი­ნე­ბია ამ სახ­ლში. მა­მი­და­ჩემ­თან გა­დავ­ბარ­გდი და ჩემი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მათ და­ვუთ­მე. ღა­მით მე და მა­მი­და­ჩე­მი მათ პე­რან­გებს ვა­უ­თო­ებ­დით, დღი­სით კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე დავ­ყვე­ბო­დი, მაგ­რამ ეს ფი­ზი­კუ­რი შრო­მა არა­ფე­რი იყო იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც მერე მოხ­და. დი­ლით ვლო­ცუ­ლობ­დი, როცა ბრა­ხუ­ნი ატყდა კარ­ზე. 5-6 ავ­ტო­მა­ტი­ა­ნი და­ვი­ნა­ხე სათ­ვალ­თვა­ლო ხვრე­ლი­დან. გა­მო­ვა­ღე კარი, რა ხდე­ბა, რას მინ­გრევთ კარს-მეთ­ქი, ვუყ­ვი­რე. შე­მოც­ვივ­დნენ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად წარ­მიდ­გი­ნეს თავი და მკი­თხეს, თქვენ­თან იმა­ლე­ბი­ან ჩეჩ­ნე­ბიო. და­ი­წყეს ჩხრე­კა. ტახტს რომ თავი ახა­დეს, ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და ვუ­თხა­რი, ჩეჩ­ნე­ბი თქვენ­ნა­ი­რი მხდა­ლე­ბი არ არი­ან, ტახ­ტში და კა­რა­და­ში რომ და­ი­მა­ლონ, რას კად­რუ­ლობთ-მეთ­ქი. ახ­ლაც თქვენ თვალ­წინ ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლი რომ მო­ვი­დეს, შე­ვი­ფა­რებ და ამას ვერ და­მიშ­ლით-მეთ­ქი. წა­მიყ­ვა­ნეს პო­ლი­ცი­ა­ში, 20 წუთი გა­მა­ჩე­რეს. მერე ბო­დი­ში მო­მი­ხა­დეს და გა­მო­მიშ­ვეს. ბევ­რი ასე­თი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა.

- რო­მე­ლი იყო ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ასე­თი ბევ­რი მახ­სენ­დე­ბა. ეს იყო ბეს­ლა­ნის ტრა­გე­დია, ნორდ-ოს­ტის ამ­ბე­ბი... როცა ხე­დავ, შენს ერს ამ­დენ რა­მეს აბ­რა­ლე­ბენ და მათი დაც­ვა არ შე­გიძ­ლია. მძი­მე იყო 2003 წლის 7 დე­კემ­ბე­რის დილა, როცა ყვე­ლა ჩე­ჩე­ნი დიდ-პა­ტა­რი­ა­ნად წა­მო­ყა­რეს სა­წო­ლე­ბი­დან და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში წა­იყ­ვა­ნეს. მძი­მე იყო შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ო­დი, როცა ჩვენ­მა პრე­ზი­დენ­ტმა 5 ჩე­ჩე­ნი პირ­და­პირ და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­არ­თვა პუ­ტინს. მახ­სოვს დღე, როცა თქვეს, რომ მომ­დევ­ნო 8 ჩე­ჩე­ნიც უნდა გა­და­ე­ცათ. პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან ჩა­მო­სულ სხვა ჩე­ჩენ ქა­ლებ­თან ერ­თად მთე­ლი ღამე ვდა­რა­ჯობ­დი ცი­ხის კარ­თან ამ ბი­ჭებს. მძი­მე დღე­ე­ბი იყო, როცა 2004 წელს ჯერ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს 3 ბიჭი და მერე ჩუ­მად ჩა­ა­ბა­რეს რუ­სებს. ჩვენ ვზე­ი­მობ­დით ამ ფაქტს და მე­ო­რე დღეს ბი­ჭე­ბი თბი­ლი­სი­დან გაქ­რნენ. ორი კვი­რის ძებ­ნის მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ სტავ­რო­პო­ლის რო­მე­ლი­ღაც ცი­ხე­ში აწა­მებ­დნენ მათ. ეს უფრო მუ­ხა­ნა­თო­ბა იყო, ვიდ­რე პირ­და­პირ გა­და­ცე­მა. ჯერ გა­უშ­ვეს სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან და შემ­დეგ ჩუ­მად გა­დას­ცეს. მძი­მე არ იყოს ის, რაც ახ­ლა­ხან პან­კის­ში მოხ­და?! სა­ნამ ყვე­ლა­ფე­რი არ გა­ირ­კვე­ვა, ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, მაგ­რამ ერთი რამ ყვე­ლამ იცო­დეს, მე ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი იქ, სა­დაც ჩემი ხალ­ხი დგას! სა­დაც სი­მარ­თლეა!

- იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ დღეს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში მუ­შა­ობთ?

- რა თქმა უნდა! მე ამ უწყე­ბა­ში იმი­ტომ ვმუ­შა­ობ, რომ ჩემი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი და­ვიც­ვა. დღეს­ვე რომ დამ­ჭირ­დეს ამ სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა, წარბს არ შე­ვიხ­რი. რას ლა­პა­რა­კობთ, ჩემს ღირ­სე­ბა­ზე მაღ­ლა რა უნდა დად­გეს?! ჩემს ხალ­ხზე მაღ­ლა, ვისი გუ­ლის­თვი­საც მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა სას­წორ­ზე მაქვს შეგ­დე­ბუ­ლი, რას და­ვა­ყე­ნებ?! ახლა თუ ვდუმ­ვარ, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ამ ქვეყ­ნის ინ­ტე­რესს ვი­ცავ, თუმ­ცა კარ­გად მაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რომ ჩემს ხალ­ხზე მაღ­ლა, ღმერ­თის გარ­და, არა­ფე­რი დგას. ჩემს სინ­დის­თან და ჩემს ხალ­ხთან მარ­თა­ლი უნდა ვიყო, სამ­სა­ხუ­რი კი არა, ჩემი სი­ცო­ცხლე რომ შე­ე­წი­როს ამას.

- მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­სა­ლოდ­ნე­ლი შუ­რის­ძი­ე­ბის შიში არ­სე­ბობს...

- ჩეჩ­ნე­ბი სა­ო­ცა­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის ხალ­ხია. რაც რუ­სებ­მა ჩეჩ­ნებს გა­უ­კე­თეს, მსგავ­სი არა­ფე­რი გა­მი­გო­ნია და მი­ნა­ხავს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე არ შემ­ხვედ­რია ჩე­ჩე­ნი, რო­მე­ლიც რუს ხალ­ხს აძა­გებ­დეს. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კრემ­ლი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­გეგ­მი­ლი იყო. ამ­დე­ნად, გარ­წმუ­ნებთ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ჩე­ჩე­ნი ხალ­ხი ხელს არ აღ­მარ­თავს, ამა­ში ეჭვი არა­ვის შე­ე­პა­როს.

- თე­მას გა­და­ვუხ­ვი­ეთ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ღირ­და... ქალ­ბა­ტო­ნო მექა, ასეთ ტრა­დი­ცი­ებ­ზე აღ­ზრდი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, ალ­ბათ დიდ­ხანს ფიქ­რობ­დით, სა­ნამ ოჯახს შექ­მნი­დით...

- გა­თხო­ვე­ბა ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თემა იყო ოჯახ­ში. ამის შე­სა­ხებ მშობ­ლებ­თან და მით უმე­ტეს მა­მას­თან არ ვსა­უბ­რობ­დით. თუმ­ცა ყო­ველ­თვის გვეს­მო­და მა­მის­გან, რომ გა­თხო­ვე­ბა წე­სი­სა და ადა­თის თა­ნახ­მად უნდა მომ­ხდა­რი­ყო, მშობ­ლე­ბის ნე­ბარ­თვით. ისე მოხ­და, რომ ჩემი და მისი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­ვა­თხო­ვეთ. ისეთ­მა კაც­მა ითხო­ვა, ვის­თა­ნაც ვალ­ში ვი­ყა­ვით, მათი და­ნიშ­ნუ­ლი ქალი ჩვენ მო­ვი­ტა­ცეთ. ამი­ტომ მა­მა­ჩე­მი თავს ვალ­დე­ბუ­ლად გრძნობ­და და და­თან­ხმდა. მახ­სოვს, რო­გორ ტი­რო­და ჩემი და ქორ­წილ­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გაგ­ვი­მარ­თლა და კარ­გი სიძე შეგ­ვხვდა. ამ გა­მოც­დი­ლე­ბის მერე მა­მა­ჩე­მი ამ­ბობ­და, ჩემი შვი­ლის სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არ წა­ვა­ლო. მეც ამით ვი­სარ­გებ­ლე და 33 წლის ასა­კამ­დე გა­სა­თხო­ვა­რი დავ­რჩი. ჩვე­ნი სკო­ლის დი­რექ­ტორს ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი და თა­ვი­სი შვი­ლის­თვის ვუნ­დო­დი, მაგ­რამ უარი ვთქვი. ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბა, რა­საც მამა ქა­ლიშ­ვი­ლებს გვი­ყე­ნებ­და, ასე­თი იყო, ვა­ი­ნახ­ზე უნდა გავ­თხო­ვი­ლი­ყა­ვით. ვა­ი­ნა­ხე­ბი არი­ან ჩეჩ­ნე­ბი, ინ­გუ­შე­ბი და ქის­ტე­ბი. მისი ეს და­რი­გე­ბა რომ არ მქო­ნო­და ჩა­ბეჭ­დი­ლი ტვინ­ში, ალ­ბათ ქარ­თვე­ლი შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და და სი­მარ­თლე გი­თხრათ, უფრო მარ­ტი­ვი ცხოვ­რე­ბაც მექ­ნე­ბო­და.

- ვინ არის თქვე­ნი მე­უღ­ლე?

- ერთ-ერთი ყო­ფი­ლი ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლი, ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის ახლო ნა­თე­სა­ვი, ომარ იდი­გო­ვი. ორი ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს. პირ­ვე­ლი ბავ­შვი რომ და­მე­ღუ­პა, ვფიქ­რობ­დი, ეტყო­ბა, ღმერ­თმა ის ცხრათ­ვი­ა­ნი დე­დობ­რი­ვი გან­ცდა მაკ­მა­რა და შვი­ლე­ბი აღარ მე­ყო­ლე­ბა, ყვე­ლა სი­კე­თე მე რა­ტომ უნდა მქონ­დეს, ამ­დენ ხალ­ხს რომ ვუყ­ვარ­ვარ, ქუ­ჩა­ში ამ­ხე­ლა სიყ­ვა­რულს რომ ვგრძნობ, ესეც დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა- მეთ­ქი. სხვა­თა შო­რის, ადრე ოჯახ­ზეც არ ვფიქ­რობ­დი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ალ­ბათ არ და­მიმ­სა­ხუ­რე­ბია, ღმერ­თმა ეს სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თა. მა­რი­ა­მი 5 წლის არის, მა­ლი­ქა - 2 წლის.

- და­სას­რულ, შეც­დო­მებ­ზეც გკი­თხავთ. უკან რომ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, შეც­ვლი­დით რა­ი­მეს?

- რა თქმა უნდა, არის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც სწო­რად არ გა­დავ­დგი და რო­მელ­თა გა­მოს­წო­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ უკან დაბ­რუ­ნე­ბა მა­ინც არ მინ­და. იმ­დე­ნი რამ მაქვს გა­და­ტა­ნი­ლი, იმ­დე­ნი მძი­მე დღე­ე­ბი და გა­ჭირ­ვე­ბა მი­ნა­ხავს, უკან მი­ხედ­ვი­საც კი მე­ში­ნია.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

რატომ დუმს პანკისის ამბებთან დაკავშირებით მექა ხანგოშვილი

რატომ დუმს პანკისის ამბებთან დაკავშირებით მექა ხანგოშვილი

"ჩეჩნეთის ომის მერე, ინგუშეთში ორი პატარა გოგონას დამწვარი გვამი ვნახე და მის მერე ამგვარი კადრების ყურებისას ცუდად ვხდები. ის, რაც გუშინ ვნახე, შემაძრწუნებელი იყო ჩემთვის. ბოლომდეც ვერ ვუყურე. ამიტომ ვფიქრობდი, შევძლებდი კი თქვენთან სხვა თემაზე საუბარს. ჩემზე ამბობენ, ძლიერი ქალიაო, მაგრამ გული სუსტი მაქვს. სიტყვებსაც ვერ ვპოულობ, როგორ უნდა შევაფასო ეს ყველაფერი", - მითხრა ინტერვიუს დაწყებამდე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მთავარმა მრჩეველმა, ქალბატონმა მექა ხანგოშვილმა.

სათნოებით დედას ჰგავს, პრინციპულობითა და სამართლიანობით - მამას. ძლიერია მაშინ, როცა საქმე მის ხალხს ეხება. არც იარაღის ეშინია და არც სისხლის. საქართველოში ყველას უყვარს.

დღეს ამ სასიამოვნო ქისტ ქალბატონს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- პედაგოგების ოჯახში ვიზრდებოდი. იმ პერიოდში რთული ბავშვობა არავის ჰქონდა. მახსოვს, გვიანობამდე არ ვიძინებდი. ბუნებით ემოციური ადამიანი ვარ და არ ვწვებოდი დასაძინებლად, სანამ დედა არ დაიძინებდა. მამა გვიან რომ ბრუნდებოდა, დედას ეჩხუბებოდა, ამ დრომდე რატომ არ სძინავს ბავშვსო. სტუმრიანი ოჯახი გვქონდა. მამაჩემი, ხასო ხანგოშვილი, მოქეიფე კაცი იყო, ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავდა. ჩვენს ოჯახში სუფრა ხშირად იშლებოდა. მოგეხსენებათ, ჩვენი ტრადიციის მიხედვით, შვილები მშობლებთან ერთად არ უნდა დამსხდარიყვნენ სუფრასთან. ჩემს პატარა ძმას ბევრჯერ ჩამოსძინებია ფეხზე. ტრადიციული ოჯახი გვქონდა. მკაცრად გვზრდიდნენ მშობლები. მამაჩემის მოფერება დღემდე არ მახსოვს. დღესაც თუ რამეს იტყვის ჩვენზე დადებითს, მიკვირს.

- ტრადიციები ახსენეთ, კიდევ რა ოჯახური ტრადიციები გაქვთ ქისტებს?

- დღესაც მამაჩემი რომ გვეტყვის, მოდით დასხედით სუფრასთანო, იმდენად გვაქვს გამჯდარი ბავშვობიდან ეს ტრადიცია, ვერ ვსხდებით. მამასთან ერთად გემრიელად ვერ ვჭამ. ბავშვობიდან გვინერგავდნენ მშობლები, რომ არ შევხებოდით არამს, ანუ იმას, რაც ჩვენ არ გვეკუთვნოდა. ჩემი მშობლები 30 წელი აშენებდნენ დიდ სახლს დუისში, სადაც ჩვენ გავიზარდეთ და დღემდე არ არის ბოლომდე დამთავრებული. მამა თითს გაიშვერდა სახლისკენ და გვეუბნებოდა, ამ სახლის თითო აგური ჩვენი ოფლით არის მოპოვებული. სხვისი არაფერი გინდოდეთ, თქვენი შრომით მოიპოვეთ ის, რაც გჭირდებათო. პედაგოგების ხელფასზე ვცხოვრობდით, მატერიალურად ყოველთვის გვიჭირდა. დედაჩემი მაღალ კლასებს ასწავლიდა. მახსოვს, ერთხელ ერთი ქალი მოვიდა ჩვენთან. ტომარა ჰქონდა ზურგზე მოგდებული. საუბრიდან გავარკვიე, რომ მის შვილს დედა ასწავლიდა. არ ვიცი, ნიშნის მომატება უნდოდა ამ ქალს თუ სხვა მსგავსი რამ, მაგრამ იმ ტომარაში რომ წაბლი იყო, ეს ნამდვილად ვიცი. დუისი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, მოშორებითაა ტყიდან, ამიტომ წაბლი ყოველთვის გვენატრებოდა. ეს ქალი ბირკიანიდან ჩამოვიდა, სადაც უფრო ხელმისაწვდომი იყო წაბლის მოგროვება. ერთი სული მქონდა, დედაჩემს წაბლი გამოერთმია იმ ქალისთვის. მესმოდა, როგორ ეხვეწებოდა ის ქალი, ამხელა ტომარას ნუ გამატან უკანო, მაგრამ... რაც შენს შვილს ეკუთვნის, არასდროს დაეკარგებაო, ეს სიტყვები დაადევნა უკან. სარვამარტო საჩუქრებსაც კი არ იღებდა დედა არავისგან, მხოლოდ მისალოც ბარათებს იღებდა ბავშვებისგან.

- ცოლ-ქმარს შორის რა ტრადიციები იყო?

- მე არ მინახავს, დედაჩემსა და მამაჩემს ერთ ოთახში დაეძინათ. დედას ყოველთვის ჩვენთან, შვილებთან ეძინა. ალბათ იმიტომ, რომ უკვე დიდები ვიყავით... დედა გვასწავლიდა, რომ მამა ოჯახის უფროსია და მისი სიტყვა ყოველთვის კანონია. ალბათ დედაჩემის დამსახურებაა, რომ ძალიან ბევრი დავუთმე ჩემს მეუღლეს. დედაჩემი ყოველთვის თმობდა, თუმცა პრინციპულიც იყო. ერთხელ მამაჩემმა ასეთი რამ თქვა, - ქალს აქვს უნარი, კარგი ქმარი ცუდ ადამიანად აქციოს და ცუდი ადამიანი გააკეთილშობილოსო. მამა აღიარებდა, რომ დედაჩემის როლი მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი იყო. მამა ძალიან მკაცრი კაცი იყო. გვიკრძალავდა მოკლე კაბის ჩაცმას, მანიკიურის გაკეთებას, მაკიაჟზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. ის კი არა, "ჩოლკის" შეჭრაც გვეკრძალებოდა. ერთხელ ჩემმა უფროსმა დამ შეიჭრა "ჩოლკა" და თმის სამაგრებით მალავდა. მერე მისი მოჭრილი თმა უნახავს დედაჩემს და დიდი ამბავი მოჰყვა ამას. ერთი სიტყვით, ისე გაგვზარდეს მშობლებმა, არაფრის შიში აღარ ჰქონდათ. იმდენად გვენდობოდნენ, სტუდქალაქში მარტონი გამოგვიშვეს და მერე უცხოეთშიც კი გაგვიშვეს მაშინ, როცა არ იყო მიღებული ქალიშვილების მარტო გაშვება. მახსოვს, ერთხელ გოდერძი ჩოხელი შემხვდა სტუდქალაქთან. ჩვენებური ქისტი, მათე ციხესაშვილი ახლდა. ამ დროს თურმე გოდერძი ფილმს იღებდა ქისტებისა და ხევსურების ურთიერთობაზე. რომ მნახა, მათესთვის უთქვამს, ეს ის ქალია, ვისაც ამდენი ხანი ვეძებდი, ქისტი ქალის სახე მჭირდება ფილმისთვისო. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ან თვითონ მოდიოდა, ან სხვას აგზავნიდა გოდერძი, რომ ამ როლზე დავეთანხმებინე. დიდი არაფერი, თუნგით მხარზე წყაროდან უნდა ჩამოვსულიყავი, თან მაშინ 50 კგ-ით ნაკლები ვიყავი (იღიმება), ხევსურ კაცს უნდა დავენახე, რომელიც სისხლის ასაღებად მოდიოდა და ისე შევყვარებოდი, რომ სისხლის აღება გადაეფიქრებინა. იმასაც კი მეუბნებოდა, მამაშენს ვკითხავთ და მერე ხომ უარს აღარ იტყვიო. მამამდე არც მიმიტანია ეს ამბავი, ისე ვთქვი უარი. წლების მერე შემხვდა გოდერძი და მკითხა, არ ნანობთო. არა-მეთქი, ვუპასუხე. მგონი, რომ უნდა ინანოთ, იმის ასლიც არ ხართ დღეს, რაც მაშინ იყავით და ეს კადრები ისტორიას დარჩებოდაო.

- პროფესია როგორ აირჩიეთ?

- მამა ფილოლოგი იყო. დედა - მათემატიკოსი. პოეზია და ქართული ლიტერატურა ძალიან მიყვარდა, მაგრამ სკოლაშივე განსაკუთრებული ნიჭი მქონდა ტექნიკური საგნების მიმართ. ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, პირველი ქისტი ვიყავი, რომელმაც ამ ფაკულტეტზე ჩააბარა. უნივერსიტეტი 1992 წელს დავამთავრე. მძიმე წლები იდგა საქართველოში. ჩემი და, მედინა, გროზნოში მუშობდა. მაშინ აფხაზეთის ომი მიმდინარეობდა, ყოველ ნაბიჯზე გვაყვედრიდნენ ამ ომში ჩეჩნების მონაწილეობას. გარიდება იყო საუკეთესო გამოსავალი და გადავწყვიტე ჩეჩნეთში მეძია ბედი. იქ წელიწად-ნახევარი ბიოფიზიკის კათედრაზე ვიმუშავე ასისტენტად. პირველი ომი რომ დაიწყო, უკან დავბრუნდი. ჩემი და იქ დარჩა, მე ჩემი დისშვილი წამოვიყვანე და წამოვედი, ყველაფერი იქ დავტოვე და დავკარგე. რთული პერიოდი დაიწყო ჩვენს ოჯახში. ბევრი ახლობელი დაგვეღუპა. ორი წლის შემდეგ, აფხაზეთის ომის ფონზე, ანტიქისტური ისტერია დაიწყო. 1996-1997 წლებში რუსეთის იმპერიის მანქანა აქტიურად ამუშავდა, რომ ერების გათიშვის პოლიტიკა ეწარმოებინა. მაშინ გადავწყვიტე, რომ ფიზიკოსი ბევრი ჰყავს ამ ქვეყანას და მე ამ ორ ერს შორის მედიატორის როლი უნდა შემესრულებინა. დავიწყე კორესპონდენტად მუშაობა "დილის გაზეთში", "ახალ 7 დღეში". ვწერდი ჩვენს მრავალწლიან ურთიერთობებზე, ისტორიულ ძმობაზე. 1998 წლიდან 10 წელი ვიმუშავე "კავკასიურ სახლში". ეს იყო ურთულესი პერიოდი, ჩეჩნეთში მეორე ომი დაიწყო. ბევრი რამ გადავიტანე. სახლში ავტომატებით მივარდებოდნენ, მაშინებდნენ. ასეთ დროს, როცა საქმე ჩემს ხალხს, ჩემს ერს ეხება, ძალიან ძლიერი ვარ. ამ დროს არც ავტომატი მაშინებს და არც სისხლი. მახსოვს, ერთხელ, ჩეჩნეთის პარლამენტის 14 დეპუტატი მყავდა შეფარებული. მაშინ "კავკასიურ სახლში" რემონტი იყო. ვარკეთილში ხევსური ახლობლის ოთახნახევრიან ბინაში ვცხოვრობდი, მაგრამ ზოგჯერ 20 ადამიანსაც სძინებია ამ სახლში. მამიდაჩემთან გადავბარგდი და ჩემი საცხოვრებელი მათ დავუთმე. ღამით მე და მამიდაჩემი მათ პერანგებს ვაუთოებდით, დღისით კონფერენციებზე დავყვებოდი, მაგრამ ეს ფიზიკური შრომა არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა. დილით ვლოცულობდი, როცა ბრახუნი ატყდა კარზე. 5-6 ავტომატიანი დავინახე სათვალთვალო ხვრელიდან. გამოვაღე კარი, რა ხდება, რას მინგრევთ კარს-მეთქი, ვუყვირე. შემოცვივდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებად წარმიდგინეს თავი და მკითხეს, თქვენთან იმალებიან ჩეჩნებიო. დაიწყეს ჩხრეკა. ტახტს რომ თავი ახადეს, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, ჩეჩნები თქვენნაირი მხდალები არ არიან, ტახტში და კარადაში რომ დაიმალონ, რას კადრულობთ-მეთქი. ახლაც თქვენ თვალწინ ჩეჩენი მებრძოლი რომ მოვიდეს, შევიფარებ და ამას ვერ დამიშლით-მეთქი. წამიყვანეს პოლიციაში, 20 წუთი გამაჩერეს. მერე ბოდიში მომიხადეს და გამომიშვეს. ბევრი ასეთი შემთხვევა მახსენდება.

- რომელი იყო ყველაზე მძიმე დღე თქვენს ცხოვრებაში?

- ასეთი ბევრი მახსენდება. ეს იყო ბესლანის ტრაგედია, ნორდ-ოსტის ამბები... როცა ხედავ, შენს ერს ამდენ რამეს აბრალებენ და მათი დაცვა არ შეგიძლია. მძიმე იყო 2003 წლის 7 დეკემბერის დილა, როცა ყველა ჩეჩენი დიდ-პატარიანად წამოყარეს საწოლებიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროში წაიყვანეს. მძიმე იყო შევარდნაძის პერიოდი, როცა ჩვენმა პრეზიდენტმა 5 ჩეჩენი პირდაპირ დაბადების დღეზე მიართვა პუტინს. მახსოვს დღე, როცა თქვეს, რომ მომდევნო 8 ჩეჩენიც უნდა გადაეცათ. პანკისის ხეობიდან ჩამოსულ სხვა ჩეჩენ ქალებთან ერთად მთელი ღამე ვდარაჯობდი ციხის კართან ამ ბიჭებს. მძიმე დღეები იყო, როცა 2004 წელს ჯერ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს 3 ბიჭი და მერე ჩუმად ჩააბარეს რუსებს. ჩვენ ვზეიმობდით ამ ფაქტს და მეორე დღეს ბიჭები თბილისიდან გაქრნენ. ორი კვირის ძებნის მერე აღმოვაჩინეთ, რომ სტავროპოლის რომელიღაც ციხეში აწამებდნენ მათ. ეს უფრო მუხანათობა იყო, ვიდრე პირდაპირ გადაცემა. ჯერ გაუშვეს სასამართლო დარბაზიდან და შემდეგ ჩუმად გადასცეს. მძიმე არ იყოს ის, რაც ახლახან პანკისში მოხდა?! სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ერთი რამ ყველამ იცოდეს, მე ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ჩემი ხალხი დგას! სადაც სიმართლეა!

- იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობთ?

- რა თქმა უნდა! მე ამ უწყებაში იმიტომ ვმუშაობ, რომ ჩემი ხალხის ინტერესები დავიცვა. დღესვე რომ დამჭირდეს ამ სამსახურის დატოვება, წარბს არ შევიხრი. რას ლაპარაკობთ, ჩემს ღირსებაზე მაღლა რა უნდა დადგეს?! ჩემს ხალხზე მაღლა, ვისი გულისთვისაც მთელი ჩემი ცხოვრება სასწორზე მაქვს შეგდებული, რას დავაყენებ?! ახლა თუ ვდუმვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ინტერესს ვიცავ, თუმცა კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ჩემს ხალხზე მაღლა, ღმერთის გარდა, არაფერი დგას. ჩემს სინდისთან და ჩემს ხალხთან მართალი უნდა ვიყო, სამსახური კი არა, ჩემი სიცოცხლე რომ შეეწიროს ამას.

- მოსახლეობაში გარკვეულწილად მოსალოდნელი შურისძიების შიში არსებობს...

- ჩეჩნები საოცარი მენტალიტეტის ხალხია. რაც რუსებმა ჩეჩნებს გაუკეთეს, მსგავსი არაფერი გამიგონია და მინახავს. მიუხედავად ამისა, მე არ შემხვედრია ჩეჩენი, რომელიც რუს ხალხს აძაგებდეს. ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი კრემლისა და ხელისუფლების დაგეგმილი იყო. ამდენად, გარწმუნებთ, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩეჩენი ხალხი ხელს არ აღმართავს, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს.

- თემას გადავუხვიეთ, მაგრამ ვფიქრობ, ღირდა... ქალბატონო მექა, ასეთ ტრადიციებზე აღზრდილი ქალბატონი, ალბათ დიდხანს ფიქრობდით, სანამ ოჯახს შექმნიდით...

- გათხოვება ტაბუდადებული თემა იყო ოჯახში. ამის შესახებ მშობლებთან და მით უმეტეს მამასთან არ ვსაუბრობდით. თუმცა ყოველთვის გვესმოდა მამისგან, რომ გათხოვება წესისა და ადათის თანახმად უნდა მომხდარიყო, მშობლების ნებართვით. ისე მოხდა, რომ ჩემი და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გავათხოვეთ. ისეთმა კაცმა ითხოვა, ვისთანაც ვალში ვიყავით, მათი დანიშნული ქალი ჩვენ მოვიტაცეთ. ამიტომ მამაჩემი თავს ვალდებულად გრძნობდა და დათანხმდა. მახსოვს, როგორ ტიროდა ჩემი და ქორწილში. საბედნიეროდ, გაგვიმართლა და კარგი სიძე შეგვხვდა. ამ გამოცდილების მერე მამაჩემი ამბობდა, ჩემი შვილის სურვილის წინააღმდეგ არ წავალო. მეც ამით ვისარგებლე და 33 წლის ასაკამდე გასათხოვარი დავრჩი. ჩვენი სკოლის დირექტორს ძალიან ვუყვარდი და თავისი შვილისთვის ვუნდოდი, მაგრამ უარი ვთქვი. ერთადერთი პირობა, რასაც მამა ქალიშვილებს გვიყენებდა, ასეთი იყო, ვაინახზე უნდა გავთხოვილიყავით. ვაინახები არიან ჩეჩნები, ინგუშები და ქისტები. მისი ეს დარიგება რომ არ მქონოდა ჩაბეჭდილი ტვინში, ალბათ ქართველი შემიყვარდებოდა და სიმართლე გითხრათ, უფრო მარტივი ცხოვრებაც მექნებოდა.

- ვინ არის თქვენი მეუღლე?

- ერთ-ერთი ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი, ჯოხარ დუდაევის ახლო ნათესავი, ომარ იდიგოვი. ორი ქალიშვილი მყავს. პირველი ბავშვი რომ დამეღუპა, ვფიქრობდი, ეტყობა, ღმერთმა ის ცხრათვიანი დედობრივი განცდა მაკმარა და შვილები აღარ მეყოლება, ყველა სიკეთე მე რატომ უნდა მქონდეს, ამდენ ხალხს რომ ვუყვარვარ, ქუჩაში ამხელა სიყვარულს რომ ვგრძნობ, ესეც დიდი ბედნიერებაა- მეთქი. სხვათა შორის, ადრე ოჯახზეც არ ვფიქრობდი. საბედნიეროდ, იმის მიუხედავად, რომ ალბათ არ დამიმსახურებია, ღმერთმა ეს საჩუქარი გამიკეთა. მარიამი 5 წლის არის, მალიქა - 2 წლის.

- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავთ. უკან რომ დაბრუნებულიყავით, შეცვლიდით რაიმეს?

- რა თქმა უნდა, არის ნაბიჯები, რომლებიც სწორად არ გადავდგი და რომელთა გამოსწორებაც შეიძლება, მაგრამ უკან დაბრუნება მაინც არ მინდა. იმდენი რამ მაქვს გადატანილი, იმდენი მძიმე დღეები და გაჭირვება მინახავს, უკან მიხედვისაც კი მეშინია.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"