პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარმა იმ პირების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც გორში "ქართული ოცნების" აქტივისტებს სცემეს
სოზარ სუბარმა იმ პირების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც გორში "ქართული ოცნების" აქტივისტებს სცემეს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, სო­ზარ სუ­ბარ­მა იმ პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა, რომ­ლებ­მაც გორ­ში, ე.წ. წმინ­და წყლის და­სახ­ლე­ბა­ში კო­ა­ლი­ცი­ის ორი აქ­ტი­ვის­ტი - გი­ორ­გი ხა­ხოშ­ვი­ლი და ვლა­დი­მერ სუ­ჯოშ­ვი­ლი სცე­მეს.

რო­გორც სუ­ბარ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ერთი ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, მე­ო­რე კი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლია.

"ესე­ნი არი­ან რეზო და ვანო კა­ლომ­ლე­წა­ვე­ბი. ვანო ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია და ამ­ჟა­მად კერ­ძო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი აქვს. მას ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რი აქვს ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან, რეზო კი პოლ­კოვ­ნი­კია და დღე­საც შსს-ში, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ძარ­ცვა-ყა­ჩა­ღო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობს", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ისი­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას მო­ი­თხო­ვენ.

"ამ პი­რე­ბის ამოც­ნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ისი­ნი ნიღ­ბებ­ში იყ­ვნენ, თუმ­ცა გვაქვს სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის გვყავს მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნე­ბას მის­ცე­მენ", - აღ­ნიშ­ნა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა.

გორ­ში, ე.წ. წმინ­და წყლის და­სახ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ორი აქ­ტი­ვის­ტი - გი­ორ­გი ხა­ხოშ­ვი­ლი და ვლა­დი­მერ სუ­ჯოშ­ვი­ლი გუ­შინ სცე­მეს. შემ­თხვე­ვა "სო­კა­რის" ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლებს სა­ხე­ზე ნიღ­ბე­ბი ეკე­თათ. ხა­ხოშ­ვი­ლი და სუ­ჯოშ­ვი­ლი გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყ­ვნენ გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სოზარ სუბარმა იმ პირების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც გორში "ქართული ოცნების" აქტივისტებს სცემეს

სოზარ სუბარმა იმ პირების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც გორში "ქართული ოცნების" აქტივისტებს სცემეს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა იმ პირების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც გორში, ე.წ. წმინდა წყლის დასახლებაში კოალიციის ორი აქტივისტი - გიორგი ხახოშვილი და ვლადიმერ სუჯოშვილი სცემეს.

როგორც სუბარმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთი ყოფილი პოლიციელი, მეორე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.

"ესენი არიან რეზო და ვანო კალომლეწავები. ვანო ყოფილი პოლიციელია და ამჟამად კერძო დაცვის სამსახური აქვს. მას ყოველდღიური კავშირი აქვს ვანო მერაბიშვილთან, რეზო კი პოლკოვნიკია და დღესაც შსს-ში, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ძარცვა-ყაჩაღობის დეპარტამენტში მუშაობს", - განაცხადა სუბარმა.

მისივე განმარტებით, ისინი აღნიშნული პირების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

"ამ პირების ამოცნობა შეუძლებელია, რადგან ისინი ნიღბებში იყვნენ, თუმცა გვაქვს სხვა მტკიცებულებები, მათ შორის გვყავს მოწმეები, რომლებიც უახლოესი დღეების განმავლობაში ჩვენებას მისცემენ", - აღნიშნა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა.

გორში, ე.წ. წმინდა წყლის დასახლებაში "ქართული ოცნების" ორი აქტივისტი - გიორგი ხახოშვილი და ვლადიმერ სუჯოშვილი გუშინ სცემეს. შემთხვევა "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს სახეზე ნიღბები ეკეთათ. ხახოშვილი და სუჯოშვილი გორის საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა