სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები საკმარისი არ არის, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა, გიორგი ტუღუშმა განაცხადა.
მისი თქმით, სიმწრით გამოყოფილი 300 მილიონი, რომელიც რამდენიმე წელზე გადანაწილდა, სისტემისთვის არ იყო საკმარისი და ამაზე ის სახალხო დამცველობის პერიოდშიც საუბრობდა.
ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს დახარჯული 300 მილიონის საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც დაინტერესდეს.
"300 მილიონი საკმარისი არ არის, მეტი თანხები უნდა მიეცეს სისტემას განვითარებისთვის. ამას სახალხო დამცველობის პერიოდშიც ასე ვთვლიდი და რეკომენდაცია მაქვს მიცემული, რომ თანხები მოემატოს პენიტენციალურ სისტემას", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.