პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაინდრავა - ”რეზო ლორთქიფანიძე ჩემი მეგობარია”
გოგა ხაინდრავა - ”რეზო ლორთქიფანიძე ჩემი მეგობარია”

საფ­რან­გე­თი­დან მი­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში და­კი­თხვის მიზ­ნით გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვა და­ი­ბა­რეს. დღეს, 25 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლოს სან­ქცი­ით, ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­დას­ცეს გოგა ხა­ინ­დრა­ვა­სა და "კა­ნო­ნი­ერ ქურდ" რეზო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა.

გოგა ხა­ინ­და­რა­ვა ჯერ კი­დევ გა­სულ წელს, "რე­ი­ტინ­გის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებ­და, რომ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, რეზო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე მისი მე­გო­ბა­რია.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რა გა­მოც­დი­ლე­ბა მის­ცა ქუ­ჩამ, მა­შინ გოგა ხა­ინ­დარ­ვამ უპა­სუ­ხა, რომ "კრი­მი­ნა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით კარ­გი არა­ფე­რი იყო, თუმ­ცა გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო".

"მა­შინ ორი გზა ჰქონ­დათ ახალ­გაზ­რდებს. ან კომ­კავ­ში­რე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი და წი­თე­ლი ფერი გყვა­რე­ბო­და, ანდა გა­რე­მო გწი­რავ­და, ქუ­ჩა­ში ხვდე­ბო­დი, კრი­მი­ნალ­ში, ძველ ბი­ჭებ­თან. მინ­და გი­თხრათ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა და უფ­რო­სებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე ის, რომ მე­გო­ბა­რი არ უნდა ჩა­გეშ­ვა და გა­გე­წი­რა, მა­შინ ვის­წავ­ლეთ. დღეს პი­რი­ქით ხდე­ბა, პავ­ლი­კა მო­რო­ზო­ვებს ზრდი­ან. კრი­მი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არც ჩემი და არც სხვი­სი შვი­ლის­თვის არ მინ­და, მაგ­რამ ჩვენ გა­ვი­ა­რეთ ეს და ამას ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან ვერ წავ­შლით. მე­გობ­რე­ბი მყავს ქურ­დე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც ვსწავ­ლობ­დი, ვიზ­რდე­ბო­დი. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მა­გა­ლი­თად, პა­ა­ტა ჩლა­ი­ძე, რო­მელ­თა­ნაც სიკ­ვდი­ლამ­დე ვმე­გობ­რობ­დი, დღე­საც ჩემი მე­გო­ბა­რია რეზო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, მა­მა­მი­სი სა­უ­კე­თე­სო ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი იყო", - ამ­ბობ­და გოგა ხა­ინ­დრა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

გოგა ხაინდრავა - ”რეზო ლორთქიფანიძე ჩემი მეგობარია”

გოგა ხაინდრავა - ”რეზო ლორთქიფანიძე ჩემი მეგობარია”

საფრანგეთიდან მიღებული მასალების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით გიორგი ხაინდრავა დაიბარეს. დღეს, 25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საფრანგეთის სასამართლოს სანქციით, ქართველ სამართალდამცველებს ოფიციალურად გადასცეს გოგა ხაინდრავასა და ”კანონიერ ქურდ” რეზო ლორთქიფანიძის შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა.

გოგა ხაინდარავა ჯერ კიდევ გასულ წელს, "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი, რეზო ლორთქიფანიძე მისი მეგობარია.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა გამოცდილება მისცა ქუჩამ, მაშინ გოგა ხაინდარვამ უპასუხა, რომ "კრიმინალური თვალსაზრისით კარგი არაფერი იყო, თუმცა გამოცდილება მიიღო".

"მაშინ ორი გზა ჰქონდათ ახალგაზრდებს. ან კომკავშირელი უნდა ყოფილიყავი და წითელი ფერი გყვარებოდა, ანდა გარემო გწირავდა, ქუჩაში ხვდებოდი, კრიმინალში, ძველ ბიჭებთან. მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა და უფროსებთან დამოკიდებულება, ასევე ის, რომ მეგობარი არ უნდა ჩაგეშვა და გაგეწირა, მაშინ ვისწავლეთ. დღეს პირიქით ხდება, პავლიკა მოროზოვებს ზრდიან. კრიმინალური გამოცდილება არც ჩემი და არც სხვისი შვილისთვის არ მინდა, მაგრამ ჩვენ გავიარეთ ეს და ამას ჩვენი ცხოვრებიდან ვერ წავშლით. მეგობრები მყავს ქურდები, ვისთან ერთადაც ვსწავლობდი, ვიზრდებოდი. რამდენიმე მათგანი განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო. მაგალითად, პაატა ჩლაიძე, რომელთანაც სიკვდილამდე ვმეგობრობდი, დღესაც ჩემი მეგობარია რეზო ლორთქიფანიძე, მამამისი საუკეთესო ქართველი პოეტი იყო", - ამბობდა გოგა ხაინდრავა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა